პროკურორთა საბჭოს ექვსი წევრი უკვე არჩეულია. ესენი არიან: გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, გოჩა ფარულავა, კონსტანტინე სირაძე, ანა კალანდაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე.
პროკურორთა საბჭოში 8 წევრია გათვალისწინებული. დანარჩენი 2 წევრის გამოსავლენად სასტუმრო “ჰუალინგში” საარჩევნო პროცედურა 21ოქტომბერს განახლდება.
არჩევნებში საქართველოს მასშტაბით 438-მა მოქმედმა პროკურორმა და გამომძიებელმა მიიღო მონაწილეობა.