Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კახიშვილი: “ნაციონალებმა” კარგად იციან, _ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი საშუალება მაიდანია

კახა კახიშვილი: “ნაციონალებმა” კარგად იციან, _ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი საშუალება მაიდანია

572

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი არეულობის შესახებ გავრცელებული ხმები ახლახან თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად თანაგუნდელებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს უკვე მისცა დავალებები და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულება მზადდება. თუ რა რეალური საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, “საქართველო და მსოფლიოს” ექსპერტი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ესაუბრა.


_ ახლახან “ნაციონალების” მხრიდან მოსალოდნელ შეთქმულებაზე გაზეთ “ალიასთან” ინტერვიუში თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. მინისტრის განცხადებამდე თქვენ აღნიშნეთ, რომ “ნაციონალებს” ესკალაციის კონკრეტული გეგმა აქვთ. რა გეგმაზეა საუბარი და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა?

_ “ნაციონალურ მოძრაობა” ზუსტად ისე იქცევა, როგორც 2000-2003 წლებში მოქმედებდა. მაშინ “ნაციონალები” ახდენდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული ინსტიტუტების, მათ შორის, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს დისკრედიტაციას, შემდგომში კი გადავიდნენ თანამდებობის პირების პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებებზე; ხოლო 2003 წელსნაციონალებიუკვე სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მართალია, ამ ყველაფერს ისინი რევოლუციას ეძახიან, მაგრამ უნდა ითქვას, სამართლებრივად ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება.

“ნაციონალები” ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში სულ სხვა ღირებულებების პროპაგანდას ეწეოდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კი, სულ სხვაგვარად მოიქცნენ. ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ საკუთრების უფლების, ადამიანის უფლების, ღირსების დაცვის ლოზინგებით და სრულიად საწინააღმდეგოს კი სჩადიოდნენ. თუმცა “ნაციონალებმა” კარგად იციან _ ისევე როგორც მაშინ, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი საშუალება რევოლუციაა, მაგრამ როგორადაც არ უნდა მოემზადოს რევოლუციისთვის, თუ ხალხში შესაბამისი რევოლუციური განწყობა არ არსებობს, ისე პოლიტიკური პარტია რევოლუციას ვერ მოახდენს.

_ მაგრამ დღეს ხომ არ არის ეს რევოლუციური განწყობა საზოგადოებაში?

_ არა, დღეს ეს განწყობა არ არის. თუმცა, როგორც ვხედავთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სულ ახალ-ახალი თემებით გამოდის და ცდილობს, ხელისუფლების, ზოგიერთი ინსტიტუციის ან თანამდებობის პირის დისკრედიტაცია მოახდინოს.

“ნაციონალებს” აქვთ წლებზე გათვლილი გეგმა, თუმცა ისიც კარგად ესმით, რომ იმდენად დისკრედიტებულები არიან, რევოლუციას თავად ვერ მოახდენენ და ამ ხელისუფლების მიმართ ნებისმიერი უარყოფითი განწყობის შემთხვევაშიც კი ხალხი მათ არ გაჰყვება. ამიტომ, ჩემი ვარაუდით, “ნაციონალები” ეცდებიან, სპეციალური სცენარების მიხედვით  იმოქმედონ. მაგალითად, ისინი შეეცდებიან, დაასუსტონ “ქართული ოცნება”, გამოკვეთონ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პირდაპირ “ნაციონალებთან” ასოცირებულები არ იქნებიან და ხალხშიც ავტორიტეტით ისარგებლებენ, მაგრამ ამავე დროს “ნაციონალებთან” ფარულ გარიგებაში იქნებიან. ეს მათი მოქმედების ერთი სცენარიო. მეორე სცენარის მიხედვით კი, ისინი შეეცდებიან, შექმნან ძალიან მძიმე სურათი და ამავე დროს მხარი დაუჭირონ ახალი ძალის გამოჩენას, რათა შემდგომში ამ ახალ ძალასთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში; პირველ ეტაპზე, შესაძლოა, _ კოალიციურ მთავრობაშიც.

_ რა ბერკეტებს ფლობენ ამ გეგმების შესასრულებლად და რისი ან ვისი იმედი აქვთნაციონალებს”? ხომ არ აქვთ მათ საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი? ვინაიდან, როგორც ვხედავთ, ამერიკელი თუ ევეროპელი მაღალჩინოსნები გამუდმებითნაციონალებისლიდერების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და მათ დაპატიმრებას ან მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასაც კი პოლიტიკურ დევნად აფასებენ

_  რაც შეეხება მხარდაჭერას, მოგეხსენებათ, “ნაციონალების” ზოგიერთი წარმომადგენელი, არათუ ცხრა, ოცი წელიწადია, ხელისუფლებაშია. გვახსოვს, რომ “მოქალაქეთა კავშირიც” მათი მშობლიური პარტია იყო. ასე რომ, წლების განმავლობაში, სახელისუფლო უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობის შედეგად, მათ აქვთ პირადი კონტაქტები დასავლეთში; ამავე დროს ხელისუფლებაში ყოფნის ცხრაწლიანი ვადაც კარგად გამოიყენეს და ლობისტური კომპანიების მეშვეობით მოახერხეს ერთპიროვნული მმართველობის სტილი დასავლეთისთვის მიეწოდებინათ, როგორც დემოკრატიული პროცესები და თავი “დემოკრატიის შუქურად” წარმოაჩინეს. ასე რომ, “ნაციონალებმა” მუშაობა კარგად იციან. მათ დღემდე აქვთ უცხოეთში ეს კონტაქტები შენარჩუნებული.

პროგრამა მინიმუმინაციონალურმა მოძრაობამხუთიანზე შეასრულა. არავის ეგონა, რომ ისინი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მორალსა და ადამიანის უფლებებზე საუბარს ისევ დაიწყებდნენ, ვინაიდან, ხალხში რა უარყოფითი განწყობაც იყო მათ მიმართ, კარგად ვიცით. მაშინ, როდესაც ვერავინ იფიქრებდა, რომნაციონალური მოძრაობაგადარჩებოდა, “ოცნებისპოლიტიკური მხარდაჭერით იგი არათუ გადარჩა, მეტიც, ამ ორი წლის განმავლობაში გაძლიერდა კიდეც.

რამდენად შეძლებენ ამ ყველაფრის განხორცილებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

_ როდესაც შს მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, მას აქვს ინფორმაცია მოსალოდნელი არეულობის შესახებ. აქედან გამომდინარე, რამდენად ადეკვატურად იქცევა ხელისუფლება და თუ მიმართავს რაიმე პრევენციულ ღონისძიებებს მოსალოდნელი არეულობის თავიდან ასაცილებლად?

_ ის, რაზეც შს მინისტრმა ახლახან ისაუბრა (მოსალოდნელ არეულობაზე), ბევრი ექსპერტი, მათ შორის მეც, ვსაუბრობდი და საბოტაჟის ნიშნებიც აშკარა იყო, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ასეთ განცხადებას შს მინისტრი აკეთებს. ამიტომ ეს განცხადება მხოლოდ განცხადების დონეზე არ უნდა დარჩეს. თუ საუბარია მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ეს ჯდება კონსტიტუციის ფარგლებში და ნებისმიერს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ თუ იკვეთება კონკრეტული ჯაჭვი მიტინგებიდან ხელისუფლების დამხობამდე და შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაშინ ხელისუფლებამ სტაბილურობის შესანარჩუნებლად შესაბამისი მოქმედებებიც უნდა განახორციელოს.

_ რამდენად მართებული იყო თავად შს მინისტრის მიერ ამგვარი განცხადების გაკეთება?

_ ვფიქრობ, შს მინისტრმა ეს განცხადება პრევენციული მიზნით გააკეთა. მან ამით ირიბად მიანიშნა, რომ შს სამინისტრო ფლობს სიტუაციას და იცის, რისთვის ემზადებიან “ნაციონალები”. თუმცა, მე მგონია, რომ ამგვარ განცხადებას დიდი შედეგი არ მოჰყვება, რადგან “ნაციონალების” მიზნებს შს სამინისტროს პრევენციული განცხადება ნამდვილად ვერ შეცვლის.

_ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირპისპირება უკვე აშკარაა. ეს ხელს უწყობს თუ არანაციონალებსსაკუთარი გეგმების განხორციელებაში?

_ რა თქმა უნდა, “ნაციონალებს” მარტო პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დაძაბვა კი არა, ყველაფერი, რაც რაიმე პრობლემას ქმნის, ხელს აძლევთ. ელემენტარულად, ხვალ რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამარჯობა არ უთხრან, “ნაციონალებს” ესეც კი გაუხარდებათ, რადგან მათ ინტერესებშია ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს ყველაფერი ძალიან ცუდადაა.

რაც შეეხება პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობას, ერთმანეთის მეგობრობას მათ არავინ სთხოვს, მაგრამ ქვეყნის საკეთილდღეოდ  ორივემ კოორდინირებულად რომ უნდა იმუშაოს, ცხადია და იმედს ვიტოვებ, რომ ამის საფუძველს ორივე მოძებნის.

_ ბიძინა ივანიშვილი გაზეთკვირის პალიტრასთანინტერვიუში საუბრობს რასიცრუის მანქანისმუშაობაზე, ამბობს, გპირდებით უფრო აქტიური ვიქნებიო. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მისი ინტერვიუდან, როგორ ფიქრობთ, ყოფილი პრემიერი კვლავ გააქტიურდება?

_ დიახ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი გააქტიურებას აპირებს. როგორც ჩანს, მას აღარ სურს ძველებური ცხოვრების სტილს დაუბრუნდეს, როდესაც ის ჩრდილში იყო და წლების განმავლობაში მხოლოდ მისი სახელი და გვარი ვიცოდით, მაგრამ არც ხელისუფლებაში ყოფნა სურს, მან ხომ თავისი სურვილით დატოვა პრემიერის თანამდებობა. ივანიშვილი სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერისა თუ ჟურნალისტის ამპლუაში გამოჩნდება, ყველა შემთხვევაში ანგარიშგასაწევი ფიგურა იქნება, რადგან მას დიდი ავტორიტეტი აქვს და მისი თითოეული სიტყვა და შეფასება ყოველთვის სერიოზული განხილვის თემა იქნება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here