Home რუბრიკები პოლიტიკა რონალდ რეიგანის შვილი: დღეს მსოფლიოში თუკი ვინმეა ნამდვილი ლიდერი _ ეს არის...

რონალდ რეიგანის შვილი: დღეს მსოფლიოში თუკი ვინმეა ნამდვილი ლიდერი _ ეს არის ვლადიმერ პუტინი!

805

ტელეარხ Newsmax TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის _ რონალდ რეიგანის ვაჟმა მაიკლმა თანამედროვე მსოფლიოში ჭეშმარიტი გავლენის მქონე ლიდერების დეფიციტზე ილაპარაკა. მისი აზრით, ნამდვილი ლიდერი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. გარდა ამისა, მაიკლ რეიგანმა ვაშინგტონელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ «დროა, პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე».


აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის ვაჟის აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცე საგარეო პოლიტიკა არ აქვს. სწორედ ეს დაასახელა მან ერაყში ტერორისტების წარმატების ერთ-ერთ მიზეზად. ტელეარხ Newsmax TV -ის პროგრამა «ამერიკის ფორუმში» მაიკლ რეიგანმა მსოფლიოში ისეთი ძლიერი ლიდერების დეფიციტზეც ილაპარაკა, როგორებიც იყვნენ რონალდ რეიგანი, მარტაგერ ტეტჩერი ან იოანე-პავლე II.

«არავინ არის, ვინც ადგება და იტყვის: «რას აკეთებთ? რა ხდება? შეწყვიტეთ!» _ განაცხადა რეიგან-უმცროსმა და დასძინა: «დღეს, თუკი ვინმეა მსოფლიოში ნამდვილი ლიდერი _ ეს არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. პუტინი თოჯინებს მართავს, დანარჩენები კი აკეთებენ იმას, რისი გაკეთების უფლებასაც პუტინი აძლევს მათ».

რონალდ რეიგანის ვაჟის აზრით, სწორედ გავლენიანი ლიდერების დეფიციტია მიზეზი იმ რყევებისა, რომლებიც დღეს მსოფლიოში ხდება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here