Home რუბრიკები პოლიტიკა არნო ხიდირბეგიშვილი: „საქართველო განადგურდება, თუ 2015 წელს მას ახალი ლიდერი არ გადაარჩენს,...

არნო ხიდირბეგიშვილი: „საქართველო განადგურდება, თუ 2015 წელს მას ახალი ლიდერი არ გადაარჩენს, რომელსაც ქართველი ხალხი ელოდება!“

776

IA REX-ის ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან 2014 წლის 18 დეკემბერს (თბილისი – მოსკოვი)


ბატონო არნო, იწურება 2014 წელი, როდესაც საქართველომ მორიგი ნაბიჯები გადადგა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზეკიდევ უფრო დაუახლოვდა აშშ და ხელი მოაწერა ევროკავშირთან შეთანხმებას, რომლის რატიფიცირებაც დღეს ევროპარლამენტმა მოახდინა; მიიღოოქროს ბარათინატოს უელსის სამიტზე და მალე მის ტერიტორიაზე ალიანსის საწვრთნელი ცენტრები გაიხსნება; განაგრძო კონტრიბუცია ISAF-ის მისიაში ავღანეთში და ჩაერთო ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში. როგორია თქვენი პროგნოზი დამდეგი წლისთვის?

თუ დამდეგ 2015 წელს საქართველოს არ გადაარჩენს ლიდერი, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი, ის საბოლოოდ განადგურდება! ძალიან მინდა, რომ ეს ლიდერი ივანიშვილი იყოს, რომელმაც ერთელ უკვე გადაარჩინა საქართველო 21-ე საუკუნის ყველაზე საშიში დამნაშავე სააკაშვილისგან, თუმცა, ნაკლებად ვიმედოვნებ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდება და ხალხს სრულ სიმართლეს ეტყვის – ვინაა ჩვენი მეგობარი და ვინ – მტერი… ასევე არ ვკარგავ ბოლო იმედს, რომ სიმართლეს გვეტყვის ახალგაზრდა პრემიერი ღარიბაშილი, გამოავლენს რა პოლიტიკურ ნებას, პატრიოტიზმსა და სამოქალაქო გამბედაობას! არ გამოვრიცხვა, რომ მორიგი საკვირაო ქაადეგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კვერთხს დაჰკრავს და თავის სამწყსოს ეტყვის – რა არის კარგი და რა არის ცუდი!

მაგრამ თუ ქვეყნის ზემონახსენებ სამოქალაქო, პოლიტიკურ და სულიერ მბრძანებელთა სამეულიდან არცერთი არ იტვირთებს ლიდერის როლს, საქართველოს გადაარჩენს ახალი ლიდერი, რომელსაც დიდი ხანია ელის ქართველი ხალხიის ხალხი, რომელიც უკვე მიჩეულია თავისი კერპებით განხიბვლას! ვიმეორებ – ძალიან არ მინდა, რომ სააკაშვილისა დაგაჩეჩილაძის („გრეჩიხას“) გვარებს, რომლებმაც არ გაამართლეს ქართველი ხალხის ნდობა, ხვალ ივანიშვილისა და ღარიბაშილის გვარები დაემატოს. მაგრამ თუ საქართველოს, უფრო ზუსტადიმის, რაც მისგან დარჩა, გადარჩენა დღეს არ დავიწყეთ, ეს ახალი წელი იქნება ბოლო – 2016 წელს უკვე სხვა რეალობას შევხვდებით

ანუ ნატოსა და ევროკავშირში?

-არა, უარესად… აშშ-ის სენატმა გასულ კვირას საქართველოს უარი უთხრა ამერიკის სამხედრო მოკავშირის სტატუსზე ნატოს წევრობის გარეშე. ნატოს წევრები უახლოეს მომავალში არ გავხდებით, რადგან, პრეზიდენტ ობამას განცხადებით, უახლოესი 20 წელი წევრობის სამოქმედო გეგმასაც (“MAP”-ს) არ მოგვცემენ. რაც შეეხება ევროკავშირს, როგორც სამართლიანად აღნიშნა ქართველმა პოლიტიკოსმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ, ევროპა არასოდეს არ მიიჩნევდა საქართველოს თავის ნაწილად. ევროპული კულტურამ ევროპული ფასეულობები საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთიდან შემოვიდა, მე-19 საუკუნის დასარულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, „თერგდალეულდიდ ქართველ განმანათლებელთა ძალისხმევის წყალობით, ეს პროცესი გაძლიერდა. მაგრამ მაშინ ევროპა ბობოქრად ვითარდებოდა, ევროპული ღირებულებები ჭეშმარიტად პროგრესული ღირებულებები იყო – განათლებაშიც, მეცნიერებაშიც, ხელოვნებაშიც, ტექნიკაშიც, წარმოების ორგანიზაციაშიცდა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. დღეს ევროპა სწრაფად დეგრადირებს. ევროპის სახელმწიფოები აღარ წარმოადგენენ დამოუკიდებელ ნაციონალური სახელმწიფოებს თავისი ნაციონალური ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ზნეობრივი ნორმებით“.

და განა საქართველო კიდევ არსებობს როგორც დამოუკიდებელი ნაციონალური სახელმწიფო თავისი ნაციონალური ტრადიციებით, წესჩვეულებებით, ზნეობრივი ნორმებით?! განა მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან მას არ ანადგურებს დასავლეთი, რომელმაც იგი ივანიშვილის მილიარდებით გამდიდრებულ კოლაბორაციონისტთა – „რესპუბლიკელთა“, „ნაციონალთა“, „თავისუფალ დემოკრატთადა სხვა მათ მსგავსთა ვოტჩინად გადააქცია?!

ნაციონალური ღირებულებების სადარაჯოზე ხომ ისეთი ინსტიტუტი უნდა იდგეს, როგორიცაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღვარი, რომლის ავტორიტეტიც სახელმწიფოში, უკვე მერამდენენ წელია, ყველა სოცგამოკითხვის შედეგებით, ურყევად პირველ ადგილზეა?

– გეთანხმებით. იმავეს აღნიშნავს საქართველოში ეკლესიის მისიაზე საუბრისას ალექსანდრე ჭაჭია: საზოგადოების პატრიოტული ნაწილი, მათ შორის, მეც, უკმაყოფილო იყო ეკლესიის პასიურობითა და საზოგადოებრივ პროცესებში და ერისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზეც კი თავისი აზრის გამოთქმის სურვილის უქონლობით“, – ამბობს ბატონი ალექსანდრე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში, – ქვეყნის ნგრევის პროცესი, ერის გახრწნა, საზოგადოების დეგრადაცია, ტრადიციული ღირებულებების დევალვაცია საქართველოში დიდი ხანია მიმდინარეობს და მისი რეალიზატორი იყო ანგაჟირებული, გამყიდველი სახელმწიფო ხელისუფლება!

ხალხი ამას ხედავდა და საპროტესტო სიტყვას ელოდა ეკლესიისგან, იმედს ამყარებდა მის პრინციპულ პოზიციაზე ხალხის სულიერი დ აეროვნული ღირსების დაცვის სამეში. თუმცა, ეკლესია დუმდა, თავს იმართლებდა რა სამოქალაქო ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპით… ღმერთმა ეკლესია გვიბოძა ჩვენი ხალხის სლიერი განვითარების, შენარჩუნებისა და ზნეობრივი სრულყოფისათვის, და ეკელსიის მხრიდან თვითგანდგომა ამ მაღალი მისიის შესრუელბისგან დაუშვებელია! ეკლესია იყო და რჩება ერთადერთ საზოგადოებრივ ინსტიტუტად, რომელთანაც საზოგადოებას აკავშირებს ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნების იმედი. ამისათვის კი მას მთელი საზოგადოების, მთელი ხალხის მხარდაჭერა სჭრიდება. თანაც, არა მარტო მორწმუნეთა, არამედ მთელი ქვეყნის მოქალაქეთა მხარდაჭერა, რომლებსაც თავისი შვილებისთვის მომავალი სურთ. მართლმადიდებლობა ხომ უზარმაზარი პლასტია ჩვენი ხალხის ტრადიციული ღირებულებების საგანძურში, ქართველი ერის იდენტობას რომ განსაზღვრავს, ტრადიცია კი  ერის სიცოცხლისუნარიანობის საძირკველია“.

თუ ნათქვამს შევაჯამებთ, გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატოში საქართველოს ჯერ არ იღებენ, აშშ სამხედრო მოკავშირედ არ მიიჩნევს, ხოლო ევროპისათვის საქართველოუცხოა, ამჟამინდელი ხელისუფლება კი, წინამორბედივით, ხალხს ისევ მის სრულუფლებიან წევრობასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მის უღრუბლო მომავალზე ზღაპრებით ანუგეშებს?

– დიახ, აბსოლუტურად სწორია.

ნუთუ ყველაფერი ისე სახიფათოა, რომ, როგორც თქვენ ბრძანეთ, უკვე დღეს საჭიროა განგაშის ატეხა და საქართველოს ხსნა განადგურებისგან? ვინ გაანადგურებს საქართველოს, ბატონო მთავარო რედაქტორო?!

საქართველოს განადგურება მხოლოდ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია! მე ორჯერ ვახსენე დღეს ალექსანდრე ჭაჭია და მინდა დავძინო, რომ ჯერ კიდევ 1999 წელს – ანუ 15 წლის წინ! – მან შეიმუშავა და გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულსახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია“, სადაც ჩამოაყალიბა ქვეყნის ინტერესები, ქართველი საზოგადოების მიზნები და ამოცანები განვითარების გარდამავალ პერიოდსა და პერსპექტივაში. მთავარ მიზნად ჭაჭიამ დაასახელა ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისა და ზნეობრივი დეგრადაციისგან გადარჩენა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ვერ გაეგო ქართველ საზოგადოებას და ჭაჭიას პროგრამა არ იქცა ფართო განხილვის საგნად! რაც გასაგებია: სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ შევარდნაძემ და სააკაშვილმარატომღაც არ გაითვალისწინეს“, ანდაარ გამოიყენესბრწყინვალე მეცნიერისა და გამოცდილი პოლიტიკოსის რეკომენდაციებიმათ ხომ იმისთვის უხდიდნენ, რომ კარდინალურად საწინააღმდეგო რეკომენდაციები შეესრულებინათვაშინგტონიდან!

შედეგად კი, ხელისუფლებამ, რომელსაც 2012 წელს ორივე ხელით მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს, სულ ორ წელს გაძლო, მიუხედავად პატრიარქისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერისა… მხედველობაში მაქვს, რომ მისთვის ანაგარიშის გაწევა შეწყვიტეს როგორც შიგნით, სახელმწიფოში, ისე საზღვარგარეთაც. მაგალითად, გასულ ხუთშაბათს, სტრასბურგში, ევროკავშირთან საქართველოს ასოციაციის შეთანხმების რატიფიკაციაზე საპატიოდ იქნა მიწვეული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული, რომელიც გამოძიებასა და მართლმსაჯულებას ემალება და რომელიც საქართველოს პროკურატურამ ძებნაში გამოაცხადა!

და ეს ის ევროპაა, საითაც საქართველო მიისწრაფვის?! ამის შემდეგ როგორ როგორ უნდა მოეკიდოს ქართველი ხალხი  საქართველოს შესვლას ევროკავშირში, რომელიც შეთანხმების რატიფიკაციაზე ქართველებისთვის ყველაზე საძულველ ადმაიანს პატიჟებს, რომელმაც გისოსებს მიღმა ჩაყარა და ციხეებში აწამებდა ათობით ათას უდანაშაულო თანამოქალაქეს და რომლის ბრძანებითაც ქუჩაში ასობით ახალგაზრდა ჩაცხრილეს?! რომლის ავანტიურის გამოც საქართველომ თავისი ტერიტორიების 20% დაკარგა?! რომელმაც ორჯერ მიზანმიმართულად მოაწყო სისხლიანი სასაკლაო დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე 7 ნოემბერსა და 26 მაისს, აქცია რა მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლა სადამსჯელო ოპერაციად?!

აი, რა უნდა უთხრას ხალხს მისმა ახალმა ლიდერმა, იმიტომ, რომ ამის თქმას საქართველოში მეტი ვერავინ ბედავსთვით ყველაზეშეურიგებელიოპოზიციაც კი დღეში სამჯერ მღერისევროპის ჰიმნსნაცვლადმამაო ჩვენოსი“!..

კიდევ, სტრასბურგში ჩავიდა მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშილი, რომელიც სააკაშილს ძალიან ხშირად ხვდება – კიევში, ვარშავაში, ახლა კი – სტრასბურგში ჩავიდა 16 – კაციანი ამალით. ივანიშვილი და ღარიბაშვილი კი საქართველოში მარტო დარჩნენ, იმიტომ, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის სახალხო მანდატი მიიღეს, მაგრამ გამოიყენეს იგი მხოლოდ ხელისუფლებაში მოსასვლელად და ერთი უმაქნისი ჩინოვნიკის მეორით შესაცვლელად

თუმცა, ამაში დიდი როლი ითამაშა გარე ფაქტორებმაც, რომლებიც მე საუბრის დასაწყისში ჩამოვთვალე. გლობალიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისსიკეთეებზეპრეტენზიებისას, ალბათ, მოგვიწევს ჩვენი დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ, სუვერენიტეტის, წილის გაყოფაც, და ყველასთან ერთად გლობალურ ერთობლივ პროცესებში ჩართვა, რომლებიც ყოველთვის დადებით ემოციებს არ მოგვიტანს

– რასაკვირველია, თუმცა, პროცესები საქართველოსთვის გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ევროკავშირის მხოლოდ ეკონომიკური და სამართლებრივი დიქტატი, რომელსაც უკვე უახლოეს დღეებში ვიგრძნობთ. და საქმე აქ მარტო ის კი არ არის, რომ ქართველებს ასწავლიან – როგორც დაჯდნენ სწორად უნიტაზზე და მოიყვანონ ყურძენი, და რომ ჩვენ, ამ სიტყვის სრული გაგებით, თავზე მსგავს ინსტრუქციებს დაგვახვავებენ… განვმარტავ.

ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილში, News24.az-თან ინტერვიუში, კითხვაზე, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში „რევოლუციის ტალღის აზვირთების“ მიზეზებს ეხებოდა, მე განვაცხადე: „სოციალური კატაკლიზმები ყველა ზემოაღნიშნულ ქვეყანაში – განსხვავებულია თავისი მასშტაბით, წარმოშობის ბუნებითა და გეოგრაფიით. მიუხედავად ამისა, მათ „ჯაჭვურად“ იფეთქეს – ერთი მეორის მიყოლებით, რაც ადასტურებს ერთი „ჰოლივუდელი რეჟისორის“ არსებობას: ყველარეოვოლუციისპროვოცირება აშშმა მოახდინა ერთადერთი მიზნითგააერთიანოს ისლამური სამყაროს სახელმწიფოები ახალ არაბულ ხალიფატად ჩინეთის საპირწონედ! დიდი ჩინური კედლის წინ აღმაღთული ერთმორწმუნე მუსლიმანური სახელმწიფოების „ბარიკადამ“ უნდა გაანეიტრალოს თვალსაჩინოდ მზარდი ჩინეთის სახლახო რესპუბლიკის ძლიერება და მისგან დაიცვას აშშ – ამერიკის ეკონომიკა და ენერგეტიკული ინტერესები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

დიახ, აშშ, ამ პროექტის დაწყებით, იგებს დროს შესვენებისთვის, მაგრამ არაბული ხალიფატის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან წაკიდების მცდელობა შესაძლოა კრახით დასრულდეს. აშშმა შესაძლოა კონტროლი დაკარგოს და უცნობია, საით მიაბრუნებს შემდეგ თავს ახალშობილი ისლამურიმონსტრი“: იქნებ, დასაწყისისათვის, თავისივეშემქმნელებიშთანთქოს და ჯიჰადი არა ჩინეთს, არამედ დასავლური იმპერიალიზმის სახით გლობალიზმს გამოუცხადოს!“

დღეს, 3 წლის შემდეგ, ჩემი პროგნოზი ასრულდა ასპროცენტიანი სიზუსტითაშშმა, ბოლოსდაბოლოს, შექმნა არაბული ხალიფატი და მას ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო უწოდა. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს სირიის რიგ ჩრდილოეთ, ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ტერიტორიებსა და ქალაქ რააკს, რომელიც ახალი ხალიფატის დედაქალაქად გამოცხადდა.

რა უშუალო კავშირი აქვს საქართველოსთან ამ პროცესს, გარდა იმისა, რომ ისლამური სახელმწიფოს სოლიდური ნაწილი არა მხოლოდ ჩრდილოკავკასიელი ჩეჩნების, არამედქართველიპანკისელი ჩეჩნებისგანაც შედგება?

– უშუალო კავშირი აქვს. დღეს იწყება მეორე სტადიაროცა აშშის მიერ შექმნილი მონსტრი თავისი შემქმნელისკენ აბრუნებს დინგს. ამიტომ აშშ, რომელმაც რუსეთთან ეკონომიკური ომი გააჩაღა და მასში თავის მხარეს ევროპაც ჩაითრია, იწყებს მეორეხარისხოვნად ქცეული პროექტების შეჩერებას და ცვლის ტაქტიკას. აშშმა ხომ დღეს გაიგო, რომ რუსეთს ომით ვერ დაამარცხებს, მიტომ მისი გატეხა დოლარით სურს! აშშმა დღეს გაიგო, რომ სისულელეა ძალები ხარჯოს სირიასა და ირანზე, ერაყსა და ავღანეთზე, ვენესუელასა ან უკრაინაზესაჭიროა მხოლოდ მთავარი მოწინააღმდეგისრუსეთის დამარცხება, ყველა დანარჩენი კი თავისით დაუცვივდება ფეხებთან გადამწიფებული ნაყოფივით! რუსეთის ეკონომიკისთვის ძირის გამოთხრისა და პუტინის ხელისუფლების დამხობისთვის აშშ და მისი მოკავშირეები OPEC-დან ასტრონომიულ ზარალზეც კი წავიდნენ ორჯერ გაიაფებული ნავთობის გამო, და კიდევ, აშშ, ავღანეთიდან წასვლით მილიარდებს დაკარგავს, შეწყვეტს რა ნარკოტრაფიკის კონტროლს. თუმცა, ჩიტი ბდღვნად ღირს…

9 დეკემბერს ნატომ და აშშ-მა ოფიციალურად დაასრულეს სამხედრო მისია ავღანეთში, სადაც მარტო კონტინგენტის მხარდამჭერი ძალები დარჩება. ხანა, როცა აშშ სხვა ქვეყნებში სახმელეთო ჯარების დიდ ნაწილებს აგზავნიდა, დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გასულ კვირას და აღნიშნა, რომ ორი კვირის შემდეგ დასრულდება ავღანეთიდან ძირითადი ნაწილების გამოყვანა „თითქმის 13 წლის შემდეგ“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა უწინდებურად სახიფათო ადგილად რჩება“. ეს ნიშნავს, რომ ობამამ აღიარა, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ასტრონომიული თანხები, ასევე ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლეთანაც, მარტო ამერიკელის კი არა, ქართველისაც! – ფუჭად გაიღეს და ავღანეთი კვლავაც დაუმორჩიელებლი დარჩა. მიუხედავად ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიტყვებისთვის ობამას, მისი უსახელო პრეზიდენტობის მიწურულს, მეორედაც დააჯილდოებენ ნობელის პრემიით…

მაგრამ რის იმედით და ვის ხარჯზე წყვეტს აშშ ავღანურ პროექტს და ცვლის ტაქტიკას?

რა თქმა უნდა, საქართველოსა და ქართველების ხარჯე: ქართული კონტინგენტი ავღანეთში დარჩება პოსტ– ISAF-ურ პერიოდში, მხარდამჭერი ძალების შემადგენლობაში, ამერიკული კონტინგენტი კი იქიდან გავა საქართველოში და საქართველოს იქცევა 15-1- ქვეყნად, სადაც აშშ თავისი ჯარები ჰყავს თავის სამხედრო ბაზებზე! ახალი ტაქტიკაა: ამიერდან აშშ მხოლოდ დაქირავებულთა ხელით იბრძოლებსსაქართველოში, აშშის ბაზების გარდა, გაიხსნება ნატოს საწვრთნელი ცენტრები დაქირავებულ მებრძოლთა გასაწვრთნელად. აშშ მათ შეაიარაღებს, ქურთებივით და სხვა მოხალისეებივით, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებში იბრძვიან, თუმცა მათ შორის იქნებიან არა ქურთები, არამედ ქართველები, რომლებსაც უმუშევარი საქართველოსთვის სოლიდურ თანხებად გადაიბირებენ. სწორედ ნატოს საწვრთნელი ცენტრის დაქირავებულ მებრძოლთა შესაიარაღებლად საქართველოში აშშის კონგრესმა 2015 წელს 30 მლნ დოლარი გამოჰყო უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში!

ანუ ქართველი რეინჯერები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოლებენ, რომლის მხარეზეც იბრძვიან ჩეჩნები, მათ შორის, – საქართველოდან, პანკისიდან?!

– დიახ, ასეა და ვშიშობ, რომ თუ ეს ომი საქართველოს ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, საქართველოსგან მხოლოდ ტერიტორია – ამერიკული სამხედრო პოლიგონი დარჩება, ამ დროს კი ქართველებს ჩახოცავნ ავღანეთში, საიდანაც ძლივს გაასწრეს ამერიკელებმა! შეგახსენებთ, რომ წინა – 2013 წელი ავღანეთისთვის რეკორდულად იქცა ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვით, სადაც 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა!

აი, რისგან უნდა ვიხსნათ საქართველონატოსა და აშშსგან! არა და, თითზე ჩამოსათვლელი დღეებიღა დარჩა და როცა თბილისის გარეუბნებშიალექსეევკაზე, ვაზიანში, ასევე, მარნეულში აშშის სამხედროსაჰაერო ძალების სამხედროსატრანსპორტოლოკჰიდ C-130 ჰერკულესებიდაეშვება, ინსტრუქტორებით, მეზღვაურებით, აღჭურვილობითა და შეიარაღებით, უკვე გვიანი იქნება! აშშ ხომ არც სსრკია და არც რუსეთი, რომლებმაც პირველივე მოთხვნისთანავე დატოვეს საქართველო, ძალით კი ქართველები ვერასდროს შეძლებენ აქედან ამერიეკელების გაძევებას

ნუთუ ქართველი ხალხი შეეგუება თავისი სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ დაკარგვას?

– ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ საქართველოშ დღეს არსებულ შედარებით ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს უნარი არ შესწევთ 10 ათასზე მეტი საკუთარი მომხრეს შეკრებისა, თანაც ეს მაქსიმუმია მათი ინტეგრაციის პირობით. ბევრ მათგანთან ქართველ ხალხს პრეტენზიები და შეკითხვები აქვთ მათი ბიოგრაფიის ეპიზოდებთან დაკავშირებით. ისინი, მართალია, სხარტად ლაპარაკობენ, მაგრამ ბოლომდე არ ამბობენ სათქმელს, როგორც კი საქმევინ არის დამნაშავედან“ „რა ვაკეთოთ“-ზე მიდგება. ცდილობენ, რუსეთი საერთოდ არ ახსენონეშინიათ, რადგანპრორუსულობაუწინდებურად სტიგმაა ქართული პოლიტისტბელიშმენტისათვის და თუთიყუშებივით იმეორებენ იდიოტიზმამდე დაყვანილ ფრაზას: „რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ!“. დაველაპარაკოთ, როგორც მომაკვდავ ავადმყოფს, რათა არ დავკარგოთ კონტაქტი, ან როგორც მამალ გიჟს – ფსიქოთერაპიის გამოყენებით, რათა წინასწარ ვიცოდეთ ავადმყოფის არაადექვატური გამოხდომების შესახებ და ავლაგმოთ ისინი…

და თუ ვინმე შეეცდება შემომედავოს, ათობით ფრაგმენტს მოვიყვან მათი საჯარო გამოსვლებიდან და ინტერიუებიდან, სადაც ისინი სწორედ ასე ფიქრობენ! აი ამიტომ ხალხი ახალი ლიდერის გარეშე უმწეოა, თუმცა, ახალი ძალის გამოჩენის შემდეგ არავისი აგიტაცია საჭირო აღარ იქნება.

და რაც მთავარია – ახალი ლიდერი არა მარტო სწორი ლოზუნგებით უნდა ოპერირებდეს, იყოს პროფესიონალი და პატრიოტი, საზოგადოებაში პატივცემული, მაღალგანათლებული პიროვნება უნაკლო რეპუტაციით. ეს უნდა იყოს უაღრესად დადებითი ხელმძღვანელი, რომელიც კეთილად განაწყობს მისდამი საზოგადოების ყველა ფენას და პოლიტიკურ ჯგუფს, შეძლებს შეარიგოს ყველაზე რადიკალური და შეურიგებელი, პოზიცია და ოპოზიცია და მისცემს მათ მშვიდი ცხოვრებისა და საქმიანობის გარანტიას. ხოლო დამნაშავეებსა და მათ მეთაურებს – განსასჯელის სკამზე დასვამს! გარწმუნებთ, საბოლოო ჯამში ისინი არც ისე ბევრი იქნებიან…

1 COMMENT

  1. ვეთანხმები რესპოდენტს!!!!!!!! ალექსნადრე ჭაჭია, დღეს იდეალური ვარიანტი იქნებოდა საქართველოსთვის.

  2. სრული ჭეშმარიტებაა რასაც ავტორი წერს.
    როცა დღევანდელმა მთავრობამ ავღანეთში, აფრიკაში და უკრაინაში დღეს კიდევ გააგზავნა სამხედროები, ეს ნიშნავს ყველაფერი მომართულია ქართველების ამოსაწყვეტად!!!
    ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მთავრობამ მიმართულება!!!თუ მას ეშინია რუსეთთან დალაპარაკების, ხალხს დაავალოს!!!!

  3. სრულიად ვეთანხმები ბატონ არნოს. ქართველი ხალხის ბედი და არსებობა უნდა გადაწყვიტოს თვით ქართველებმა,რომლებიც დარწმუნებულნი არიან,რომ დასავლეთი ამერიკის ხელმძღვ. ელობით საერთოდ მოსპობს ქართველ ერს,როგორც ეთნოსს ! ამჟამად ქართველების წინაშე ტერიტორიებისა დაბრუნება და ევროკავშირ-ნატოში შესვლა კი არ არის სამკვდრო-საციცოცხლო,არამედ ,თვით დარჩენილი ტერიტორიის შენარჩუნება და ერისა და რწმენის გადარჩენა !!!
    პირადად მე მირჩევნია სხეულის ნაწილის დაკარგვა და კაცური კაცის სახელის შენარჩუნება,ვიდრე ვიყო ვინმეს მონა- მორჩილი და პირუტყვი,რომელიც მენახირეს ნებაზე ივლის.

  4. ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო ერთგვარი საბაბი-ბანგი ხალხის დაჩლუნგებისა, რომ ხალხი ვერ მიმხვდარიყო თუ როგორ ნელნელა გაგვწყვეტდნენ ადგილობრივი ხელისუფალნი თავიაანთ ხალხს და ამგავრად გაწმენდნენ საქართველოს მიწას ქართველებისგან!!!!
    ეს პროცესები უფრო ადრე დაიწყო ვიდრე ვისმეს წარმოუდგენია. ამიტომ მოაწყვეს 9 აპრილი. რუსეთისგან გამოყოფილ ქვეყანას უფრო მალე მოსპობდნენ, რისი მცდელობების მოწმენიც გავხდით ეს ბოლო წლები!
    ამისთვის მიდის დღესაც ბრძოლა, ხელისუფლებაში უმცირესობის მაიმუნობებით არასამთავრობო ორგანიზაციებით,დაფინანსებულნი ამერიკისგან, იმისათვის რომ დააბრუნონ ძველი, ეშმაკს სულმიყიდული მთავრობა, რომ უფრო ეფექტურად გაწყვიტონ საქართველოს მოსახლეობა.

  5. ამ მძიმე სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს. თუ ახალ მთავრობას ეშინია ევროატლანტიკელი მრჩევლების, ან არ უნდა რუსეთთან მოლაპარაკება,მაშინ ხალხმა უნდ აშეცვალოს ეს კატასტროფული მდგომარეობა და რაც შეიძლება მალე!!. ვისაც აქვს შესაძლებლობა მიიღოს რუსეთის პასპორტი, რაც შეიძლება სწრაფად, ვიდრე მთლიანად აამუშავებენ ჩვენი გაწყვეტის გეგმას ჩვენი „უცხოელი მეგობრები“ ნებისმიერი საშუალებით!!

  6. ვეთანხმები ავტორს, ჩემი აზრით ამერიკა არის ბოროტების იმპერია, ისინი მხოლოდ თავის საქმეს იკეთებენ სხვისი უბედურების ხარჯზე, ასეა ჩვენს მიმართაც. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩვენთვის უმჯობესია ერთმორწმუნე ქვეყანასთან გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა. ვფიქრობ , რაც ქვეყანას დაემართა ეს ჩვენი ზოგიერთი გამყიდველი პოლიტიკოსის ბრალია, რომლებმაც სამშობლო გაყიდეს თავიანთ კეთილდღეობისათვის …

  7. სანამ რუსეთის ერთმორწმუნოებაზე ილაპარაკებთ, მოისმინეთ დუგინის ინტერვიუ პოვზნერთან, თუ რას ამბობს ის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე და როგორ ხედავს მათ მომავალს და მერე უმღერეთ "დიდ" რუსეთს საგალობლები!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here