Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: კეზერაშვილი არ გადმოგვცა და სააკაშვილს გადმოგვცემს დასავლეთი?

ჰამლეტ ჭიპაშვილი: კეზერაშვილი არ გადმოგვცა და სააკაშვილს გადმოგვცემს დასავლეთი?

556

რამდენიმე დღის წინათ, დიდი სჯა-ბაასისა და პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის «ხელის გადაგრეხვის» შემდეგ, მთავრობამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა _ სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. ამ დანაშაულის დამადასტურებელ დოკუმენტაციას გრიფს «საიდუმლოდ» ერთი თვის განმავლობაში არ ხსნიდა პრეზიდენტი მარგველაშვილი… საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, პრეზიდენტის თანამდებობა ერთი ადამიანისა და მისი გარემოცვის კომფორტულად ცხოვრების გამო ბუტაფორიად აქციესო. მან კიდევ ბევრი საინტერესო რამ განაცხადა, რაც საქართველოს აუხდა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.


_ ბატონო ჰამლეტ, სააკაშვილს ბრალდება რამდენიმე მუხლით წაუყენეს და ერთერთი ბრალდება არის ის, რომ ბიუჯეტის ფულით ქიშმირის პალტო და პიჯაკები იყიდა. არადა, ყოფილი პრეზიდენტის სახელი ყველა ქართველისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან, საკუთარი ხალხისთვის გენოციდის მოწყობასა და პატიმრების ცოცხებით გაუპატიურებასთან ასოცირდება

_ ვიდრე მიშაზე დავიწყებ საუბარს, ორიოდე სიტყვით დღეს არსებულ ვითარებას შევეხები. ვფიქრობ, ხალხი ხელკეტებით უნდა გამოვიდეს და ხელისუფლება გარეკოს.

_ ამას რატომ ამბობთ ან ვისი მისამართით?

_ ჯანდაცვის მინისტრის მისამართით, რომელიც ჩემს ჯანმრთელობაზე «ფიქრობს და ზრუნავს». დავით სერგეენკოს, მინდა, ვუთხრა, რომ ჩემს ჯანმრთელობას ვნებს პენსია 150 ლარი; ვნებს ის, რომ საავადმყოფოში სანიტარს ხელფასი 120 ლარი აქვს; ქალაქის ქუჩები სავსეა ნაგვით და არვინ დაიწყოს იმის მტკიცება, რომ ნაგავი გააქვთ; ჩემს ჯანმრთელობას ვნებს ის, რომ ყველგან რიგში დგომა მიწევს და ახლა უკვე, ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კუჭი რომ ამეშლება, ნახევარი დღე ექიმის ლოდინში უნდა გავატარო, წამლის რეცეპტი რომ გამომიწეროს

_ სერგეენკო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია.

_ არ გამოდგა წარმატებული ან საიდან უნდა იყოს, ის ხომ გარეთ არ გამოსულა?! სერგეენკო წლების განმავლობაში ივანიშვილის შვილებს ოყნას უკეთებდა

ბევრს ვსაუბრობთ სააკაშვილზე და სასაუბროც ნამდვილად არის, მაგრამ ამათ რა გააკეთეს? შესაძლებელია, ჯერ იმდენი არ აქვთ მოპარული, რამდენიც სააკაშვილს, მაგრამ ესენი ოფიციალურად იპარავენ. თავდაცვის მინისტრმა საკუთარ თავს გამოუწერა პრემია 83 ათასი ლარი. ეს ქურდობა არ არის? ნებისმიერი პარლამენტარი ქურდი არ არის? მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხელფასი ზოგიერთს 120 ლარი აქვს, რატომ უნდა ჩადოს თავისი გვამი 150-ათასიან ჯიპში ირინა იმერლიშვილმა, ქალმა, რომელსაც ფუნქცია აღარ გააჩნია.

 დანგრეული ქვეყნის მმართველები არიან, «ზაპოროჟეცის» გარდა, მანქანა არ ეკუთვნით.

ახლა მიხეილ სააკაშვილზე გადავიდეთ. სააკაშვილის დაჭერა არავის უნდა, მით უმეტეს, მისი საქართველისთვის გადმოცემა… დავით კეზერაშვილი არ გადმოგვცა და სააკაშვილს გადმოგვცემს დასავლეთი.

სააკაშვილზე გამოცხადებული არ არის ინტერპოლით ძებნა, რომც იყოს, მერე რა? ის, რასაც წლების განმავლობაში სააკაშვილი აკეთებდა, აშშის ელჩებმა მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. მათი პირდაპირი დავალება იყოსაზოგადოება გარყვნილიყო, ამისთვის საუკეთესო კანდიდატი სააკაშვილი გახლდათ, ის ბუნებით ისედაც გარყვნილი და «გადაქანებულია».

მიშას პირველი და უდიდესი დანაშაულია ის, რომ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს კონსტიტუციით აუკრძალა მუშაობა და მშიერი დატოვა, ბევრი დაიღუპა. სააკაშვილმა საკუთარი ხალხის გენოციდი მოუწყო.

2008 წლის აგვისტო ცალკე თემაა, რადგან უმნიშვნელოვანეს დასკვნაში ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რაც უკვე დანაშაულია, ამას დიდი ძიება აღარ სჭირდება. რა მოჰყვა ამ დანაშაულს? გაიჟლიტა მშვიდობიანი მოსახლეობა, დაიკარგა ტერიტორიის 20%, თანაც სამარადისოდ. როგორ მოიქცა ქართველი საზოგადოება? იმის ნაცვლად, რომ ბანდიტი ხელისუფლება ქვებით, თოხებითა და ჩანგლებით ჩაექოლა, როგორც ბაქრაძე იტყოდა, დაიწყეს რუსეთის ლანძღვა და ბღავილი: «მიშა», «სარკო». გრანდიოზული კონცერტი მოაწყვეს «ინტელიგენციის» წარმომადგენლება მაშინ, როცა ომში დაღუპულები გადმოსვენებულები არ იყვნენ. საზოგადოებამ ვერ აღიქვა ის, რომ სწორედ საკუთარი ხელისუფლებაა მისი პირველი მტერი, რომ ჩვენი ყველა უბედურების სათავე სწორედ ესენი იყვნენ და არა რუსები, რომლებიც საქართველოსკენ საერთოდ არ გამოიხედავდნენ, სააკაშვილს ომი რომ არ დაეწყო.

დღევანდელ ხელისუფლებას უნდა შეეგროვებინა დოკუმენტები და პირდაპირ ჰააგის სასამართლოში შეეტანა. აი, მაშინ იქნებოდა სარწმუნო, რომ მათ სააკაშვილის დაპატიმრება და დასჯა ნამდვილად სურთ. ესენი ყოფილ პრეზიდენტს ვერ გაასამართლებენ. საქმე ის არის, რომ სააკაშვილთან ერთად ქართველი ხალხიც დამნაშავეა, რადგან რეალობა დროულად და სათანადოდ ვერ შეაფასა.

ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკისთვის სააკაშვილი «ჩვენი ძაღლიშვილი» რომ არ ყოფილიყო, საქართველოს, როგორც ომის დამწყებ ქვეყანას, იცით, რას უზამდნენ? მშვიდობიანი ხალხის დახოცვა გენოციდია, ხალხო! ვიდრე ქართველი ერი დანაშაულს არ აღიარებს და დასასჯელის დასჯას არ მოითხოვს, ყოველთვის «იდაყვზე გაუხდება საკბენი».

_ სააკაშვილს კონტრაბანდული იარაღით ვაჭრობაშიც ადანაშაულებენ. მისი თანხმობით, იარაღს უკრაინაში ყიდულობდნენ, საქართველოში ჩამოჰქონდათ და აქედან სირიაში გაჰქონდათ. ამ ინფორმაციით ჰილარი კლინტონიც დაინტერესდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები რომ შეეგროვებინათ სააკაშვილის დაპატიმრება და ექტრადიცია, ალბათარ გაჭირდებოდა, თანაც, იარაღს სავარაუდოდ, სირიაში ამბოხებულებზე ყიდდნენ.

_ ამბოხებულებს რომ ამბობთ, ფიქრობთ, ამერიკის ნების წინააღმდეგ მიდიოდა? არ დაიჯეროთ! ამერიკაში პოლიტიკოსების რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ერთმანეთს ჭამენ. ჩვენდა საუბედუროდ, სააკაშვილს ურთიერთობა გავლენიან ჯგუფებთან ჰქონდა და, რასაც აკეთებდა, ამერიკელთა დაკვეთა იყო. ამბოხებულების, ანუ «ალ ქაიდას» შეიარაღება ამერიკის ინტერესებში იყო, ამას აკეთებდნენ ნატოს წევრი ქვეყნებიც. ასე რომ, ყველა დანაშაული, რომლებიც კი სააკაშვილს ჩაუდენია, აშშის ხელდასხმით ხდებოდა. ეს თუ ასე არ არის და ამერიკა სააკაშვილს აფრთხილებდა, თითს უქნევდა და ეს მაინც თავისას აკეთებდა, მაშინ საქართველო ყოფილა ზესახელმწიფო. თუ ჩვენი მტერი იყო სააკაშვილი, ათჯერ მეტი მტერი დასავლეთია _ აი, ამის გაგება არ სურს ხალხს.

ამას წინათ გოკა გაბაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და ილაპარაკა, ბიუჯეტი გადაჭარბებული გვქონდა და პრეზიდენტი თავს ხარჯვის უფლებას ამიტომ აძლევდაო. ასეთი რამ დასაშვები რომ იყოს, მაშინ ჩინეთის მმართველმა რა უნდა ქნას _ ბოზებით კოსმოსში იფრინოს? ასე აზროვნება არ შეიძლება.

_ ბატონო ჰამლეტ, ახალ პრეზიდენტზეც ვილაპარაკოთ. ალექსანდრე ჭაჭიამ ზუსტი პროგნოზი გააკეთა, როცა თქვა: «ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობის კისერზე დასვას მაღალი რანგის უსაქმური, რომელიც დახვდება უცხოელ სტუმრებს, ხელს მოაწერს მთავრობის მიერ მომზადებულ ქაღალდებს და პერიოდულად ტელევიზორის ეკრანიდან მოგვიყვება, როგორ ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს ეს ხელისუფლება». ფაქტია, რომ ასეა. რატომ არ გვიმართლებს პრეზიდენტებში?

_ მართალია ალექსანდრე ჭაჭია. მარგველაშვილმა თბილი ბუნაგი მოირგო და ხანდახან წამოიკნავლებს ხოლმე, თავისი არსებობა რომ გაამართლოს. მარგველაშვილი რომ შეუფერებელი იყო თუნდაც განათლების მინისტრობისთვის, ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდება. ადამიანს რომ შეხედავ, ხომ უნდა მიხვდე, ვინ არის? რა, ძნელი მისახვედრი იყო, რას წარმოადგენდა მარგველაშვილი? ის ყველანაირად აუწყობელია, პირველ რიგში, ფსიქიკა აქვს აუწყობელი და ასეთი ადამიანი დანიშნეს ჯერ განათლების მინისტრად და შემდეგ ხალხი აიძულეს, პრეზიდენტად აერჩიათ, თანაც, ძალიან მალე სანანებელი გაუხდათ. ივანიშვილმა აირჩია მარგველაშვილი, ივანიშვილის რა ვუთხარი და სააკაშვილმარგველაშვილსაც.

ივანიშვილი ხალხმა ხატად გაიხადა და, რაც დაგვემართა, ვხედავთ, მან მოგვიყვანა მარგველაშვილი, რომელიც დანაშაულს დანაშაულზე სჩადის. მარგველაშვილმა ისე მოსპო პრეზიდენტობის ინსტიტუტი, ხვალ მისი აღდგენა რომ დაგვჭირდეს, ვერაფრით აღვადგენთ. საქმე ის კი არ არის, რომ დღეს დაკოდილი პრეზიდენტი გვყავს, არა, საქმე ის არის, ხვალ რა გვეშველება. ხალხი უკვე მიეჩვია, რომ პრეზიდენტი ცარიელი ადგილია.

კიდევ ერთხელ დავეთანხმები ალექსანდრე ჭაჭიას და ვიტყვი, რომ პრეზიდენტი მაღალი რანგის უსაქმურია, ის ზის თბილად თავის გარემოცვასთან ერთად, ხაპავს თავისას და არაფერი ადარდებს;  მთავრობაც ხაპავს და ხანდახან ახსენებს ხალხს იმისთვის, რომ თვალში ნაცარი შეაყაროს.

ყველაფერი, რაც ხდება, გათვლილია ბრიყვ საზოგადოებაზე და შევთანხმდეთ, რომ ეს საზოგადოება ბრიყვია. მათ თვალი თქვენ, ჟურნალისტებმა, უნდა აუხილოთ, რადგან ყველა პოლიტოლოგი ნაყიდი ჰყავთ.

სააკაშვილი თუ არ დაისაჯა, მის დანაშაულებს ისევ გაიმეორებენ… ხომ ხედავთ, რას ითხოვენ აფხაზები და ოსები: მათ სურთ, რომ თბილისმა ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის აქტს, მათ საქართველოს მთავრობის ნდობა აღარ აქვთ.

ნდობა არც ჩვენ აღარ გვაქვს. დღეს საზოგადოების ყურადღების გადასატანად სჭირდებათ, რომ ადამიანებმა არ იფიქრონ დაბალ ხელფასზე, რომ «ნიმესილი» ურეცეპტოდ არ გაიცემა, რომ კუჭი ცარიელი აქვთ… ამ ყველაფრის გასანეიტრალებლად, მტერი მიშა სააკაშვილი რომ უნდა დაისაჯოს, კარგი თემაა. თუ მიშას თემამ ვერ გაქაჩა, მარგველაშვილის თემა გაქაჩავს და . . სულ ეს არის, დაწყებული საქმიდან ამაზე მეტი არაფერი გამოვა, თუმცა იდეაში არც არაფერი იყო.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here