Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირის «ევროპული» წესი: ჯერ ხელი მოაწერე, შინაარსს მერე გაგაცნობ

ევროკავშირის «ევროპული» წესი: ჯერ ხელი მოაწერე, შინაარსს მერე გაგაცნობ

622

«დღეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მისალოცი დღე», «ისტორიული მოვლენა», «სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი», «ასე ახლოს არასოდეს მისულა საქართველო ევროპასთან» და კიდევ ბევრი სხვა, ყურისთვის სასიამოვნო  სიტყვა გვესმის 29 ნოემბრის შემდეგ, როცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდა ვილნიუსში, «აღმოსავლეთის პარტნიორობის» სამიტზე. ამას გვეუბნებიან როგორც ახალი, ისე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები და იმაშიც გვარწმუნებენ, რომ დასავლეთი «ისტორიული არჩევანია», რაც ისეთივე სიმართლეა, როგორც ცნობილი მაღალი კაცის ცნობილი ფრაზა: «თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია».

 

დასავლეთისკენ, ანუ კლასიკური (და არა  თანამედროვე!) დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვის, მხოლოდ სწრაფვის ისტორიულ არჩევანად მონათვლა, უბრალოდ, არასწორია. გახდება თუ არა არჩევანი ისტორიული, ამას დრო გვიჩვენებს. 200 წლის წინ ერეკლე მეფის მიერ გაკეთებული არჩევანისაქართველოს ბედის რუსეთთან დაკავშირება ჭეშმარიტად ისტორიული აღმოჩნდა ქართველი ერისთვის, რადგანაც მისი წყალობით ფიზიკურად გადავრჩით, როგორც ქართველი ერითუკი ამჟამად ჩრდილოეთის ნაცვლად დასავლეთს ავირჩევთ, ამ არჩევანსაც მხოლოდ მაშინ შეიძლება ვუწოდოთ ისტორიული, თუ ისიც გაუძლებს დროის გამოცდას და პოზიტიური აღმოჩნდება საქართველოსთვის. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენ თანამედროვე დასავლური ღირებულებების გადმოღებით საკუთარ სახეს დავკარგავთ და გადაშენების პირას მისულები გადავგვარდებით კიდეც, მაშინ ამ არჩევანს ისტორიულს ვერ დავარქმევთ, ეს მკრეხელობა იქნება.

ასოცირების შეთანხმებას მივუბრუნდეთ. იმათგან განსხვავებით, ვინც ამ შეთანხმებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს, ბევრი ეკონომისტი და ექსპერტი აბსოლუტურად საპირისპიროს(!) ამტკიცებს, მათი აზრით, შეთანხმებაზე «ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა» ხელის მოწერა დაგვღუპავს!

ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში სიმართლე სადღაც შუაშია, თუმცა _ ყოველთვის არა. ჩვენ შემთხვევაში რომ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვის დავუჯეროთ? ჩვენ ხომ ბევრჯერ გაგვაცურეს უკეთესი მომავლის დაპირებებით! მე თქვენ გეტყვით და, საჯარო დისკუსიები გამართეს, რომ რაიმე გაგვეგო. უბრალოდ, გამუდმებით გვიცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება იქნება თუ ნატოში, ეს მთელი საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა! თუ შეედავე და ეჭვი შეიტანე ამ განცხადების სისწორეში, ან ჩრდილოეთისკენ გააპარე მზერა, სამშობლოს მოღალატის იარლიყი გარანტირებული გაქვს. ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს საქართველოში საკმაოდ არიან ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან მათთვის დაუმსახურებლად მიკერებულ იარლიყებს და სათქმელ სიტყვას სინდისნამუსის საზომით უდგებიან მხოლოდ!

ევროკავშირთან ასოცირება უმეტესობაში კარგ ასოციაციებს იწვევს და ამაში გასაკვირვიც არაფერია, მაღალი ცხოვრების დონის და დემოკრატიის ხარისხის მქონე ევროპა რატომ უნდა იწვევდეს უსიამოვნო ასოციაციებს?! მაგრამ გრძნობებზე დაყრდნობით ხომ არ უნდა წყდებოდეს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეები! 1000-გვერდიანი შეთანხმებიდან საზოგადოებისთვის 1000 სიტყვა, ანუ 3 გვერდი მაინც არ უნდა გაეცნოთ, რომელიც კონკრეტული გათვლებით, ციფრებით დაგვარწმუნებდა საქართველოს ხელისუფლების არჩევანის სისწორეში?! კარგს და თავის მოსაწონს განა ვინ მალავს? არავინ! მაგრამ, ამ ევროკავშირს ერთი უცნაური «ევროპული» წესი ჰქონია თურმე – ჯერ ხელს მოგაწერინებენ დოკუმენტზე და შინაარსს მერე გაგაცნობენ! ასეთ «წესს» ხომ მოფიქრება უნდა, რომელი დალაგებული ადამიანი ჩათვლის ამას დემოკრატიის ნორმად?!

ამიტომაც ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთმა შეთანხმებამ საქართველოს და მსგავს სასტარტო პირობებში მყოფ რომელიმე სახელმწიფოს ეკონომიკურ აღმასვლაში ხელი შეუწყოს. დაჯერება-არდაჯერების გარდა, ჩემი პესიმისტური პროგნოზის ფაქტობრივ დასტურს თავად ევროკავშირში ვპოულობ,  სადაც ოფიციალური სტატისტიკით დაახლოებით 20% მოსახლეობისა, ანუ ყოველი მეხუთე მცხოვრები (500 მილიონიდან 100 მილიონი!) სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება! ეჭვი არ მეპარება, ბევრი მაინც ინატრებს: ნეტამც იმათ სიღარიბის ზღვრამდე მიგვაღწევინა, ბედნიერი ვიქნებოდით, მარტო ამისთვის ღირს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერაო. მიღწევით აუცილებლად მივაღწევთ ოდესმე, შესაძლოა, 20-25 წელიწადშიც, მაგრამ იმ დროისთვის იქ სიღარიბის განმსაზღვრელი უკვე სხვა, გაცილებით მაღალი ზღვარი იქნება. დარწმუნებული ვარ, ნაწილობრივ გაუმჯობესდება სოციალური უზრუნველყოფა და ჯანდაცვა, მაგრამ განათლება-მეცნიერების ხაზით საბჭოთა კავშირის დროინდელ დონესაც ვერ მივაღწევთ; თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, მეცნიერების განვითარების უფლებას, უბრალოდ, არ მოგვცემენჩვენისთანა სახელმწიფოებისთვის მკაფიოდაა განსაზღვრული გასავითარებელი დარგებიმაღალ დონეზე გვექნება არა ერთ დროს მსოფლიოში სახელგანთქმული ენათმეცნიერების, ფსიქოლოგიის, მათემატიკის, ფიზიოლოგიის, ისტორიის, არქეოლოგიის, გეოლოგიის და სხვა სამეცნიერო სკოლები, არამედ მომსახურების სფერო _ გიდების, მთარგმნელების, მიმტანების, სასტუმროს მომსახურე პერსონალის, მძღოლებისა და სხვა მსგავსი პროფესიის ხალხის მოსამზადებელი საერთაშორისო დონის სასწავლებლები, ისეთი დონის, რომ ევროპაამერიკაშიც ექნება გასავალი მათ დიპლომებს!

შევეცადოთ, განვიხილოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული სახელმწიფოების პოზიცია და მოსახლეობის რეაქცია როგორც მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე მოლდოვასა და უკრაინაში; ვნახოთ ამერიკა-ევროპის გამოხმაურებაც.

სომხეთი _ ერთი პერიოდი, სომხეთმა ვითომ დააპირა კიდეც შეთანხმების პარაფირება (ჩვენი და მოლდოვის მსგავსად), მაგრამ ეს ყველასთვის ადვილად მისახვედრი სვლა იყო ხელისუფლების მხრიდან, რათა რუსეთისგან რაც შეიძლება მეტი შეღავათი მიეღო. სომხეთში მშვენივრად მოეხსენებათ, რომ პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებულ სახელმწიფოს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების არავითარი შანსი არ გააჩნია. რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ყარაბაღი რამდენიმე დღეში დაიკარგება და რუსული გაზის გარეშე (რუსეთის ბაზარიც რომ არ ვახსენოთ) ცუდი დღე დაადგებათ! ამ სვლამ, როგორც მოსალოდნელი იყო, გაამართლა _ სომხეთმა რუსეთისგან ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი სუბსიდირების გარანტია მიიღო და ყარაბაღის დაკარგვის საშიშროებაც, ამ ეტაპზე, მოიხსნა! ევროკავშირისგან რას მიიღებდა? სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ან გაუქმებას და ევროპის ბაზარზე პროდუქციის თავისუფლად შეტანის უფლებას, რაც ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი კომპენსაცია, რადგან, სანამ სომხური პროდუქცია (გნებავთ, ქართული, უკრაინული და ა. შ.) ევროპის ბაზარზე ფეხს ისე მოიკიდებს, რომ  კონკურენცია გაუწიოს ევროპულს, მანამ სომხეთს (სხვასაც) პირში სული ამოძვრება, ყოველ შემთხვევაში, კარგი დღე არ დაადგება.

აზერბაიჯანი ნავთობ-გაზის წყალობით ეკონომიკურად უზრუნველყოფილი სახელმწიფოა, ანუ თითქოს _ რუსეთისგანაც დამოუკიდებელი. და, ამის მიუხედავად, ისიც თავს იკავებს ასოცირების შეთანხმების პარაფირებისგან. რატომ? _ მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით. ევროპას ყოველთვის დასჭირდება მისი ნავთობგაზი და გასაღების პრობლემა არასდროს დაუდგება აზერბაიჯანს; მეორე მხრივ კი, რუსეთის ბაზრისა და ყარაბაღის პრობლემაც რომ არ ჩავაგდოთ სათვალავში (არადა, არც არჩაგდება შეიძლება, იმდენად მნიშვნელოვანია ორივე!), კეთილმეზობლური ურთიერთობა კარის მეზობელ, ნახევარი ევრაზიის მფლობელ, რესურსებით მსოფლიოს უმდიდრეს, ხასიათით კი დათვის მეტსახელის მატარებელ სახელმწიფოსთან ყველა ნორმალური ხელისუფლების პირველი საზრუნავი უნდა იყოს. ამას მტკიცება არ სჭირდება. ეს აქსიომაა! ასეთი სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ არც ერთი ჭკუათმყოფელი ხელისუფალი არ მიდის.

მოლდოვაზე იგივე უნდა ითქვას, რაც საქართველოზე, რადგანაც თითქმის მსგავსნი ვართ სიდიდით, მოსახლეობის რაოდენობით, პრობლემებით, ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობით და იმ გადაწყვეტილებითაც, რომელიც ვილნიუსში ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერაში გამოიხატა.

ახლა უკრაინაზე _ დაწვრილებით, რადგან იგი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც პარაფირების ეტაპი გავლილი ჰქონდა და ვილნიუსში უკვე ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა თავისი არჩევანი, მაგრამ სამიტამდე ერთი კვირით ადრე ევროკავშირთან ინტეგრირება გადაიფიქრა. 

მიუხედავად იანუკოვიჩის განცხადებისა, რომ უკრაინა მაშინ წამოიწყებს ლაპარაკს ევროკავშირთან შეთანხმების თაობაზე, «როცა ის ჩვენს ინტერესებს უპასუხებს», დასავლეთი უკრაინის ამ გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან განხორციელებული ზეწოლით ხსნის. იყო რაიმე ზეწოლა რუსეთისგან? რა თქმა უნდა, იყო! მაგრამ ისიც უდავოა, რომ ეს ზეწოლა არ ყოფილა ფარული და გამოიხატებოდა პუტინის მიერ ღიად გაცხადებულ გაფრთხილებაში (არამხოლოდ უკრაინის!): კარგად დაფიქრდით, თუ რა სარგებელს მიიღებთ ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, და რას დაკარგავთ ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც რუსეთის მხრიდან მიღებული საპასუხო კონტრზომების შედეგად. პუტინიც რომ არ აფრთხილებდეს მის მეზობელ, მასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაკავშირებულ სახელმწიფოებს ამის თაობაზე, ყოველი ასეთი სახელმწიფოს ხელისუფლება ვალდებულია(!), თავისით აკეთებდეს   გაანგარიშებებს მოსალოდნელ შედეგებზე და მოსახლეობას უხსნიდეს მსგავსი ხელშეკრულებების მიზანშეწონილობას. ამის თაობაზე ევროკავშირ-რუსეთის თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ევროპარლამენტში _ ვერნერ შულცმა Der Standart-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე განაცხადა: «აუცილებელია ევროკავშირმა კიდევ უფრო უკეთესად, ვიდრე ადრე, განმარტოს ევროპა-უკრაინის პარტნიორობის ყველა უპირატესობა». ეს სიტყვები ხომ საქართველოსაც ზუსტად ისევე ეხება, როგორც უკრაინას. ჩვენ კი, განმარტების ნაცვლად, მხოლოდ არაფრისმთქმელი, ბრტყელბრტყელი დამაიმედებელი ფრაზებით გველაპარაკებიან და სავარაუდო პროგნოზს იმ სავალალო შედეგებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერას შეიძლება მოჰყვეს მომავალში, არავინ აკეთებს!

ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე საბოლოო ხელმოწერა საქართველოსთვის 2014 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, პუტინიც, ანუ რუსეთი განსაკუთრებულ «ყურადღებას» მაგ დროისთვის დაგვითმობს, მოცლით კი,  ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ მოიცლის (მოლდოვასთვისაც). საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ «რუსეთს აღარ აქვს საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები, მან ზეწოლის  ყველა რესურსი ამოწურა»,  ჩვენი მთავარი დიპლომატის პროფესიონალურ ნაკლზე უფრო მეტყველებს, ვიდრე მოსახლეობის დამშვიდების მცდელობაზე!

აქვე ვიტყვი, რომ უკრაინის სცენარის მსგავსი მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად დღევანდელი ხელისუფლება, ანუ «ქოცები», «ნაცები» და, რაღა თქმა უნდა, ამერიკის ელჩი, ყველა ღონეს იხმარენ, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან საერთოდ არ დაინიშნოს, ანდა მხოლოდ სექტემბრის შემდეგ, «შეთანხმებაზე» ხელმოწერის შემდეგ ჩატარდეს! მიუხედავად იმისა, რომ იმავე ვერნერ შულცის მიხედვით: «უკრაინისთვის (საქართველოსთვისაც _ ი. ლ.) საუკეთესო ვარიანტი რეფერენდუმის ჩატარებაა ევროინტეგრაციის თაობაზე», დარწმუნებული ვარ, რეფერენდუმს არავინ ჩაატარებს ჩვენთან!

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით განაწყენებული, პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები ნოემბრის ბოლო კვირაში დაიწყო და მომიტინგეთა რაოდენობა მთელი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემებით, 3-დან 15 ათასამდე მერყეობდა (3-მილიონიან კიევში!). ათი და ასი ათასობით პროტესტანტი ქუჩაში მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა, რაც პოლიცია ზედმეტად მკაცრად გაუსწორდა მანიფესტანტებს (არც დაშავებულთა რაოდენობით, არც დაშავების სიმძიმით კიევის მოვლენები ახლოსაც ვერ მოვა თბილისში 2011 წლის 26 მაისის სისხლიან ღამესთან. კიევში ლამის თანაბრად დაზარალდნენ მომიტინგეები და პოლიციელები, თბილისში კი – მხოლოდ მომიტინგეები, თანაც ასობით; თბილისში არავინ აპირებდა სადმე შევარდნას, კიევში კი მერიის შენობაც დაიკავეს, პროფკავშირებისაც და მთავრობის სახლის შტურმით აღებაც სცადეს!). 

საპროტესტო გამოსვლებში არაფერია მიუღებელი ან უცნაური, გასაოცარი მხოლოდ ამერიკა-ევროპის პოზიცია გამოდგა. თუკი რომელიმე სახელმწიფო მომგებიან შეთანხმებაზე ხელმოწერას გადაიფიქრებს და ამით საკუთარ თავს მტრობს, შეიძლება სინანული გამოთქვა და გადარწმუნებასაც შეეცადო. ეს აბსოლუტურად სწორი და მისაღები ფორმა იქნება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, მაგრამ, როდესაც ევროკავშირი მწვავე რეაქციას იძლევა, მაშინ ბუნებრივი კითხვა ჩნდება: თუ რაღაც ინტერესები არ ამოძრავებს მას და გეგმები არ ჩაეშალა, რატომ მოუწოდებს სხვა სახელმწიფოს ხალხს მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისკენ, რატომ ხვდება დემონსტრატიულად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე ოპოზიციის ლიდერებს და რატომ მიდის იგი პროტესტანტებთან მიტინგზე კიევში?! (არაევროკავშირის წევრი საქართველოდან კიევში ჩასული «ნაცების» დელეგაციის, ვიცესპიკერ გია ბარამიძის თავკაცობით, პარლამენტის წევრების მიტინგზე გამოსვლასთან დაკავშირებით აღარაფერს ვლაპარაკობ!). ეს რომელი დემოკრატიის და სხვის საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკის ჩარჩოებში ჯდება, მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის შემუშავებულ ჩარჩოებში?!

კიდევ უფრო მოულოდნელია ამერიკის (აშშ) პოზიცია. თითქოსდა, რა შუაშია ამერიკა, რაში უნდა ანაღვლებდეს ან ეკითხებოდეს, 28 სახელმწიფოს გაერთიანებასთან ვინ რა შეთანხმებას მოაწერს თუ არ მოაწერს ხელს; სად გაგონილა, უკრაინის ხელმოუწერლობით განაწყენებული ამერიკა სანქციებს უწესებდეს ამ სახელმწიფოს, რომელსაც მის წინაშე იოტისოდენა დანაშაული არ მიუძღვის?! იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ გადაიფიქრებს და ხელს არ მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ამერიკის ადმინისტრაცია აპირებს, განიხილოს, ერთის მხრივ, იანუკოვიჩისთვის და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის ამერიკაში და ევროკავშირის(!) ქვეყნებში შესვლის აკრძალვის და, მეორე მხრივ, უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიების საბანკო ანგარიშების გაყინვის საკითხი! აი, ეს არის წმინდა წყლის შანტაჟი და საშინაო საქმეებში ჩარევა! ასეთ ულტიმატუმს უყენებენ, ასეთი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან 50-მილიონიან სახელმწიფოს, რომელსაც გვერდით დამცველად მოძმე რუსეთი უდგას და… ხელს მაინც რუსეთისკენ იშვერენ, მის ზეწოლაზე ლაპარაკობენ!

ევროპის მსგავსად, ამერიკის კიდევ უფრო არაადეკვატური  რეაქცია ნებისმიერ ადამიანში ეჭვებს აღძრავს, რადგანაც ანალოგიურ შემთხვევებში, კეთილმოსურნე მხარე, ჩვეულებრივ, წყნარად აცხადებს: თუ ამჟამად ვერ გადაგიწყვეტიათ ხელმოწერა, არ ხართ დარწმუნებული თქვენი ნაბიჯის სისწორეში, ჩვენ არ გაჩქარებთ, კიდევ დაგვაკვირდით და, როდესაც დარწმუნდებით, რომ ჩვენთან ინტეგრაცია სასიკეთოდ წაადგება თქვენს ხალხს, თქვენც მაშინ შემოგვიერთდით! მაგრამ როდესაც ამის ნაცვლად სანქციებით იმუქრებიან?! ე.ი. მთლად ისე არ უნდა იყოს საქმე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ვარდისფერ ფერებში!

ამ რეაქციის მიზეზისა და უკრაინის გადაწყვეტილების მართებულობის ახსნას Independentის მიმომხილველის, ტომ პეკის, წერილში ვპოულობთ: «ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გაფართოება თეორიულად კარგია ბრიტანული ბიზნესისთვის».  და კიდევ: «ევროკავშირთან ასოციაციის და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერას მკაცრი ეკონომიკური დასჯა მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან, ევროპას კი, ამ დროს, მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში შეუძლია რაღაც გარკვეული უპირატესობების შეთავაზება».

ინგლისელი (და არა ქართველი ან რუსი!) მიმომხილველის ამ ორ წინადადებაში, პრინციპში, ყველაფერია ნათქვამი, თანაც, სავსებით გასაგებად – ის, რაც კარგია ბრიტანული ბიზნესისთვის, კარგი იქნება გერმანული და სხვათა ბიზნესისთვისაც; რა ეკონომიკურ დასჯასაც რუსეთი უპირებდა უკრაინას, ანალოგიურს მოიფიქრებს მოლდოვისა და საქართველოსთვისაც (ჩვენ შემთხვევაში უფრო პოლიტიკურს, ვიდრე ეკონომიკურს); ხოლო რაც შეეხება იმას, თუ როდის მივიღებთ სარგებელს შეთანხმებაზე ხელმოწერით, ამის დრო როდის დადგება, ევროპა მიახლოებით პასუხსაც ვერ იძლევა! აბა, ამის შემდეგ რომელი წინდახედული ხელისუფალი გარისკავს და «გაზაფხულის იონჯას» გამოეკიდება, როცა გაზაფხულამდე შეიძლება ვერც კი მიაწიოს და როცა არავინ უწყის, ნანატრი გაზაფხული როდის დადგება! და დადგება თუ არა, საერთოდ!

ამერიკა ევროკავშირის ხელით ცდილობს რუსეთის გავლენის სფეროების შეზღუდვას _ უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს და შემდეგ შუა აზიის ქვეყნების რუსეთისგან ჩამოშორებას, რუსეთის დასუსტებას და არა _ საქართველოს ან სხვების გაძლიერებას! სწორედაც, ამ დასახული მიზნისკენ სავალ გზაზე განცდილი წარუმატებლობა (განსაკუთრებით უკრაინაში და ნაწილობრივ სომხეთსა და აზერბაიჯანში) არის მათი გაწიწმატების მიზეზი.

იაკობ ლეჟავა

P.S. ორი დღის წინ ახალი სასიხარულო ამბავი გვამცნო საგარეო საქმეთა მინისტრმა _ შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე, გაზაფხულზე მოგვაწერინონ  შეთანხმებაზე ხელი! ჩქარობს ევროკავშირი ჩვენს დახმარებას, ძალიან ჩქარობს!

 

1 COMMENT

  1. თქვე კაი ხალხო, გასაგებია რომ მთელი დედამიწა ერთ დიდ "სუპერმარკეტად" აქციეთ,,, ვეკითხები ამ"სუპერმარკეტის" ადმინისტრაციას: რატომ რევთ "დიდ პოლიტიკას" სუპერმარკეტის განყოფილებებში? ან რატომ არ უნდა შემეძლოს მე თავისუფალი ვაჭრობა "პოლიტიკის" გარეშე? იმიტომ ხო არა, რო ვიღაცეებს უნდათ გაყიდონ ყველაზე მოთხოვნადი რამ ჩემს ხარჯზე და მე "თამაშგარეთ" დამტოვონ, ანუ "გადამაგდონ"? ვაკონკრეტებ – დღეს ყველაზე მოთხოვნადი ენერგიაა… ისე კარგი იქნებოდა გაიხსენოთ სახარებიდან ერთი მომენტი, როდესაც ქრისტემ მიულეწ-მოულეწა დახლები მათ, ვინც ტაძარში ვაჭრობდა… დედამიწა არაა სავაჭრო ცენტრი და ნუ დაავიწყდება ადამიანს რისთვისაა გაჩენილი.

  2. საქართველო ევრო-ამერ ზე-და-მხედველ-მაყურებლების წყალობით კვლავ თეთრი მელა-ბაბუს, მიშმაკ გრძელისა და მისი ხროვის პირად ინტერესებს ეწირება

  3. ევროკავშირი რომ კარგი იყოს ინგლისს ჩვენ შევასწრებდით შიგ?მარგარეტ ტეტჩერი დასცინოდა ევროკავშირს შექმნის პროცესში და კოლექტივს ეძახდა. ასეთი უგუნურები როგორ ვართ.აუცილებელი არ არის რუსეთთან გავერთიანდეთ,მაგრამ რაღაც შუალედური მოვნახოთ ამ ორ მონსტრს შორის აუცილებელია.მიტომ არის მონარქი კარგი ჩვენი მეფეები ათასგვარ საშუალებას პოულიბდნენ,რომ როგორმე თურქეთსა და სპარსეთს შორის არ გაჭყლეტილიყვნენ.ჩვენ კი რქებით ვაწვებით რუსეთს და უკანალს ვულოკავთ ევროკავშირს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here