Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკის მონობა თუ რუსეთის მოკავშირეობა, ანუ დემოტრაკია თუ ტრადიციული საზოგადოება?

ამერიკის მონობა თუ რუსეთის მოკავშირეობა, ანუ დემოტრაკია თუ ტრადიციული საზოგადოება?

837

პარიზის საზარელი ტერაქტის შემდეგ ევროპა თითქოს გონს მოეგო და ევროკავშირის ლიდერმა სახელმწიფოებმა უნისონში განაცხადეს, რომ საჭიროა, პროგრესული კაცობრიობა დაირაზმოსისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ რუსეთის მონაწილეობის გარეშე ეს შეუძლებელიაო, და მეტიც: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რუსეთთან ერთად ახალი კოალიციის შექმნაზე ალაპარაკდა.

ოლანდი ალაპარაკდა იმ კოალიციაზე, რომლის შექმნა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტამდე კარგა ხნით ადრე, ა.წ. 29 სექტემბერს გაეროს საიუბილეო სხდომის მაღალი ტრიბუნიდან შესთავაზა “დასავლელ პარტნიორებს”, ხოლო პარიზის ტერაქტის შემდეგ იგივე გაიმეორა ანტალიაში ე.წ. G-20-ის სამიტზე (რომელსაც მგლოვიარე საფრანგეთის პრეზიდენტი არ ესწრებოდა), მაგრამ შედეგი იყო ნული და ამის მიზეზი აშშ და მისი პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა გახლდათ, რადგან აშშ-მა დღემდე ვერ მოინელა ის, რომ რუსეთი ამერიკის დაუკითხავად შეუდგა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ინფრასტრუქტურის ისე ეფექტიანად დაბობვას, რომ რუსეთის მტრებმაც კი აღიარეს, _ რაც ბარაკ ობამას მიერ შექმნილმა 63-სუბიექტიანმა მსოფლიო კოალიციამ 2 წლის განმავლობაში ვერ, უფრო ზუსტად, არ გააკეთა, ორ თვეში შეძლო რუსეთმაო. ცოდვა გამხელილი სჯობსო და, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროლიდერებმა კი ისაუბრეს ანტიტერორისტული კოალიციის აუცილებლობაზე, მაგრამ, როგორც სულმდაბალმა მარიონეტებმა, პატრონის, აშშ-ის, ნების წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედეს.

დიახ, არ ინება ბარაკ ობამამ. აბა, ვინმეს სჯერა, რომ შტატები ვერ ხედავდნენ ათეულ კილომეტრზე გაჭიმულ ნავთობმზიდ ქარავნებს ან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა თუ ნავთობსაცავებს, რომლებიც, პრაქტიკულად, შემუსრა რუსეთის ავიაციამ, რის გამოც ფინანსური წყაროები გადაეკეტაისლამურ სახელმწიფოს”?

მაგრამ ისევ ფრანსუა ოლანდს დავუბრუნდეთ, რომელმაც ითავა რუსეთის მონაწილეობით ახალი კოალიციის ჩამოყალიბებაში მედიატორობა და ამ მიზნით საკონსულტაციოდ ჯერ ფრაუ ანგელა მერკელს ესტუმრა გერმანიაში, შემდეგ კი ბარაკ ობამას ეახლა ამერიკაში, სადაც მოუსწრო კიდეც რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავმა და ბოლოს ყურებჩამოყრილი ეწვია მოსკოვში პუტინს.

თავდაპირველად მეგონა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტში თავმოყვარეობამ გაიღვიძა, გაახსენდა, რომ ბირთვული სახელმწიფოს მეთაურია და რომ ამაყ ფრანგ ერს ამერიკელებისთვის ყველაფერზე თავის კანტური არ ეკადრება, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ კარიკატურულმა ლიდერმა, ფანსუამ, ვერ “იდეგოლა” და ერთადერთი, რაც გაბედა, ვლადიმერ პუტინს მიუსამძიმრა დაღუპული მფრინავის გამო… როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოლანდი ყურებჩამოყრილი ჩავიდა მოსკოვში და ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე თანამოაზრე ბარაკ ობამასგან უარი ჩაუტანა პრეზიდენტ პუტინს _ თუ უნდა, არსებულ კოალიციაში ჩვენი პირობებით შემოვიდეს რუსეთიო, ანუ “ატამანი” აშშ იქნებაო. ამას, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმებოდა პუტინი და ახალი კოალიციის შექმნა არა მხოლოდ ამ ეტაპზე, არამედ, ალბათ, საერთოდ გამორიცხულია, რაც ნაკლებად ადარდებს რუსეთის პრეზიდენტს, რადგანაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია _ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება _ სათავისოდ გამოიყენა პუტინმა და სირიაში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

თავად განსაჯეთ:

თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთის ბევრი არაკეთილმოსურნე ელოდა, რომ რუსეთი მხოლოდ სამხედრო გზით გასცემდა პასუხს გათავხედებულ თურქეთს და ახლა რუსები ჩამოაგდებდნენ თურქეთის თვითმფრინავს. ამას მოჰყვებოდა ესკალაცია _ თურქეთი ჩაკეტავდა ბოსფორს, გართულდებოდა სირიაში რუსეთის სამხედრო კონტიგენტის ლოჯისტიკა და მოსკოვის მიერ ასე წარმატებით წამოწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია სირიაში ნელ-ნელა გადაიზრდებოდა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტში, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგანაც რუსეთს არა მხოლოდ მამაცი, არამედ გონიერი, წინდახედული პრეზიდენტი ჰყავს. რუსეთმა მაქსიმალურად გამოიყენა სირიის ზეცაში მომხდარი ინციდენტი, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ზურგში დარტყმა უწოდა…

რუსეთმა მომავალში მსგავსი პროვოკაციების გამოსარიცხად პრევენციულ ღონისძიებებს მიმართა და სასწრაფოდ განათავსა სირიის ავიაბაზაზე უახლესი საზენიტოსარაკეტო სისტემები C-400 “ტრიუმფი”, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება.

ამას გარდა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა, რაკეტმზიდმა კრეისერმა “მოსკოვმა” სირიის სანაპიროსთან ჩაუშვა ღუზა და ახლა რუსები არა მხოლოდ სირიის, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცესაც აკონტროლებენ, სადაც ამიერიდან რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების “დაუკითხავად”, თვითმფრინავი კი არა, ბუზიც ვერ შეფრინდება. და თუ შეფრინდება, როგორც იტყვიან, კაი ჩიტსაც დაიჭერს, რადგან რუსეთის გენშტაბის განცხადებით, ამიერიდან რუსული ბომბდამშენები მხოლოდ ავიაგამანადგურებლების თანხლებით იფრენენ, მათი ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაანადგურებენ ნებისმიერ მფრინავ ობიექტს, რომელშიც საფრთხეს დაინახავენ.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ ლატაკიის ავიაბაზაზე რუსეთმა საზღვაო ქვეითთა ბატალიონიც შეიყვანა და ახლა რუსეთს სირიაში ისეთი სამხედრო ბაზა აქვს სათანადო ინფრასტრუქტურითა და შეიარაღებით, რომელზეც სულ რაღაც ორი თვის წინათ ვერც იოცნებებდნენ.

ერთადერთი, რაც რუსებმა ცხელ გულზე მოიმოქმედეს, იყო ის, რომ ტერიტორია, რომლიდანაც ანკარასთან ასოცირებულმა თურქმანებმა კატაპულტირებული პილოტი ჰაერშივე დახვრიტეს და შემდეგ მის გვამთან ცეკვა-თამაში გააჩაღეს, მოცეკვავე ტერორისტებთან ერთად დაადუღეს და იქ ახლა, როგორც რუსები ამბობენ, ე.წ. ამოშანთული მიწაა მხოლოდ…

სირიის საჰაერო სივრცეში მომხდარი, შემთხვევითი ინციდენტი კი არა, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია რომ იყო, დასავლეთშიც კი აღარავინ დავობს.

უფრო მეტიც, თურქეთის წამყვან გაზეთებში მეორე დღესვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეს პროვოკაცია ანტალიაში, G-20 სამიტზე დაიგეგმა: ერდოღანმა ობამას შესჩივლა, რომ ეს რუსები ძალიანგაგულავდნენდა ერთი თვითმფრინავი ხომ არ ჩამოვუგდოო, რაზეც ობამამ თავი დაუქნიაო

თავი დაუქნია თუ თვალი ჩაუკრა, ამის დამტკიცებას ვერავინ შეძლებს და არც არის საჭირო, რადგან ერთი რამ ისედაც უეჭველია _ თურქეთის პრეზიდენტი მსგავს გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდა.

ანუ აშშის პრეზიდენტი, სულ ცოტა, საქმის კურსში იყო!

ერდოღანის “იაღლიში” იყო ის, რომ რუსული თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო ისე, რომ რუსულ ბომბდამშენს თურქეთის საზღვარი არ დაურღვევია _ ამაზეც თითქმის აღარავინ დავობს!

მსოფლიო მედია გადაჭრელებულია ინფორმაციით, რომ ერდოღანი, მისი უმცროსი შვილი და სიძე, რომელიც თურქეთის ენერგეტიკის მინისტრია, დიდი ხანია, ჩართულნი არიან “ისლამურ სახელმწიფოსთან” ნავთობის უკანონო ბიზნესში, ანუ რუსულმა ავიაციამ “ისალამური სახელმწიფოს” ნავთობის სარეწი ინფრასტრუქტურის განადგურებით არა მხოლოდ ფინანსური წყაროები შეუმცირა “ისალამურ სახელმწიფოს”, არამედ ერდოღანების კლანის ბიზნესსაც დაარტყა, ანუ თურქეთის პრეზიდენტს პირადი მოტივებიც ჰქონდა, როდესაც რუსეთის ბომბდამშენის ჩამოგდების ბრძანება გასცა.

მართალია, ბარაკ ობამამ და ნატომ ერდოღანს საჯაროდ თავზე ხელი გადაუსვეს, მაგრამ ამაზე შორს ვერც მათ გაბედეს წასვლა და, როგორც ამბობენ, უხეირო პროვოკატორს მიუთითეს, _ რუსეთთან თვითონ მოაგვარე პრობლემაო…

სწორედ ამითაა განპირობებული თურქეთის პრეზიდენტის დაბნეული, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები: ხან გაიძახის, არ ვიცოდი, თვითმფრინავი რუსეთის თუ იყოო, თორემ არ ჩამოვაგდებდიო; ხან ამბობს, მომავალშიც იმავეს გავაკეთებ, თუ თურქეთის საჰაერო სივრცეს ვინმე გადმოკვეთავსო და ა.შ.

ერთი რამ ცხადია: იმის მიუხედავად, მოაგვარებს თუ არა ერდოღანი რუსეთთან ურთიერთობას, მთავარი მოცემულობა არ შეიცვლება.

ანუ გამწვავდა აშშ-რუსეთის დაპირისპირება, რომლის მსგავსი ე.წ. კარიბის კრიზისის შემდეგ არ ყოფილა და ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ ფინალის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია.

სხვათა შორის, კარიბის კრიზისისგან განსხვავებით, რუსეთს უკან დასახევი გზა არ აქვს, რადგან, თუ დღეს სირიაში უკან დაიხია, ხვალ იგივე მოუწევს უკრაინაშიც და ყირიმშიც. ამიტომ რუსეთი თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ დასჯერდება, ტერორისტების პოზიციების დაბომბვას უფრო ინტენსიურად განაგრძობს და პარალელურად არა მხოლოდ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს დაიცავს, არამედ დაუფარავად დაუჭერს მხარს ქურთების ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის _ ბრძოლას 40-მილიონიანი ერისა, რომელსაც სახელმწიფოებრიობა არ აქვს!

კიდევ ერთი ნიშანდობლივი რამ მოხდა ამ დღეებში: რუსეთის დუმის ერთმა დეპუტატმა მოითხოვა, რომ თურქეთმა აიასოფიის მეჩეთად ქცეული ტაძარი მართლმადიდებელ ხალხს დაუბრუნოს.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილება უტოპიაა და ეს განცხადება, ალბათ, მსოფლიოს მართლმადიდებელი ერების მისამხრობადაა გაკეთებული, მაგრამ მაინც საყურადღებოა, რადგან რა მოხდება ხვალ, პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია.

და, აი, მივადექით მთავარ თემას _ რა ელის ჩვენს სამშობლოს, ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველომ რუსეთთურქეთის კონფლიქტში?

სხვათა შორის, სწორედ ეს კითხვა იყო გამოტანილი გასულ ხუთშაბათს მაესტროსფაქტორისინტერაქტივში, რომელსაც სამი სავარაუდო პასუხი ჰქონდა: რუსეთის, თურქეთის და ნეიტრალური.

როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმორწმუნე რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობამ 80%-ს გადააჭარბა, რამაც სატელევიზიო ეთერის სტუმრების, პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული “საქართველოს განვითარების ფონდის” წარმომადგენლის _ ვანო მაჭავარიანის (“მეცოცხე ნაციონალის”, ჟვანია-სააკაშვილის ხელისბიჭ მიხეილ მაჭავარიანის ძმა), აგრეთვე, “ნაცბანდის” ერთ-ერთი ლიდერის _ზურაბ ჭიაბერაშვილიშარიკოვისა და ლაშა ბუღაძე-”მალიაროვიჩის ზღვარგადასული აგრესია გამოიწვია. როგორ გაბედეთ ასეთი კითხვის დასმაო, _ ამ შიბაქებმა კინაღამ შეჭამეს გადაცემის წამყვანი მაგდა ანიკაშვილი, ეს ხომ ჩვენი უპირველესი მტრის, რუსეთის, წისქვილზე წყლის მიშვებააო?!

ამ და, საზოგადოდ, სტუდიაში იმ დღეს არმყოფოპოზიციაშითუ ხელისუფლებაში მოკალათებულ სხვა შიბაქებთან არავითარი არგუმენტი არ ჭრის!

* მაგალითად ის, რომ თურქეთის პრემიერმინისტრი ახმედ დავითოღლუ პირდაპირ ამბობს, თურქეთის მთავარი მიზანი, ე.წ. დიდი თურანის, სტამბოლიდან ვიდრე სარაევომდე, ანუ ოსმალეთის იმპერიის აღდგენაა, რომლის ფარგლებში სირია, ყირიმთან ერთად სამცხე-ჯავახეთი, აჭარა-გურიაც განიხილებაო;

* არც ის, რომ ერდოღანს, უცხოეთის ქვეყნებში აშენებული მინარეთები ისლამის მტრებზე დამიზნებულ რაკეტებს აგონებს;

* არც ის, რომ სწორედ ჩვენი “მეგობარი” თურქეთი საუკუნეების განმავლობაში ეწეოდა ქართველთა გენოციდს და სრული ამოჟლეტისგან სწორედ ჩვენმა “მტერმა”, ერთმორწმუნე რუსეთმა გადაგვარჩინა;

* არც ის, რომ ჩვენი “მეგობარი” თურქეთი ხარკის სახით გაყვანილი თუ ყაჩაღურად გატაცებული ულამაზესი ქართველი გოგო-ბიჭებით საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობდა და “მტერმა” რუსეთმა აღკვეთა ეს ტყვეთა სყიდვა;

ერთმორწმუნეობის ხსენებაზე ხომ “გველის კაჭრობა” ემართებათ ამ ურწმუნო ხლისტებს!

კიდევ ბევრი ასეთი “არც ის, რომ” შეიძლება ჩამოვთვალოთ, რაზეც ამ მართლა შიბაქებს მხოლოდ ერთი “რკინისებური არგუმენტი” აქვთ:

რომელ თურქეთზე ლაპარაკობთ, რა დროს ისტორიის ქექვაა?! დღეს თურქეთი დემოკრატიული (ისემც კარგი დაგემართოთ) და ნატოს წევრი, ევროპული სახელმწიფოაო…

ქართული ოცნებისერთერთმა შიბაქმა _ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხის მიმართ ის დამოკიდებულება გვექნება, როგორსაც ჩვენი დასავლელი (წაიკითხე _ აშშ) მეგობრები გამოხატავენო. ამაზე მეტი მონური აზროვნება შესაძლებელია?!

“ბედი ქართლისა” გაიხსენეთო, ჭკუას გვარიგებს შარიკოვ-ჭიაბერაშვილი.

ამას ის შიბაქი გვიბედავს, რომელმაც “ქართლის დედას” ცალ ხელში საშო დააჭერინა და მეორეში _ ფალოსი, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, მართლაც გავიხსენოთ ბარათაშვილის “ბედი ქართლისა” და ვნახავთ, რომ “ახლა კი დროა, სოლომონ რომა, მშვიდობა ნახოს საქართველომა” და აკი, ნახა კიდეც, როდესაც ერთმორწმუნე რუსეთს ჩააბარა სახელმწიფოებრიობა. რუსეთის იმპერიაში სახელმწიფო არ გვქონდა, მაგრამ გვქონდა სამშობლო, რომელშიც ფიზიკური განადგურების პირას მისული ქართველი ერი გავმრავლდით და, სხვათა შორის, ირან-ოსმალეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიებიც დავიბრუნეთ.

მაგრამ ყველას მაინც “მწერალმა” ლაშა “მალიაროვიჩმა” აჯობა:

მალიაროვიჩმა” _ ამ შიბაქმა ისეთი ისტერიკა დაიმართა, კლიმაქსის მძიმე ფორმიან დედაკაცსაც შეშურდებოდა, _ რას ამბობთ, ხალხო, რის თურქეთი და რუსეთი, ასეთი არჩევანის წინაშე არ დგას დღეს საქართველო, ევროპული არჩევანი ჯერ კიდევ დავითისა და თამარის დროს გააკეთა ჩვენმა ქვეყანამო; დიდმა ილიამაც რუსების წყევლაში გაატარა მთელი სიცოცხლეო

“მალიაროვიჩის” ეს განცხადებები აშკარა ტყუილებია, რადგან დავითისა და თამარის პერიოდში ევროპა, როგორც ასეთი, არ არსებობდა და, თუ არსებობდა, დღევანდელი ფრანგებისა თუ გერმანელების წინაპრებმა, ტანის დაბანა რა იყო, არ იცოდნენ, მაშინ, როდესაც ქართველები “ვეფხისტყაოსანს” ვწერდით!

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/maliarovich-buRaze.jpg

ისე, რა მორალური უფლება აქვს მჯღაბნელ “მალიაროვიჩს” დიდი თამარის ხსენებისა, რომელიც გარყვნილ კახპად წარმოაჩინა?! რაც შეეხება ილიას, სხვათა შორის, იგი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო და, ყველაზე მეტი, რასაც საქართველოს უგვირგვინო მეფე ითხოვდა, საქართველოს კულტურული ავტონომია იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

მალიაროვიჩისადა სხვა შიბაქების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო:

ილია ჭავჭავაძის ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილიასის წლის წინათწაიკითხეთ, რომელიც რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის ას წლისთავს ეძღვნება და ნახავთ, რა შეფასებას აძლევს ამ მოვლენას დიდი ილია.

ყველა შიბაქები ერთად და ცალ-ცალკე მაინც იმ “ჩვენებას აწვებიან” ჯიუტად, რომლის მიხედვითაც, საქართველომ ევროპულ-ჩრდილოატლანტიკური არჩევანი 2008 წლის, საყოველთაო აზრით, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებში გააკეთა.

თვითონ დღევანდელი თავდაცვის მინისტრი დედაკაცი აფრიალებდა ევროპაში არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ბაირაღს და ახლა როგორ არის, თინა მამიდავ, ეს საქმე _ საპარლამენტო არჩევნები თუ გაყალბდა, მის პარალელურად გამართული პლებისციტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 70 %-მა ხმა ნატოში გაწევრებას მისცა, ყალბი არ არის?

ყალბი რომ არის, ამას სწორედ მაესტროს “ფაქტორში” გამოტანილი ინტერაქტივის შედეგები ადასტურებს და ანალოგიურ შედეგს მიიღებენ, თუ გაბედავენ და მსგავს კითხვას დასვამენ ნებისმიერ სხვა სატელევიზიო ეთერში.

ან ენდიაის გამოკითხვაც ყალბი არ არის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის 31% ევრაზიული კავშირის მომხრეა?

დიახაც, ყალბია, ოღონდაც იმ გაგებით, რომ, თუ ენ-დი-აიც იძულებული შეიქნა, 31% დაეწერა, სინამდვილეში ევრაზიის (წაიკითხე _ რუსეთის) მომხრეთა რაოდენობა, სულ ცოტა, ორჯერ მეტი ყოფილა!

ისტორია გვასწავლის, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ჟამს საქართველო რჩებოდა მოგებული და პირიქით _ როდესაც პეტრე პირველი დაუზავდა თურქეთს, ვახტანგ მეექვსეს დროინდელ ქართლის სამეფოს ძვირად დაუჯდა ეს დაზავება.

იგივე განმეორდა XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბოლშევიკური რუსეთი დაუზავდა მუსტაფა ათათურქის თურქეთს და ყარსის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც დღემდე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საქართველოს თავზე.

ისტორიის ამ გაკვეთილებიდან გამომდინარე, დღეს არსებულ რუსეთთურქეთის დაპირისპირებაში საქართველოს ადგილი ერთმორწმუნე რუსეთის გვერდითაა.

ეროვნული მთავრობა რომ ჰყავდეს საქართველოს, დეკლარირებულად დაუჭერდა მხარს ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სათანადო მადლიერებით მიიღებდა ამ ჟესტს და ვინძლო სოხუმცხინვალის პრობლემის მოგვარების, მართალია, შორეული, მაგრამ მაინც რეალური კონტურებიც გამოჩენილიყო.

ამერიკის მონობას რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა უჯობს საქართველოს.

რა, ევროკავშირში უმცროს-უფროსობა არ არსებობს და ყველას ერთი წონა და ზომა აქვს?

რა თქმა უნდა, არა. ევროკავშირის ფაქტობრივი მბრძანებელი ხომ ამერიკაა, რომელიც ევროპაზე დიქტატს საკუთარი ვასალების, ბრიტანეთ-გერმანია-საფრანგეთის მეშვეობით ახორციელებს!

 აქედან გამომდინარე, ევრაზიულ კავშირშიც მსგავსი სიტუაცია იქნება, რადგან, როგორც ოჯახს სჭირდება უფროსი, ასევე სჭირდება მსგავს კავშირებსაც. და სრულიად ნორმალურია, რომ ევრაზიული კავშირის ოჯახის უფროსი რუსეთი იქნება იმ პასუხისმგებლობის ტვირთით, რომელიც ოჯახის უფროსობას ახლავს.

თურქეთი ისტორიულად საქართველოს დაუძინებელი მტერია, რადგანაც იმ სისხლსა და ცრემლს, რომელიც ოსმალეთმა გვადინა, ნგრევასა და გენოციდს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეწეოდა, ხანდაზმულობის ვადა არ აქვს!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. რამდენიც არ უნდა ვწეროთ და ვიკითხოთ, ყველა საკითხს ბოლოს მაინც ძალა წყვეტს…ვინც აჯობებს კავკასიის რეგიონში, იმისი გავლენა გაიზრდება საქართველოში, ისე რომ ჩვენ არავინ არაფერს არ შეგვეკითხება…!…და ეს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც არჩევნების შედეგების გაყალბებას ვერავინ გაბედავს…!…
    ისე კონკრეტულად მე…ინტერაქტივის 80 %–იანთა რიგებში ვარ. თუმცა ხმა ვერ მივეცი, მაგ გადაცემისთვის არ მიყურებია.

  2. ხომ შეიძლება შევაგროვოთ ხელმოერები და ხალხმა გადაყვიტოს ვისთან სურს მეგობრობა რუსეთთან თუ ამერიკასთან მოვითხოვოთ რეფერენდუმი, ეყოფათ სოროსელებს საქართველოს ნგრევა და ავღანეთში ქართული სისხლის ქცევა, ჩვენი სამშობლო ვერ დაგვიცვია და სად გვყავს, სხისი ამბიციებისთვის დასახოცი ბიჭები.მთავრობა ვალდებულია ხალხის სურვილი შეასრულოს და არა სოროსის და ამერიკის.

  3. ტექსტი ეს არის სიმართლე, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ თბილისში გვიზის ამერიკელი ამირა და ჩვენი მარიონეტი მთავრობა იმას გააკეთებს რასაც უბრძანებს ვაშინგტონის მოვლენილი. ვფიქრობ ყველა რეფერენდუმს და არჩევნებს გააყალბებენ, ყველაფერს იზამენ, რომ ამერიკულმა ხაზმა გაიმარჯვოს ერთი მუჭა მარიონეტების და ოლიგარქების გულის გასახარებლად. ამიტომ თუ რუსეთი უფრო მეტად არ მომძლავრდა ცოტა ხანში არ გამიკვირდება თბილისს ვინმე მუსტაფა მართავდეს, ხოლო საქართველოს ხუსეინი. აკი მართავს ოდესას სააკაშვილი ამერიკისგან ხელდასმული ასე მოხდება აქაც.

  4. ამ წერილს ვაზიარებ მხოლოდ იმის გამო რომ გარკვეულწილად ვეთანხმები ავტორს იმაში რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ემონებოდეს დასავლეთს და მეტსაც გეტყვით; ღმერთმა არ ქნას და თუ დაიწყო რუსეთ თურქეთის დაპირისპირება ჩვენ როგორც ქვეყანამ მხარი რუსეთს უნდა დაუჭიროთ როგორც თანასწორმა პარტნიორმა და აფრა ისე როგორც ამ სტატიის ავტორი წერს! ყველა სხვა შემთხვევაში საქართველო დარჩება წაგებული!!! ჩვენ ქართველი ერი და ჩვენი ქვეყანა არავის მონობას არ ვაპირებთ არც რუსეთის და არც ამერიკის, იმის თაობაზე კი თუ რა პოზიცია ჰქონდა წმინდა ილია მართალს საქართველოს მდგომარეობაზე მსოფლიო პოლიტიკურ სპექტრში კომენტარში მოგახსენებთ!

  5. ამ წერილს ვაზიარებ მხოლოდ იმის გამო რომ გარკვეულწილად ვეთანხმები ავტორს იმაში რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ემონებოდეს დასავლეთს და მეტსაც გეტყვით; ღმერთმა არ ქნას და თუ დაიწყო რუსეთ თურქეთის დაპირისპირება ჩვენ როგორც ქვეყანამ მხარი რუსეთს უნდა დაუჭიროთ როგორც თანასწორმა პარტნიორმა და აფრა ისე როგორც ამ სტატიის ავტორი წერს! ყველა სხვა შემთხვევაში საქართველო დარჩება წაგებული!!! ჩვენ ქართველი ერი და ჩვენი ქვეყანა არავის მონობას არ ვაპირებთ არც რუსეთის და არც ამერიკის, იმის თაობაზე კი თუ რა პოზიცია ჰქონდა წმინდა ილია მართალს საქართველოს მდგომარეობაზე მსოფლიო პოლიტიკურ სპექტრში კომენტარში მოგახსენებთ!

  6. ეს არის დიდი ილია მართლის პოზიცია საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუქაზე!

  7. ავტორი ლაშა ბუღაძე
    11.01.2014

    ახალს არაფერს ვიტყვი: ჩეკისტები ყოველთვის სიამოვნებით ჩეკისტობდნენ საქართველოში, მაგრამ ამ წელს სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან (როგორც შიგნით, ასევე – გარეთ), ამიტომ, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი აღელვებს, არც პროვოკაციებს უნდა წამოეგოს და არც თავად მოუმზადოს პროვოკატორებს საკვები – დინჯად, ჭკუით, ისტერიკების გარეშე და არქეტიპული შებერტყილობით (ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ ეჭვი მაქვს, აუცილებლად გავწყდებოდით, რომ არა ეს შესანიშნავი ეროვნულ-ფსიქოლოგიური ქცევის მოდელი) შევხვდეთ ყველა მეტნაკლებად აღმაშფოთებელ გამოწვევას და თუ მოვახერხებთ, გონივრულად და არა ზიზღით, დაუღალავი მანტრად საქცევი ახსნა-განმარტებით და არა “ინტელექტუალური რასიზმით” დავუპირისპირდეთ ჩეკისტურ იმპულსებს (მართალია, ჩეკისტებს ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ ვინც ჩეკისტებს უსმენს, მათთვის კი ნამდვილად ღირს გარჯა).

  8. რეფერენდუმი დიდი ხანია ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობამ, აირჩია, დასავლეთი. ეხლა ვის რა მოეპრიანება, მათი პრობლემაა!

  9. გაიოზი ხარ თუ ვიღაცა, რა აბდა უბდას წერ? შენი აზრი თუ გაქვს დაწერე, თუ არა და ლაშა ბუღაძე ვინცაა, ყველამ ვიცით, ერთი გზას აცდენილი და სწორ გზაზე დასაყენებელი ახალგაზრდაა.

  10. რუსეთთან მოკავშირეობა და ტრადიციული საზოგადოება-ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს ამას ერთმნიშვნელოვნად!!! ტვინგაყინულების საყურადღებოდ ვამბობ შეეშვით ქვეყნის ნგრევის სამსახურში ყოფნას.რურუას (ყოფილი კულტურის მინისტრი) აზრით და მოთხოვნით თურმე რუსული ტელეარხების ყურება უნდა აიკრძალოს. ეს დაუშვებელია.თურქეთის მთავარი მიზანი ოსმალეთის იმპერიის აღდგენა,რომლის საზღვრებში სამცხე-ჯავახეთი და აჭარა-გურიაც მოიაზრება მხოლოდ რუსეთთან მოკავშირეობით შეიძლება თავიდან ავიცილოთ. ფრთხილად და ჭკუით ქართველებო!!!!

  11. ვეთანხმები ავტორს. ქართული ანდაზა გვასწავლის „მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო„…ვისაც რა გსურთ, ის თქვით, რუსეთის პოლიტიკამ არაერთი ცუდი რამ გაგვიკეთა, მაგრამ ურჯულო ამერიკას და მის მიერ საქართველოს წიაღში ჩანერგილ კვისლინგებს ისევ რუსეთი სჯობს. ოღონდ, მთავრობამ უნდა ივარგოს, დაძლიოს მავანთა ბარიერები, მოახდინოს ლავირება და გამოხატოს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება საკითხისადმი, დრო აღარ ითმენს, ……,

  12. bewr rameshi wetanxmebi awtors ,,me rom mkitxos kazma arzerti minda da arz meore ,minda damoukidebeli ,tawisupali ekonomiurad zarmatebuli ,Almeria neitraluri sakartwelo ,magram surwili ertia ,shesazlebloba mere ,,ed didipupunebaa thwennairi patara kweknistwis ,tanaz gaeshemortkmuli musulmanuri samkaroti ,,,turkebis da iranis gademokratiulebis namdwilad ar mjera ,magat sxwa sisxli akwt ,,,isew ertmorzmune ruseti \\\’romelmaz daoukidebloba tuara samshoblo ,ena ,girseba shegwinartuna ,,,pisikurad gadagwarthina ,,,nu dawukargawt imas raz kargi gauketebia ,,,,zudi raz gaaketa sakartweloshi igiwes aketebda twit rusetshiz ,,,,ra tkma unda rusetiii !!!!

  13. ჯანი მართალი ხარ, რეფერენდუმი დიდი ხანია ჩატარდა! ! ! დიდი ხანია, და ამიტომ მაშინდელი შედეგები უნდა გადაიხედოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here