Home რუბრიკები პოლიტიკა მამუკა ნოზაძე: ახალი ხელისუფლებაც «თავისუფლების ინსტიტუტის» მონაა!

მამუკა ნოზაძე: ახალი ხელისუფლებაც «თავისუფლების ინსტიტუტის» მონაა!

804

«საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში დაიბეჭდა წერილი «რატომ შემოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში, რატომ შემოიკრიბა დისკრედიტებული პოლიტსუბიექტები და რატომ გავიდა ნაადრევად თამაშიდან.

ამ პუბლიკაციას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და მითქმამოთქმა მოჰყვა. ჩვენ მაშინ კონფიდენციალურ წყაროსთან ერთად ადვოკატ მამუკა ნოზაძესაც ვთხოვეთ კომენტარი, თუმცა ვერ შევძელით აღნიშნული თემის მასთან ერთად გაშლა ისე, რომ არ დაგვეკარგა კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ძირითადი აქცენტები.

 

სხვათა შორის, ხელისუფლების მხრიდან ამ თემას არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, გარიგების (და არა არჩევნების შედეგად) რომ გადმოიბარა ხელისუფლება «ოცნებამ», ეს არც ისე მნიშვნელოვანი თემაა მათთვის ან დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია. «საქართველო და მსოფლიოს» ადვოკატი მამუკა ნოზაძე ესაუბრა.

_ მამუკა, თქვენ დაადასტურეთ წინა ნომერში ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დავალებით მოვიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და მოიყვანა ხელისუფლებაში ამ სააგენტოს მიერ მართული ვაიპოლიტიკოსები; რომ ეს სააგენტო, კარგა ხანია, მართავს ბოკერიასა და მის გუნდს, ყველასთვის ცნობილ «თავისუფლების ინსტიტუტს». მოდით, საზოგადოებისთვის უკეთ გასაგები გავხადოთ, რას წარმოადგენს ეს სტრუქტურა, მივყვეთ ფაქტებს.

თავდაპირველად გავიხსენოთ, რომ ივანიშვილის დეპუტატობის კანდიდატების (ხიდაშელი, სანიკიძე, ძიძიგური…) გასვლის შანსები პარლამენტში  მინიმალური იყო. იმთავითვე ხომ არ იყო ჩაფიქრებული, რომ ივანიშვილს საპარლამენტო უმრავლესობა არ უნდა ჰყოლოდა?

_ დიახ, ივანიშვილმა თავიდანვე შემოიკრიბა ის პოლიტიკოსები, რომლებსაც დაბალი რეიტინგი ჰქონდათ და ადვილად სამართავნი იყვნენ (შუა გაკრიფა), და ეს გადაწყვეტილება სწორედ იმ გარე ძალასთან, კერძოდ, უკვე საზოგადოებისთვისაც კარგად ცნობილ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან, კონსულტაციების შედეგად მიიღო. მეცინებოდა, კაცმა საარქივო პერსონაჟებიც კი ამოიღო ნაფტალინიდან და გააცოცხლა. რა თქმა უნდა, ყველაფერი თავიდანვე დაგეგმილი იყო, უბრალოდ, გეგმის კორექტირება მოუწიათ (ციხის კადრების გამო). ახლა ჩემთვის ისიც დაუჯერებელია, რომ დღეს ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდან წასულია და არ ერევა მასში. დარწმუნებული ვარ, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს ღარიბაშვილი ივანიშვილთან შეუთანხმებლად.

_ თქვენი ინფომაციით, ვინ იქნება მომავალი მთავარი პროკურორი?

_ პროკურორის როლის შემსრულებელი, ყოფილი პროკურორის პირველი მოადგილე, შოთაძე, რომელიც, მინდა გითხრათ, ფარცხალაძის კადრია. და თუ გამართლდა ჩემი პროგნოზი და შოთაძე დაინიშნა მთავარ პროკურორად, ჩათვალეთ, რომ იგივე სიტუაცია გაგრძელდება, ანუ უკანონოდ დაპატიმრებულნი ციხეებში დარჩებიან, ხოლო სახელმწიფოს სახელით მკვლელები და მოძალადეები გარეთ გამოვლენ. ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი დასტური იმისა, რომ «ქართული ოცნება» გარიგებულია «ნაცმოძრაობასთან». სხვათა შორის, გამოგდებული პროკურორებიც აღიარებენ იმას, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიება არავის სურდა. ივანიშვილს არ უნდა, რომ ამ თანამდებობაზე იყოს მიუკერძოებული პიროვნება, მაგ: კახა კახიშვილი, რადგან ამ შემთხვევაში მათი უკანონო ქმედებებიც გამოაშკარავდება. ფარცხალაძისნაირი დისკრედიტებული ადამიანი რომ დანიშნეს პროკურორად, მაშინვე მივხვდი, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს, რადგან ამით დამატებით სალაპარაკოს მისცემდნენ «ნაცებს». 

ვფიქრობ, ამ უნიათო ადამიანების დამსახურებით «ნაცები» ან სახეშეცვლილი, ან იგივე ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. «ნაცებს» ამერიკელებისგან აქვთ დავალებული, ცოტა ხანი მხოლოდ პიარი აწარმოონ ქვეყნის შიგნით, რაშიც ეს ხელისუფლებაც ხელს უწყობს (ალბათ, ამათაც იგივე დაავალეს), ამით ძალიან კარგად იხსნება ფარცხალაძის ინციდენტი. თან მარტო პროკურატურას ნუ დავაბრალებთ ამ გარიგებას. გაიხსენეთ, ივანიშვილმა კუბლაშვილს უთხრა: დემოკრატი ხარ და კარგი სისტემა შექმენიო. ეს, ცხადია, ივანიშვილმა ამერიკელების დავალებით უთხრა. როგორ შეიძლება სასამართლო სისტემა კარგად აღიქვა იმ ქვეყანაში, რომელშიც თავად ივანიშვილმა ვერ მიაღწია სამართლიანობას და დღევანდელი პრემიერმინისტრის სიმამრთან დაკავშირებით ხშირად აპელირებს პარლამენტი, რომ თამაზაშვილის მიმართ თურმე რამდენი უკანონობა ჩაიდინა სასამართლომ. იქნებ გამახსენოთ, რომელმა სასამართლომ გამოუტანა ეს უკანონო განაჩენი? იქნებ თამაზაშვილის გარდა სხვების მიმართაც არის გამოტანილი უკანონო განაჩენები?

საქართველოში უნდა ჩამოყალიბებულიყო ორპარტიული სისტემა  – «ნაცები»-»ოცნება», ამერიკის ეროვნული უაფრთხოების სამსახურის გეგმის თანახმად, რაც, მგონი, შესრულდა (ამ ეტაპზე მაინც). რას გვეტყვით ამაზე? აქვე გკითხავთ: ბოკერიამ რა მიიღო სანაცვლოდ?

_ ორი პარტიაა. შუა გაიკრიფა. ეს სურდა ივანიშვილსაც… ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო საკმაოდ სერიოზული სამსახურია. დიახ, მისი გეგმა შესრულებულია. ამ სააგენტომ ყველაფერი იცის იმის თაობაზე, თუ რა ხდება საქართველოსნაირ ქვეყნებში. ქმნის ფონდებსა და არასამთავრობოებს, რომელთაც უკვეთავს გამოკვლევებს, ისიც კი იცის, ქვეყანა რით სუნთქვას და რა არის იმისთვის მნიშვნელოვანი _ რა უნდა გაუკეთოს, ამიტომ არ უჭირს მართვა, შესწავლილი აქვს ეს ყველაფერი. ეს ფონდები რეალურ კვლევებს აწვდიან ამ სააგენტოს (აქ კი ხალხის დასანახად სხვა შედეგებს დებენ), შესაბამისად, იღებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებას. ყველგან არიან მოდებულნი, რომელ ორგანიზაციაში რომელი ავტორიტეტი გამოიყენონ და რა დროს გამოიყენონ ან შეცდომაში როგორ შეიყვანონ კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანი, კარგად იციან. მათი გავლენის ქვეშ არის დღეს საქართველო. ახალი ხელისუფლებაც «თავისუფლების ინსტიტუტის» მონაა. ბოკერიამ რა მიიღო, გარდა იმისა, რომ დარჩა პოლიტიკაში? ჯერ ერთი ხელშეუხებელია, მეორეც: მომავალშიც ძალიან ბევრს მიიღებს პოლიტიკური კარიერის მხრივ. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი ხელისუფლება ხშირად იღებს ბოკერიასგან კონსულტაციებს და ბრძანებებსაც კი საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ასე ფიქრობდა,საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი არჩევნებამდე დიდიხნით ადრე და ასეც აღმოჩნდა!

  2. ნაც. მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის რომ გარიგება მოხდა, ეს ცხადზე უცხადესია, მაგრამ ქართველი ექსპერტების უმრავლესობა არაპროფესიონალია და ჩამოყალიბებული სახით ეს ვერ მიაწოდეს საზოგადოებას გასაგებ ენაზე. თორემ რა უნდა იმის გაგებას, როცა ნულოვანი რეიტინგის პარტიებს იკრებ გვერდით, ამას აქვს ერთადერთი მიზანი – ადვილად მართო და ნაციონალებთან გარიგებისთვის დამოძღვრო. ახლა ოცნებისთვის მთავარია ხალხი როგორმე დააწყნაროს, რომ ლინჩის წესით არ გაასამართლონ ნაციონალების ლიდერები, თანაც მინიმალური სასჯელები მიცენ. პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ. ისინი ვერ მოახდენენ საზოგადოებაზე ისეთ გავლენას, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. ყველა დანარჩენი ბოკერიას და თავისუფლების ინსტიტუტის გავლენის ქვეშ რომ არის, ამას დიდი მტკიცება ჭირდება? შესაბამისად ნურავითარ დიდ ცვლილებებს ნუ ველოდებით. ამათ თუ ბიზნესმენების მიერ წართმეული ქონების გადანაწილებისას არ მოუვიდათ კონფლიქტი, რომლის დიდი შანსი არსებობს, ერთმანეთის ტყავს არ დახევენ.

  3. თქვენს გაზეთს დასახელება რომ შეუცვალოთ არგინდათ? მაგალითად საქართველო და რუსეთი ეგ უფრო შეგეფერებათ კიკიუებო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here