Home რუბრიკები სამართალი საუდის არაბეთის პრინცს თვითმფრინავში 2 ტ ნარკოტიკი უპოვეს

საუდის არაბეთის პრინცს თვითმფრინავში 2 ტ ნარკოტიკი უპოვეს

524

მთიანი ლიბანის სასამართლოს თავმჯდომარე დანი შარაბიამ გასცა სანქცია, დაეპატიმრებინათ საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკების გადატანის მცდელობისას.

როგორც ლიბანური გაზეთის _ “ად-დიარის” ელექტრონული ვერსია იუწყება, დაკავებული პრინცი აბდულ მოჰსენ ბინ ვალიდ ბინ აბდელაზიზი არის საუდის არაბეთის პროვინცია ჰაილის მმართველის ვაჟი, რომლის თვითმფრინავის ჩხრეკისას ბეირუთელმა სამართალდამცველებმა 2 ტონა ნარკოტიკი იპოვეს.

პრინცი საკუთარი თვითმფრინავით ცდილობდა საუდის არაბეთის სამეფოში გამგზავრებას. ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ბექაას ველი ნარკოტიკების იატაკქვეშა წარმოების ცენტრია. ადგილობრივი მაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული კოლუმბიურ ნარკოკარტელებთან. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here