Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფლება ხალხზე კი არა, ამერიკის დირექტივებზე ფიქრობს

ხელისუფლება ხალხზე კი არა, ამერიკის დირექტივებზე ფიქრობს

811

საიდან და ვისგან დავიწყოთ ხელისუფლებაზე საუბარი? _ უდავოდ 2011 წლის 7 ოქტომბრიდან და ბიძინა ივანიშვილისგან, როცა ათი წლის მანძილზე განდეგილად მცხოვრებმა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო _ ჩართულიყო პოლიტიკაში ერთადერთი მიზნით: სააკაშვილის ჩამოგდების მიზნით, თანაც არჩევნების გზით! სააკაშვილის დასამხობად მოდიოდა ქველმოქმედი მილიარდერი, რომელიც არ აპირებდა ფულის საკეთებლად სხვებივით ხელისუფლებაში ყოფნას, რომელმაც მოსვლისთანავე განაცხადა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, რომ მისი მოთმინების ფიალა 2011 წლის 26 მაისის ღამის უსასტიკესმა სისხლიანმა დარბევამ აავსო.

 

სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირება სიცოცხლის ფასად შეიძლებოდა დასჯდომოდა ნებისმიერს. შეიძლებოდა თუ არა, ივანიშვილსაც გაეზიარებინა მასავით მილიარდერი პატარკაციშვილის ბედი? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა! რატომ შეიკავა სააკაშვილმა ამჯერად თავი? ხალხის რისხვის შეეშინდა? მაგრამ რომელი ხალხის, რომელსაც შიშველი ხელების მეტი არაფერი გააჩნდა?! თუკი დასჭირდებოდა, ხალხს ხომ იმაშიც ადვილად დაარწმუნებდა (ცრუმოწმეებითა და ტვინის ტელეგამორეცხვებით), რომ ივანიშვილი მოღალატე და რუსეთის აგენტი იყო; და, თუ ვერ დაარწმუნებდა, არც ამისთვის მოიკლავდა თავს!

მაშ, რა მოხდა სინამდვილეში? ივანიშვილმა, ქართველი ხალხის მხარდაჭერის იმედით გადაწყვიტა, არჩევნების გზით სააკაშვილის დამარცხება, სააკაშვილმა კი ეს გამოწვევა ვაჟკაცურად, მისი მომხრეების იმედზე მიიღო?! იმ სააკაშვილმა, რომელმაც 2008-ში არნახული გაყალბებებით ძლივს გადალახა 50%-იანი ბარიერი?! ასეთი უჭკუო ჰგონია ვინმეს მთავარი, ყველაზე მაღალი «ნაცი»?! მან შესანიშნავად იცოდა, რომ მსგავს რეჟიმებს იარაღის გარეშე, პატიოსანი არჩევნებით არსად ამხობენ (ვერ ამხობენ) მსოფლიოში! რეჟიმის თავში მდგომი ძალაუფლებას არასოდეს თმობს ნებით; ასე იყო ისტორიულად და ასე იქნება მომავალშიც!

მოკლედ, მოხდა ისე, როგორც მოხდა _ ზედმეტი გართულებებისა და მოსალოდნელი ანტიამერიკული გამოსვლების თავიდან ასაცილებლად ამერიკამ  მოთოკა მაღალი «ნაცი» და «ქართულმა ოცნებამაც» გაიმარჯვა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი: ამერიკამ პრაგმატულად გადაწყვიტა, ეს გამარჯვება ეღიარებინა, იგი მოერიდა არნახულად დარაზმულ ხალხთან დაპირისპირებას.

მოერიდა, ოღონდ სააკაშვილი თავის «ნაცებიანად» არ გაუწირავს _ «ქართულ ოცნებას», ფაქტობრივად, ქართველ ხალხს თავისი პირობები მოგვახვია: «ნაცების» მიერ გაყალბების გზით მოპოვებული (რეალურზე ორჯერ მეტი) დეპუტატობის მანდატების აღიარება; პრეზიდენტისთვის, მთავარი «ნაცებისთვის» ხელის არხლება; ნაცდეპუტატებთან კოჰაბიტაცია და კიდევ ბევრი სხვა (აგვისტოს ომის, ლაფანყურის ოპერაციის, გახმაურებული საქმეების  ფიქტიური გამოძიების ჩათვლით).

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება არ წასულა ამერიკის ნების წინააღმდეგ, და იმის მიუხედავადაც, რომ მან მოსვლისთანავე ხელი აუკრა საქართველოს მოსახლეობას პეტიციაზე, რომელსაც მილიონზე(!) მეტი ადამიანი აწერდა ხელს (სააკაშვილის კონსტიტუციურ ვადებში(!) გადადგომის თაობაზე), მაშინ, არჩევნების შემდგომ პერიოდში დაშვებითაც არავინ უშვებდა (თითქმის!), რომ «ქართული ოცნებაც» ამერიკული პროექტი იყო, ყოველ შემთხვევაში, ამის დაჯერება არავის სურდა. მაგრამ იქნებ დღესაც ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილმა ამერიკის უკითხავად შემოაბიჯა პოლიტიკაში, რომ მისი გადაწყვეტილება ამერიკის ელჩისთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც ჩვენთვის?! რომ იგი ისე დაემუქრა ამერიკის ნალოლიავებ პროექტს (სახელად  «სააკაშვილი და ვარდების რევოლუცია»), რომ თავად მას და მის ოჯახს  უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდათ მიღებული ამერიკისგან?!

 ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯის გადამდგმელი ჰგონია ვინმეს ივანიშვილი?! ბევრი ხომ იმასაც ფიქრობდა დიდხანს, რომ მან თავისი ნებით (ვითომ ამერიკის თვალის ასახვევად!) ამოიყენა უსუფაშვილ-ალასანიას ურეიტინგო პარტიები მხარში და რომ მისი ზედმეტად შინაურული ურთიერთობა, ამერიკის ელჩთან პირადი სიმპათიებიდან და ერთი ასაკიდან გამომდინარე (როგორც თავად განაცხადა), იშვა?! იმათთვის, ვინც დღესაც, არჩევნებიდან 15(!) თვის თავზე ასე ფიქრობს, მინდა ვთქვა, რომ ეს დიდი მიამიტობაა და ამის მიხვედრას სულაც არ სჭირდება ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნიუანსების ცოდნა. სავსებით საკმარისია ამერიკა-ნატოს მონაწილეობით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაანალიზება და არა _ სიენენ-ბიბისის ინფორმაციების თუთიყუშივით გამეორება!

ივანიშვილს მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებებით რომ შეერჩია არაეროვნული, «თავისუფლების ინსტიტუტსა» და სოროსის ფონდში დაფრთიანებული პარტიები, მაშინ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის, თავდაცვის მინისტრისა და სხვა საკვანძო პოსტებს კი არ ჩამოურიგებდა მათ ცენტრში თუ პერიფერიებში, არამედ ნელნელა, ტექნიკურად ჩააჩოჩებდა და თავადაც ერთ წელიწადში მითიურ სამოქალაქო სექტორში არ გადაინაცვლებდა.

პოლიტიკაში, უფრო ზუსტად, ხელისუფლებაში ერთწლიანი მოსვლა-წასვლა ივანიშვილის მოფიქრებული რომ არ არის, ესეც ადვილი მისახვედრია. მილიარდების მშოვნელმა ბიზნესმენმა, შეუძლებელია, არ იცოდეს, რომ ერთ წელიწადში ბიზნესს ვერ ააწყობ ხეირიანად, ორი ათეული წლის მანძილზე  დაქცეული ქვეყნის ფეხზე დადგომაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მით უფრო, ისეთი სამართლისა და დემოკრატიის დამყარება, როგორითაც, დაპირებისამებრ,  «ევროპასაც გავაკვირვებდით»!

პრაქტიკულად განუხორციელებელი ეს დაპირება მაინც ირწმუნა გულუბრყვილო ამომრჩეველმა, რომელსაც ივანიშვილის პატიოსნებასთან ერთად მისი მილიარდების დიდი იმედიც ჰქონდა, ამიტომაც გვესმოდა: «ასი დღე ვაცალოთ», «ცოტა კიდევ ვაცალოთ» და სხვ. თუმცა უნდა ითქვას, რომ საზოგადოება ამჯერად გაცილებით მალე მოეგო გონს, ვიდრე «ვარდების რევოლუციის» შემდეგ; მიხვდა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება! არც ამის მიხვედრა იყო ძნელიროგორ უნდა აღადგინოს (გნებავთ, დაამკვიდროსხელისუფლებამ სამართალი ქვეყანაში, დიდი სურვილის შემთხვევაშიც, თუკი იგი წინა, დამნაშავე ხელისუფლების (მმართველი პარტიის) გასამართლების ნაცვლად მის პოლიტიკურ და ფიზიკურ გადარჩენაზე იზრუნებს, სახელმწიფოს მართვას სანახევროდ (თუ მეტად არა!) და სამართლის აღსრულებას თითქმის მთლიანად ძველ კადრებს მიანდობს, რომლებიც თავად იყვნენ დანაშაულის ჩამდენნი და რომლებზეც ათასობით საჩივარი იყო შესული პროკურატურასა თუ პარლამენტში!

ერთხელ კიდევ გავიხსენოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული «ქართული ოცნების»  მიერ სამართლიანობისკენ სავალ გზაზე  გადადგმული მთავარი «ჰუმანური» ნაბიჯები: სააკაშვილისთვის პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივება 316(!) დღით _ 2012 წლის 5 იანვრიდან 2012 წლის 17 ნოემბრამდე (პრეზიდენტობის კონსტიტუციური ვადის დასრულებიდან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღემდე); დედაქალაქის (ლამის ნახევარი მოსახლეობის!) მერად «ნაცი» უგულავას დატოვება; უკანონობის აღმსრულებელი პროკურორ-მოსამართლეებისთვის ხელის არხლება (პროკურატურაში მხოლოდ 30%-ით გადახალისდა შემადგენლობა, მაშინ, როცა, თავად მთავარი პროკურორის _ კბილაშვილის განცხადებით, 333 პროკურორიდან 332-ზე(!) საჩივარი იყო შესული და თანაც თითოეულზე არა ერთი და ორი; მოსამართლეებს კი საერთოდ არ შეხებია ახალი ხელისუფლება არც ერთ დონეზე!); აღარაფერს ვამბობ გუბერნატორ-გამგებლებად და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე «ნაცმოძრაობის» კადრებზე.

სამწუხაროდ, ახალ, უკვე გვარიანად მოძველებულ ხელისუფლებას თავისი სამართლებრივი პოლიტიკის ახსნა (ნორმალური ადამიანისთვის მისაღები) არ გააჩნია! თავიანთი უუნარობის ახსნას «ქართული ოცნების» წარმომადგენლები  (დაწყებული 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე) დასავლეთის «ვერგაგებით» ცდილობენ და ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს არ მოელოდნენ ასეთ «მეგობრულ» რჩევებს, ანუ ზეწოლას ამერიკისგან. ვინ დაიჯერებს, რომ პოლიტიკაში ჭიპმოჭრილ ადამიანებს და თუნდაც პოლიტიკაში ახალფეხშემოდგმულ კაცს ამერიკის პოზიციაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ?!

როგორც დასავლეთ საქართველოში იტყვიან, ერთი იმის ტურა გამხადა და გამაგებინა, თუკი დამნაშავე პრეზიდენტს იმპიჩმენტს ვერ ვუწყობთ და ვერც ძალაუფლებას ვაგდებინებთ ხელიდან საპრეზიდენტო  ვადის ამოწურვის შემდეგაც კი, თუ სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავე «ნაცმოძრაობის» რეჟიმის განსასჯელის სკამზე დასმას ვერ ვახერხებთ, თუ საგარეო კურსს ვერ ვცვლით ჩვენს ჭკუაზე ერთი გრადუსითაც და თუ სამაგიეროდ დასავლური გარყვნილებისა და პედერასტობის ხელშეწყობაში შეგვიძლია თავის გამოჩენა მხოლოდ, თუ საქართველოს 1700-წლოვან მართლმადიდებლობას (რომელმაც დღემდე შემოგვინახა, როგორც ქართველი ერი!) ყველა სხვა რელიგიასთან  და ათასი ჯურის სექტებთან ვათანაბრებთ, თუ ბავშვებს დედა ენასთან ერთად ორგაზმისა და მასტურბაციის ანა-ბანაც და ჰომოსექსუალობის სიყვარულის სავალდებულო გაკვეთილებიც უნდა ჩავუტაროთ პირველივე კლასებიდან, ხოლო 6 წლის ბიჭს თანაკლასელი გოგოსთვის ლოყაზე კოცნა სექსუალურ ძალადობად უნდა ჩავუთვალოთ (და ბიჭი რამდენიმე დღით სკოლაში არდაშვებით დავსაჯოთ), თუ ცელქი ბავშვები აუცილებლად ფსიქოტროპული პრეპარატებით უნდა გავჭყიპოთ (ჰომოსექსუალების მკურნალობა კი ავკრძალოთ!) და ქაღალდის ჩიტების გაშვებისთვის ხელბორკილდადებული 6-7(!) წლის ბავშვები პოლიციაში გავაქანოთ და ამის შემდეგ თუ თავს იმით გავიმართლებთ, რომ ასეა მიღებული მთელ ევროპა-ამერიკაში და, ევროპელობა თუ გვინდა, ჩვენც უნდა ავყვეთ მათ ფეხის ხმასო, თუ ყველაფერ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ უნდა დავივიწყოთ სიტყვები «ეროვნება», «პატრიოტიზმი», «დედ-მამა», სანაცვლოდ კი #1 და #2 მშობელი შემოვიღოთ და, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი მოითხოვს, «სამშობლო», «ხალხი» და, საერთოდ, ეროვნული იდენტურობის დამადასტურებელი სხვა ცნებები «სანაგვეზე მოვისროლოთ», მაშინ ასეთი უზნეო «ღირებულებების» მქონე, ადამიანის უფლებების უცერემონიოდ შემზღუდავ ევროკავშირში (და ნატოშიც), იქნებ აგვიხსნას ვინმემ, რა ჯანდაბა გვინდა?! ის ხომ არა, უფრო სწრაფად რომ ავითვისოთ ეს და სხვა თანამედროვე ევროპული «ღირებულებები»?! რომელი მორალური კრიტერიუმებიდან გამომდინარე გვექაჩებიან იქ, სადაც ერთ თაობაში გავირყვნებით და გადავგვარდებით ყველაფრის(!) უფლების მქონენი?! დავიჯერო, ვერ ხვდებიან ბნელ, სატანურ ძალებს რომ ემსახურებიან?! ძალიან კარგადაც ხვდებიან! მათ, უბრალოდ, არ ეთმობათ სავარძლები, ჯერ არ უშოვიათ ფული საკმარისად, თუმცა იქნებ მეშლება _ სულ ხალხზე ფიქრში ათენ-აღამებენ და თეთრად გათენებული ღამეების საკომპენსაციოდ იზრდიან და იზრდიან ხელფასებს?!

არ შეიძლება გვერდი ავუარო პრეზიდენტის ერთობ «საინტერესო» კომენტარს ხელფასებთან დაკავშირებით. თურმე იმ მოტივით კი არ უთქვამს მარგველაშვილს უარი 9000-იან ჯამაგირზე, რომ გუშინ პრეზიდენტად არჩეულს ჯერ თითი თითზე არ დაუკარებია, არაფერი გაუკეთებია თავისი ხალხისთვის და სააკაშვილზე(!) 2-ჯერ(!) მეტი ხელფასის დანიშვნა ცოტა(!) უხერხული იქნებოდა მისი მხრიდან; იმიტომ კი არა, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ხალხისთვის თვალებში შეხედვა გაუჭირდებოდა, პენსიონერზე (ანუ დღეისთვის მიღებულ საარსებო მინიმუმზე) 60-ჯერ დიდ ხელფასს თუ დაინიშნავდა; არა, ბატონებო, შემაფერხებელი მიზეზი (მისივე პირით გაცხადებული) ყოფილა ის, რომ «ინფორმაცია მიუღიათ იმის თაობაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ქვეყნის პრეზიდენტებზე უფრო მაღალი ხელფასი სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონიათ»! ჰოდა, აბა, რას იტყვის დემოკრატიული დასავლეთი, უზენაეს მოსამართლეზე მეტი ხელფასი თუ გამომივაო და ამიტომაც(!) «დავეთანხმეთ, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი სასამართლო ხელისუფლების მესვეურებზე ნაკლები ყოფილიყოო»! და მარგველაშვილიც მხოლოდ(!)  6900 ლარამდე გაზრდას დათანხმდა, ანუ 100 ლარით ნაკლებს, ვიდრე უზენაესი მოსამართლის ხელფასია (რამხელა დიდსულოვნებაა!), რაც ზუსტად 46-ჯერ დიდია ყველასთვის ერთნაირად დადგენილ პენსიაზე _ 150 ლარზე! ისე, კუბლაშვილს 9100 რომ ჰქონოდა ხელფასი, მაშინ 9000-ის დანიშვნაც არავითარი პრობლემა არ იქნებოდა, მთავარი ყოფილა გარკვეული ბალანსის დაცვა უზენაეს მოსამართლესა და პრეზიდენტს შორის და არა _ პენსიონერსა და პრეზიდენტს შორის!

მახსენდება ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის დახასიათება, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად წარუდგინა იგი საზოგადოებას _ აქაოდა, იმდენად კეთილშობილია მარგველაშვილი, რომ, როდესაც მრჩეველთა გუნდი შევკრიბე საპარლამენტო არჩევნების წინ, მან ერთადერთმა განაცხადა უარი ანაზღაურებაზეო. არა, ვინაც უარი არ თქვა, იმათზე ცუდს კი არ ვამბობ, მაგრამ მარგველაშვილის ეს საქციელი მის ღირსებაზე მეტყველებსო, _ რაღაც ამის მსგავსი ითქვა. ცოტა უცნაური «კეთილშობილებაა»  _ მილიარდერისგან შემოთავაზებულ გასამრჯელოზე კაცმა უარი თქვა და გაჭირვებული ხალხისგან, ანუ ბიუჯეტიდან კი ისე გაიორმაგა ხელფასი მოსვლისთანავე, ვითომც ეს მატება რამდენიმე ათასი კი არ ყოფილიყოს, არამედ ათიოდე ლარი, პენსიების მატების ანალოგიური! და ამ ნაბიჯის გამართლებასაც შეეცადო _ ხელისუფლებაში ყველას ეზრდება ხელფასებიო! ვის უფრო მეტი კეთილშობილება მოეთხოვება ამ კუთხით (და, საერთოდაც!) _ რიგით ფილოსოფოსს მილიარდერის ჯიბის წინაშე თუ პრეზიდენტად არჩეულ ამ ფილოსოფოსს ხალხის ფულის, სახელმწიფოს ბიუჯეტის წინაშე?!

ნამდვილად დიდი სიხარული მოგვიტანა ივანიშვილის მოსვლამ და შემდეგ მისი წინამძღოლობით არჩევნებში გამარჯვებამ, მაგრამ გავიხსენოთ 2003 წლის 23 ნოემბერიც, როცა არანაკლებ, ვიდრე 2012 წლის 1 ოქტომბერს, ვზეიმობდით გამარჯვებას, ზუსტად ასე გვიხაროდა: ეს რა ჭირი მოვიცილეთ, ვინ იფიქრებდა, რომ შევარდნაძეს უსისხლოდ გადავაგდებდითო! რაც მოჰყვა ამ აღფრთოვანებას, ყველას მოგვეხსენება და კარგად მოგვეხსენება ამის მიზეზიც  _ შევარდნაძისთვის ხელის არხლება, თითქოს, თეთრი მელა კი არა, თეთრი ანგელოზი ყოფილიყოს!

მართალია, ჭირი კი მოვიცილეთ ერთხელაც და მეორედაც, მაგრამ, როცა ჭირის ვირუსების მატარებელი პარტია თავის ლიდერიანად არ ისჯება და როდესაც მაღალი ტრიბუნიდან გვესმის, რომ, მათი გასამართლება კი არა, მათთვის მაშველი რგოლის გადაგდებაა საჭირო და, როდესაც სახელმწიფოს მართვა მათ გადააბარა ივანიშვილმა, ვისაც ეს მაშველი რგოლი აქვს «ნაცებისთვის» გამზადებული, სად არის გარანტია, რომ პერმანენტული დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულები (ძალაუფლება რყვნისო, ხომ ამბობენ!) მხოლოდ ხელფასების მომატებით დაკმაყოფილდებიან  და  შევარდნაძე-სააკაშვილს არ გადააჭარბებენ ხვალ! არც 2003 წელს ეგონა ვინმეს (ერთეულების გარდა), დასავლეთში განათლებამიღებული სააკაშვილი შევარდნაძეს  თუ ჩამოიტოვებდა უკან განუკითხაობაში, თანაც საგრძნობლად! მსგავსი რამ რომ არ განმეორდება, ამის გარანტია არ არსებობს! შეიძლება ფიზიკურ ანგარიშსწორებას აღარ ჰქონდეს ძველებურად ადგილი, მაგრამ შესაძლოა, სამაგიეროდ ისე დაგვაკნინონ სულიერად, რომ ფიზიკური განადგურების ტოლფასი იყოს! მხედველობაში მაქვს ერის გახრწნა-გალიბერასტება-გაპედერასტებისთვის ყოველმხრივი ხელშეწყობა თავისი 17 მაისებით, ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონებით, პედოფილიის სქესობრივ ორიენტაციად მიჩნევით, განათლების დონის დაცემით (ზოგიერთი ქართველი ახალგაზრდა ხომ დიჯეებსა და რეპერებში ეძებს ვაჟა-ფშაველას!), ქართული ენის დაკნინებით და ინგლისურის აღზევებით, ყოველივე ქართულის უკანა პლანზე გადაწევით (ტელეკონცერტებზე, კონკურსებსა და საახალწლო გადაცემებშიც 20 სიმღერიდან 2-3 თუ სრულდება ქართულად)!

ყოველივე ამის შემხედვარემ (გუშინ და დღესაც!) როგორ დავიჯეროთ, რომ ხვალ უკეთესობა იქნება, რომ ქართველ ერზე, როგორც ეროვნული ნიშანთვისებების მატარებელ ხალხზე, ვინმე იზრუნებს?! სიხარულით დავიჯერებდიმაგრამ 15 თვის მანძილზე ამის ნიშნები მაინც ხომ უნდა დაგვენახა! ერთი სიტყვით, იმედები დიდი იყო, ოცნებები _ კიდევ უფრო დიდი, მაგრამ რამდენიმე თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კარგად გავრკვეულიყავით (თუმცა არა ბოლომდე!), თუ ვინ ვინ არის _ ხელისუფალი, პოლიტიკოსი, ექსპერტი, ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ტელევიზია, მართლა ხალხმა გავიმარჯვეთ არჩევნებში თუ მისი სცენარიც, «ვარდების რევოლუციის» მსგავსად, ერთი «პოჩერკით» იყო დაწერილი.

ხელისუფლებაზე სალაპარაკოს რა გამოლევს, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას: ივანიშვილისგან ბევრ რამეს მოველოდით, მაგრამ  ნამდვილად არ გვეგონა, თუ მილიარდერი კაცი სააკაშვილის მიერ მისთვის წართმეულ 80 მილიონს, ანუ მთლიანი ქონების 1.25%- (2012 წლის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 6.4 მილიარდი იყო) არჩევნებში გამარჯვებიდან პირველივე დღეებში დაიბრუნებდა, ხოლო 10 ათას ქონებაწართმეულ ადამიანს, რომელთა უმეტესობას ქონების 100%(!) წაართვეს «ნაცებმა», არც ერთი თეთრი არ დაუბრუნდებოდა არჩევნებიდან 15 თვის შემდეგაც კი!

მეტად გულსატკენია ასეთი ქმედება იმ კაცისგან, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა ქართველ ხალხს სულ ცოტა ხნის წინ,  და  შეურაცხმყოფელიც, რადგანაც ივანიშვილი ამ დაზარალებული ხალხის (და, საერთოდ, მთელი მოსახლეობის) იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ ქონების დაბრუნება პრაქტიკულად თითქოს შეუძლებელია, ხოლო კომპენსაციას ბიუჯეტი ვერ გასწვდება! ბევრჯერ ითქვა, მაგრამ კვლავ გავიმეორებ უკვე ივანიშვილის გარეშე დარჩენილი ხელისუფლების საყურადღებოდ: ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბიდან ქონებაწართმეულთათვის ზარალის ანაზღაურება ახალი უსამართლობა იქნება, ვინაიდან ამ ქონების წამრთმევის თუ შუამავლის ვინაობა ზუსტადაა ცნობილი! რა უნდა მათ დაჭერას და მათი ქონების კონფისკაციას! და თუ ისინი არაფერ შუაში არ არიან და ზემდგომი პირების დავალებას ასრულებდნენ მხოლოდ (რაშიც არავის ეპარება ეჭვი!), მაშინ ამ ზემდგომი პირების დაპატიმრებას და მათი ქონების (სახლ-კარის, აგარაკების, ბიზნესისა და ანგარიშების) კონფისკაციას რა უდგას წინ? ცხვირიდან ძმარი უნდა ადინო და ყველაფერს დაფქვავენო, _ თქვა ერთმა ჭკვიანმა კაცმა, მაგრამ არც ეს გახდება საჭირო, ისედაც დაფქვავენ, როგორც კი გაიგებენ, რომ თავისუფლებასთან ერთად დაკარგავენ, რაც რამ უშოვიათ, რომ ცოლშვილი ცარიელ-ტარიელი დარჩებათ ულუკმაპუროდ! ეს ძნელი მისახვედრია? რა თქმა უნდა, არა! იგი ძნელია  შესასრულებლად, რადგან ხელისუფლება ხალხზე კი არა, ამერიკაზე ფიქრობს, მის მიერ მოცემული დირექტივების პირნათლად შესრულებაზე! ისე, ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ჩილეს დიქტატორმა პინოჩეტმა, პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ წართმეული ქონება დაუბრუნა პატრონებს, აბსოლუტურად ყველას და «ბიუჯეტს დააწვება ტვირთადო», არ უთქვამს! სწორედ ამ ნაბიჯით და ბიზნესისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის გზით (და არა, წილში ჩაჯდომით!) შეძლო პინოჩეტმა ეკონომიკის აყვავება, და 17-წლიანი დიქტატურის შემდეგ ჩილე აქცია ერთადერთ სახელმწიფოდ დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც საგარეო ვალი აღარ ჰქონდა! ჩვენ კი, 20 წელზე მეტია, დემოკრატია გვაქვს, თანაც ბოლო 10 წელია _ თითით საჩვენებელი, სანიმუშო, საგარეო ვალი კი ხუთჯერ გაგვეზარდა!

დემოკრატიას და, შესაბამისად, დემოკრატიულ არჩევნებს დიდი ხანია სახელი აქვს გატეხილი ყველგან, განსაკუთრებით _ ჩვენთან. ამდენი მამაძაღლობა და უსამართლობა, რაც დემოკრატიის სახელით ხდება მსოფლიოში, ისტორიას არ ახსოვს. 20 წელი დასავლური დემოკრატიისკენ სწრაფვამ და 10 წლის წინ, ამერიკაევროპის უშუალო მონაწილეობითა და დახმარებით «სანიმუშო დემოკრატიის» დამყარებამ რა ეკონომიკურ, სამართლებრივ თუ ზნეობრივ აღმავლობამდე მიგვიყვანა, ამის მოწმენი ყველანი ვართ დღეს! ფაქტია, არანაირმა არჩევნებმა ჩვენ არ გვიშველა _ სახელმწიფო ჩანაგდება, ხალხი ღატაკდება, ნაძირლები კეთდებიან, სამართალმა ჭირი მოგვჭამა, მორალი გაქრა, პატიოსნება გარყვნილებამ ჩაანაცვლა, განათლება ჩაკვდა, მეცნიერება დასამარდა, ემიგრაცია არ იკლებს, დემოგრაფიულ კატასტროფას გვიწინასწარმეტყველებენ, «დედ-მამას» ორი დედით ან ორი მამით გვიცვლიან,  «სამშობლო» და «ეროვნება» კი სანაგვეზე მოიკითხეთო, გვირჩევენ!

კი ამბობენ, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო, ეს მეც მითქვამს ადრე და, სწორედ ამ ოპტიმისტური პრინციპიდან გამომდინარე, ვწერდი წერილებს წლების მანძილზე შემართულად, არ მინდოდა იმედის ჩამკლავი ბევრი ფაქტის დაჯერება, მით უფრო, არ მინდოდა ჩემში შემოპარული პესიმისტური განწყობის საჯაროდ გაცხადება, სხვებისთვის გულის გატეხვა, მაგრამ საქართველოს უახლესი 20-წლიანი წარსულის გათვალისწინებით და, რაც მთავარია,  დღევანდელობის(!) მწარე რეალობიდან გამომდინარე, იმედი გადამეწურა (სასწაულად დარჩენილ ერთ პატარა ნაპერწკალს რა გააღვივებს, არ ვიცი!). ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და მართლა ვეღირსოთ არჩევნების გზით სასურველ ხელისუფლებას, მაგრამ, როცა სახელმწიფოს განვითარების სცენარი წინასწარაა დაწერილი და არჩევნებიც შესაბამისად იმართება, როცა საარჩევნო კოდექსი, კომისიები, ამომრჩეველთა სიები, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები ერთი ძალის ხელშია, როცა სამთავრობო კადრების შერჩევა ერთი წყაროდან ხორციელდება («თავისუფლების ინსტიტუტი», სოროსის ფონდი, საია, «ენდიაი» და მისთანანი), როცა ტელევიზიები 24 საათის განმავლობაში ტვინს გვიბურღავენ მიზანმიმართულად, როცა პრემიერმინისტრი ახალ საარჩევნო წესს _ თვითმმართველობის და მერების 40 %-იანი პრინციპით არჩევას, სამართლიანობის აღდგენად გვასაღებს და ჩვენც გაბითურებულები ლაპარაკის მეტს რომ ვერაფერს ვახერხებთ, რის იმედზე უნდა ვიყოთ, ცოტა ძნელი გასაგებია! რაც უფრო დიდხანს მოვიტყუებთ  «დემოკრატიული არჩევნებით» თავს, მით უფრო დიდხანს ვივლით მანკიერ წრეზე!

ვფიქრობ, ერთი ეროვნული «დიქტატორი», რომელიც პინოჩეტ-კადაფივით თუ არა, ლუკაშენკოსავით მაინც მოგვხედავდა – არც მიწებს და სტრატეგიულ ობიექტებს გაგვიყიდდა უცხოელებზე, არც სვანეთს და სხვა კუთხეებს გაანადგურებდა გიგანტური ჰესებით, «ნაცებისთანა» გამყიდველ ხალხს თავის ადგილს მიუჩენდა და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენით აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნების იმედსაც ჩაგვისახავდა, დღეს ნამდვილად სანატრელია!

იაკობ ლეჟავა

 

1 COMMENT

  1. ჩვენ გვყავდა ერთი ასეთი" დიქტატორი"პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია!იქნებ გვაგვიმხილოთ ამ პერსონის,მამულიშვილის მოღვაწეობის შესახებ?!

  2. ნეტა როდის გამოვა ხალხი ამ მტავრობის გადასაგდებად. როდის უნდა გამოპხიზლდნენ და მიხვდნენ რო არაპლიტ განსხვავდებიან მისჰასგან

  3. ყველაფერი სრული სიმარტლეა.მაგრამ ეტყობა ღმერთი გვსჯის ქარტველ ერს რაღაც არასწორი ქცევის თუ ცხოვრების გამო,თითქმის არ გვღირსებია ნორმალური ადამიანებისგან შემდგარი მთავრობა.როგორ შეიძლება, რომ მიდიოდეს ადამიამი მთავრობაში და მხოლოდ და მხოლოდ მარტო თავის თავზე და თავის ოჯახზე ფიქრობდეს,რაღაც 20%ტიც არ უნდოდეს,რომ გააკეტოს სამშობლოსტვის და ხალხისტვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here