ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს” დირექტორ მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ტექდათვალიერებისას ავტომობილმა უნდა დააკმაყოფილოს 7 მნიშვნელოვანი პარამეტრი. ესენია: მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები.
ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყებიდან, ანუ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოპარკი შემოწმდება.
“პირველ ტესტირებას დავიწყებთ 2018 წლიდან. ეს იქნება ორწლიანი პროცესი, შემდეგ უკვე გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ შემოწმდება, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლის”, _ განაცხადა ხმალაძემ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. რაც შეეხება ტექდათვალიერების ფასს, ის, დაახლოებით, 60 ლარის ფარგლებში ეღირება.
თქვენ რომ ითხოვთ იმას მარტო თუ გაივლის ახალი მანქანა თქვენ გაქვთ 1000 სობით ხელფასები მემგონია ეს შეიწირავს ქართული ოცნების ხელისუფლებას.ხალხისთვი რამეს გაკეთებდნენ მეგონა კარგს და იქით ყვლიფავენ ხალხს