Home რუბრიკები პოლიტიკა დემოკრატია გინდებლარიენ? – with pleasure!

დემოკრატია გინდებლარიენ? – with pleasure!

818

ჩვენს გაზეთში ამ რამდენიმე ხნის წინ ვწერდი იმ .. აგრესიულ დემოკრატიაზე, რომელიც, კაცობრიობის ცივილური (ნამდვილად ცივილური და არა დამახინჯებული და გაუკუღმართებული) ნაწილის სამწუხაროდ, კიბოს მეტასტაზებივით მოედო აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნებს.

 

არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ყველა ტოტალიტარული სახელმწიფო ე.წ. «პროგრესული იდეების» გავრცელებას, «ჩაგრული ადამიანების გათავისუფლებას» თეატრის გრიმიორის ოსტატობით ირგებს და ცხვრის ტყავში გადაცმული მგლის მენტალიტეტით ანადგურებს ქვეყნების ლიდერებს, ეკონომიკას, ტრადიციებსა და მომავალს. ამ უდიდეს პრობლემაზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა, გამოქვეყნებულა სხვადასხვა ექსპერტისა თუ რომელიმე კონკრეტული დარგის სპეციალისტის მოსაზრება, გამოთქმულა პროგნოზები და დასახულა გადარჩენის, დიახ, სწორედაც რომ გადარჩენის, გზები. არის საუბრები ჩრდილოვან ხელისუფლებაზე, მასონებზე, რამდენიმე ოლიგარქის მიერ მსოფლიო ეკონომიკის მართვაზე. მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების მიერ ნებისმერი ბიზნესის (არ აქვს მნიშვნელობა, ავიამშენებელი ქარხანა იქნება თუ უბრალო ჯიხური) კონტროლის სურვილზე.

საზოგადოების ამ შეშფოთებას საკმაოდ წარმატებულად უპირისპირდება პიარ კამპანიის «შესანიშნავი» მეთოდი, ანუ პრობლემის სრული იგნორი; რეალური ფაქტების გაბიაბურება, ღიმილით ნათქვამი ფრაზაკარგი რა, რა დროს მასონებსა და ჩრდილოვან ხელისუფლებაზეა საუბარი; გარეთ ოცდამეერთე საუკუნე დგას.

ყველაზე საინტერესო და შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ამ პიარში ყველაზე აქტიურად საზოგადოების საკმაოდ ინტელექტუალური და მართლაც რომ პროგრესულად მოაზროვნე წარმომადგენლები მონაწილეობენ. რეალური ინფორმაციის ნაკლებობა (ფაქტობრივად, არარსებობა) მათ ოპონენტებს ძალიან ცუდ, წამგებიან პოზიციაში აგდებს და ასეთ დროს რატომღაც XIX საუკუნის შესანიშნავი პოეტის, შარლპიერ ბოდლერის, ცნობილი გამოთქმა – «ეშმაკის ყველაზე დიდი ტყუილი ის არის, რომ დაგვარწმუნოს თავის არარსებობაში», მახსენდება.

მოდით და მასონები, ისტორიული შეთქმულებების თეორიები, სიონელი ბრძენები და სხვა მსგავსი მოსაზრებები გვერდზე გადავდოთ (ისე, მაგარია არა, როცა ასეთ რაღაცებს თუ ვიღაცებს «გვერდზე რომ გადადებ») და ბიზნეს ინტერესებზე ვისაუბროთ. იმ ბიზნეს ინტერესებზე, რომელთა გამტარებლები, დემოკრატიისა და ნათელი მომავლის ნიღაბს ამოფარებულნი, სისხლში ახშობენ მათი ნამდვილი მიზნების წინააღმდეგ გამოხატულ არამხოლოდ აქტიურ ქმედებას, არამედ გამოთქმულ ნებისმიერ მოსაზრებასაც კი.

სამწუხაროდ, ასეთ დროს ნამდვილი დემოკრატია, ადამიანების სწრაფვა (აშენოს, შექმნას რაღაც ახალი კაცობრიობისთვის _ სასარგებლო ფესვებზე, საუკუნეებგავლილ წარსულზე დაყრდნობით აღზარდოს მომავალი) იღუპება საერთაშორისო სამხედრო მისიების მიერ მოწყობილ სასაკლაოებზე თუ საკონცენტრაციო ბანაკებში.

სამწუხაროდ, იგნორის პიარის შემსრულებლები  თავიანთი დუმილით, თავიანთი ინფანტილური დამოკიდებულებით ხელს უწყობენ აგრესიული დემოკრატიის გავრცელებას და ხშირ შემთხვევაში ისინი თავად გამოდიან აგრესიის «გამპრავებლების» როლში.

თანამედროვეებზე არაფერს ვიტყვი, რადგან სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით, ყველანი კარგად ვხედავთ ასეთ ექსპერტებს და პოლიტოლოგებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არანაირი ბიზნესინტერესი არ გააჩნია და, სამწუხაროდ, მართლა დარწმუნებულია, რომ, «ოღონდ დემოკრატიამ გაიმარჯვოს და თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა».

კარლ ლიკბნეხტი, რომელიც სოციალდემოკრატიის ერთერთი ფუძემდებელი იყო და მთელი ცხოვრება მილიტარიზმის წინააღმდეგ იბრძოდა («მილიტარიზმი კაპიტალიზმის უმთავრესი საყრდენია», 1904 წ., «კრუპი, რომელიც ქვემეხების მეფეა, სხვა სამხედრო მრეწველებთან ერთად ომის მთავარი გამჩაღებელია», 1913 წ.), 1914 წლის 4 აგვისტოს რაიხსტაგის სხდომაზე დაეთანხმა გერმანიის აგრესიას და ფრაზით: «როდესაც ახლადფეხადგმული გერმანული მრეწველობა გაშლილ სუფრასთან მივიდა, მას ყველა ადგილი დაკავებული დახვდა. ამიტომ იგი იძულებულია, დაიცვას თავისი ინტერესები», _ გაამართლა იგი.

ტროცკისტები კომუნიზმის გამარჯვების სურვილითა და საყოველთაო თანასწორობის ლოზუნგით ანადგურებდნენ «წარსულს».

ჰიტლერი კომუნიზმსა და ბოლშევიკების მიერ დამონებული ხალხების გათავისუფლების «დროშით იბრძოდა».

სამწუხაროდ, ზუსტად იგივე პათოსი ისმის «აგრესიული დემოკრატიის» «გამპრავებელთა» ფრაზებში. ისინი არამხოლოდ ამართლებენ, ყველანაირი საშუალებებით ხელს უწყობენ იმ საშინელებებს, რომლებიც დღეს დემოკრატიის სახელით ხდება.

ლიბია _ დემოკრატიის გამარჯვებამდე:

1. ბენზინი წყალზე იაფი ღირდა: 1 ლიტრი _ 0,14 დოლარი;

2. ახალდაქორწინებულებს სახელმწიფო ჩუქნის 64 ათას დოლარს ბინის შესაძენად;

3. განათლება და ჯანდაცვა მთლიანად უფასოა;

4. უმუშევრების დახმარება თვეში _ 730 დოლარი;

5. ყოველ ახალშობილზე სახელმწიფო 7000 დოლარს იხდიდა;

6. მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის სახელმწიფო ერთჯერადად 20 ათას დოლარს გასცემდა;

7. საზღვარგარეთ განათლების მიღებასა და სტაჟირებას სახელმწიფო უზრუნველყოფდა;

8. შექმნილი იყო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სპეციალური მაღაზიების ქსელი, რომელშიც ყველა პროდუქტი სიმბოლურ ფასებში იყიდებოდა;

9. არსებობდა აფთიაქების კატეგორია, რომლებშიც მედიკამენტები უფასოდ გაიცემოდა. წამლების გაყალბება სიკვდილით ისჯებოდა;

10. მოსახლეობისთვის ბინის ქირა და ელექტროენერგიის გადასახადი გაუქმებული იყო;

11. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მუამარ კადაფიმ ქვეყნიდან გააძევა საერთაშორისო კორპორაციები;

12. შავკანიანთა უფლებები გაუთანაბრდა თეთრკანიანთა უფლებებს;

13. ლიბიის მოსახლეობა სამჯერ გაიზარდა;

14. ბავშვთა სიკვდილიანობა ცხრაჯერ შემცირდა;

15. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 51.5-დან 74,5-მდე გაიზარდა;

და იყო კიდევ უამრავი სოციალური სიკეთე, რომლებიც დემოკრატიის გამარჯვებას შეეწირა.

2011 წლის აპრილში აფრიკულ ქვეყანა კოტ დივუარში სამშვიდობო მანდატით მყოფმა 12300 ფრანგმა სამხედრომ და გაეროს მანდატით მყოფმა 9000-იანმა სამშვიდობო ჯარმა «დემოკრატია დაამყარეს».

დემოკრატიის სახელით მოსულმა პრეზიდენტმა ალასან ოუატარამ თანამოქალაქეებს მიმართვისას განაცხადა: «ჩემი შეიარაღებული ძალები დემოკრატიისა და ხალხის საარჩევნო უფლების დასაცავად მოქმედებს».

რა მოხდა სინამდვილეში: როგორც მოგეხსენებათ, კოტ დივუარი კაკაოს ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ მოსახლეობა ამ სიკეთიდან, ფაქტობრივად, ვერაფერს იღებს. ვერ იღებს იმის გამო, რომ კაკაოს მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო კორპორაციების ხელშია. ასევე არსებობს სხვადასხვა ხელშეკრულება, რომელთა ძალითაც კოტ დივუარს საკუთარ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტზე არანაირი უფლება არ გააჩნია. სხვადასხვა სანქციამ და კაკაოს ექსპორტზე ბოიკოტმა ქვეყანა, რომელიც კაკაოს მარცვლის უდიდესი მწარმოებელი და დასავლეთ აფრიკის მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, დააჩოქა, რამაც ბანკების ერთ თვეზე მეტი ხნით დახურვაც გამოიწვია.

თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ეს უკვე კარგადაა ცნობილი, მაგრამ ასევე კარგად ჩანს, რომ «დემოკრატია» და «ამომრჩევლის უფლებები» ნამდვილად არაფერ შუაშია.

დემოკრატიის სახელით დაბომბილი ბელგრადი, სეპარატიზმის კერებად ქცეული ევროპული ქვეყანა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ წარმატებული ეკონომიკა და წარმატებული სახელმწფო მოწყობა ჰქონდა.

არ მინდა დაგამძიმოთ იმ საშინელებების გახსენებით, რომლებიც იუგოსლავიაში ხდებოდა. ესეც ყველამ კარგად იცის.

ვრცელდება «დემოკრატია». ვრცელდება უზომო ძალადობით, ზეწოლით. ბავშვების, ქალების, ჯანსაღი მამაკაცების ფიზიკური განადგურებით. ხდება მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება.

აგრესიული დემოკრატიის გავრცელებაში ყველაზე საშინელ იარაღს თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური ჩართულობა წარმოადგენს.

თუ «დასავლური ღირებულებების» გავრცელების მიზნით ჯვაროსნები კონსტანტინოპოლს ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების მეთოდებით ძარცვავდნენ, თუ პოლონელები «ევროპასთან» დაახლოების მიზნით უკრაინას პირველივე შესაძლებლობისთანავე აოხრებდნენ, თუ ინგლისელები ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას ფიზიკურად ანადგურებდნენ და გადარჩენილებს რეზერვაციებში ათავსებდნენ, თუ… მკვიდრ მოსახლეობას მხოლოდ უხეში იარაღის ძალით უსწორდებოდნენ, დღეს ყველა სახის მედიასაშუალება ახალი ადამიანის, ანუ ამორფული ხორცის გროვის შექმნას ემსახურება. . . პოლიტოლოგები, ექსპერტები, სხვადასხვა ჯურის მემონიტორინგეები და «სამოქალაქო საზოგადოების მშენებლები» ყველა მეთოდის გამოყენებით ცდილობენ, ჩაახშონ ის წმინდა ფასეულობები, რომელთა დასაცავად, რომელთა გადასარჩენად «არადემოკრატი და არაცივილური» ერები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ, აშენებდნენ, ქმნიდნენ მატერიალურ თუ კულტურულ ფასეულობებს.

ტყუილი! დიახ, ტყუილი, რეალობის აბსოლუტურად საწინააღმდეგო ფორმით წარმოჩენა არის აგრესორების ერთ-ერთი მთავარი იარაღი.

ხბოს აღტაცებითა და კინტაურის ცეკვით შეხვდა საქართველოს «პროგრესულად მოაზროვნე» ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების პარაფირებას.

გახმიანდა უამრავი პერსპექტივა. გამოჩნდა «სინათლე გვირაბის ბოლოს».

ევროკავშირთან ინტეგრაციისგან გამოწვეულ აღტკინებაზე ნიკიტა ხრუშჩოვის ნათქვამი ფრაზა «კომუნიზმი ჰორიზონტზე გამოჩნდაო», გამახსენდა.

ევროკავშირიც ჰორიზონტზეა. არადა, ჰორიზონტს რა მანძილითაც  უახლოვდები, იმ მანძილით გშორდება.

ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ «ევროვიზია 2014»-ში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი და ხორვატია ამ მართლაცდა ლამაზ კონკურსს არასაკმარისი ფულადი სახსრების გამო ეთიშებიან. საქართველო ამ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, მიიღებს, რადგანაც ჯერჯერობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ვართ.

ყველას გვახსოვს ამ რამდენიმე წლის განმავლობაში საბერძნეთში განვითარებული ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები. პრობლემები, რომლებიც ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის გამო განვითარდა.

ამ რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის პარლამენტმა იგნორირება გაუკეთა ე. წ. რეკომენდაციებს და 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. კენჭისყრა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გვიან ღამით დასრულდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა საბერძნეთის მთავრობამაც. დარწმუნებული ვარ, პორტუგალიაც გაიზიარებს საბერძნეთის მართლაც ღირსეულ ნაბიჯს და ევროკავშირული ჭაობიდან თავის დახსნას დაიწყებს.

«თანამედროვე დემოკრატია» ებრძვის არამხოლოდ ადგილობრივ ეკონომიკას, არამედ რწმენას, კულტურას, ტრადიციებს, სულიერებას. მაგალითად, ნატოს ჯარების მიერ ჩრდილოეთ აფრიკაში გაღვივებული რელიგიური სეპარატიზმიც კმარა. «დემოკრატების» ბოროტებამ, მათმა სეპარატიზმმა და ამ აგრესიულმა დემოკრატიამ ნიუტონის მესამე კანონი აამუშავა. «ცივილურმა სამყარომ» შედეგად F=-F, ანუ ქმედება უდრის უკუქმედებას მიიღეს. ლიბანი სულ მალე შარიათის კანონების ქვეყნად გამოცხადდება.

იუგოსლავიაში დასავლური ღირებულებების სახელით განადგურებული უამრავი მართლმადიდებლური მონასტერი ნათლად გვიჩვენებს იმ «დემოკრატიის» ნამდვილ სახეს, რომელსაც კინტაურით შეხვდა ჩვენი პოლიტელიტა.

ამ წერილს კი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, შოთა გორგოძის, სიტყვების მცირე პერიფრაზით დავამთავრებ: დემოკრატია გინდებლარიენ? _ with pleasure!

გია გაბრიჭიძე

 

1 COMMENT

  1. ნამდვილად კარგი, მე ვიტყოდი კვალიფიციური წერილია! ვფიქრობ, გია გაბრიჭიძე, როგორც ავტორი,შენაძენია საქართველო და მსოფლიოსთვის, როგორც იტყვიან რუსები, კო დვორუ პრიშოლო, ეგრეა…

  2. მომეწონა წერილი! მხეიძის წერილებიც ძალიან კარგია,ბატონი გაბრიჭიძის პირველად წავიკითხე,გააქტიურდით ბატონებო,თორემ ლიბერასტები 100/0-ს იგებენ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here