საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს (Council on Foreign Relations) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შარშან აშშ-მა 23 000 ბომბზე მეტი ჩამოაგდო ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებში (იხ. სტატია მისამართზე _ http://on.cfr.org/1SEIIEG)
7 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში მიმომხილველი ზენკო ამტკიცებს, რომ აშშ-მა 2015 წლის 1 იანვრიდან 23 144 ბომბი ჩამოაგდო 6 სხვადასხვა ქვეყანაში: 22 110 _ ერაყსა და სირიაში; 947 _ ავღანეთში; 58 _ იემენში; 18 _ სომალიში და 11 _ პაკისტანში.
“სამწუხაროდ, ამერიკელების ეს სტრატეგია არ მუშაობს და საომარი მოქმედებების შედეგად ქვეყნებში უარესი ვითარებაა. მაგალითად, ავღანეთში, 947 ჩამოგდებული ბომბის მიუხედავად, დღეს “თალიბანი” ყველაზე დიდ ტერიტორიას აკონტროლებს 2001 წელს დაწყებული ომის შემდეგ. უკვე მე-16 წელია, აშშ ავღანეთში ომს აწარმოებს, ბარაკ ობამას მიერ ომის დამთავრების შესახებ უამრავი დაპირებების მიუხედავად”, _ წერს ზენკო.