Home რუბრიკები საზოგადოება გამოსავალი ერთია – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს!

გამოსავალი ერთია – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს!

არავითარი ჩრდილოეთი თუ სამხრეთაღმოსავლეთი, არავითარი ისტორიული წარსული, მეზობლობა, ერთმორწმუნეობა, სამეცნიეროკულტურული კავშირები და ქართველი ერის ფიზიკურად გადამრჩენი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებითი მხარეებიყველა და ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ უარყოფითი ვახსენოთ და ჩვენი მზერაც მხოლოდ დასავლეთს, ეროვნული სახელმწიფოების მზის ჩასვენების მხარეს უნდა მივაპყროთ! რატომ ასეთი სიბეცე?

 

ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, რომ რუსეთის უღელქვეშ 200 წლის განმავლობაში ყოფნით არა მხოლოდ ფიზიკურად გადავრჩით, არამედ ავყვავდით კიდეცსაბჭოთა კავშირში შემავალი 15 რესპუბლიკიდან საქართველო ტოლს არავის უდებდა და ჩვენს ეკონომიკურ სიძლიერეს ბევრი შენატროდა! ახლა? ახლა რა გვჭირს, რას მივაღწიეთ ამერიკის (იმავე დასავლეთის) პატრონაჟის ქვეშ 20 წლის განმავლობაში? ვართ რამეში პირველები, ვინმე შენატრის ჩვენს ბედს? _ არავინ!

ვინ, რომელი ჭკუათმყოფელი ისურვებს იმას, რასაც დასავლეთის «დახმარებით» მივაღწიეთ, კაბალური სესხებითა და «რჩევებით» – ყველაზე დაბალ ხელფასებსა და პენსიებს, ყველაზე მაღალ უმუშევრობას, მოსახლეობის 80%-ის სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმა ყოფნას, განათლების სამარცხვინო დონეს და დანგრეულ მეცნიერებას, 5-ჯერ გაზრდილ საგარეო ვალს, შრომისუნარიანი(!) მოსახლეობის ერთი მესამედის სამშობლოდან გადახვეწას, სხვის ომებში თავის გამოჩენას და საკუთარი მიწების 20 %-ის უბრძოლველად დათმობას, ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობიდან ყოველი მეათის პრობაციონერობას, ზნეობრივ გადაგვარებას და კიდევ ბევრ «სიკეთეს»?! ამ «წარმატებების» დაუნახაობა ხომ შეუძლებელია?! მაშ, რა ხდება, რატომ ვაძაგებთ და მიწაში ვდებთ რუსეთთან ყოფნით მიღწეულ უამრავ დადებით მოვლენას, რატომ აგვყავს ცაში «მეგობარი» დასავლეთის მიერ შევარდნაძესააკაშვილის ხელით განხორციელებული მართლაც რომ მიწაში ჩასადები «მიღწევები»?! თითქოს მთელი ევროპა და ამერიკა  ჩვენზე ზრუნავს _ ფულით, რეკომენდაციებით, მაგრამ ახლოსაც ვერ მივალთ ჩვენსავით უგაზო და უნავთობო ბელარუსთან, რომელსაც დიქტატორად წოდებული პრეზიდენტი მართავს და რომელსაც ლამის ბლოკადა გამოუცხადა «დემოკრატმა» დასავლეთმა; ან იქნებ მეზობელ სომხეთს ვაჯობეთ რამეში? ბოლოს და ბოლოს, იქნებ ვინმემ დაასახელოს ერთადერთი წარმატება მაინც, რომელსაც საქართველომ დასავლეთის დახმარებით მიაღწია (დასავლეთიდან დაფინანსებული . . არასამთავრობოების სოკოებივით მომრავლებას თუ არ ჩავთვლით წარმატებად და კიდევ _ ამ ორგანიზაციების მიერ გაჩაღებულ კამპანიას მართლმადიდებლობის დისკრედიტაციისა და სოდომგომორის ცოდვის(!) ნორმად დაკანონებისკენ მიმართულს)!

ჩვენი უბედურება არის ის, რომ ამერიკამ ქართველი ერის გადაგვარების ესტაფეტა ისე ოსტატურად გადასცა უსუფაშვილალასანიას ივანიშვილის ხელით (ღვთით მოვლენილი რომ გვეგონა, თურმე ამერიკის მოვლენილი ყოფილა  და რუსეთს სულ ტყუილად ვაბრალებდით),

რომ ბევრი ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობაზე (თანაც _ ახლო მომავალში!) «ქართული ოცნებაც» ზუსტად ისევე წარბშეუხრელად გვარწმუნებს, როგორც ამას «ნაცმოძრაობა» სჩადიოდა, და იმაშიც ცდილობს, დაგვარწმუნოს, თითქოს ან ნატო, ან ევროკავშირი აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნების გარანტი იყოს. ამ თემაზე დისკუსიას ვინღა ჩივის, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში (რომელსაც ზაფხულზე ან შემოდგომაზე უნდა მოაწეროს ხელისუფლებამ ხელი) რა პირობებია  ჩადებული, იმასაც კი არ გვიმხელენ – ხელს რომ მოვაწერთ, მერე გაგაცნობთ, თანაც ჩვენ მიერ შერჩეულ მუხლებსო! მთელ ქვეყანას ძალით გვექაჩებიან იქ, სადაც რა ცხოვრების წესი გველოდება, რა მოუტანა ევროკავშირში გაწევრებამ ჩვენზე უფრო განვითარებული აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობას, არ გვეუბნებიან. და ჩვენც, ჩვენდა სამარცხვინოდ, ცხვრის ფარასავით მივყვებით «ქოცნაცების» პოლიტიკურ  დინებას. მეტი დაგლახავება ერისა რაღა უნდა იყოს?!

უკრაინისთვის შემუშავებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებული ვალდებულებები, არა მგონია, დიდად განსხვავდებოდეს საქართველოსთვის გამიზნული ხელშეკრულებისგან, ამიტომ რამდენიმე საინტერესო პუნქტს მოვიყვან უკრაინის ვალდებულებების ჩამონათვალიდან:

მსუბუქი და მძიმე მრეწველობის შემცირება, რათა ევროპულ საწარმოებს არ გაეწიოს კონკურენცია;

საბაჟო გადასახადების გაუქმება ან შემცირება ევროპულ საქონელზე;

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ყველანაირ კრედიტზე დათანხმება;

ნატოს მიერ წამოწყებულ ომებში მონაწილეობა;

ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებისთვის ხელშეწყობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ჰოდა, საქართველოს მიერ ამ და კიდევ ბევრი სხვა პუნქტის შესრულებას თურმე რუსეთი გაგებით მოეკიდება და თავზე ხელს გადაგვისვამს! ხომ ცდილობენ, დაგვაჯერონ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება ხელს არ შეუშლის რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობასო! ამის მთქმელს ან პოლიტიკისა არაფერი გაეგება, ან უღმერთოდ ცრუობს!

ერთი რამ უდავოა _ «ნაცებთან» შეამხანაგებული ქოცებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ მართლმადიდებლობასა და რუსეთთან კეთილმეზობლობაში კი არ უნდა ვეძებოთ საყრდენი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები,  არამედ _ ცხრა მთას იქით, ნატოსთან დაახლოებაში, ჰომოსექსუალიზმის ფრთების გაშლაში და ერთსქესიანთა ქორწინებაში! ეს აშკარად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობამდელ პერიოდში, პრემიერობის დროსაც და პრემიერობიდან ნებაყოფლობით(?!) გადადგომის შემდეგაც.

ივანიშვილს, პოლიტიკაში შემოსვლის (თუ შემოყვანის) დროს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გეგმები რომ ჰქონოდა გუნებაში, მაშინ რუსეთში 1.3-მილიარდიან ბიზნესს არ გაყიდდა და რუსული ბაზრიდან, სადაც 20 წელი ფული აკეთა და მილიარდები იშოვა, ფეხს არ ამოიკვეთდა! იმ ქვეყნიდან, რომელთანაც ნორმალურ ურთიერთობას აპირებენ, არ გარბიან!

ამ ხერხით საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ  ივანიშვილი ეროვნული ინტერესების დამცველი კაცია და არა კრემლის  პროექტი, პიარტექნოლოგების მიერ კარგად გათვლილი, ხალხის შეცდომაში შესაყვანი ფანდი იყო, რითაც ამერიკამ ორი კურდღელი დაიჭირა – ქართველი ხალხიც «დაგვაბა» და  ივანიშვილის ქონების (აწ უკვე მთლიანად დასავლეთში გადატანილის) უფრო ეფექტიანი კონტროლის საშუალებაც მიეცა, რითაც მას დამოუკიდებლად გაფხაკურების საშუალება მოუსპო. ახლა ივანიშვილს საფიქრალი მხოლოდ ერთი აქვს – ხუთიანზე შეასრულოს დასავლეთის ახალი დავალებები, როგორც ძველი შეასრულა (პოლიტიკაში მოსვლა, პრემიერობიდან წასვლა, ხელისუფლებაში რესპუბლიკელების გაყვანა და მათი პირველ ვიოლინოდ წარმოჩენა, «ნაცებთან» კოაბიტაცია, სამართლის «აღდგენა», ჰომოსექსუალების დაცვა და ეკლესიის, პატრიარქის კრიტიკისთვის მწვანე შუქის ანთება). შეასრულებს დავალებებს, მილიარდებს მილიარდები დაემატება, არა? _ საგრძნობლად მოაკლდება!

პრემიერის რანგშიც რომ არ ჰქონდა ივანიშვილს რუსეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობის ნორმალიზება მიზნად დასახული, თავიდანვე გამოჩნდა, როცა სააკაშვილისდროინდელი «ნატო-ნატოს» რიტორიკა ესტაფეტასავით აიტაცა;

და დღეს, როგორც რიგით მოქალაქეს არ აქვს მსგავსი გეგმები, მისი პირველივე პრესკონფერენციიდან გამოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქის» პრეზენტაციისას, რომელიც, ნუ იტყვით და, თურმე იმისთვის დაუარსებია, რომ ქართულ მედიას კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს და… გააკონტროლოს! მაგრამ ვინმეს რამეს სრულყოფაში რომ დაეხმარო, მასზე მაღლა უნდა იდგე ან გუნდი უნდა გყავდეს შესაბამისი დონის. რაც შეეხება მედიის გაკონტროლებას, ცოტა ძნელი გასაგებია, რა იგულისხმა ივანიშვილმა _ ცენზორობა თუ «სხვა რაღაც, უფრო წმინდა…», მაგრამ ყველაზე მთავარი მინიშნება ამ ახალი ე. წ. არასამთავრობო  ორგანიზაციის დამფუძნებლისა არის ის, რომ იგი იმ ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს, იმ ორგანიზაციებს დაეხმარება და  წაახალისებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული სივრცისკენ (დასავლეთისკენ) სვლას უწყობენ ხელს, ვინც თანამედროვე ევროპულ «ღირებულებებს» შეგვაყვარებს და არა ეროვნულ ტრადიციებს. აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ «მოქალაქის» აღმასრულებელ დირექტორად «ფალოსის ტორტისმჭამელი» გიორგი საბანაძის დანიშვნა?! ვინ დაიჯერებს, რომ  ივანიშვილი ბრმად ენდო ვიღაცას და ასეთი საპასუხისმგებლო პოსტი საკუთარ(!) ორგანიზაციაში სახელგატეხილ პიროვნებას ჩააბარა?!

იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებაზე წარმოუდგენლად დიდი გავლენა აქვს ივანიშვილს (ჩემის აზრით, იგი ამერიკის მეორე ელჩის ფუნქციას შეასრულებს), ძნელი მისახვედრი არ არის _ ამ ხელისუფლების ხელში რუსეთთან  ურთიერთობაში ძირეული ცვლილებები არ მოხდება. ისე კი,  უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების ბირთვს – უსუფაშვილისა და ალასანიას გუნდებს არავითარი მითითება არ  სჭირდებათ, მათ იმდენჯერ აქვთ გავლილი ე.წ. ტრენინგი ოკეანის გაღმა, რომ ივანიშვილის გარეშეც იციან, რა პოლიტიკის გატარებას ითხოვს დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებისგან!

ვფიქრობ, გამოსავალი ერთია _ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს! და იგი უნდა შეიცვალოს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად ყველა მიმართულებით, პირველ რიგში კი, რუსეთის მიმართ, რათა ხელისუფლების გაუთვლელმა საგარეო პოლიტიკამ კიდევ უფრო მეტ დაქუცმაცებამდე არ მიგვიყვანოს. ვერავითარი დასავლური, უკვე ირონიული ღიმილის მომგვრელი «შეშფოთებები» საფრთხეს ვერ აგვარიდებს!

როგორ არ დაგწყდება კაცს გული, როცა ხედავ, როგორ გაბედულად იქცევა და თავის ქვეყანაზე ფიქრობს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც, ნატოს და ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, არც რუსეთთან ახლო ურთიერთობას ერიდება და არც _ ერთსქესიანი ქორწინებების აკრძალვას(!), რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად დაამტკიცა! ჩვენს ხელისუფლებას კი რუსეთისკენ გახედვისაც ეშინია _ პრეზიდენტად დანიშნული მარგველაშვილს პუტინის მიერ შემოთავაზებული წინადადებისთვისაც კი ვერ გაუკეთებია ადეკვატური კომენტარი. სამაგიეროდ, დასავლეთის საამებლად, ჰომოსექსუალურ ცოდვასთან მებრძოლი მღვდლების(!) დაჭერას ბედავენ და ჭკუასაც გვარიგებენპატრიარქიც გააკრიტიკეთ, ხელშეუხებელი არავინ არისო!

თუ კარდინალურად არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა, არავითარი აზრი არ ექნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ შედეგები, საპრეზიდენტო არჩევნების ანალოგიური იქნება. ამიტომ აუცილებელია არა მოლაპარაკებებში დროის ფუჭად დაკარგვა, არამედ ულტიმატუმი, რომელსაც ულტიმატუმი პირობითად თუ დაერქმევა, რადგანაც ახალს არაფერს ვითხოვთ, ვითხოვთ «ქართული ოცნების» მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას და მეტს არაფერს. 16 თვის ლოდინის შემდეგ სრული უფლება გვაქვს, დავადანაშაულოთ «ქართული ოცნება»  ამომრჩევლის მოტყუების გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში და მოვითხოვოთ ხელისუფლების გადადგომა!

ვინაიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა არჩევნებში სამართლიანი პროცენტული ბარიერის არსებობაა, ამიტომ ყოველ მიზეზგარეშე, უკლებლივ ყველა არჩევით პოზიციაზე (მაჟორიტარების, მერებისა და სხვების) არჩევა უნდა მოხდეს ერთი წესით _ 50% + 1 ხმის პრინციპით! ნებისმიერი სხვა, უფრო დაბალი ბარიერი (30 ან 40%-იანი) კატეგორიულად მიუღებელია!

ყველაზე სასაცილო (ალბათ, უფრო სატირალი) არის ის, რომ ეს გუშინდელი ოპოზიციონერები, დღეს კი ხელისუფლების გაბღენძილი წევრები, თავიანთი ჭკუით, არგუმენტირებულ, სინამდვილეში კი დებილებისთვის, ანუ ლოგიკასთან მწყრალად მყოფთათვის დამახასიათებელ პასუხს იძლევიან კითხვაზე _ რატომ არ შეიძლება საარჩევნო ბარიერის გაზრდა ნორმამდე, ანუ 50% + 1 ხმამდე? თურმე იგი «მეორე ტურის დანიშვნას გამოიწვევს ბევრგან»! და რა მერე?! დავიღუპებით? თვითონ ეშინიათ დაღუპვის – არჩევნებში დამარცხებისა და სკამების შესანარჩუნებლად ისეთ რაღაცებს კადრულობენ, სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეთ შერჩენილი, ქართველ ამომრჩეველს კი არა, საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ უნდა უყურებდნენ თვალებში!

მათ რომ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის სურვილი ჰქონდეთ, ამას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აღასრულებდნენ. ისე, პატიოსან ხელისუფლებას რატომ უნდა სთხოვდეს ოპოზიცია ნორმალურ საარჩევნო გარემოს ან სამართლის აღდგენას, ეს ხომ ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულებაა!

დღევანდელი გადასახედიდან გასასამართლებელია არა მარტო  «ნაცმოძრაობა», არამედ «ქართული ოცნების» არაერთი პარლამენტარი და მთავრობის წევრი, რომლებმაც დამნაშავეებს, დასჯის ნაცვლად, ხელი დააფარეს. «ნაცებთან» ჩახუტების გამამართლებელ ათას საბაბს გამოძებნიან ქოცები, მაგრამ დანაშაულზე თვალის დახუჭვას და, მით უფროდამნაშავეებთან გარიგებას გამართლება არ აქვს, იგი კიდევ უფრო დიდი დანაშაულია და უმკაცრესად უნდა შეფასდეს, დღეს თუ არა _ ხვალ მაინც!

იაკობ ლეჟავა

 

1 COMMENT

  1. ჩვენ ხმა არ მიგვიცია კოჰაბიტაციისათვის დამნაშავე პარტია ""ნაციონალური მოძრაობისათვის"", ნაცების გადარჩენა–გაძლიერებისათვის. ბიძინამ სასწორზე დადო ქართველი ერის, საქართველოს მომავლის საკითხი. ჩვენ სამართლიანობის აღდგენას და ქართულ პოლიტიკას დავუჭირეთ მხარი! გვეყოს აშშ და დასავლეთის კარნახით სიარული. დროა ვიქცეთ სახელმწიფოდ და ერად!!!

  2. სამი მოგალატე. წადიტ ხელისუპლებიდან ტქვე ამერიკის აგენტებო. რო ამბობტ რუსსატისტვის სასარგებლოა ევრო და ნატოსჰი გაწევრიანებაო ეგ ზგაპარია. მაგიტო გადმოდიან საზგვრებს. გაწყვიტე კავსჰირი ამერიკასტან და აგარავინ გადმოვა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნოდარი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here