Home რუბრიკები პოლიტიკა ოპერის მოყვარულთა ყრილობა

ოპერის მოყვარულთა ყრილობა

741

წლების განმავლობაში დაკეტილი ოპერისა და ბალეტის თეატრი ჩვენს ზეპურ საზოგადოებას მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა მისი რეკონსტრუქციის შემდეგ საზეიმო გახსნა დაიგეგმა და გაირკვა, რომ გახსნაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი. 

ეს დახურული ჩვენებასაბჭოთამემკვიდრეობასაც შეადარეს, თუმცა იმჟამად ამგვარ ჩვენებებს პრემიერა კი არა, გენერალური რეპეტიცია ერქვა და მას, ცეკას მდივნების გარდა, სტუდენტებიც ვესწრებოდით. მოსაწვევის მაგივრობას სტუდბილეთი გვიწევდა. ეს ისე, სამართლიანობისთვის, თორემ პრივილეგიური მდგომარეობა არც დღეს გაუუქმებია ვინმეს და, მით უფრო, არც გუშინ, როცა დღეს ოპერაში არშეშვების გამო პროტესტის გამომხატველებს ხელისუფლებაში (ან ხელისუფლებასთან) ყოფნისას არც ხუთნიშნა ხელფასები მოუკლიათ და არც ბიუჯეტის ხარჯზე დროსტარება.

მეორენი ცხოველების უფლებადამცველთა რიგებში სასწრაფოდ ჩაეწერენ და ოპერის წინ წითელ ხალიჩაზე გავლილ ქალბატონებს ქურქების გამო დაესხნენ თავს. იმის დათვლაც სცადეს, რამდენი ცხოველის მოკვლა და გატყავება დასჭირდებოდა ამ ქალბატონების შემოსვას. ცნობისთვის: ამ პერსონებს გაცილებით მარტივად შეეძლოთ ეანგარიშათ, რამდენი ქურქის ყიდვა (შესაბამისად, რამდენი ცხოველის მოკვლაგატყავება) შეიძლებოდა იმ საბიუჯეტო სახსრებით, რომელიც, მაგალითად, თბილისის იმჟამინდელი მერის _ გიგი უგულავას აწ უკვე ყოფილი მეუღლის უცხოეთში მშობიარობაზე და ნაცნობმეგობრების წაყვანაზე დაიხარჯა.

რაკი უგულავა ვახსენე, ისიც უნდა გავიხსენო, რომ 2011 წელს “ოპერის მეგობართა საბჭო” შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი და უეცრად გაბიზნესმენებული დავით კეზერაშვილი იყო, თუმცა მერიასთან სტრატეგიული ურთიერთობების გამო, ფონდის ხელმძღვანელობა სწორედ გიგი უგულავას ჩააბარეს. კეზერაშვილი საბჭოს თავმჯდომარეობას დასჯერდა და დაპირება დადო, რომ “თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოში აკუმულირებული თანხები საგანმანათლებლო პროექტებს, მუსიკოსების და დასის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების საზღვარგარეთ სტაჟირებას, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებას, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას, საოპერო თეატრებთან ურთიერთობების დამყარებას, მუსიკალური საკრავების ტექნიკურ მომსახურებას და სხვა” კეთილშობილურ მიზნებს მოხმარდებოდა.

არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ მიზნების მისაღწევად კეზერაშვილს ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს, ხოლო ოპერაზე, როგორც მაშინ, ახლაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის თანხები დაიხარჯა. თუ არადა, გამოაქვეყნონ, რა გაიღო ან უგულავამ, ან კეზერაშვილმა! არც ერთი, არც მეორე, ოპერაში, ამ შემთხვევის გარდა, არავის შეუნიშნავს, ხოლო კეზერაშვილმა ვერ უპასუხა კითხვასაც კი _ ვინ დაწერანაბუქო”? ებრაელ კაცს ნაბუქოდონოსორისა და ებრაელთა ტყვეობის ამსახველ ამ ოპერაზე წარმოდგენა რომ არა აქვს, ამას არც მინისტრობა უშველის და არც ბიზნესმენობა!

მართალს ამბობს ჩვენი დროის ერთ-ერთი შესანიშნავი მუსიკოსი და სამუსიკო ხელოვნების ჭეშმარიტი მცოდნე თამრიკო ჭოხონელიძე: “კრიტერიუმებმა გამაკვირვამომიტევეთ, მაგრამ იქ იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ ნაწარმოების მესამე მთავარ პერსონაჟსაც ვერ დაგისახელებდნენ, არათუ მის მუსიკალურ მხარეს გაგიშიფრავდნენ… ..ასე რომ, ძალიანაც ნუ გავიგიჟებთ თავს, რომ იქ სწორედ ისელიტაიყო, რომელიც უნდა ყოფილიყო და რომელსაც კარგად ესმის ოპერა!”

თამრიკო ჭოხონელიძეც “სელექციის” მსხვერპლი აღმოჩნდა _ პირველ დღეებში ის არავის მიუწვევია. ცხადია, ეწყინებოდა, როცა ტელეეკრანიდან გაუაზრებლად ნათქვამს მოისმენდა: “იქ მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამის ღირსნიაო!”. საერთოდ, ვინ წყვეტს, ვინ რისი ღირსია ამ ქვეყანაში? და ვინც ამას წყვეტს, თვითონ ის რისი ღირსია? წყენის მიუხედავად, თამრიკო ჭოხონელიძეს სახე არ დაუკარგავს: “აუცილებლად წავალ… ძალიან მიყვარს ეს ოპერა და ძალზე ვგულშემატკივრობ ზოგადად ქართულ ოპერას, თითოეულ ნიჭიერ მომღერალს და ყოველთვის ვიქნები იმ გულშემატკივართა რიგებში, ვინც შეუპოვრად იდგება და იბრძოლებს ქართული კულტურის, ქართველთა გემოვნების ზრდისა და, ზოგადად, ქართველების წარმატებების სადარაჯოზე”!

მისგან განსხვავებით, ოპერის წინ განაწყენებული “ნაციონალური” სახეები შეიკრიბნენ და გააპროტესტეს, რომ მათ სპექტაკლზე დასწრების საშუალება არ მიეცათ, რადგან სპექტაკლზე მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი და ბილეთები არ გაყიდულა. მერე “წინწყარო” იმღერეს (არ გამოუვიდათ, მაგრამ სცადეს) და განაცხადეს, რომ “დღეს დაარსდა თბილისის ოპერის მოყვარულთა საზოგადოება ოფიციალურად”. ოფიციალურობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ხუთი წლის წინათ დაფუძნებულიოპერის მეგობართა საბჭოარ გახსენებიათ, თორემ, ალბათ, მისი ფონდის თავმჯდომარის _ გიგი უგულავას პლაკატებსაც მოიტანდნენ დაპოლიტპატიმრისგათავისუფლებასაც მოითხოვდნენ.

“ოპერის მეგობრებმა” იქვე დაიქადნეს: “მიზანი შესრულებულია. ჩვენ აღვნიშნეთ, მოვუსმინეთ ძალიან ბევრ საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებს. იყო შეკრებილი მართლა მუსიკის მოყვარული ძალიან კარგი საზოგადოება. ისიც კი ვთქვით, რომ მომავალში რაც უნდა ბევრი მოსაწვევი იყოს და ბევრი ბილეთი გაიყიდოს, სეზონს აქ გავხსნით ხოლმე, ეს ხუმრობით”. დაიმახსოვრეთ და მომავალი სეზონის გახსნისას მათი “სიმღერა” არ გამოტოვოთ! რატომღაც პროფესიონალ მომღერალს _ თამრიკო ჭოხონელიძეს თავშიც არ მოსვლია ოპერის წინ სიმღერით პროტესტის გამოხატვა, არადა, გია ჭანტურიასა და ზაზა ბიბილაშვილზე უკეთ, რამენაირად, ნამდვილად იმღერებდა.

“ოპერის მოყვარულთა საზოგადოების” ამ წევრთა მეგობარმა და თანამოაზრემ _ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ცივი წყალი გადაასხა “აბესალომ და ეთერის” წარმოდგენაზე დასწრების მსურველთ: “ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა “აბესალომ და ეთერი”, თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე”.

თრეში ისეთი უნდა, როგორიც ოპერის წინწინწყაროსფსევდონიმით წარმოადგინეს მისმა მეგობრებმა, სწორედმსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე”, მაგრამ რას არ გაგაკეთებინებს პოლიტიკური რევანშის სურვილი.

გვარამიას სტატუსს მორიგი აღშფოთება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ზოგი სტატუსის ავტორის აზრს 100%-ით იზიარებდა, ზოგისთვის კი ეს შეურაცხყოფის ტოლფასი იყო. კამათი ისეთ კრიტიკულ ფაზაში შევიდა, რომ გვარამიას “ფეისბუქის” გვერდზე ამ თემაზე კიდევ ერთი სტატუსი გამოჩნდა:

“ხალხი, რომელიც ვერ იტანს მუსიკის კრიტიკას მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქართულია, არის შავრაზმელი და არაფრით განსხვავდება ეკლესიას თუ ცრუ პატრიოტიზმს მიკედლებული შავრაზმელებისგან. ასეთი სექტანტები საშიშნი არიან, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა და ვერაფრით, ხაზს ვუსვამ, ვერაფრით ვერ იქნებიან გულწრფელი პროევროატლანტისტები.

P.S. სრულიად დარწმუნებული ვარ თან, გაწიწმატებულთა უმრავლესობას მოსმენილიც არ აქვს აბესალომი. ისე, იცავს, ქართულია და სკოლაში ასწავლეს, რომ დიადია”…

ნიკა გვარამიამ, როგორც ჩანს, არ იცის, რომ ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკე იყო, თორემ ამ სიტყვებს არ აკადრებდა _ მათ წრეში, საზოგადოდ, ქართულის და მართლმადიდებლურის კრიტიკაა დაშვებული (ეს ისე, შავრაზმელობასთან დაკავშირებით!). იმაზე ნუღარ შევჩერდებით, რომ მუსიკის კრიტიკას კომპეტენცია სჭირდება, სხვა დანარჩენიმომწონსარ მომწონსდილეტანტობაა და სხვა არაფერი.

მოკლედ, მთელი ეს ალიაქოთი განახლებული ოპერის გახსნის ირგვლივ “ოპერის მოყვარული ნაციონალების” ამღერების თანხლებით, გინდა თუ არ გინდა, თითქმის სამოცი წლის წინ გადაღებული არაჩვეულებრივი კომედიის “ჟაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” გახსენებს.

ჟანრის კანონთა გათვალისწინებით, მათ უკან ბანერი უნდა ყოფილიყო გაშლილი წარწერით: “სალამი იტალიური ოპერის მოყვარულთა მეათე ყრილობის მონაწილეებს!” (ფრაზა ფილმიდან “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია”) ჩართვაში ოდესიდან მიხეილ სააკაშვილს უნდა წარმოეთქვა მისასალმებელი სიტყვა დაკოლომბო თეთრი გეტრებისთვისმიელოცა დაბადების დღე, თუმცა კოლომბომ, კარგა ხანია, თავს უშველა და, სავარაუდოდ, “ნაციონალური სალაროსფულით პარიზის ოპერას ეხმარება. ოპერის მოჩვენებად ქცეული სააკაშვილი კი, ავტომატიანებით დატენილი ტორტის არქონის პირობებში ვეღარ ახერხებს, ძალად შეაყვაროს რაიმე გუშინდელ ხელქვეითებს.

როგორი არატოლერანტულია მაინც ჩვენი საზოგადოება! იგი არ მიუტევებს ოდნავ გადაცდენასაც კი, როცა მის ეროვნულ სიამაყეს ეხებიან, ან სანუკვარს ულანძღავენ. მას აღარ აინტერესებს დაგვიანებული დითირამბები ილიას მიმართ, რაკი მათმა ავტორმა ოდესღაც თქვა, რომ ილიას საშუალო დონის მწერლად განიხილავს. ორიოდე თვის წინათ ლევან ბერძენიშვილმა რადიო “შოკოლადის” ეთერში ილია ქართველ მეფეებსა და პრეზიდენტებზე მაღლა დააყენა, რადგან ერთნი მემკვიდრეობით იღებდნენ ტახტს, მეორენი კი ხალხის მიერ იყვნენ არჩეულნი, ხოლო ილიამ ეს ადგილი იმით დაიმკვიდრა, რომ სახელმწიფოებრიობის გარეშე დარჩენილ საქართველოს ეროვნულ ცნობიერებას უღვიძებდა.

ბერძენიშვილი ლაპარაკობდა, როგორ ვერ აპატიეს თანამედროვე ქართველებმა ილიას, რომ მიძინებულთ აღვიძებდა და ნერვებს უშლიდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს “ვერ აპატიეს” საკუთარ თავზე გადააქვს ბერძენიშვილს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას ბევრი რამ და ბევრისთვისაც უპატიებია, ოღონდ გააჩნია, ვის რა ეპატიება და როდის.

იმავე გადაცემაში ლევან ბერძენიშვილმა იმაზეც იქილიკა, რომ ქართველმა თავადაზნაურობამ რუს მეფეს, უნივერსიტეტის მაგივრად, საარტილერიო სასწავლებლის გახსნა თხოვა და საგანგებოდ შეგვახსენა მისი აბრევიატურა _ ТАУ (Тбилисское артиллерийское училище).. არადა, საქართველოს ისტორიას ისიც კარგად ახსოვს, როგორ ქილიკობდნენ ზუსტად ასე მოღალატეები: ქართველებს მეზარბაზნეები არ ჰყავთო!

საბჭოთა ეპოქაში იყო ასეთი ანეკდოტი: კითხვაზე _ ვინ იყო ბრეჟნევი, ისტორია ასეთ პასუხს იძლევა – უმნიშვნელო პოლიტიკური მოღვაწე ალა პუგაჩოვას ეპოქაში! ჩვენი გმირების შემთხვევაში რას იტყვის ისტორია, ამას დიდი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა არ უნდა სჭირდებოდეს.

ვის მოსწონსაბესალომ და ეთერი”, ვინ დაესწრო განახლებული ოპერის გახსნას, ვის ეცვა ქურქი თუ ქულაჯა, საქართველოს ისტორიას არ დააინტერესებს, ისევე, როგორც მავანის თვალსაზრისი ილიასა და მის ევროპელობაზე. მთავარია, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი აღდგენილია, სეზონს კვლავ ფალიაშვილის ოპერა ხსნის და ესმით თუ არა, ხვდებიან, რომ მასზე დასწრება პრესტიჟულია. ზოგს, შესაძლოა, ოპერის მადაც გაეხსნას და მელომანადაც ჩამოყალიბდეს. ისე, “აბესალომ და ეთერისდამწუნებელმა ვერ მიუთითა სააკაშვილს, რომ საქართველოს ჰიმნის მუსიკა მაინცდამაინც ზაქარია ფალიაშვილისთვის არ უნდა შეეკვეთა? ეჰ, ნიკა, ნიკა! ზაქარია ხან თრეშია და ხან გენიალური?!

ამასობაში ოპერაში ახალი წესები ამოქმედდა, საპრეზიდენტო ლოჟა საერთოდ გაუქმდა და ამ ადგილს არა ოფიციალური პირები, არამედ საპატიო სტუმრები დაიკავებენ. სხვათა შორის, საზეიმო გახსნას არც პრეზიდენტი, არც ივანიშვილი, არც ღარიბაშვილი არ დასწრებიან. გამოდის, რომ “წინწყაროთი” ნაცსახეებმა მედეა ამირანაშვილს გაუპროტესტეს სპექტაკლზე დასწრება (პრეზიდენტის ლოჟაში). ოპერის მოყვარულებო! აბონემენტი აიღეთ ან ლოჟა იყიდეთ, თორემ ამის შემდეგაც ოპერაში შემსვლელები რომ არ ხართ, ცნობილი ამბავია. ისე, მთელ ამ ალიაქოთს ერთი პოზიტივიც ჰქონდა: ნინა წკრიალაშვილს ოპერის გახსნაზე მისვლა გონებაშიც არ გაუვლია. მადლობა მას ამისთვის და იმისთვისაც, რომწინწყაროსშესრულებას არ შეეჭიდა.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. მადლობა ქართუ ჯგუფს, ვულოცავ მათ, ვინც ოპერისგან სიამოვნებას იღებს, მედროვე გორ-სალებს კი ვუსურვებ აზრზე მოსვლას, თუ გააჩნიათ, რათქმა უნდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here