Home რუბრიკები ბლოგი სპეკულანტებო, სტადიონისკენ სწორდით!

სპეკულანტებო, სტადიონისკენ სწორდით!

721

კვირაზე მეტია, რაც ფეხბურთის გულშემატკივრებს (და საზოგადოების დანარჩენ ნაწილსაც) მხოლოდ ერთი თემა აქვთ სალაპარაკოდ – როდის გაიყიდება უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები?! ან, თუ გაიყიდება, როგორ შევიძინოთ, თუკი ბილეთების გასაყიდად შექმნილი კომპიუტერული პროგრამა რიგში, დაახლოებით, 135456-ედ ჩაგაყენებთ, – მაშინ, როცა ბილეთების რაოდენობა მხოლოდ 24 ათასია და, აქაც, მოქალაქეს ერთდროულად ოთხი ბილეთის ყიდვა შეუძლია. 

რამ გამოიწვია პრობლემა – მართლა კომპიუტერული სისტემის გაუმართაობის ბრალია, თუ „ძაღლის თავი“ სხვაგან უნდა ვეძებოთ?

ვფიქრობ, არ იქნება ინტერესმოკლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ეღირება მატჩზე დასასწრები ბილეთი „შავ ბაზარზე“ თავად მატჩის დღეს, რამდენი ღირდა ის წინა წლებში.

უკვე დღეს, 75 ლარად შეძენილი ბილეთი თავისუფლად შეგიძლიათ გაყიდოთ 669 ევროდ ონლაინში, – სწორედ ამ ფასად ყიდიან უცხოური საიტები სუპერთასის მატჩზე დასასწრებ ბილეთს. თუმცა, 10-11 აგვისტოს ბილეთის ფასიშავ ბაზარზე“ 2 ათას ევროსაც შეიძლება გასცდეს, როგორც წინა წლებში მოხდა.

სწორედ ამიტომ, ისმის კითხვა – ხომ არ გადაწყვიტა მავანმა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ბილეთების რაოდენობიდან 2-4 ათასი ბილეთი „მოტეხოს“ და რამდენიმე მილიონი ევრო „გააკეთოს“?! ამიტომ ხომ არ მოითხოვა რევაზ არველაძემ სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვა ბილეთების რეალიზაციის პროცესში?

რომ ვიანგარიშოთ, 2 ათასი ბილეთის 2-2 ათას ევროდ გაყიდვა ხომ 4 მილიონ ევროს შემოსავალს მოიტანს! ასე რომ, სპეკულანტებო, სტადიონისკენ სწორდით!

დღეს გადაწყდა, რომ ბილეთები სალაროებშიც გაიყიდება (თუმცა, ბილეთები დაბეჭდილი ჯერ არ არის). საინტერესოა, ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ პრობლემა მოეგვარებინათ, უფრო დაემალათ ბილეთების გარკვეული რაოდენობის „აორთქლება“, თუ იმიტომ, რომ ირღვეოდა იმ ადამიანთა უფლებები, რომლებსაც არ აქვთ არც ინტერნეტი და არც VISA თუ Master ბარათი? თავიდან როცა გადაწყვიტეს, რომ მარტო ინტერნეტით გაეყიდათ ბილეთები, რატომ არავინ დაფიქრდა ამ კატეგორიის მოქალაქეების უფლებებზე? თუ, „ადამიანის უფლებები“ მარტო ლგბტ პირებზე ვრცელდება, – მარტო ისინი არიან „ადამიანები“ და მარტო მათ აქვთ „უფლებები“?

აბა, წარმოვიდგინოთ, რომ ბილეთის ყიდვის უფლება არა აქვს ლგბტ-ელს, – მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საერთაშორისო ორგანიზაციები ხომ ატეხდნენ ერთ ამბავს?! შეიძლება, როგორც ქვეყანა, გაეროდანაც კი გავერიცხეთ, ხოლო უეფა, როგორც ორგანიზაცია, გაეუქმებინათ, რადგან დაირღვეოდა „ადამიანის უფლებები“. მაგრამ, როცა ადამიანს არა აქვს ან ინტერნეტი, ან ელექტრონული პლასტიკური ბარათი, რომ ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შეიძინოს, იმისუფლებებიარანაირად არ ირღვევა, რადგან ისადამიანიარ არის?..

ასეთია დღევანდელი დემოკრატიის სახეუმცირესობა უმრავლესობას თავის ჭკუაზე ატარებს!

ამის თვალსაჩინო მაგალითია ლგბტ პირთა ქორწინების დაკანონება მთელ აშშ-ში, როცა უმცირესობისცხოვრების წესიუმრავლესობასცხოვრების წესად უქციეს.

ისმის კითხვა: მაშ, რა საჭიროაუმრავლესობა“, თუკი მათ ხმას მნიშვნელობა არ ექნება და მათ აზრს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს?!

თემას გადავუხვიეთ… კვლავ ფეხბურთს დავუბრუნდეთ.

არსებობს კიდევ ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი – სად განთავსდება თბილისში ჩამოსული 30-35 ათასი სტუმარი – გულშემატკივრები, უცხოელი ჟურნალისტები, უეფას დელეგაცია და საპატიო სტუმრები.

გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი სასტუმროს მონაცემებს:

Radisson Blu Iveria – 249 ოთახი (747 სტუმარი)
Holiday Inn – 252 ოთახი (600 სტუმარი)
Sheraton Metechi Palace – 140 ოთახი (280 სტუმარი)
Tbilisi Marriott – 127 ოთახი (170 სტუმარი)
Courtyard Marriott – 118 ოთახი (165 სტუმარი)
Betsy’s Hotel – 57 ოთახი
Vere Palace – 42 ოთახი
Ambassador – 40 ოთახი
Tbilotel – 47 ოთახი
Sympatia – 25 ოთახი
Sharden – 22 ოთახი
River Side – 18 ოთახი
Old Metekhi – 14 ოთახი
(და სხვა რამდენიმე პატარა, 10-12-ოთახიანი სასტუმრო).

თუ მსოფლიოში პოპულარულ საიტ booking.com-ზე შევამოწმებთ, ვნახავთ, რომ 11-12 აგვისტოსთვის Holiday Inn-ის, Radisson Blu Iveria-ს, Tbilisi Marriott-ის, Vere Palace-ის, Ambassador-ის ყველა ნომერი უკვე გაყიდულია. აქვე გავითვალისწინოთ, რომ სასტუმრო ნომრების რაღაც ნაწილი დაჯავშნულია „სხვა საქმეზე“ ჩამომსვლელი სტუმრების მიერ.

იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და თბილისის მერია ღირსეულად შეძლებენ სტუმრების დახვედრას და მათ განთავსებას.

ლევან ზანგურაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here