Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკაშენკო: სირია, ლიბია, ტუნისი, ერაყი.. იქნებ, გეყოთ ხალხის ხოცვა?

ლუკაშენკო: სირია, ლიბია, ტუნისი, ერაყი.. იქნებ, გეყოთ ხალხის ხოცვა?

513

 გაეროს გენერალური ასამბლეის გლობალური განვითარების სამიტზე გამოსვლისას, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას ბოლომდე ვერ აუხსნია, რა დაუშავა სირიის კანონიერმა პრეზიდენტმა ასადმა ევროპას.

“მოდი, გავიხენოთ ფაქტები: ბირთვული იარაღის ძიების საბაბით ერაყის დემოკრატიზაცია განიზრახეთ, დაამხეთ პრეზიდენტი ჰუსეინი და სად ნახეთ ბირთული იარაღი? სად არის დემოკრატია ერაყში? იმის ნაცვლად, რომ შეჩერებულიყავით და ბოდიში მოგეხადათ, უფრო შორს წახვედით. იმავე სცენარით დაიწყეთ ტუნისით და დაამთავრეთ ლიბიით.

ბატონებო, იქნებ გეყოთ? მაგრამ არა! შეიჭერით და ააოხრეთ სირია! რატომ კლავთ უდანაშაულო ხალხს, მათ შორის ბავშვებს? რატომ ცდილობთ, დაამხოთ კანონიერი პრეზიდენტი ასადი, რა დაგიშავათ?” _ განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here