Home რუბრიკები პოლიტიკა გაფსაკებული ობამა

გაფსაკებული ობამა

1183

2008 წელს, საპრეზიდენტო კამპანიისას, გაფსაკებულმა ობამამ ასეთი რამ თქვა: “მე უკვე ვიყავი ყველა 57 შტატში. ახლა ერთიღა დამრჩა”. როგორც ჩანს, მას გულდაგულ დაუმალეს, რომ მის სახელმწიფოში სულ 50 შტატია.


მიშიკო სააკაშვილის საარაკოდ, რეგვენი მეგობარი ჯორჯ უოკერ ბუში (უმცროსი) დიდხანს იყო სისულელეების წამოროშვის ჩემპიონი. ზესახელმწიფოს ლიდერის გეოგრაფიული (და არა მხოლოდ) კრეტინიზმი იქამდე მიდიოდა, რომ ავსტრიასა და ავსტრალიას ერთმანეთში ურევდა; ნეიტრალურ ავსტრიაში ვიზიტად მყოფმა მადლობა გადაუხადა ამ სახელმწიფოს ერაყის სამხედრო კამპანიაში ჩართვისთვის და იქაურები კარგა ხანს იყვნენ სახტად დარჩენილნი!

როგორც ჩანს, ამერიკული საგანმანათლებლო სისტემა დიდ გასაჭირშია, რადგან ასეთივე გეოგრაფიული “სიბრძნით” ახლა უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯენ ფსაკი აკვირვებს დანარჩენ მსოფლიოს. ბუშის გამონათქვამებს თავის დროზე ბუშიზმები უწოდეს, დღეს მოდური ფსაკიზმებია, რომელთაგან ერთი მაინც განსაკუთრებულია: თუ რუსეთი უკრაინაში ჯარებს შეიყვანს, ჩვენი მეექვსე ფლოტი ბელარუსის სანაპიროზე გადასხდება!” დასაბამიდან დღემდე ბელარუსს ზღვაზე გასასვლელი და, შესაბამისად, სანაპირო არ აქვს, მაგრამ უნაპირო და უკიდეგანოა ფსაკის გეოგრაფია!

ჯენ ფსაკი მხოლოდ გეოგრაფიაში როდია ასეთი განსწავლული, საკუთარ მოვალეობებსაც საარაკოდ ართმევს თავს: ახლახან თვალის დაუხამხამებლად განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ობამამ უკვე ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულუკრაინის მხარდაჭერის აქტს”. მომდევნო დღეების განმავლობაში აშშის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პრეზიდენტს აქტისთვის ხელი არ მოუწერია და ფსაკის ეს წამოსცდა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი აპირებს კანონპროექტზე ხელის მოწერას, მაგრამ აშშ-ს ეს დოკუმენტი “ერთგვარად აშფოთებს”. მისი განცხადებით, დოკუმენტში ამერიკის მოკავშირეების მიმართ “უსიამოვნო გზავნილია”. მთავარი აქ ის არის, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს მომავალში საშუალებას აძლევს, რუსეთისა და უკრაინის მიმართ სტრატეგია ევროპელ მოკავშირეებთან აუცილებელი შეთანხმების გარეშე შეიმუშაოს.

ერთხელ ფსაკიმ როსტოვში სამთო კურორტების გამაჯანსაღებელ ჰავაზე ილაპარაკა (ნეტა, რა რჯიდა?!), არადა, როსტოვის ოლქში მაქსიმალური სიმაღლე 253 მეტრია ზღვის დონიდან! შემდეგ ასტრახანის ოლქის აშულუკის პოლიგონზე რუსული სამხედროსაჰაერო ძალების წვრთნების გამოშეშფოთდა”. მისი განცხადებით, უკრაინის საზღვართან ამგვარი წვრთნების ჩატარება დაუშვებელი იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მას თავაზიანად აუხსნა, რომ აშულუკი უკრაინის საზღვრიდან ძველებურად ათასი კილომეტრით არის დაშორებული.

თუმცა ჯენ ფსაკის “ბრძნული” გამონათქვამები აშკარად გაფერმკრთალდა თვით პრეზიდენტ ობამას ცოდნის ფონზე. მან რუსეთის შესახებ გავლენიან ჟურნალეკონომისტსგანუცხადა, რომ მოსკოვი აღარავის ხიბლავს, რუსი მამაკაცები 60 წლამდეც კი ვერ ცოცხლობენ, მოსახლეობა კი კატასტროფულად მცირდება. აქ უკვე არანაკლებ გავლენიანი ჟურნალიფორბსიცკი გამოვიდა წყობიდან.

ამ გამოცემის მიმომხილველმა მარკ ადომანისმა ასე უპასუხა პრეზიდენტს: “რუსეთი საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოში, როგორც რიგით მეორე (აშშის შემდეგ) ქვეყანა, რომლისკენაც მიგრანტები ისწრაფვიან. რაც შეეხება რუსი მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობას, აქ პრეზიდენტი ობამა, სულ ცოტა, 8%-ით შეცდა. დასასრულ, რუსეთის მოსახლეობა კი არ მცირდება, პირიქით _ იზრდება. ობამას გუნდზე კარგს არაფერს ამბობს ის, რომ პრესასთან დაგეგმილ ინტერვიუში პრეზიდენტი არა ერთ ან ორ, არამედ ერთბაშად სამ ფაქტობრივ შეცდომას უშვებს”.

გამოცემა The daily beast-მა სათაურად გაიტანა ობამას გამონათქვამი იმავე ინტერვიუდან: რუსეთი არაფერს აწარმოებს”. ამგვარი სიბრძნე თვით ჯენ ფსაკისაც კი არ წამოსცდენია! ავტორიტეტულმა მიმომხილველმა ასავინ სუებსაენგმა სიამოვნებით ჩაუტარა ვირტუალური ლექცია აშშის პრეზიდენტს რუსეთის ეკონომიკაზე და ამცნო, რომ ამ ქვეყანას საექსპორტოდ გააქვს შავი ლითონი, ალმასები, სასუქები, ხეტყე, სპილენძის ნაწარმი, რადიაქტიური ნივთიერებები და, სხვათა შორის, ვერტმფრენები, რომლებსაც აშშ რუსეთისგან  ყიდულობს ავღანეთის არმიისთვის!

ორი დღის წინათ “არაფერს რომ არ აწარმოებს”, იმ ქვეყნის სამხედრო ტექნიკა საკუთარი თვალით ანახვეს ბარაკ ობამას ინდოეთში, სადაც იგი რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო. აღლუმი რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა МИГ-29Кმა გახსნეს. შემდეგარაფერს რომ არ აწარმოებს”, იმ ქვეყნის ვერტმფრენებმაც ჩაიფრინეს. რუსული ტანკების Т-90-ის კოლონებმაც ჩაიარესრუსული ავიამზიდი, გასაგები მიზეზების გამო, აღლუმზე არ გამოუყვანიათ, იგი სანაპირო წყლებში დარჩა.

მთელი აღლუმის განმავლობაში ობამას ყბა არ გაუჩერებია _ კევს ღეჭავდა. ინდოელი ჟურნალისტები აღაშფოთა იმან, რომ ინდოეთის ჰიმნის შესრულებისას, რომელსაცხალხის სულიეწოდება, აშშის პრეზიდენტმა პირიდან კევი გამოიღო, დაათვალიერა და ისევ უკან შეაბრუნა. ამერიკელმა ჟურნალისტებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ ობამა ღელავდა და კევს დასამშვიდებლად ღეჭავდა.

სამაგიეროდ, აშშ-ის კონგრესში ყოველწლიური გამოსვლისას პრეზიდენტს პირში კევი არ ჰქონია – იგი კვლავ საყვარელ თემას, რუსეთს მიუბრუნდა და მორიგი “სიბრძნე” ამოაფრქვია: “ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ბევრს მიაჩნდა, რომ პუტინის ქმედებები სტრატეგიისა და ძალის ბრწყინვალე დემონსტრირებას წარმოადგენს, მაგრამ დღეს ამერიკა კვლავინდებურად ერთიანი და ძლიერია, როგორც ჩვენი მოკავშირეები, ხოლო რუსეთი იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი ნაკუწებად არის ქცეული”. გასაკვირია პირდაპირ, როგორ იქცა ნაკუწებად ის, რაც, თვით ობამას განცხადებით, არ არსებობდა?

ამ ხელოვნურ ოპტიმიზმს ისიც დაემატა, რომ ობამამ ღარიბების მხარდაჭერის წინადადება წამოაყენა, რომლისთვისაც პოლიტიკურმა მიმომხილველებმა მას “რობინ ჰუდის” საპატიო წოდება მიანიჭეს. ახალმა რობინ ჰუდმა კონგრესს სთხოვა, მიიღოს კანონი, რომელიც ყოველ ოჯახს მისცემს საშუალებას, წელიწადში ერთხელ ანაზღაურებადი ერთკვირიანი “საავადმყოფო ფურცელი” მიიღოს. “ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც, ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში, ანაზღაურებას არ იძლევა”, _ განაცხადა ობამამ. ცდებით, ბატონო პრეზიდენტო! “ბიულეტენებიაღარც ჩვენთანაა და აღარც იმ ქვეყნებში, სადაც თქვენიძაღლიშვილებიარიან ხელისუფლებაში, თქვენივე მხარდაჭერითა და დახმარებით!

ტრაბახი და კევის ღეჭვა ერთად ვერ ხერხდება და ამიტომ: “2010 წლიდან აშშ-მა მეტი მუშაკი დააბრუნა სამსახურებში, ვიდრე ევროპამ, იაპონიამ და მოწინავე ეკონომიკის ყველა ქვეყანამ, ერთად აღებულმა. ამერიკელმა მწარმოებლებმა 800 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს!”

ბარაქა, ბარაკ! ოთხმილიონიან საქართველოშიმოქალაქეთა კავშირმა” (სააკაშვილიც რომ იყო, იმ პარტიამ) მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა და შენ 316-მილიონიან ქვეყანაში მხოლოდ 800 ათასი? ფსაკი ხარ?

საზოგადოდ, ობამას ამ მიმართვის მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, რომ ტრიბუნასთან შალვა ნათელაშვილი დგას; ამერიკის პრეზიდენტი ისე შორს წავიდა, რომ განაცხადა: “მუნიციპალური კოლეჯები უფასო უნდა იყოს”!

ირანის მიმართ სანქციებზე უარი უნდა ითქვას, კუბას კი ეკონომიკური ემბარგო მოეხსნას _ ესეც ობამას მორიგი ინიციატივებია. ამ ინიციატივებს გამართლება ნამდვილად აქვს: არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ამ სანქციებსა და ემბარგოს არაფერი მოუტანია. აკი, თავადაც ასე ახსნა, ოღონდ ახლა ის არის საინტერესო, რამაც ამ ორ ქვეყანას, განსაკუთრებით კი, ციცქნა კუბას, ვერაფერი დაუშავა, უზარმაზარ რუსეთს რა უნდა დააკლოს? ვისაც გჯერათ, რომ “რუსეთი არაფერს აწარმოებს”, იმასაც დაიჯერებთ, რომ სანქციები რუსეთს დაშლის, ოღონდ ეგაა, ამ ამბის თვით ჯენ ფსაკისაც კი არ სჯერა!

2008 წელს, საპრეზიდენტო კამპანიისას, გაფსაკებულმა ობამამ ასეთი რამ თქვა: “მე უკვე ვიყავი ყველა 57 შტატში. ახლა ერთიღა დამრჩა”. როგორც ჩანს, მას გულდაგულ დაუმალეს, რომ მის სახელმწიფოში სულ 50 შტატია.

ცოტა ხნის წინათ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ განაცხადა, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი უკრაინელმა მეომრებმა გაათავისუფლესო, რის გამოც ზოგმა დასცინა, ზოგმა კი აღშფოთება ვერ დამალა. ისტორია სულ უფრო ხშირად იქცევა ფალსიფიკაციის საგნად, მაგრამ, აბა, ვნახოთ, რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ: ბაბუაჩემი იბრძოდა ამერიკული ჯარის შემადგენლობაში, რომელმაც გაათავისუფლა ოსვენციმი და სხვა საკონცენტრაციო ბანაკები”. თუ ამ გამოფსაკებულ პერსონაჟებს დავუჯერებთ, გამოდის, რომ ობამას ბაბუა უკრაინელი ყოფილა. ის, რომპირველი უკრაინული არმიისშემადგენლობაში, რომელმაც სინამდვილეში ოსვენციმი გაათავისუფლა, საბჭოთა კავშირის ყველა ხალხის წარმომადგენლები იბრძოდნენ, მათ აზრადაც არ მოსდით.

უკვე საკითხავია, ვინ უფრო ფსაკია: ობამა, სხეტინა თუ თვითონ ფსაკი?

ობამამ თავის მიმართვაში ყველაზე ნაკლები დრო საგარეო პოლიტიკას დაუთმო. დიდმა ქვეყნებმა არ უნდა დააშინონ პატარა ქვეყნებიაშშ ამერიკული დიპლომატიის ძლიერების დემონსტრირებას ახდენსაშშის სამხედრო მისია ავღანეთში არ დასრულებულა”… ახლა ისიც გავიხსენთ, რას სჩადიოდა და სჩადის აშშ ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში, სირიაში და არის თუ არა ეს სხვა ქვეყნების დაშინება. და რასაც იქ სჩადიან, იმას ახლა დიპლომატია ჰქვია?

ამ ფსაკიზაციას უკვე წამყვანი ამერიკული გამოცემებიც ვეღარ უხუჭავენ თვალს. ავტორიტეტული “ბლუმბერგი” პრეზიდენტ ობამას მიმართვის მისეულ “თარგმანს” აქვეყნებს. ორიოდე ამონარიდი:

ობამა: “ნაცვლად იმისა, რომ ამერიკელები გავგზავნოთ ავღანეთის მთებში პატრულირებისთვის, ჩვენ მათი უსაფრთხოების ძალები მოვამზადეთ, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ეს ამოცანა. პატივს მივაგებთ მსხვერპლს, რომელიც ჩვენმა ჯარმა გაიღო ამ ქვეყანაში ხელისუფლების პირველი დემოკრატიული ცვლილების მხარდასაჭერად. იმის მაგივრად, რომ უცხოეთში მსხვილი სახმელეთო კონტიგენტი გავაგზავნოთ, ვპარტნიორობთ მრავალ ქვეყანასთან სამხრეთ აზიიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე და მოსვენებას არ ვაძლევთ ტერორისტებს, რომლებიც ამერიკას ემუქრებიან”.

ბლუმბერგისთარგმანი: “ავღანელებო, ჩვენ მივდივართ და თქვენ მარტო რჩებით. იარაღს და ფულს ისევ მოგცემთ, მაგრამ სულ ეს არის. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თალიბებთან! რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რევოლუციებზე ლაპარაკს მოვეშვებით და იმ წვრილ-წვრილ მთავრობებს დავეხმარებით, რომლებიც ტერორისტებს ხოცავენ. დემოკრატია და ადამიანის უფლებები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან უახლოეს პერიოდში ეს დიქტატორები დაგვჭირდება. რაც შეეხება პერსპექტივას, ეს უკვე შემდეგი პრეზიდენტის პრობლემაა”.

ხომ არაფერი გეცნობათ ამ ორიგინალსა და “თარგმანში”?

ცნობისათვის: “ბლუმბერგსარ უთქვამს, რომ ობამა ფსაკია, მაგრამ განა ეს შეუიარაღებელი თვალითაც არ ჩანს?!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here