Home რუბრიკები პოლიტიკა «მეგობრების» სიცილ-ხარხარი შევარდნაძის დაკრძალვაზე

«მეგობრების» სიცილ-ხარხარი შევარდნაძის დაკრძალვაზე

589

ამ ფოტომ, რომელიც სააგენტო «როიტერმა» გაავრცელა, მსოფლიო შემოიარა: აი, ასე ხარხარებდნენ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ექსმინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი (რომლებსაც ედუარ შევარდნაძე მეგობრებად თვლიდა) და მისი მეუღლე ბარბარა  ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე.

ისინი, ალბათ, არ იცინიან გარდაცვლილზე, არც ანეკდოტს ყვებიან და არც პოროშენკოს უკრაინის მომავალზე მსჯელობენ, თუმცა სულერთია, რაზე იცინიან. მთავარია, რომ იცინიან საქართველოში დაკრძალვის ცერემონიაზე ყოფნისას, ამასთანავე, აცნობიერებენ, რომ ყურადღების ცენტრში არიან, როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტთან გამოთხოვების ცერემონიის მთავარი პერსონები. შევარდნაძის შვილიშვილი კი დამწუხრებულია.

საინტერესოა, თუ მოეწონებოდათ გერმანელებს ან ამერიკელებს, მათ ქვეყანაში ყოფილი პირველი პირის დაკრძალვის ცერემონიაზე ქართველი ანალოგიურად რომ მოქცეულიყო?! ქართველებისთვის და, საზოგადოდ, კავკასიელებისთვის მიცვალებული ხომ წმინდათაწმინდაა და დაკრძალვისას ატეხილი სიცილ-ხარხარი _ უდიდესი შეურაცხყოფა!

თუმცა რა _ სწორედ ასეთია დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველების მიმართ. ისინი ხომ ჩვენ თანატოლ, სრულფასოვან ადამიანებად არ გვთვლიან და მხოლოდ თავიანთი მერკანტილური ზრახვების განსახორციელებლად ვჭირდებით!..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here