Home რუბრიკები ბლოგი რუსეთი აღდგენით სამუშაოებს ატარებს აფხაზეთში, სარკინიგზო ხაზი- რუსეთი-საქართველო-სომხეთი აღდგება?!

რუსეთი აღდგენით სამუშაოებს ატარებს აფხაზეთში, სარკინიგზო ხაზი- რუსეთი-საქართველო-სომხეთი აღდგება?!

996

როგორც გამოცემა EurAsia Daily გვამცნობს, შესაძლოა აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და  რუსეთს შორის, შედეგად კი  გაიხსნას სარკინიგზო ხაზი  რუსეთსა და სომხეთს შორის.

 

 “რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე, ოჩამჩირიდან ენგურამდე, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო”,-  აღნიშნულის შესახებ  სოხუმის გამოცემა “Нужная газета“-ს,  აფხაზეთის გზების მართვის დირექტორის მოადგილემ იგორ მარღანიამ აცნობა.

მისი განცხადებით,  გზის ეს მონაკვეთი დანგრეულია და რუსი სამხედროები ატარებენ იქ გაწმენდით სამუშაოებს, რათა მომზადონ  აღსადგენად.

აღნიშნულ ფაქტს  ადასტურებს აფხაზეთის ტრანსპორტის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ხაჯიმბა.

 მისი თქმით, რკინიგზას ასუფთავებენ კაპიტალური რემონტის ჩასატარებლად, რათა აღდგეს სატრანზიტო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით.

„აფხაზეთში,  რუსეთის სარკინიგზო ჯარების  გამოჩენა მოულოდნელად მოხდა.  მიუხედავად ამისა, ოფიციალური სოხუმისგან მათ მიღებული აქვთ თანხმობა მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. ჩვენ ამით ზიანს არ მივიღებთ, მხოლოდ  სარგებელს.” – განაცხადა ხაჯიმბამ.

არაოფიციალური მონაცემებით, ამჟამად, სარკინიგზო ხაზის გაწმენდით სამუშაოებს  რუსეთის სარკინიგზო ჯარების 800 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს.

გაცნობებთ, რომ  “ტრანზიტული მგზავრობა აფხაზეთის გავლით” გულისხმობს მატარებლების მიმოსვლას საქართველოდან რუსეთში და ამით შესაძლებლია სარკინიგზო ურთიერთობა აღდგეს რუსეთსა და სომხეთს შორის.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here