Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: ეს ხელისუფლება არის მარიონეტების თეატრი და მისგან სერიოზულად არ უნდა...

აკაკი ასათიანი: ეს ხელისუფლება არის მარიონეტების თეატრი და მისგან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ არაფერი

573

ბოლო ხანს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრებატრადიციონალისტთა კავშირისლიდერი აკაკი ასათიანი.

 

_ ბატონო აკაკი, “ქართულ ოცნებაშიშემავალი გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად უნდა შეუერთდეს იმ ეკონომიკურ სანქციებს, რომლებსაც ამერიკა და ევროკავშირი უწესებს რუსეთს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. ამ საკითხზე სახელისუფლო გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, საბოლოოდპროდასავლურიფრთა მაინც თავისას გაიტანს. გონივრული იქნება ჩვენი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა და რას მოუტანს ეს ყველაფერი საქართველოს?

_ გონივრულობისა რა მოგახსენოთ, მსგავსი ამათ არაფერი ეტყობათ, მაგრამ სანქციებზე საუბარი იმ დროს, როცა ქვეყანაში გაქანებული ეკონომიკური კრიზისია და ეროვნული ვალუტა დღითიდღე უფასურდება, ნამდვილად სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ვის რა სანქცია უნდა დავუწესოთ?! საქართველო მხოლოდ საკუთარ თავს თუ დაუწესებს სანქციას. ან რომელ საერთო პოლიტიკურ თამაშზეა საუბარი უკრაინასა და დასავლეთთან ერთად, ელემენტარულად, ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას მოითხოვს ეს ყველაფერი ჩვენგან. ჯერ ერთი, უკრაინის გვერდით დგომა თუ გინდა, დსთში უნდა შეხვიდე, იმიტომ, რომ უკრაინა ამ გაერთიანების წევრია და დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ რუსეთთან, მიუხედავად ტერიტორიული პრობლემებისა. გარდა ამისა, “ნაციონალებირომ გაიძახიან, უკრაინაში საქართველოს ბედი წყდება და ჩვენც უნდა ვიბრძოლოთო, თვითონ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო შოკოლადს ყიდის რუსეთში და, ამასთანავე, უკრაინა საბაჟო კავშირში მეთვალყურედ რჩება. ახლა გეკითხებით: მე იმაზე მეტად გამოვიდო თავი, ვისაც დღეს ომი აქვს და მაინც არ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას მოსკოვთან? ამას ამბობს ის ხალხი, რომელსაც საერთოდ არ აქვს გააზრებული და არც აინტერესებს მისი სახელმწიფოს ინტერესები. მათი ერთადერთი ინტერესია, ზედმიწევნით შეასრულონ უცხო ძალების ინსტრუქცია და სანაცვლოდ მიიღონ პოლიტიკური დივიდენდები. ყველაფერი მარტივია _ ეს არის მათი ძალაუფლების გარანტია, ეს მთელი მათი პოლიტიკური კეთილდღეობის საფასურია.

_ გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, აღნიშნული სანქციები მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს ეკონომიკას. ავიღოთ კახეთის რეგიონი, მას შემდეგ, რაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აღდგა, ღვინისა და ყურძნის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, გაჩნდა ახალი პერსპექტივა, რომელმაც ბიძგი მისცა აგრარულ ბიზნესს. საინტერესოა, იმ ძალებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს გარე ძალის პოლიტიკურ დივიდენდებზე ცვლიან, ეს ფაქტორი არ არის მნიშვნელოვანი? თუკი ქვეყანაში ეკონომიკური ფონი დამძიმდება, ამას ხომ თავისთავად მოჰყვება პოლიტიკური კრიზისიც?

_ როგორც ჩანს, მათთვის მაკკეინის კომპლიმენტი გაცილებით მნიშვნელოვანია და ამაზე ცვლიან ყველაფერს. სხვა ახსნას ამას ვერ ვუძებნი.

_ ასე ძვირი ღირს ერთი ამერიკელი სენატორის საქებარი სიტყვები?

_ ღირს თუ არ ღირს, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, ეს კაცი გამუდმებით გაიძახის, საქართველომ გადაუხვია აღებულ კურსს და რუსეთისკენ აიღო გეზიო. სად ან რაში ხედავს ამას, არ ვიცი, მისი ლოგიკა გაუგებარია. როგორც ჩანს, მათ სურთ, ასე იყოს, იმიტომ, რომ ხელის დაბანა უნდათ ჩვენზე; და ვიდრე დაუბანიათ, მოდი, ჩვენ თვითონ დავიბანოთ და სუფთა ხელებით ვიმოქმედოთ.

კიდევ ვიმეორებ: ერთადერთი შედეგი, რომელიც რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შეერთებას მოჰყვება, იქნება ის, რომ მაკკეინმა შეიძლება შეგვაქოს. თავის დროზე ეს იყონაცმოძრაობისთვისძალაუფლების შენარჩუნების გარანტია, საუბედუროდ, იმავეს ვხედავთქართული ოცნებისშემთხვევაშიც

_ დავით უსუფაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ ნატო მომხრეა აბაშიძეკარასინის შეხვედრისა. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირიბად მიანიშნა, ვიდრე არ მოვაგვარებთ ურთიერთობას მოსკოვთან, ნატოსკენ არც უნდა გავიხედოთო. რა აზრის ხართ ამ განცხადებებზე?

_ მიიღე ამერიკის მოქალაქეობა, წადი იქ და ვნახავ, რისი პარლამენტის თავმჯდომარე თუ რომელიმე სოფლის მამასახლისი გახდები. ამ საწყალ ქვეყანაში ხარ პარლამენტის თავმჯდომარე, თორემ რის პოლიტიკოსია და რა პროგნოზების გამკეთებელიც არის ეს ადამიანი, კარგად ჩანს…

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ მე მას პიროვნულად არ ვეხები, მაგრამ პოლიტიკურ პროგნოზებს თავი დაანებოს. ყოველ შემთხვევაში, მათ არ გავიზიარებ. ყველამ აკეთოს თავისი საქმე და, რაც შენი საქმე არ არის, ცხვირი არ უნდა ჩაყო…

_ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა: “პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს”. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ სახელისუფლო ძალებს შორის გარკვეული დაპირისპირებაა?

_ არანაირი განხეთქილება კოალიციაში არ არის, ესენი გვეთამაშებიან რაღაც სპექტაკლს. საზოგადოდ, ეს ხელისუფლება არის თოჯინების თეატრი და მათგან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ არაფერი. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო ივანიშვილზე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ არც ღარიბაშვილი და არც უსუფაშვილი რეალურად არაფერს წყვეტენ. ერთიც და მეორეც ივანიშვილის თოჯინების თეატრის მარიონეტები არიან და იმეორებენ იმას, რასაც კარნახობენ. ისე, ივანიშვილი საკმაოდ ჭკვიანი კაცია იმისთვის, რომ მიხვდეს, ეს თამაში დიდხანს ვერ გაგრძელდება. ყველაფერს თუ თავის სახელი არ დაერქვა, ხელისუფლება ძალიან მალე ამოწურავს თავის რესურსს, მით უმეტეს, რომ მას ჰყავს კატასტროფულად წარუმატებელი ეკონომიკური გუნდი და სოციალური ფონი დღითიდღე უარესდება…

_ მოდი, დავაკონკრეტოთ: რას ნიშნავს, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რა შეიძლება მოხდეს?

_ ტრაბახი იმით, რომ არ აწამებენ, არ კლავენ, არ აპატიმრებენ და არ ატერორებენ მოსახლეობას, დიდხანს ვერ გაჭრის, ყველას კარგად ახსოვს დაპირებები და ხალხმა რეალურად ამ დაპირებებს მისცა ხმა. სააკაშვილის რეჟიმი მორჩა, გათავდა და ამით უდავოდ დიდი საქმე გაკეთდა, მაგრამ ეს ხომ ვინმეს თვითმიზანი არ იყო?! სად არის დაპირებული სიკეთეები რომელიმე დარგში, რომელიმე სფეროში რამე მნიშვნელოვანი და ხელშესახები ცვლილება განხორციელდა? _ არა! ზუსტად ამიტომ ვერ გაგრძელდება ეს თამაში დიდხანს. რაც უნდა ლამაზად შეფუთონ თავიანთი უმოქმედობა და უნიათობა, ყველა ყველაფერს ხედავს, არაფერია დამალული და, მით უმეტეს, პოლიტიკა ვერ იქნება. ეს ჩანს ყოველდღიურობაში, ეს ჩანს ყველგან და ყველაფერში…

_ თქვით, რომ კოალიციაში განხეთქილება არ არის და ის განცხადებები, რომლებიც სწორედ განხეთქილებაზე მიანიშნებს, მხოლოდ პოლიტიკური თამაშია. უსუფაშვილის კიდევ ერთ კომენტარს გავიხსენებ: დროა, კოალიცია შეეგუოს იმ აზრს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩვენი გუნდის წევრი არ არისო. რას ნიშნავდა ეს განცხადება?

_ ჯერ, მოდი, ის ვთქვათ, რა გუნდი ეგენი არიან, სადაა გუნდი, რამე მსგავსი ეტყობათ?! “ბარსელონა” და “რეალი” რომ არ არიან, გასაგებია, მაგრამ თბილისის “დინამო” არიან? მარგველაშვილს რაც შეეხება, სწორი თქვა უსუფაშვილმა, არ არის ის კოალიციის წევრი. რატომ არ არის, მოჰკითხონ ბიძინას, ევროპელი პრეზიდენტი გეყოლებათო, რომ გვპირდებოდა და მერე გაიძახოდა, ამაზე დიდი სისულელე არ ჩამიდენიაო.

_ არის საუბარი იმაზეც, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკელებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა, “ნაცმოძრაობისგარკვეულმა ჯგუფმა და მარგველაშვილის ფრთამ, რომელსაც, ალბათ, მომავალში ჩამოაყალიბებს, ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა.

_ თუ ასე მოხდება, მოხდეს, ბუნებრივი იქნება. მარგველაშვილიც და ალასანიაც “ნაცებს” გამოყოფილი ხალხია და ერთი ჭკუისანი არიან. ცხადია, ასეთი პარტიებისთვის ერთად ყოფნაა მომგებიანი, თორემ, აბა, გაუყოფენ ერთმანეთს ხმებს და კაი ჩიტს დაიჭერენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რეალურია, მით უფრო, რომ “ნაციონალებს” ჰყავთ დაახლოებით 10-პროცენტიანი ელექტორატი, რაც მათ მიმზიდველს ხდის თქვენ მიერ ზემოჩამოთვლილი პოლიტიკური სუბიექტებისთვის…

_ ხელისუფლების უნიათობა ახსენეთ და ეს საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს. ხალხი, ფაქტობრივად, მოდუნებულია, არავინ არაფერზე რეაგირებს _ არც კომუნალური გადასახადების გაზრდაზე, არც იმ ანტისახელმწიფოებრივი კანონების მიღებაზე, რომელსაც უსუფაშვილის პარლამენტი გრიალგრიალით ამტკიცებს ხოლმე; შეუსრულებელი დაპირებები, მგონი, უკვე აღარც კი ახსოვს ვინმესალბათ, დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უფრო იგრძნობოდა სამოქალაქო საზოგადოების არსებობა.

_ აბსოლუტურად სწორად შენიშნეთ, ჩვენი საზოგადოება ახლა მთლიანად მოდუნებულია. გახსოვთ, ალბათ, ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოებას ჩამოვაყალიბებთო. რაც ჩამოაყალიბა, ყველა ვხედავთ, ხალხს აღარაფრის სურვილი არ აქვს, ყველას ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული.

პარლამენტს და, საზოგადოდ, ხელისუფლებას რაც შეეხება, ყველას ერთი რამ აწერია სახეზე: ძლივს მოვეწყვე, ძლივს პარლამენტარი ვარ, თავი დამანებეთ! ეს უნდა დამთავრდეს, ამას ბოლო უნდა მოეღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ შედგება, არათუ ვერ აშენდება.

_ ქართველ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობა იზრდება და ამას თვით ენდიაის კვლევაც ცხადყოფს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? გარკვეულიპროდასავლურიძალები ამას რუსული პროპაგანდით ხსნიან და საქართველოში რუსული არხების აკრძალვის ინიციატივითაც გამოდიან.

_ დავიწყოთ იმით, რომ ეს ჩვენი ე.წ. დემოკრატები ძალიან უცნაური დემოკრატები არიან, ერთი მხრივ, იძახიან, ევროკავშირი და ნატო იმიტომ გვინდა, რომ ეს არის ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახიო და, მეორე მხრივ, ითხოვენ ინფორმაციული ვაკუუმის შექმნას. ვაკუუმია, აბა, რა არის, როცა ვიღაც მიწყვეტს, რას უნდა ვუყურო და რას _ არა. აკრძალული უნდა იყოს ინცესტი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, პედოფილია და მსგავსი არაბუნებრივი, ღვთისსაწინააღმდეგო ქმედებები, თორემ ტელევიზიების აკრძალვას სად მოუტანია სიკეთე? აკრძალავენ და კაი შედეგსაც მიიღებენ.

ახლა ანტიდასავლურ განწყობაზე რომ მკითხეთ, ეს განწყობა იმიტომ იზრდება, რომ სწორედ დასავლეთი აფარებდა ხელს სააკაშვილის რეჟიმს, ისინი აფარებდნენ ხელს და ამართლებდნენ ქვეყანაში არჩევნების გაყალბებას, ძალადობას და ათასგვარ უბედურებას. აი, ამაში უნდა ეძებონ მიზეზი და არა იმაში, რომ თურმე რუსული პროპაგანდა გამალებით მუშაობს. ეს არის აბსურდი და ყველანაირ საფუძველს მოკლებული რაღაც უაზრო რიტორიკა. თუმცა ეს მათ კარგად იციან, ყველაფერი დეტალებში აქვთ შესწავლილი და აწონ-დაწონილი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here