Home რუბრიკები საზოგადოება ზაზა მამალაძე: სააკაშვილს, რომც დააპატიმრონ, მარგველაშვილი შეიწყალებს!

ზაზა მამალაძე: სააკაშვილს, რომც დააპატიმრონ, მარგველაშვილი შეიწყალებს!

1144

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ტრიო “თბილისის” წევრი, მომღერალი ზაზა მამალაძე გვესაუბრება:


_ სიმართლე გითხრათ, ხშირად ვარ გაბრაზებული, თუმცა პროფესიული თვალსაზრისით _ არა. ამ სიბერეში ჩავწერე სოლო ალბომი, რომლის პრეზენტაციაც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. გარდა ამისა, “ტრიო თბილისი” ვემზადებით კონცერტისთვის, რომელსაც თბილისობას ჩავატარებთ.

_ გაბრაზებული რატომ ხართ?

_ იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობის” მმართველობის გაუსაძლისი ათი წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება”, გაჩნდა იმედი, რაღაც გვეშველებოდა, მაგრამ ეს იმედი ძალიან მალე გამიცრუვდა. დღევანდელ პარლამენტართა 80 პროცენტი, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერასოდეს ეღირსებოდა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.

სიმართლე გითხართ, თავიდანვე არ მომწონდა ის ბირთვი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა აქცენტი, მაგრამ თვალი დავხუჭე, ოღონცნაცმოძრაობაჩამოშორებოდა ხელისუფლებას. ამჟამადნაციონალური მოძრაობაკი არ სუსტდება, პირიქით _ დღითიდღე ძლიერდება.

_ რაში გამოიხატება ეს?

_ უყურეთ სატელევიზიო დებატებს და დაინახავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან უსუსურები არიან _ გამუდმებით თავს იცავენ. ძალიან სუსტები არიან ან თვითონაც აქვთ დანაშაული ჩადენილი და ამიტომაც ვერ ამბობენ “ნაციონალებზე” იმას, რაც უნდა თქვან. ფაქტია: ხელისუფლება “ნაციონალებთან” გამუდმებით თავს იმართლებს, ამიტომაც ვარ გაბრაზებული… ან დღეს ვინ არის კარგად საქართველოში, გიჟის გარდა?

_ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ქონების დაყადაღებას როგორ შეაფასებთ?

_ სასაცილოა! აბა, ნორმალურია, როდესაც სააკაშვილის ბებიას ნატანებში 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს უყადაღებენ? ან 15 წლის მანქანის დაყადაღებას რა ჰქვია?! ეს ბავშური კინკლაობა უფროა, ვიდრე სერიოზული გადაწყვეტილება. სააკაშვილს იმხელა ქონება აქვს მიტაცებული, რომ ამის ფონზე სასაცილო და სამარცხვინოა ბებიამისისთვის ნატანებში მიწის წართმევა. რეალურად რაც მოიპარა, შეუნარჩუნეს. ეს ყველაფერი ხალხის გასაჩუმებლად გააკეთეს. ამას ემატება კინკლაობა, პრეზიდენტსა და პრემიერის აპარატს შორის, რომელიც ძალიან ცუდად აისახება ქვეყანაზე. ადრე კრემლს ვუწევდით ანგარიშს, ახლა მას დაემატა ევროკავშირი, ნატო, თეთრი სახლი და მთელი ცხოვრება ამათ უნდა ვუგოროთ კოჭი? ჩვენი ქვეყანა ტაკიმასხარის პოზიციაშია! სააკაშვილის ქონების დაყადაღებიდანაც ჩანს, რომ ამ ხელისუფლებას არ ჰყოფნის კვალიფიკაცია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა თავმოყვარეობასთანაც მწყრალადაა. დღეს “ქართული ოცნება” კინკლაობის მეტს არაფერს აკეთებს, “ნაცმოძრაობის” ანკესზეა წამოგებული და მის ნებაზე დადის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მედიასაშუალებების ატანაც აღარ შეიძლება. ახლაც ერთსა იმავე სახეებს აჩვენებენ. დებატებში, ძირითადად, გია ვოლსკი და მანანა კობახიძე მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან არაკვალიფიციურად გამოდიან.

რაც შეეხება კრიმინალს, ის, რისთვისაც თენგო ერისთავი დააპატიმრეს, სრული აბსურდია. თენგო ერისთავი არ იყო დედიკოს ბიჭი. ქუჩასთანაც ჰქონდა შეხება, ნასამართლევიც იყო, მაგრამ ახლა რისთვისაც დააპატიმრეს, აბსურდია. ლაშა მახარაძე, რომელიც ახლახან მოკლეს, ჩემი ახლობელი იყო და მის პანაშვიდზე თენგო ერისთავმა ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა შავგულიძე გააფრთხლა, წამალს ან იარაღს ჩამიდებენ და დამიჭერენო. შავგულიძემ გულწრფელად უთხრა, არავინ არაფერს ჩაგიდებს, ეგ დრო დამთავრდაო, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა და დაიჭირეს. თენგოს ოჯახი თბილისში ოდითგანვე გამოირჩევა, ბაბუაც სამაგალითო ჰყავდა და მამაც. ამ ოჯახს სანათესაოც დიდი ჰყავს, სამეგობროც. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც “ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ებრძოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ ეს ადამიანები ხომ გამოხატავენ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ? ხელისუფლება ხომ უნდა მიხვდეს, რომ ასე უსამართლოდ მოქცევა არ შეიძლება? მალე ძალიან ცუდ შედეგს მიიღებენ! რომ ვაკვირდები საკადრო პოლიტიკას, გასაოცარია, შსს-ში მაღალ თანამდებობებზე ცნობილი ზონდერები არიან! ან ვერ ხვდება ეს ხელისუფლება, რას აკეთებს, ან პირიქით _ ყველაფერს შეგნებულად სჩადის, რაც მათ ჭკუასუსტობაზე მეტყველებს. წელიწად-ნახევარში საპარლამენტო არჩევნებია და საინტერესოა, რას ფიქრობენ.

_ სააკაშვილს დააპატიმრებენ?

_ სააკაშვილი, შესაძლოა, დაიჭირონ, მაგრამ მარგველაშვილი შეიწყალებს… არ აკვირდებით მარგველაშვილის ტექსტებს? ახლა სააკაშვილსაც ხელს აძლევს, რომ დააპატიმრონ, რადგან მისი ციხეში ყოფნა დიდი-დიდი თვე-ნახევარს გაგრძელდეს. შემდეგ მარგველაშვილი შეიწყალებს და ამით სააკაშვილი ცხოვრებას “გაიპრავებს”, ამიტომ სჯობს, ჯერჯერობით აქეთ-იქით იწანწალოს და მერე მოუგრიხონ კისერი.

_ რატომ გგონიათ, რომ მარგველაშვილი ასეთი ლოიალური იქნება სააკაშვილის მიმართ?

_ ფაქტია, რომ ასეა. მარგველაშვილი მინიშნებით ამბობს, ბოკერია, იაკობაშვილი და სხვები ჩემი ძმაკაცები არიანო. ის, რომ მისი ბავშვობის მეგობრები არიან და ვერ უღალატებს, კარგია, მაგრამ მაინტერესებს, დღეს რატომ არიან ძმაკაცები? როგორ შეუძლია ასეთ ხალხთან ძმაკაცობა? გასაგებია, რომ ახალგაზრდობიდან ძმაკაცობენ, მაგრამ მათი გზები ხომ გაიყო? ბოკერია და იაკობაშვილი “ნაცმოძრაობის” რიგითი წევრები რომ იყვნენ, კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ისინი ანგრევდნენ ქვეყანას, ქუჩებში ხვრეტდნენ ადამიანებს და მათზე ამბობს მარგველაშვილი, ჩემი ძმაკაცები არიან და ვერ ვუღალატებო?! როცა შენი მეგობარი 24 საათის განმავლობაში ფიქრობს, ვის რა ავნოს და, ამის მიუხედავად, ბოლომდე უერთგულებ, ვიტოვებ უფლებას და გეუბნები, რომ შენც მათნაირი ხარ და უარესს ჩაიდენ!

_ “პატრიოტთა ალიანსშიმართლა გაწევრდით?

_ დიახ. რამდენიმე დღის წინათ “პატრიოტთა ალიანსის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავინიშნე. ამ პარტიაში ჩემი მისვლის მთავარი მიზეზი იყოს ის, რომ იქ მყოფი ადამიანები მთელი თავიანთი არსებით ქართველები არიან. და ჩემი მთავარი მიზანიც ისეთი ადამიანების შემოკრებაა, რომელთაც უკან მოხედვის არ რცხვენიათ. გეგმა კი ისაა, რომ 2016 წელს, საპალამენტო არჩევნების შემდეგ, რაც შეიძლება მეტი ნორმალური ადამიანი მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ, ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანას რაღაც ეშველოს. ტენდენცია ხომ მაინც უნდა დავინახოთ ხალხჰმა, რომ მთავრობა ჩვენკენაა? ხელისუფლების წარმომადგენელი 30 და 40-ათასლარიან პრემიას რომ გამოიწერს, ხომ ამაზრზენია?!

_ კულტურის მინისტრი შეიცვალა

_ ვცნობ ახალ მინისტრს, უფრო სწორად მის ჯგუფს _ “ისტენ პრმოუშენს”. საქართველოში საკმაოდ კარგ ჯაზფესტივალებს მართავდნენ. ვხედავ, რომ ენერგიული ადამიანები არიან, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორი დამოკიდებულება ექნებათ ქართული კულტურის მიმართ. უწესოაო, არავის უთქვამს ოდიშარიაზე, მაგრამ ძალიან რბილი კაცი იყო, მინისტრობისგან შორს მდგომი, ამიტომაც იქცა კულტურის სამინისტრო უთავბოლო ორგანიზაციად.

_ “ასე რამ აგახურათ?” _ ამ სიტყვებით მიმართეთ პირდაპირ ეთერში მომღერალ სტეფანე მღებრიშვილს

_ გადამირჩა, თორემ უარესს ვეტყოდი. ვიდრე გადაცემა დაიწყებოდა, მე, ზაზა მიმინოშვილი და მამაო ვისხედით სტუდიაში და ზაზამ გვითხრა, მაქსიმალურად ვერიდოთ დებატების გამწვავებას და საუბარი სხვა მიმართულებით წავიყვანოთო. ჩემთვის სტეფანე არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყო. წლების წინათ, როდესაც მან პლუს ფონოგრამაზე პირის გაღება დაიწყო, მე და თამარ ცაგარეიშვილმა ამ თემაზე მოვამზადეთ გადაცემა. ატყდა დიდი აჟიოტაჟი. სტეფანემ კი საგაზეთო წერილი გამოაცხო, რომელშიც თქვა, ერთი სიმღერის ჩაწერას 2 კვირას ვუნდები, კიდევ ორ კვირას სარკესთან ვვარჯიშობ, სიმღერას პირი ოსტატურად რომ ავაყოლო და ეს იოლი არ გეგონოთო, ანუ ეს უზნეობა დაგვაყვედრა. რაღაც შოუებში რომ უზით ჟიურის წევრად, რომელსაც ერთი სიმღერაც არ აქვს ნამღერი ბოლომდე, შემსრულებლის ვოკალს კი არ აქცევს ყურადღებას, არამედ მის სექსუალურობაზე აქვს აქცენტი გადატანილი. მოკლედ, ადრე სტიოპაზე და ახლა სტეფანეზე ჩემი თვალსაზრისი მაქვს, მაგრამ, რადგან ვთქვით, რომ მას და მისნაირებს არ უნდა ავყოლოდით, თავი შევიკავე. თუმცა, რომ გვითხრა, ჩამორჩენილები ხართო, უნდა ავმდგარიყავი და ერთი შემომელაწუნებინა. სტიოპას თავი რომ დავანებოთ, ნათია კობერიძეს რა გაუკეთებია “მოდელირებული ქრონიკისა” და იმის გარდა, რომ მიშა თავხელიძესთან წევს? ეს ადამიანები ქუჩაში როგორ გამოდიან?! ან თეონა კონტრიძე რა ამბავშია? ერთ-ერთ კონკურსანტს უთხრა, _ გაიხადე, ჰეტეროსექსუალივთ მღერიო. ავადმყოფები გამოჰყავთ სატელევიზიო ეთერში!

_ რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში გავრცელდა მეგის ქარდავას ქორწილის ვიდეო, ნაჩვენებია, როგორ ერთობიანნაცმოძაობისყოფილი ლიდერები, ქართველი მომღერლები და სხვები

_ უზნეოები არიან… ან იმ მომღერლებზე რა ვთქვა?! ღმერთჰმა მშვიდობაში მოახმაროთ “ნაცები”. მერაბ სეფაშვილმა სააკაშვილს “ჩემი გმირი გიწოდე” უმღერა და ამის შემდეგ რაღა უნდა გამიკვირდეს?!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here