Home რუბრიკები ბლოგი ვაზ-ელინობა, ტარიფები და არიფები…

ვაზ-ელინობა, ტარიფები და არიფები…

912

მესამე წელიწადს იგრძნობთო! _ გვითხრეს… მართლაც მაგრად ვიგრძენით. ფაქტობრივად, ყველაფერმა იმან, რის აწევასაც გვპირდებოდნენ, დაიწია და ყველაფერმა იმან, რის დაწევასაც აღგვითქვამდნენ, აიწია!

“წამომცდა” _ ეს სისულელე რამ ათქმევინა, არ ვიცი, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთია, რომ, თუ არ წამოსცდა, აერია მაინც, ანუ ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, _ მე რასაც დაგპირდით, ეგ არ იყო გააზრებული ნათქვამი, წამოცდენა იყოო… სინამდვილეში კი, როგორც ჩანს, უბრალოდ, აერია _ ყურძენი დენის ტარიფი ეგონა, ხოლო დენის ტარიფი _ ყურძენი!

პრინციპში, როდესაც ენერგეტიკის მინისტრად ფეხბურთელი გყავს, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად _ ვიღაც “უცხო მოყმე”, სულაც არ არის გასაკვირი ასეთი არევები.

ამიტომაც ყურძნის ფასმა, რომელსაც უნდა აეწია, მკვეთრად დაიწია, ხოლო დენის ტარიფის ფასმა, რომელსაც, წესით, უნდა დაეწია, პირიქით _ საგრძნობლად აიწია.

ტარიფები _ ეს “ქართული ოცნების” ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება იყო ძალადობისა და მანიაკიზმის აღმოფხვრის, სამართლიანობის აღდგენის შემდეგ. პირველი ნაწილობრივ რომ შესრულდა, ანუ უკანალში ხელკეტებს რომ არავინ გვიკეთებს, უკვე სამი წელიწადია, 24 საათის განმავლობაში გვაყვედრიან და ყელშიც ამოგვიყვანეს. “სამართლიანობის აღდგენა” ყოველი არჩევნების წინ რომ ახსენდებათ და არჩევნების შემდეგ ავიწყდებათ, ამასაც შევეგუეთ.

ახლა უკვე არიფებივით აგვირიეს ტარიფებიც და ყურძნის ფასი ლარის კურსივით გააუფასურეს. კი, ბატონო, მესმის პოზიციაც, _ სახელმწიფოს მეტი დახმარება არ შეუძლია და რა ვქნათ, რითაც შეგვიძლია, იმით გიმართავთ ხელსო… მაგრამ, რაც არ შეგიძლია, იმას არ უნდა შეჰპირდე ხალხს და არ უნდა მოავლევინო მთელი წელიწადი ვაზი, თუკი მის ნაყოფს შეპირებულ ფასად ვეღარ ჩაიბარებ.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ამბები ზოგმა მართლაც ვაზთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაიწყო, ზოგმა კი ან ერთ, ან მეორე მხარეს შევაზელინებისთვის გამოიყენა.

“ნაციონალების” მხარეს შე-ვაზ-ელინებულთა ლოგიკა განსაკუთრებით საინტერესო იყო:

მათი თქმით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თითოეული მოქალაქის ბედზე, კეთლდღეობაზე, მომავალსა და ა. შ. არავის არაფერი აქვს ამის საწინააღმდეგო, მაგრამ საინტერესოა ერთი რამ _ ეს სწორედ ის ხალხია, რომელიც 2003-დან 2012 წლამდე აქტიურად გამოდიოდა ტელეეთერში და უმუშევრობის პრობლემაზე საუბრისას გამოთქვამდა უკიდურეს გაკვირვებას, _ რატომ ითხოვს ეს ხალხი სახელმწიფოსგან დასაქმებასო?!

მათილოგიკაასეთი იყო: მოქალაქემ სამსახური თვითონ უნდა იშოვოს. სახელმწიფოსგან დასაქმების მოთხონა არისკომუნისტურიაზროვნება. ახლა კომუნიზმი აღარ არის, კაპიტალიზმია. ლიბერალური და საბაზრო ეკონომიკაა. ეს საზოგადოება ჩარჩენილიასაბჭოთა მენტალიტეტშიდა იმიტომ სთხოვს სახელმწიფოს დასაქმებას. უნდა შეიგნოს ყველამ, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა!

ყველაფერი კარგი! კი, ბატონო, აქვს მავანს ასე ტუტუცურად აზროვნების უფლებაც, მაგრამ, იმავე “მავანს” ტელეეკრანზე რომ დაინახავ, მევენახეების გვერდით მთელი ხმით როგორ გაჰყვირის, _ სახელმწიფომ ყურძენი უნდა ჩაიბაროს არათუ 1 ლარად, არამედ 2 ლარად, 3 ლარად და რამდენსაც საზოგადოება მოითხოვს, იმდენადო _ აი, აქ რომელი ლოგიკა ვეძებოთ?

თუკისახელმწიფომ უნდა დამასაქმოსსაბჭოური მენტალიტეტი და კომუნისტური აზროვნებაა, მაშინჩემი ყურძენი სახელმწიფომ უნდა იყიდოსრატომ არ არის იგივე საბჭოთა მენტალიტეტი და კომუნისტური აზროვნება?

არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც მევენახეებს ვაკრიტიკებ და არც ეს თვალსაზრისი მიმაჩნია “საბჭოურ მენტალიტეტად”. ვფიქრობ, სახელმწიფომ სამუშაო ადგილებიც უნდა შექმნას და შეძლებისდაგვარად მევენახებსაც დაეხმაროს, მეფუტკრეებსაც და სხვა დარგის წარმომადგენლებსაც…

მაგრამ ამ ორმაგსტანდარტიან ადამიანებს რა მიზანი ამოძრავებთ?

ვითომ რაო? როდესაც მათი ბელადი მართავდა ქვეყანას, მაშინ არაფერი ევალებოდა სახელმწიფოს და ახლა უკვე მიავიწყდათ ნაქებიკაპიტალიზმიდალიბერალური საბაზრო ეკონომიკა”? ვეღარცკომუნისტურ აზროვნებასამჩნევენ სადმე და არც საბჭოთა კავშირი დანგრეულა ჯერ?

სიმართლე გითხრათ, სწორედ ამიტომ მიეცა სხვა ელფერი მევენახეთა ამ გამოსვლებს, რადგან, რა თქმა უნდა, ძნელია, დაიჯერო იმდაზარალებულისა”, რომელიც ასეთ ადამიანებს მათი გვერდით დგომისა და მათ პრობლემებზე საუბრის უფლებას მისცემს

სხვა მხრივ კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი ნებისმიერი სფეროს განვითარებას და განსაკუთრებით _ საქართველოსთვის ისეთი სავიზიტო ბარათისა, როგორიც არის ვაზი, ყურძენი და ღვინო.

დასასრულ, რაღა თქმა უნდა, ამ თემის ზოგიერთი საშუალო მოხელის მიერ ვაზ-ელინად გამოყენება არც “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მხარეს არის მოსაწონი…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here