Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: ხელისუფლებაში მცოდნე და პატრიოტი ადამიანები გვჭირდება და არა სხვა ქვეყნის...

თამარ კიკნაძე: ხელისუფლებაში მცოდნე და პატრიოტი ადამიანები გვჭირდება და არა სხვა ქვეყნის მარიონეტები

771

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება ორმა თემამ მიიპყრო: პირველი იყო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, 24 საათით გათავისუფლება და შემდეგ ისევ დაკავება; ხოლო მეორე _ პრემიერისა და პრეზიდენტის კიკნლაობა ამერიკაში წასვლაზე. ჟურნალისტების ყურადღება, ასევე, მიიპყრო თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ ბრიტანულ ტელეარხბიბისი”-სთვის მიცემულმა ინტერვიუმაც, სადაც მანქართველების გმირულად სიკვდილზეილაპარაკა. საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი _ თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ ქალბატონო თამარ, წინა კვირის მნიშვნელოვანი თემა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, გათავისუფლება და კვლავ დაკავება იყო. ეს ამბავი ბევრმა პოლიტოლოგმა პოლიტიკურ ჭრილში განიხილა. თქვენც ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი უფრო აქვს, ვიდრე სამართლებრივი?

_ საერთოდ, რაც “ნაციონალების” მიმართ ხდება, მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს. “ქართული ოცნების” გამარჯვება დიდწილად იმან განაპირობა, რომ მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდნენ. ადამიანები იმედოვნებდნენ, რომნაციონალებიპოლიტიკური სცენიდან ჩამოვიდოდნენ, მაგრამ საპირისპირო სურათი გვაქვს. საინფორმაციო სივრცეში თითქმის არაფერი შეცვლილა _ ისევნაციონალები”, ახლა უკვე მოსახლეობისკეთილდღეობაზე მზრუნველიოპოზიციის რანგში, თანაც ყოველდღიური მუქარით, რომ მალე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან.

გასაგებია, რომ ხელისუფლება, გარკვეულწილად, გარედან ზემოქმედებას განიცდის, მაგრამ მან საკუთარი ხალხის განწყობაც უნდა გაითვალისწინოს. ის, რაც უგულავას მიმართ ხდება ან სანახაობაა, ან, უბრალოდ, არაკომპენტურობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ხალხი ორივესგან დაიღალა, მით უფრო, რომ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

_ “ნაციონალებიუგულავას მომავალ პრემიერმინისტრადაც განიხილავენ

_ ესღა გვაკლდა. ვაი, იმ საქართველოს, რომლის პრემიერიც უგულავა იქნება! მოსახლეობას ჯერ კიდევ არ დავიწყებია, რასაც “ნაციონალები” ჩადიოდნენ _ ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქონების კონფისკაცია, ციხის მოვლენები, მოკლული ადამიანები და სხვა უბედურებები. მარტო 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედია რად ღირს, რომელზეც პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ.

_ იურისტები ამბობენ, რომ უგულავას, მერაბიშვილისა და ახალაიას წინააღმდეგ სამართლებრივი ნორმები დარღვეულია და, ლოგიკურად რომ მიჰყვე, თითოეული მათგანი პოლიტპატიმარია. ფიქრობთ, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან? მათ ხომ ბრალი აქამდე ვერ წაუყენეს?

_ არ ვთვლი, რომ უგულავა, ახალაია, მერაბიშვილი პოლიტპატიმრები არიან. სხვა საქმეა, თუ სამართალდამცავები ან არაკომპეტენტურები არიან, ან ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ. და საერთოდ, ეტყობა, ქვეყანაში პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის მწვავე დეფიციტია. ორმაგი და სამმაგი სტანდარტი მოქმედებს. ე.წ. “კაბელების საქმეზე” სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია, ხალხი კი სამსახურებში დააბრუნეს. უამრავი ადამიანი სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ ახერხებს სამართლის აღსრულებას. შერჩევითი სამართლის კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

_ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის სასტიკი დავა მიმდინარეობს ისეთ ბავშვურ თემაზე, როგორიც უცხოეთში ვიზიტია. სწორად მიგაჩნიათ პატარა, გაჭირვებული ქვეყნიდან ორი მრავალრიცხოვანი დელეგაციის გამგზავრება აშშში არცთუ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე?

_ დანახარჯებთან ერთად, უბრალოდ, არასერიოზულია ასეთი ქმედებები და კინკლაობა. ჩვენ განუხრელად გვიკიჟინებდნენ, რომ კონსტიტუციის ის ვერსია, რომელიც ახლა მოქმედებს, შეესაბამებოდა დემოკრატიულ ნორმებს, ვენეციის კომისიამაც მოიწონა, არადა, მასში უამრავი სადავო საკითხია _ დარღვეულია ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის და ა.შ. მაგრამ საქმე კონსტიტუციაშიც არ არის. ზოგ ქვეყანას, მაგალითად, ინგლისს, ისრაელს, ახალ ზელანდიას, სულაც არ აქვს კონსტიტუცია, მაგრამ იქ არსებობს პოლიტიკური ურთიერთოების ჩამოყალიბებული ტრადიციები. ვიცოდით, რომ 2013 წლიდან მმართველობის საპარლამენტო მოდელი გვაქვს, შემდეგ გადაწყვიტეს პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით აერჩიათ, რის გამოც, პრეზიდენტის ლეგიტიმაცია მაღალია. სხვა საქმეა, რომ იგი ივანიშვილის ხათრით აირჩიეს. მოკლედ, მივიღეთ გაურკვეველი მოდელის მმართველობა, სადაც პრეზიდენტი და პრემიერი ფუნქციებზე კამათობენ. ნუთუ ამდენი ხნის განმავლობაში არ შეიძლებოდა ამ კაზუსების მოგვარება?

_ მნიშვნელოვანია კონფერენციები და შეხვედრები, სადაც პრემიერი და პრეზიდენტი მიდიან?

_ ასეთ შეხვედრებზე ქვეყნიდან დელეგაცია უნდა წავიდეს, მაგრამ არა რამდენიმე და არც ასეთი კინკლაობა უნდა იყოს.

_ რა ხდება მსოფლიოში? ყოველდღე რაღაც იცვლება და არცთუ სასიკეთოდ

_ საბერძნეთში არჩევნებია. ალექსის ციპრასმა მეორედ გაიმარჯვა, მაგრამ ახლა დგება ეტაპი, როდესაც კრედიტორების მძიმე პირობებია შესასრულებელი. საბერძნეთი ევროპისთვისტროას ცხენიადა პრობლემები ასე ადვილად არ მოგვარდება. საერთოდ, რუსეთის სანქციებისა და ახლო აღმოსავლეთიდან დევნილთა დიდი ნაკადის გამო, ევროპაში მძიმე ფონია. ამჟამინდელი მიგრაცია შუა საუკუნეების დიდი გადასახლების პერიოდს მაგონებს. 10–15 წლის განმავლობაში ევროპაში შეიძლება დიდი ცვლილებები მოხდეს და დღევანდელი სახით ევროპამ აღარც კი იარსებოს _ ან მოხდება ნაციონალიზმის აღზევება, ან მნიშვნელოვნად შეიცვლება საზოგადოების სტრუქტურა და შინაარსი. როგორც ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, მულტიკულტურიზმი ევროპაში ჩაიშალა.

მიგრანტები ადგილობრივ კანონებს არ ემორჩილებიან და თავიანთი წესებით ცხოვრობენ, ამიტომ არ ხდება მათი ასიმილირება. გარდა ამისა, პოლიტიკოსები იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ მიგრანტების სამშობლოში – ახლო აღმოსავლეთში _ მოაგვარონ არეული სიტუაცია, რაც მათივე ქმედებების გამოა და, პირველ რიგში, ამერიკის პოლიტიკის გამო, არამედ მიგრანტთა კვოტებსა და მათ განსახლებაზე დავობენ.

_ მსოფლიოში არეულობაა, ვითარება ყველგან დაძაბულია, ქვეყნები ცდილობენ, საფრთხეები თავიდან აიცილონ და თითქმის თავდაცვის რეჟიმში იმყოფებიან, ამ დროს კი საქართველოს თავდაცვის მინისტრიბიბისი”- ინტერვიუს აძლევს და ამბობს, თუ საქართველოში ომი დაიწყება, გმირებად დავიხოცებითო. უკვე მერამდენედ გისვამთ ამ შეკითხვას: თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პატრიოტია?

_ თინა ხიდაშელმა, თუ სურს, ასეთი განცხადებები თავისი სახელით გააკეთოს, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ომი არ უნდათ. ასეთი განცხადება გამსჭვავლული არ არის მოსახლეობაზე ზრუნვით. ხელისუფლება ვალდებულია, თავის მოსახლეობას თავიდან ააცილოს საფრთხეები და დაპირისპირების ეპიცენტრში არ მოაქციოს. ამ შეთხვევაში კი პირიქითაა _ ხიდაშელის ქმედებები და განცხადებები გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრში გვახვედრებს.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველო ყველაზე ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა. ამ ნანგრევების ყველა აგური ჩვენ მოვიხვედრეთ. დავკარგეთ ტერიტორიები. გლობალური ომი ჩვენს ტერიტორიაზე გავმართეთ, ახლა დაპირიპირების ეპიცენტრში ვართ. ჩვენი პოლიტიკა ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს და არა ელიტის კეთილდღეობას. 2008 წლის ომის დროს კარგად ვნახეთ ჩვენი ელიტის ქმედებები _ დაიხურავენ ქუდს და დატოვებენ ქვეყანას. უბრალო ადამიანებმა რა ქნან, სად გაიქცნენ?

_ თინა ხიდაშელმა თავის დროზე განაცხადა: ჩემი შვილები პატარები არიან, პატრიოტიზმი არ იციან, გაიზრდებიან და მერე გადაწყვეტენ, რომელი ქვეყანა უყვარდეთო.

_ დღევანდელი ლიბერალიზმი აბსურდში გადადის. ჩვენი ლიბერალებიც ამ აბსურდულ თამაშებს თამაშობენ და თავს პროგრესულად მოაზროვნეებს უწოდებენ. ლიბერალური პოსტულატები ქართულ კონცეფციას არ შეესაბამება. შვილმა სამშობლოს სიყვარული დედის რძესთან ერთად უნდა შეითვისოს. ქართველი დედა ვალდებულია, სამშობლოს სიყვარული დაბადებიდან ჩაუნერგოს შვილს. ზოგი ახალგაზრდა იმასაც ამბობს _ შვილს არ მოვნათლავ, გაიზრდება და რელიგიას თვითონ აირჩევსოსწორედნაციონალებისპოლიტიკამ და განათლების სისტემის საშუალებით სოციალიზაციის მეთოდებმა მიგვიყვანა აქამდე.

_ საქართველოს პატრიარქმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემას, სადაც ის ქართულრუსულ ურთიერთობებზე საუბრობს

_ პატრიარქმა თქვა, რომ რუსულქართული ურთიერთობები უნდა დალაგდეს. მის აზრს მივესალმები. პატრიარქმა ყველაზე კარგად იცის ამ სიტყვების ფასი. ჩვენი დაპირისპირება ტექნოლოგიების შედეგია. ორივე მხარემ ბევრი შეცდომა დაუშვა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არაპრაგმატული და ემოციურია, ამას კარგად იყენებს ე.წ. მეხუთე კოლონა, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ჩვენ საერთო სიწმინდეები გვაქვს და ეს დაპირისპირება საკრალურადაც არ არის გამართლებული. ყველა ფიქრობს, რომ მხოლოდ საქართველოა დაზარალებული. რუსეთსაც სჭირდება საქართველო და მასაც დიდი ზიანი ადგება ამ დაპირისპირების გამო, მაგრამ იქაც არიან ძალები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობის მოგვარებას ეწინააღმდეგებიან.

პოლიტიკა, რომელსაც საქართველო აწარმოებს, ჩვენი გეოპოლიტიკური კოდის წინააღმდეგ არის მიმართული. დღეს ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, ყველა მეორე ადამიანი ქვეყნიდან გარბის. შეხედეთ, რა დაემართა ეროვნულ ვალუტას, ესეც მართული პროცესია. როდემდე უნდა ვუყუროთ მოსახლეობის გაჩანაგებას, რადიკალური ზომები ხომ უნდა გატარდეს. ნოდარ ჯავახიშვილმა ძალიან სწორად თქვა _ ქართველები ლარის ასეთ კურსს ვერ გადაიტანენ. აზერბაიჯანმა ფიქსირებული კურსი დაადგინა, ხომ შეიძლება, რაღაც გზა აქაც გამოინახოს. კრიტიკას ვერ უძლებს ზოგიერთი ქართველი ექსპერტის განცხადებები, რომლებიც ეკონომიკას პოლიტიკისგან განყენებულ ასპექტში განიხილავენ და სტანდარტულ ფრაზებს იმეორებენ. საქართველოს თვითგანწირული, მცოდნე და პატრიოტი ადამიანები სჭირდება ხელისუფლებაში და არა სხვა ქვეყნის მარიონეტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია არ გამოსწორდება და ჩვენი არსებობაც კითხვის ქვეშ იქნება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here