Home რუბრიკები პოლიტიკა ნეოლიბერალების ყელში გაჩხერილი ძვალი და გლობალისტების მორიგი “იაღლიში”

ნეოლიბერალების ყელში გაჩხერილი ძვალი და გლობალისტების მორიგი “იაღლიში”

3476

ახლახან ვნახე შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი _ “სტალინ _ ბიჩ ბოჟიი”. და მართლაც, იოსებ ბესარიონის ძე ბევრისთვის, განსაკუთრებით კი, XX საუკუნის დასაწყისში მომძლავრებული ჩვენი თანამედროვე ნეოლიბერალების კოსმოპოლიტი წინაპრებისთვის ღვთის რისხვა იყო. 

 

მან არათუ ალაგმამსოფლიო მთავრობისპარპაში, არამედ კონტრრევოლუციაც კი მოუწყო 1917 წლის რევოლუციის შედეგად რუსეთის სათავეში აღმოჩენილ სიონისტებს და ჩაუშალა მართლმადიდებელი მონარქიის _ რუსეთის დაშლადანგრევის თითქმის სისრულეში მოყვანილი გეგმა.

ყურადღებით რომ გადავავლოთ თვალი რუსეთის ისტორიას, მის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომებსა და კონფლიქტებში, გეოპოლიტიკური ინტერესების გარდა, ისტორიულად იკითხებოდა “კულტუროსან” ევროპელ, მოგვიანებით კი ამერიკელ “მსოფლიო მთავართა” ინტერესი _ როგორმე დაემხოთ ზემძლავრი მართლმადიდებელი მონარქია!

მართლმადიდებელი რუსეთის არსებობა მასონი ძაღლების ყელში გაჩხერილი ისეთივე ძვალი იყო, როგორც დღეს მართლმადიდებლობა არის უკანასკნელი აუღებელი ბასტიონი ნეოლიბერალი ხლისტებისთვის.

რუსეთი, როგორც წესი, მარტოდმარტო იგერიებდა მსოფლიო მასონთა შემოტევებს და ამიტომაც ბრძანა ალექსანდრე მესამემ: “რუსეთს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს _ არმია და ფლოტი”.

წერილის დასაწყისში ნახსენებ დოკუმენტურ ფილმს თუ დავეყრდნობით, სასულიერო სემინარიის ბოლო კურსელ სოსო ჯუღაშვილისთვის ახალ ათონზე (აფხაზეთი) მოღვაწე ერთ მეუფეს უთქვამს, რომ მალე რუსეთს, როგორც ჭეშმარიტი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთ დასაყრდენს, მსოფლიო მასონები შემოუტევენ და შენი მისია რუსეთის, იმავე მართლმადიდებლობის გადარჩენააო

კიდევ ვიმეორებ: არავინ იცის, ეს გადმოცემა “ზღაპარია თუ ნამდვილი”, მაგრამ ის კი უდავო ფაქტია, რომ სემინარიის წარჩინებულმა სტუდენტმა უარი თქვა ბოლო გამოცდის ჩაბარებაზე, მღვდლის ანაფორაზე და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება.

ისიც ნამდვილია და არა ზღაპარი, რომ გერმანიაში დალუქული ვაგონების იმ 170 მგზავრიდან, რომლებიც ლენინის მეთაურობით 1917 წელს პეტროგრადში ჩამოვიდნენ, 128 იყო ტომით ებრაელი და მოწოდებით სიონისტი.

ისიც სიმართლეა, რომ მთავარი სიონისტი, ლევ ტროცკი, ამერიკიდან, უშუალოდ ამერიკის პრეზიდენტის, მასონი ვუდრო ვილსონის, ფინანსურ-პოლიტიკური ხელშეწყობით ჩამოვიდა პეტროგრადში;

1919 წელს მასონმა უინსტონ ჩერჩილმა ლორდთა პალატაში გამოსვლისას გერმანიაში დალუქული ის ვაგონი ქოლერის, ტიფისა და შავი ჭირის ბაცილებით სავსე ქილას შეადარა, რომელიც რუსეთს უნდა მოსდებოდა და აკი მოედო კიდეც ტროცკის თამადობით, იმ 128 სიონისტმა ბოლშევიკურ რუსეთში საკვანძო თანამდებობები დაიკავა და რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლის, მართლმადიდებელი ეკლესიებისა და სარწმუნოების, მიზანმიმართული ნგრევა დაიწყო;

უდავო ფაქტია, რომ ეს ტროცკისტი სიონისტები სემინარიის ნასტუდენტარმა სოსელომ, იოსებ სტალინმა, ალაგმა;

არავის უნახავს იმის დამადასტურებელი ფოტო ან რაიმე დოკუმენტი, სტალინი ლოცულობდა თუ არა, ანუ ღმერთი სწამდა თუ არა, მაგრამ რა ვუყოთ იმ უეჭველ ფაქტს, როცა 1941 წლის ზამთარში, დაცემის პირას მდგომი მოსკოვის თავზე სტალინის ბრძანებით ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი შემოატარეს თვითმფრინავით? ან რას მივაწეროთ ის ფაქტი, რომ 1943 წელს სტალინმა რუსეთს პატრიარქის ინსტიტუტი აღუდგინა, რომელიც პეტრე დიდის შემდეგ არ ჰქონია, და საქართველოს _ ავტოკეფალია?

სტალინის მესიანობის დამადასტურებელი მაგალითების მოყვანა თუ რიტორიკული შეკითხვების დასმა კიდევ ბევრის შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, ნათქვამიც საკმარისია საიმისოდ, რომ განვაცხადოთ:

სტალინი იყობიჩ ბოჟიი” _ რუსთა და ყველა საბჭოთა ხალხის მესიის მახვილი და მასონთა ღვთის რისხვა;

 სტალინმა დაამარცხა საბჭოეთზე შემოსეული ფაშისტური გერმანია და არა მხოლოდ ყავისფერი ჭირისგან იხსნა მსოფლიო, არამედ 60-70 წლით შეაჩერა ის პროცესები, რომლებიც ალენ დალესის დოქტრინის მიხედვით დღეს მიმდინარეობს.

მართალია, თანამედროვე სიონისტები ეკლესიებს აღარ ანგრევენ, მაგრამ სამაგიეროდ .. ადამიანის უფლებების დაცვის კომუფლაჟით, რაც, პირველ რიგში, ლგბტთა უფლებების დაცვას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონებას გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით, თითოეული ინდივიდის სულში არსებულ ეკლესიას, სულიერებას უნგრევენ ადამის მოდგმას!

ისტორია ჩვენ თვალწინ მეორდება _ აშშ-ის გავლენის აგენტების დახმარებით, საბჭოთა კავშირი ჯერ დაშალეს, მერე კი რუსეთი კუდის რიკამდე გაძარცვეს გასული საუკუნის 90-იან წლებში.

და, როდესაც რუსეთის დაშლა-დაქუცმაცების მორიგ ცრუ მოლოდინში მსოფლიო მასონ-ხლისტები (აშშ) სიამოვნებით იფშვნეტდნენ ხელებს, რუსეთს განგებამ კიდევ ერთი “ბიჩ ბოჟიი” _ რუსთა მესიის მახვილი და სიონისტთა ღვთის რისხვა მოუვლინა ვლადიმერ პუტინის სახით. პრეზიდენტი, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჯერ სამოქალაქო ომის ქაოსიდან გამოიყვანა ქვეყანა, შემდეგ კი ნელ-ნელა აღადგინა რუსეთის სამხედრო ძლიერება, რომელიც, საბჭოეთის დარად, შიშის ზარს სცემს ლიბერალობაში ნამეტნავად “პრადვინუტ” ამერიკას!

და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყირიმის მორალურად სრულიად ლეგიტიმური “ანექსიით” ვლადიმერ პუტინმა რუს ხალხს დაუბრუნა სიამაყის, ღირსების განცდა, რომელიც გამრავლებული რუსეთის მძლავრ სამხედრო პოტენციალზე, მართლაც, უძლეველობის განცდას ბადებს!

რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც კანონის ძალით აკრძალა გეიაღლუმების გამართვა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ქვეყნის მაშტაბით ყველგან დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უფრო მეტიც, სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, პირით მსოფლიოს დაემუქრა ამ “ჰუმანური” აქტის გავრცელებით. ამ დროს პუტინის რუსეთის ხისტი პოზიცია ამ უზნეო სიბინძურისადმი კიდევ უფრო აქტუალური და მისასალმებელია.

ახლა მავანი შემედავება _ ამერიკამდე მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყო დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და რაღა აშშ დაგვესო გულზე ეკლადო?!

საქმეც ისაა, რომ ლგბტ-თა სამოთხედ მიჩნეული ჰოლანდია, დანია, ნორვეგია თუ შვედეთი, მიუხედავად ძლიერი ეკონომიკებისა, პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით, ევროპის რიგითი სახელმწიფოებია.

სულ სხვა დატვირთვა და ძალა აქვს, როცა ლგბტთა ბელადობაზე განაცხადს ზესახელმწიფო _ აშშ აკეთებს, რადგან მის მაგალითს, როგორც დემოკრატიის ეტალონს, ბევრი შესცქერის წაბაძვის თვალით, ასეთ მაგალითს მეტი გადამდები ძალა აქვს.

ერთნაირსქესიანთა ქორწინებები მხოლოდ იმას არ ნიშნავს, ქალი ქალთან დაწვება თუ კაცი კაცთან. ეს სწორედაც რომ პოლიტიკური საკითხია; პოლიტიკა, რომლის მიზანია ყოველგვარი მორალის, ეთიკის, ტრადიციებისა და .. დაცლილი საზოგადოების, მე ვიტყოდი, ჰომო ნეოლიბერალის მენტალიტეტის, ცხოველის მსგავსი ადამიანის შექმნა.

აქედან გამომდინარე, ვიმეორებ, რომ რუსეთის სახელმწიფოს ხისტი პოზიციის მნიშვნელობა მსოფლიოს ლგბტ-ზაციის მიმართ მართლაც იმედის მომცემია და არა მხოლოდ ჩვენთვის _ ქართველებისთვის.

დიახ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ ლგბტ უმცირესობებისგან ჩაგრული (და არა პირიქით) დასავლეთის ნორმალური საზოგადოებები, რომლებიც ხმის ამოღებას ვერ ბედავენ (ან, თუ ბედავენ, უშედეგოდ _ პარიზში მილიონიანი მარში), იმედის თვალით უმზერენ რუსეთის პრეზიდენტს, რომლის, შეიძლება ითქვას, სტალინის სტილში, სადა, გასაგებმა, ლაკონურმა, ვაჟკაცურმა კითხვაპასუხებმა, შეუძლებელია, არ აღგაფრთოვანოს.

პუტინის შემთხვევაში მასონ ნეოლიბერალებს კიდევ ერთი “იაღლიში” მოუვიდათ _ არნახულად გაძლიერდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ლგბტ-თა დაუძინებელი მტერია და გადაულახავი ზღუდე ნეოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდისთვის.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ რუსეთის ორბიტა (გნებავთ, ევრაზიული კავშირი დაარქვით) საქართველოსთვის დაცული სივრცეა, სადაც სულის წამწყმედი ლგბტჭირი ვერ გავრცელდება, ერთნაირსქესიანთა ქორწინებები ვერასოდეს დაკანონდება, ანუ გადაგვარების საფრთხე შეიძლება ავიცილოთ და ყოველგვარი ზნეობისგან თავისუფალი საზოგადოების ნაწილი არ გავხდეთ.

აღარაფერს ვიტყვი რუსეთთან ახლოს ყოფნის ეკონომიკურ ფაქტორებზე და ხმას არ ამოვიღებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსის ალბათობაზე, რაც რუსეთის კეთილი ნების გარეშე წარმოუდგენელია!

დავით მხეიძე

 

7 COMMENTS

  1. დათო გამარჯობა!
    ის რაც დღეს ხდება, 1917 წელს ეგონათ, რომ უკვე მიაღწიეს საწადელს, მაგრამ ,,ღმერთის მათრახი\” გადაწვდათ სტალინის სახით. სანამ ტროცკი და სვერდლოვი ბოგინობდნენ და რუსული ინტელიგენციის ნაღებ საზოგადოებას ხოცავდნენ, გამოძიების და სასამართლოს გარეშე, მარტო კლასობრივი კუთვნილების გამო, ე.წ. საერთაშორისო საზოგადოებას ხმაც კი არ ამოუღია. აი სტალინმა, როგორც კი დაიწყო (როგორც ვიშინსკი ამბობდა ცოფიანი ძაღლების) ტროცკისტების, იგივე საერთაშორისო ინტერნაციონალისტების ხოცვა, მერე აღმოჩნდა თურმე, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებები ირღვეოდა.
    აი ტროცკის სიტყვები, რომელიც რასპუტინის პირადმა მდივანმა აარონ სიმანოვიჩმა ჩაიწერა:
    \”Мы должны превратить Россию в пустиню, населенную белыми неграми, которым мы дадим такую тиранию, которая не снилась никогда самим страшным деспотам Востока. Разница лишь в том, что тирания это будет не справа, а слева, и не белая, а красная, ибо мы прольм такие потоки крови, перед которыми содрогнутся и побледнеют все человеческие потери капиталистических войн. Крупнейшие банкиры из-за океана будут работать в теснейшем контакте с нами. Если мы выиграем революцию, то на погребальных обломках её укрепим власть сионизма и станем такой силой, перед которой весь мир опустится на колени. Мы покажем, что такое настоящая власть. Путем террора, кровавых бань мы доведем русскую интеллигенцию до полного отупения, до идиотизма, до животного состояния…
    А пока юноши в кожаных куртках – сыновья часовых дел мастеров из Одессы и Орши, Гомеля и Винницы – о, как великолепно, как восхетительно умеют они ненавидеть все русское! С каким наслаждением они физически уничтожат русскую интеллигенцию – офицеров, инжинеров, учителей, священников, генералов, академиков, писателей…\”
    აი რა იყო ნამდვილი მიზანი, რუსეთში განხორციელებული რევოლუციის. იმ პერიოდში ელგბდეშნიკებს მფარველობდა ალექსანდრა კალანტაი და ლილია ბრიკი, მაიაკოვსკის ცოლი. კალანტაი იძახდა სექსი ისე უნდა იყოსო, როგორც წყალი, რომ მოგინდება, დალიო და გაიაროო.
    გიტლერის სიტყვებს მოვიყვან: რუსეთი საშიშია და გასანადგურებელია არა იმიტომ, რომ მას უზარმაზარი ტერიტორია აქვს, რუსეთი საშიშია და გასანადგურებელია არა იმიტომ, რომ ძლიერი ჯარი და ძლიერი შეიარაღება გააჩნია, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ მის წიაღში (იგულისხმება ცივილიზაციური, კულტურული შემადგენელი) შეიძლება დაიბადოს იმ მაშტაბის ფიგურა როგორიც სტალინიო.
    გორში სტალინის ძეგლის აღება ,,ნეოტროცკისტების\” მიერ იმ მიზანს ემსახურება, სწორედ, რომ ახალგაზრდა თაობა არ დაინტერესდეს სტალინის ფენომენით, იმიტომ რომ ,,ნეოტროცკისტებისთვის\” მკვდარი სტალინი, ყველა ცოცხალზე უფრო საშიშია დღესაც.
    მამაჩემმა სტალინის სიძულვილით გამზარდა. მამაჩემის მამა, ბაბუაჩემი მოსე გვასალია მწერალი იყო და ტროცკისტობის ბრალდებით სტალინმა 10 წლით გადაასახლა კომი ასსრ–ში გულაგში. (http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=2915) მიხეილ ჯავახიშვილის ტანსაცმელი ბაბუაჩემმა ჩამოიტანა გადასახლებიდან დაბრუნებულმა და გადასცა მისი ოჯახის წევრებს. ბაბუაჩემი და მამაჩემი დღევანდელ დღეს, რომ მოსწრებოდნენ ( ბაბუაჩემი 1986 წელს გარდაიცვალა, ხოლო მამაჩემი მამამისის წლისთავის მე–2 დღეს 1987 წელს), როდესაც ამერიკის პრეზიდენტი მაღალი ტრიბუნიდან ითხოვს, რომ ყველა წავიკუზოთ, დარწმუნებული ვარ ორივენი სტალინელები გახდებოდნენ. ორივენი თავისი ბუნებით კაცები იყვნენ, ,,მუჟიკები\” იყვნენ.
    ისე რაღან ესე გვიან გინახავს ეს ფილმი, მეგობრულად სხვა უფრო მაგარ წყაროებს მოგაწვდი:
    ГРИГОРИЙ КЛИМОВ
    1.Божий народ
    2.Имя мое легион
    3.Князь Мира Сего
    4.Красная Каббала
    5.Песнь победителя
    6.Протоколы советских мудрецов
    Островский Н.Н.
    1.Внутренний враг
    или Генеалогия зла
    ДУГЛАС РИД
    1.СПОР О СИОНЕ
    Валерий Шамбаров
    1.ОККУЛЬТНЫЕ КОРНИ ОКТЯБРЬСКОЙ РЕВОЛЮЦИИ
    2.Нашествие чужих ззаговор против Империи
    Уильям Ф. Энгдаль
    1.Семена разрушения тайная подоплека генетических манипуляций
    Шабалов Александр
    1.Одиннадцатый удар товарища Сталина

  2. ჩემი აზრით ამ სტატიას არავითარი კომენტარი არ სჭირდება,იმდენად კარგადაა დაწერილი.დიდი მადლობა ბატონ დავით მხეიძეს!

  3. მაშ შემდეგ რაც დაგვიკანონეს ლგბტ-ე მალე ქართველებს ყველას გადაკუზავენ. თუმცა პოლიტიკურად ამ პოზაში უკვე ვიმყოფებით.

  4. ვააა, კომუნისტების ყრილობაა? თუ არ ხარ მიმცემი, ძალით გაგხდიან?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here