Home რუბრიკები სამართალი საქართველო პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში 93-ე ადგილზეა, მსოფლიოში პატიმართა 25% სასჯელს აშშ-ის ციხეებში...

საქართველო პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში 93-ე ადგილზეა, მსოფლიოში პატიმართა 25% სასჯელს აშშ-ის ციხეებში იხდის

712

საპატიმროების კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (WPB), რომელიც ახლახან შეუერთდა სისხლის სამართლის პოლიტიკის კვლევის ცენტრს (ICPR), გამოაქვეყნა 2015 წლის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც საქართელოში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე 274 პატიმარი მოდის.

საპატიმროების კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სიაში საქართველო მე-40 ადგილზეა, ლიდერი კი არის სეიშელი _ 799 პატიმარი 100 ათას მცხოვრებზ;. მეორე ადგილზეა აშშ _ 698 პატიმარი 100 ათას მცხოვრებზე.

ICPR-ის მონაცემებით, ამჟამად აშშ-ში 2,2 მლნ პატიმარია (აშშ-ის ციხეებში სასჯელს იხდის მსოფლიოს პატიმართა 25%), ჩინეთში _ 1,6 მლნ, რუსეთში კი _ 3,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში _ 642,4 ათასი.

ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო 93-ე ადგილზეა (10236 პატიმარი).

P.S. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ახლახან გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში აღმოიფხვრა პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური პრობლემა; გაუმჯობესდა ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა საცხოვრებელი პირობები. ბრალდებულთათვის მინიმალური ფართობი გაიზარდა 4 კვ.მ-მდე; გაიზარდა პაემნების რაოდენობა და გაფართოვდა გარე სამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობა; ორჯერ გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი. შედეგად, პატიმართა სიკვდილის შემთხვევათა რაოდენობა 144-დან (2011 წ.)  12 შემთხვევამდე შემცირდა (2015წ.). 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here