Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს უნივერსიტეტები განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტების ტოპასეულშიც ვერ მოხვდნენ

საქართველოს უნივერსიტეტები განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტების ტოპასეულშიც ვერ მოხვდნენ

ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტების ტოპასეულის გამოსავლენად კვლევა ბრიტანულმა ორგანიზაციამ Quacquarelli Symonds-ma (QS) ჩაატარა.  

კვლევაში მონაწილეობდა ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბოსნიის, ხორვატიის ესტონეთის, უნგრეთის, კოსოვოს, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები. პირველ ადგილზე გავიდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორეზე _ ჩეხეთის კარლოვის სახელობის უნივერისტეტი. ასეულში მოხვდა რუსეთის 26 უმაღლესი სასწავლებელი, 10-10 _ ჩეხეთისა და თურქეთის,  9 _ პოლონეთის, 8 _ ყაზახეთის,  6-6 _ უკრაინისა და უნგრეთის. სამწუხაროდ, ამ სარეიტინგო სიაში ვერც ერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელი ვერ მოხვდა. 

კვლევას ორგანიზაცია შემდეგი პარამეტრების მიხედვით აწარმოებდა: აკადემიური რეპუტაცია, რეპუტაცია თანამშრომლებს შორის, სტუდენტებისა და ლექტორების თანაფარდობა, უცხოელი პროფესორებისა და სტუდენტების რაოდენობა, ეფექტიანი ინტერნეტრესურსები და გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა პროფესორების რაოდენობასთან თანაფარდობაში.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here