Home რუბრიკები ბლოგი ”Мишка-Американец”-ის და აშშ-ის ოდესური ექსეპერიმენტი

\”Мишка-Американец\”-ის და აშშ-ის ოდესური ექსეპერიმენტი

691

“Мишка-Американец”-ის და აშშის ოდესური ექსეპერიმენტიოდესელი ჩინოვნიკების ამერიკული ხელფასები;

 

მომიტინგეებმა წითელ ჰალსტუხშებმული და აშშ-ის დროშაგადაკიდებული თხა გამოიყვანეს;

ოდესელი ქალბატონი: “…ეს მკრეხელობაა, იგივეა რაც სასაფლაოზე ახალი სახლის აშენება”;

“ოდესელი ჩინოვნიკები მიიღებენ ხელფასებს არა უკრაინის სახელმწიფოსგან, არამედ აშშ-ის ადმინისტრაციისგან”,- ახლახანს, დიდი სიამაყით გვამცნო ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა…..თურმე ნუ იტყვით და ის, აღნიშნულ ფინანსირებაზე უკვე მოლაპარაკებია აშშ-ის ელჩს უკრაინაში ჯეფრი პაიეტს, რასაც პაიეტიც ადასტურებს.

პაიეტს კი თურმე სააკაშვილისთვის გადაუჯოკრავს და ბევრად უფრო გულახდილი განცხადება გაუკეთებია:ოდესას ამერიკულ ლაბორატორიად ვაქცევთ-ო. აშშ, ოდესაზე და მის მოსახლეობაზე, გამოცდის კორუფციასთან ბრძოლის მოწინავე მეთოდებს…ოდესაში ამერიკელი საგზაო ოფიცრებიც კი ჩამოვლენ და ინსტრუქტაჟს გაუწევენ საქმეში ჩაუხედავ უკრაინელ პოლიციელებს და ამ ყველაფერს უთვისტომო, რას ქვია…კი არა და მსოფლიო მოქალაქე, ნაქართველარი მიშკა-ამერიკანეცი უხელმძღვანელებს. აქ ხომ ააწყო და დაალაგა ქვეყანა, ახლა უკრაინის ჯერია, გაიხარე, ოდესავ წამებულო, ახდა შენი იმედები, გეშველება აწი…..

კიდევ ერთი, სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი ოდესის პროფკავშირების სახლში განთავსდება. შეგახსენებთ, რომ ეს ის პროფკავშირების სახლია, რომელშიც შარშან უკრაინელმა რადიკალ-ნაციონალისტებმა 40-ზე მეტი ადამიანი ცოცხლად ამოწვეს-ამობუგეს….ამ განცხადებამ შოკში ჩააგდო ოდესელები, რომლებიც შარშან სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს, ისინი თვლიან რომ ამის გაკეთება არაფრით შეიძლება, რადგან ეს მკრეხელობაა, იგივეა რაც სასაფლაოზე ახალი სახლების აშენება. არადა, მართლაც ასეა, თუმცა მიშას ქუთაისის გამოცდილებამ არაფერი ასწავლა, გახსოვთ ალბათ, როდესაც მისი ნების აღსასრულებლად, ქუთაისში, დიდ სამამულო ომში დაღუპული ჯარისკაცების მონუმენტი ააფეთქეს, მის ადგილას პარლამენტის შენობის ასაშენებლად….და განა რა მოხდა, რომ აფეთქებისას გამოსროლილი ნამსხვრევით დედა და მცირეწლოვანი გოგონა დაიღუპნენ?!…მიშამ ამაში ვერანაირი “ნიშანი” თუ მინიშნება ვერ დაინახა, ანაც საერთოდ არ ანაღვლებს ეს ფაქტი, რაც მეტად შეესაბამება სინამდვილეს, ჩემი აზრით….იმედია, უკრაინლები მაინც შეძლებენ გადაათქმევონონ მათ ახალ გუბერნატორს მისი უღმერთო წამოწყება.

მოკლედ, ასეა: ერთ დროს კოლორიტული და ტრადიციული ქალაქი ოდესა, დღეს სააკაშვილის დიდი მონდომებისა და “თავგანწირვის” შედეგად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადადის.

თუმცა ოდესელები უკვე გამოვიდნენ ქუჩებში სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ზემოთაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოდესელები აღაშფოთა იმანაც, რომ სააკაშვილმა ოდესის ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშა ევროკავშირის დროშით შეაცვლევინა.

მომიტინგეებმა გაიდარის ქუჩაზე წითელ ჰალსტუხშებმული თხა გამოიყვანეს, იმის შესახსენებლად, რომ 2008 წელს, პირდაპირ ეთერში, სააკაშვილი საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავდა ბი-ბი-სის ცნობილ კადრებში. მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები და წარწერები: «Саакашвили go home» и «Саакашвили — военный преступник». აქციის ორგანიზატორის, მიხაილ კოშელიოვის თქმით ოდესას ნორმალური გუბერნატორი სჭირდება და არა გონებადაბინდული სამხედრო დამნაშავე.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ერთი რამ უკვე ნათელია: ამერიკის დიდი ძალისხმევით, უკრაინა მყარად დაადგა იმ გზას, რომელმაც თავის დროზე საქართველო ჩიხში შეიყვანა და ამ ყველაფრის თავი და შემოქმედი, საკუთარ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულებისთვის ძებნილი, ამერიკის მორიგი “ძაღლიშვილი” მიხეილ სააკაშვილია.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here