Home რუბრიკები პოლიტიკა «უუნაგირო ცხენს» ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია

«უუნაგირო ცხენს» ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია

588

ენას, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ენას, რომ ძვალი არ აქვს, ადასტურებს ინტერვიუ, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ გამოცემა Haqqin.az-ს მისცა.


«ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ძალიან შეასუსტა პოზიციები, განსაკუთრებით _ პოსტსაბჭოთა რეგიონში. ცივი ომის დასრულების შემდეგ მათ აქ არაფერი დარჩათ – არც სერიოზული ანალიტიკა, არც სადაზვერვო ქსელი. ამერიკულ დაზვერვას საერთოდ დაავიწყდა ჩვენი რეგიონი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათ პრიორიტეტები შეეცვალათ. საუკეთესო ძალები ისლამურ სახელმწიფოებში ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადაისროლეს. შედეგად, უკრაინაში განვითარებული მოვლენები ამერიკული დაზვერვისთვის სრული მოულოდნელობა იყო. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აქტიურად მუშაობს ჩვენს რეგიონში და რაღაც სცენარებს ამზადებს, სრული აბსურდია. რომც მოინდომონ, ამერიკული სპეცსამსახურების ახლანდელი მდგომარეობისა და პრიორიტეტების პირობებში, ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ, ამიტომ კრემლში ან უნდათ, რომ ეს დაიჯერონ, ან, უბრალოდ, ამ გზით ამართლებენ თავიანთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია რუსული გავლენის ზონის გაფართოებისკენ», _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტი, აგრეთვე, დაინტერესდა იმ ბრალდებებით, რომლებიც ისმის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობის თაობაზე.

«მე არ ვარ ის ადამიანი, რომლის კონტროლიც შესაძლებელია. ცხოვრებაში არასდროს მყოლია უფროსი. ვიყავი დამოუკიდებელი იურისტი ამერიკაში, შემდეგ _ დეპუტატი. დიახ, რაღაც დროის განმავლობაში გახლდით მინისტრი, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი. შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. საბოლოოდ, ქართულ ოპოზიციას ჩავუდექი სათავეში და საქართველოს პრეზიდენტად ამირჩიეს. ამიტომ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი გამოძახება და რაიმე დავალებების მოცემა. არ ვიცი, ეს როგორი სანახავი იქნებოდა. მე, როგორც იტყვიან, უუნაგირო ცხენი ვარ. ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ არც ერთი სპეცსამსახური არ მომენდობოდა. ენაზე კბილის დაჭერა არ შემიძლია. საიდუმლოს ვერ ვინახავ და არც მიყვარს საიდუმლოებები», _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რა შეიძლება ითქვას სააკაშვილის განცხადებებზე?

1. თვითონ დასავლური მედია და ცნობილი პოლიტიკოსები ამტკიცებენ (ფაქტებიც ამაზე მეტყველებს: გავიხსენოთ თუნდაც აშშის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის _ ვიქტორია ნულანდისა და უკრაინაში აშშის ელჩის _ ჯეფ პაიეტის სატელეფონო საუბარი, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა), რომ  უკრაინაში კრიზისი _ მაიდნის აქციები და უკრაინელი ნაციონალისტების მიერ საშინელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები, სწორედ აშშის მიერ არის დაფინანსებული და ორგანიზებული.

ისე, აშშის ადმინისტრაციას სააკაშვილის დაცვა რომ დასჭირდება, მართლა ცუდად არის მისი საქმე და მართლა «უძლურია”, როგორც ამას ამერიკელი ჟურნალისტი ტომ ენგელგარდტი წერს.

2. დამტკიცება იმისა, რომ კაგებეს ჯარში ნამსახურები სააკაშვილი აშშის სპეცსამსახურების აგენტია, ძნელია, მაგრამ ის, რომ სწორედ ამერიკამ ამოსდო ლაგამი და დაგვასვა თავზე სააკაშვილი, რომელმაც ცხრა წლის განმავლობაში სისხლსა და ცოცხებში აბანავა საქართველოს მოსახლეობა, და ახლაც ამისთვის რომ ამზადებენ, ფაქტია.

3. უუნაგირობაში კი, ნაპრეზიდენტალი, ალბათ, ტელეკამერების წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარდ კუშნერის თანდასწრებით მიწაზე ხოხვას გულისხმობს ან ჰალსტუხის ღეჭვას.

4. რაც შეეხება იმას, რომ ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია, სიმართლეს ამბობს პრეზიდენტყოფილი, რომელიც არაერთხელ დაამტკიცა, როცა თავისი ამერიკელი ბოსები «ჩაუშვა», განსაკუთრებით _ აგვისტოს ომის შემდეგ. თუმცა მას ენაზე კბილის დაჭერა არც ადრე შეეძლო, როცა ინტელიგენციას «ჩარეცხილები» უწოდა, და არც ახლა, როცა უმჯობესი იქნებოდა (მისთვის), საერთოდ გაჩუმდეს და ისედაც გაღიზიანებული ხალხი კიდევ უფრო არ გააღიზიანოს.

ნიკა მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. ენას "მიხეილი" ერთ შემთხვევაში აჭერს კბილს, როცა საქმე მის "კგბ" წარსულს ეხება. მართო ერთირამ ხსნის მოტივაციას თუ რატომ დაშალა კოდორის ხეობის "მონადირე" და რატო შეცვალა დასახელება "კოდორის ხეობის" და "სამაჩაბლოსი". აქ პირდაპირ სახელმწიფო დანაშაული იკვეთება. რატომ მიანიჭა გაუგებარი ეროვნების, ეთიოლოგიის და მრწამსის ბომჟ კატეგორიის პირებს, საქართველოს მოქალაქეობა. რატომ აღადგინა საქართველოში რეპრესიების 1937 წელი. ბავშვობიდან არასრულყოფილ, მხდალ და პათოლოგიისაკენ მისწრაფულ ნაგავს, და "კგბ" ს ნაშიერს, როგორ ჩაუგდეს ხელში საქართველოს პრეზიდენტობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here