Home რუბრიკები ბლოგი არასამთამვრობო ორგანიზაციები- „მეხთე კოლონა“ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელში

არასამთამვრობო ორგანიზაციები- „მეხთე კოლონა“ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელში

890

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით საქართველოში, ეტაპობრივად მრავლდებოდნენ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. 

 

 

როგორც უახლესი ისტორია გვიჩვენებს, ისინი ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროზე და განსაკუთრებით პოლიტიკურზე. მათი წარმომადგენელების მიერ, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, შეიძლება მხოლოდ ორი დასკვნა გამოვიტანოთ: 1) მათ მიზანს წარმოადგენს, პოსტსაბჭოთა სივრცის საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია და ამ უკანასკნელების გარდაქმნა, დასავლურ, კათოლიკურ-პროტესტანტულ მოდელის ფარგლებში და 2) უზრუნველყონ ახალ წარმოქნილი სახეწლმწიფოების კვაზი დამოუკიდებლობა, თან ყველაფერი ისე უნდა წარმოაჩინონ, რომ მათი დამოუკიდებლობის გარანტორ სახელმწიფოს წარმოადგენს ა.შ.შ.-ი ამიტომ, დღეს მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლეოსობა,  ნებისმიერი სოციალური და პოლიტიკური ორგანიზაციის მსგავსად, ეფუძნება კონკრეტულ იდეოლოგიურ პლატფორმას. იდეოლოგიურ საკითხებში გარკვეული ადამიანისათვის, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომელ იდეოლოგიურ თუ მსოფლმხედველობრივ მიმდინარეობაზეა საუბარი. კერძოდ, ეს გახლავთ ინდივიდის თავისუფლების პრიმატზე და მისი უფლებების დაცვაზე დაფუძნებული, გლობალისტური ლიბერალური იდეოლოგია, თან ლიბერალური იდეების მთავარი გამავრცელებელი სახელმწიფოც ხომ შეერთებული შტატები გახლავთ ?!

ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რატომ უნდა იყოს დასაძრახი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, თუ ის ადამიანის უფლებებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავს? ერთი შეხედვით, აღნიშნულ საკითხებში გაურკვეველი ადამიანისათვის კითხვა შეიძლება ჩანდეს ჩამჭრელად და ჰუმანური, ამავე დროს პატრიოტული პრინციპებიდან მოაზროვნე პიროვნების მხრიდან, მასზე კონტრ პასუხის გაცემის სურვილის მცდელობაც ნულამდე დაჰყავდეს.

 ამიტომ აღნიშნული საკითხში გარკვევისათვის, პირველ რიგში ჩვენთვის აუცილებელია შემდეგი  კითხვის დასმა: ზოგადად, სამოქალაქო სექტორის  და არასამთავრობო  ორგანიაზციების დამფინანსებლებისათვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვა და პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოების და შესაბამისად საქართველოს დამოუკიდებლობა, თუ მათ მიზანს წარმოადგენს გლობალური გეოპოლიტიკური აქტორის (ა.შ.შ-ს) ინტერესების დაცვა და გატარება?

ზემოთ ფორმულირებულ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, აუცილებელია გადვახედოთ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური აქტიურობის მეთოდებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც მე ვიტყოდი ყველაზე კარგად ჩანს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე.

საინფორმაციო ეპოქის დადგომის პერიოდში, როდესაც ინფორმაციული ნაკადები ურთიერთგადახლართულია და ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან, ძალიან ადვილია შენი ფინანსური კონტროლის ქვეშ არსებული პროპაგანდისტული საშუალებების მეშვეობით გაავრცელო ისე იდეები, რომელიც უკეთ მოემსახურება დამფინანსებელი  ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს. სწორედ აღნიშნული  მიზნის მიღწევისათვის და კონკრეტულად, შეერთებულ შტატების პოლიტიკური ინტერესების გატარებისათვის, ამავე ქვეყნის ინტელექტუალურ წრეებში დამუშავდა ე.წ. (soft power)-ის ანუ რბილი ძალის  კონცეფცია, რომლის ფუძებდებელი გახლავთ ამერიკელი ინტელექტუალი ჯოზეფ ნაი და რომელმაც შემდეგნაირად განმარტა აღნიშნული კონცეფციის არსი- „ ეს არის ნიჭი, როდესაც სხვა ქვეყნებს სურთ ის, რაც შენს ქვეყანას უნდა…“

 ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეიძლება ძალიან რთულად მოჩანდეს, ვინაიდან დამოუკიდებელი სახელმწიოები, ხომ თავის თავში მოიცავენ საგარეო პოლიტიკაში მოქმედებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და იქ მოღვაწე პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტებიც, ხომ ამავე პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოქმდებედნენ და მოღვაწეობდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში? თუმცა,  წამყვან ამერიკულ ინტელქეტუალებს თუ დავეყრდნობით, ამის მიღწევა სრულებითაც არ წამორმოადგენს დიდ სირთულეს. ამ შემთხვევაში მთავარია, მოახდინო ისეთი ადამიანთა ჯგუფის ფორმირება პატარა ქვეყნებში, მათი ხელშეწყობა და დახმარება, რომლებიც მხოლოდ შეერთებული შტატების ნაციონალური ინეტერსებიდან გამომდიანრე იმოქმედებენ, საკუთარი ქვეყნების დესუვერენიზაციის ხარჯზე. თუ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ, შენივე ქვეყნის საზიანოდ, გამოდის  რომ, არც დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენ. (აღნიშნული, საქართველომ საკუთარ თავზე, არაერთხელ იწვნია).   ასეთი ტიპის ადამიანებს, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და სამხედრო სტრატეგმა სტივენ მანმა „ვირუსები“ უწოდა. მისი აზრით, როგორც კომპიუტერული პროგრამის პერეფორმატირება შესაძლებელია კომპიუტერული ვირუსის საშუალებით, ასევე შესაძლებელია იდეოლოგიური ვირუსის საშუალებით საზოგადოების აზროვნების შეცვლა შეერთებული შტატების ინტერესების შესაბამისად: „როგორც გვიჩვენებენ ჰაკერები, ყველაზე აგრესიული მეთოდი პროგრამების შეცვლის, დაკავშირებულია ვირუსთან, მაგრამ არსებობს კი იდეოლოგია სხვა დასახელებით ადამიანის პროგრამული ვირუსის გარდა?

როგორც ჩვენი იარაღი, ამ იდეოლოგიური ვირუსით, აშშ შეძლებს აწარმოოს მძლავრი ბიოლოგიური ომი და ამოირჩიოს, ნაციონალური სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელი მიზანი-ერები უნდა დააინფიციროს დემოკრატიული პლურალიზმის  და ადამიანის ინდივიდუალური უფლებების იდეოლოგიით… ამიტომ ჩვენს ნაციონალურ  უსაფრთხოებას ექნება საუკეთესო გარანტიები, თუ ჩვენ მიუძღვნით ჩვენს ძალისხმევას, იმ  ქვეყნების გონის და კულტურების გადმობირების საქმეში, რომლებიც განხსვავდებიან ჩვენგან. ეს გახლავთ ერთადერთი გზა, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისთვის, რომელსაც ექნება გრძელი პერიოდი და გლობალურად ჩვენთვის მისაღები.“

მართალია, სტივენ მანი დემოკრატიული  პლურალიზმის დამკვიდრების და ადამიანის უფლებების  პრინციპების დაცვის გათვალისწინებით, ცდილობს ამერიკის გლობალური ინტერესების ფარგლებში მოაქციოს მათი ინტერესების სფეროში მოხვედრილი სახელმწიფოები, მაგრამ ამერიკის პოლიტიკური ნაბიჯების შემხედვარე ძალიან რთულია მთლიანობაში დაეთანხმო ავტორს.  შეერთებული შტატების ხელში ადამაინის უფლებების დაცვის მოტივი, მხოლოდ იდეოლოგიურ ნიღაბს რომ წარმოადგენს, ამაზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე უმსხვილესი ნიუ-იორკელი გეოპოლიტიკის ანალიტიკოსი ერიკ დრაიცერი: „ აშშ და მათი მოკავშირეები, გადავიდნენ სტანდარტულ დემაგოგიაზე „ადამიანის უფლებების“, „სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების“ და „დემოკრატიის“ შესახებ.“  რთულია ერიკ დრაიცერს არ დავეთანხმოთ, ვინაიდან არც ერთ ქვეყანაში, სადაც კი ცხვირი შეჰყვეს, არა თუ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის კონტურები გამოჩნდა, არამედ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით დაეყრნენ ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე პოლიტიკურ ფიგურებს. შორს რომ არ წავიდეთ, ეს პოლიტიკა საქართველოში ნათლად აისახა, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მართველობის დროს. შეუძლებელია  სპეციალისტმა და პოლიტიკური სისტემების ფუნქციონირებაში გარკვეულმა ადამიანმა, სააკაშვილის მიერ შექმნილ სისტემას, დემოკრატიასთან რამენაირად მიახლოებულიც კი უწოდოს.

მაგრამ ამერიკელები რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, პირველ რიგში ეყდრნობიან არა პოლიტიკურ ძალებს არამედ, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არასამათვარობო ორგანიზაციების სახით, რომლებსაც პოლიტოლოგიურ  წრეებში, ზოგჯერ „გავლენის აგენტურით“, ხოლო ზოგჯერ „ მეხუთე კოლონით“ მოიხსენიებენ. ამერიკელების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე დაკვივრვებით, ჯერ მათ გამოზრდა ხდება, არასამთოვრობო ორგანიზაციების წიაღში, ხოლო შემდგომ ახდენენ მათ რეკრუტირებას ანუ გადანაცვლებას პოლიტიკურ ელიტაში. ეს პროცესიც ძალიან კარგად ჩანს საქართველოს მაგალითზე. დაუკვირდით, დღეს საკვანძო თანამდებობებზე მყოფი პოლიტიკოსების უმრავლესობა NGO- დან გახლავთ გადმოსული პოლიტიკაში. იმავე მიდგომას ჰქონდა ადგილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის დროსაც. აქვე მინდა დავამატო, რომ პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ, არასამთავრობო სექტორის შევსება ხდება, ისევ ახალი „ლიბერალური ვირუსების“ მეშვეობით. ამერიკელების მიერ შექმნილი, ეს სისტემური წრე მანამ გაგრძლედება ვიდრე, შეერთებული შტატები არ ამოწურავს თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, მათი ინტერესების სფეროში მოხვედრილ სახელმწიფოებში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს და ზოგადად სამოქალაქო სექტორს, ამერიკელები თავიანთი ნაციონალური ინტერესების გატარებისათვის, რომ აფინანსებენ და იყენებენ, ამას არც პრეზიდენტი ბარაკ ობამა უარყოფს. მაგალითად, ფორუმზე „კლინტონის გლობალური ინიციატივების შესახებ“, ბარაკ ობამამ თავის მოხსენებაში ერთი საინტერესო პასაჟი გააჟღერა, რომლითაც არაპირდაპირ მიუთითა, სამოაქლაქო სექტორის „მეხუთე კოლონის“ ბუნებაზე – „სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უცხოეთში, წარმოადგენს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხს და ვაშინგტონი ყოველთვის მხარს დაუჭერს სხვადასხვა სახის არასამთავრობო ორგანიზაციებს  მთელ მსოფლიოში“. როდესაც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდმინარე მოქმედებს, მას პირდაპირ, ყოველგავრი მორიდების გარეშე, შეიძლება უწოდო თანამედროვე ტიპის „მეხუთე კოლონა“. ახალ „მეხუთე კოლონას“, ძველისგან მხოლოდ ის განასხავავებს, რომ მის წევრებს არც აქვთ გაცნობიერებული, რომ ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. ისინი  მათ მიერ გადადგმულ პროპაგანდისტულ ნაბიჯებს, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარედ განიხილავენ.

თუმცა, ლიბერალურ-კაპიტალისტური საზოგადოებრივ სისტემებში, მოქმედებს შემდეგი დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვით, დამფინანსებელი განსაზღვრავს დამფინანსებლის მოქმედებას და მის ქმედებებში თავისუფლების ხარისხს. მოქმედებს პრინციპი: „ვინც იხდის, ის უკვეთავს“. თან უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ დაფინასების წყაროების მოძიება, სხვადასხვა გრანტის სახით, ხდება ერთი და იგივე სქემით ყველა ქვეყნისთვის. კერძოდ, „მეხუთე კოლონის“დაფინანსების წყაროდ მიიჩნევა სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც სატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით ახდენს აშშ-ს ინტერესების სფეროში მოხვედრილი სახელმწიფოებში მოქმედი არასამათავრობოების დაფინანსებას.  პირველ რიგში, დეპარტამენტიდან თანხის გადარიხცვა ხდება (USAID)-ის- აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო ამის შემდეგ, USAID-ი აფინანსებს დემოკრატიის ნაციონალურ ფონდს (NED), ხოლო ამ უკანასკნელიდან კი, ფინანსური უზრუველყოფა ხდება, ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არიან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და დემოკრატიის ნაციონალური ინსტიტუტი (NDI). IRI-ის და  NDI-ის აქტიურობის ხარისხი პატარა ქვეყნებში დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ვაშინგტონში ხელისუფლების სათავეში. მაგალითად, თუ რესპუბლიკელები არიან ხელისუფლებაში, აქტიურობით გამოირჩვა IRI-ი,ხოლო დემოკრატების ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი შესაბამისად NDI-ი. აგრეთვე USAID-ი და NED-ი სრული თავისუფლებიც არიან, ყოველგვარი შუამავლების გარეშე დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები.

თუ რაში სჭირდებათ ამერიკელებს, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინასება და ზოგადად, სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა განვითარებად ქვეყნებში, კარგად აქვს ახსნილი და გადმოცემული, ჩვენს მიერ ზემოთ უკვე ნახსენებ ერიკ დრაიცერს: „  მათ დაფინასებაში ახალი არაფერია, იმიტომ რომ, აშშ- სამაქალაქო საზოგადოებას და NGO-ს იყენებს მთელს მსოფლიოში, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს საკუთარი მიზნების მიღწევისათვის…“

ჩემი სტატია სპეცილაურად არ გადავტვირთე ფაქტობრივი მასალებით, რადგან მოაზროვნე მკითხველისთვის მიმეცა შესაძლებლობა, ამერიკელი თეორეტიკოსების მიერ გადმოცემული სტრატეგიების მეშვეობით, საქართველოში პროამერიკული და „პატრიოტული“ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, დამოუკიდებლად გამოეტანა დასკვნები.

ირაკლი უბილავა

 

 

 

     

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here