Home რუბრიკები პოლიტიკა შეთქმულება ღარიბაშვილის წინააღმდეგ!

შეთქმულება ღარიბაშვილის წინააღმდეგ!

771

რა დინებებია მმართველ კოალიციაში, რესპუბლიკელებსა და «ნაცებს» ფლირტი აქვთ და «ნაცმოძრაობის» ახალი ჯგუფი «ოცნებაში» გადადის? რეალურად რატომ წავიდა საგანელიძე პოლიტიკიდან, რატომ ჩააჩოჩეს ქუცნაშვილი და ვინ იქნება შემდეგი? ვის გაწირავენ?  «საქართველო და მსოფლიოს» ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე ესაუბრა.

 

_ დავიწყოთ იმით, რომ ბევრს არ სჯეროდა, როდესაც ვამბობდით, ხელისუფლებაში წამყვან პოლიტიკურ ძალას რესპუბლიკური პარტია რომ წარმოადგენს, თუმცა ახლა ეს ყველასთვის ცხადია. რესპუბლიკელები იზოლირებულად არ შეიძლება განვიხილოთ. ამ პოლიტიკური ძალის იდეოლოგიას იზიარებენ და ატარებენ დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები (ესენი ერთად მოქმედებენ), კერძოდ, «საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველო», «კონსტიტუციის 42-ე მუხლი», «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია», «თავისუფლების ინსტიტუტი» და ა. შ.  ესენი იღებენ გარკვეულ თანხებსა და სპეციალურ იდეოლოგიურ გაიდლაინებს დასავლეთისგან ქვეყანაში მათი პოლიტიკის გასატარებლად. მოგეხსენებათ,  ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. უფასო ყველი არ არსებობს, უფასო ყველი ყოველთვის არის სათაგურში… ვიმეორებ, ამათ მათი იდეოლოგიის გატარებაში ეძლევათ ფული, გრანტები _ აი, ეს არის ე. წ. ნეოლიბერალური მართვის სქემა მესამე ქვეყნებისთვის, რომელიც ჩვენთან დაუბრკოლებრივ ხორციელდება.

ერთი სიტყვით, რესპუბლიკური პარტია არის ძალიან ძლიერი ჯგუფი იდეოლოგიურად, ფინანსურად აღჭურვილი, პოლიტიკური გამოცდილებით გამობრძმედილი, თავისი მომხრეებითა და, ასე ვთქვათ, სოციალური ქსელით, რომელსაც ისინი აქტიურად იყენებენ, ასევე საინფორმაციო ქსელით. «რუსთავი 2», «იმედი» და «მაესტრო» რესპუბლიკელებისა და «ნაციონალების» ხელშია. ეს ორი ძალა რეალურად ერთი და იგივეა და ამასაც ძალიან მალე დაინახავს საზოგადოება. ესენი მუდმივად პოლიტიკურ პინგ-პონგს თამაშობდნენ, ვითომ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, სინამდვილეში კი ერთნი იყვნენ და მოსახლეობის გამოთაყვანებისკენ იყო ეს ყველაფერი მიმართული. ასევე არის ალასანიას გუნდი. არავის ეგონოს, რომ ესენი და ალასანია დაპირისპირებულნი არიან. ალასანიას გუნდიც ზუსტად იმავე გავლენების მატარებელია, უბრალოდ, რესპუბლიკელები გაცილებით უფრო კომპეტენტურები, მონოლითურები და ძლიერები არიან. დაიმახსოვრეთ, ალასანიას ჯგუფი მათ პრინციპულ საკითხებზე არასდროს დაუპირისპირდება, მხოლოდ პიროვნულ დონეზე, ანუ ხელისუფლებისთვის ბრძოლისთვის თუ დაუპირისპირდება.

ხელისუფლებისთვის ბრძოლა ის კი არ არის, რომ რაიმე ტიპის პრინციპულ საკითხებზე ედავოს, არა, თანამდებობების დაკავებასა და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაზეა საუბარი, ქვეყნისთვის კი ეს არაფერს შეცვლის. სხვათა შორის, ალასანია საკუთარმა თავმა და დაუფიქრებელმა გამონათქვამებმა დაასუსტა. ვიმეორებ, ალასანია და რესპუბლიკელები მუდმივად იქნებიან დაპირისპირებულნი მხოლოდ იმის გამო, რომ დაიკავონ ამ სისტემაში უფრო მაღალი ადგილი. რაც შეეხება იმას, კიდევ ვინ დატოვებს ან ვის გააძევებენ «ქართული ოცნებიდან», «ჩორნაია მეტკა» ვისაც დაედო, ის.

_ დააკონკრეტეთ

_ მასალა «კუდის აგენტები ქართულ ოცნებაში» როცა დაიბეჭდა, გამოვედი და დავსვი კითხვა, _ თუ ავთენტურია ეს, რატომ დუმს «ქართული ოცნება» და, თუ არ არის ავთენთტური, მაშინ რატომ არ არის სასამართლოში გადაცემული საქმე-მეთქი, და რა მივიღეთ ამის მაგივრად? დუმილი და გათავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან. გამოდის, დუმილი თანხმობის ნიშანია… და შემდეგი ქმედებაც ამას ადასტურებს. სხვათა შორის, ისედაც დღესავით ნათელი იყო, როგორ კომპლექტდებოდა «ქართული ოცნება». «ოცნება» ისევე, როგორც მთელი პოლიტიკური სპექტრი, კომპლექტდებოდა კომპრომატების არსებობის მიხედვითიყო კომპრომატი, იყო დეპუტატი, არ იყო კომპრომატი, არ იყო დეპუტატი. პარადოქსია, არა? თუმცა ეს პარადოქსი მხოლოდ ქართული პოლიტიკის უნიკალურობა არ არის, ასეთი ტიპის პრაქტიკა, დიდი ხანია, დამკვიდრებულია დასავლეთში, კერძოდ, ამერიკაში, სადაც არსებობენ . . ინკუბატორები, რომლებსაც გამოჰყავთ ასეთი ტიპის პოლიტიკოსები. და ასეთი პოლიტიკოსები არამარტო აშშ-ის პოლიტიკური ელიტის დასაკომპლექტებლად გამოჰყავთ (პოლიტიკოსმა იქ კარგა ხანია დაკარგა პროცესებზე ისეთი ტიპის გავლენის მოხდენის საშუალება, როგორიც ჰქონდა ძველად, ახლა ისინი მარიონეტები არიან), არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. აი, ეს ინკუბატორები ზრდიან მსგავსი ტიპის პოლიტიკოსებს ჩვენთან, რომელთაც არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა ხალხში, იმართებიან მათ მიერ, ვისზეც არსებობს კომპრომატები.

ხედავთ, თითქმის ყველა ადამიანი, რომლებიც იმ პუბლიკაციაში იყო ნახსენები, თანამდებობიდან გაუშვეს. ეს ხალხი შავ სიაში იყო, ბიძინამ, რა თქმა უნდა, იცოდა მათი საქმენი საგმირონი, მაგრამ მხოლოდ მაშინ მოიცილა, როცა ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა. რატომ? ის, რომ გაჟღერებულიყო სასამართლოში და დადასტურებულიყო, რომ სიმართლეა, სად მიდიოდა? აი, ეს არის.

რაც შეეხება ირინა იმერლიშვილის დაწინაურებას (მას არ შეეხნენ), აი, ეს ნამდვილად სავალალო ფაქტია. ვინც აცნობიერებს უშიშროების საბჭოს მდივნობა რა კომპეტენციასა და ანთებულ გულს მოითხოვს, ხვდება, რომ ქალბატონი ირინა მას ვერასდროს უხელმძღვანელებს; მეტიც, რას გააფუჭებს, კაცმა არ იცის. არავინ ფიქრობს, რომ უშიშროების საბჭომ რაღაც უნდა გააკეთოს, ისევე, როგორც საპრეზიდენტო ინსტიტუტმა. ვინმემ გაიგო, რას აკეთებს ბატონი გიორგი მარგველაშვილი? დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგიც გაოცებულია. მოკლედ, შემდეგი იქნება ის, ვინც იმ სიაშია, მაგრამ არ გამოქვეყნდა გაურკვეველი მიზეზების გამო, თუმცა დღეს უფრო საინტერესო ის არის, თუ რა კონფიგურაცია დალაგდება ძალიან მალე.

_ თქვენი აზრით, რა კონფიგურაცია დალაგდება?

_ «ნაცმოძრაობა», რესპუბლიკელები, ალასანიას ჯგუფი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი გაერთიანდება, პარლამენტში ახალი უმრავლესობა შეიქმნება.

_ და ღარიბაშვილის «ქართული ოცნება»?

_ ღარიბაშვილი თავისი პარტიის, სახელმწიფო აპარატისა და მის მიერ დაკომპლექტებული ძალოვანი ბლოკის ამარაა და გარშემორტყმულია იმ პოლიტიკური ძალებით, რომლებსაც საკუთარი პოლიტიკური გამოცდილება და კავშირები აქვთ და რომლებიც ცდილობენ, აღადგინონ სრული კონტროლი სახელმწიფო აპარატზე. აი, ეს არის ბრძოლის არსი. აი, ვინ ვის და რატომ ებრძვის. ეს ჯგუფი საკადრო გადაწყვეტილებებით, იმ საშუალებებით, რომლებიც აქვთ საინფორმაციო სივრცეში, ფინანსური ნაკადებით, საბოტაჟის გამოწვევითა და სხვა მეთოდებით შეეცდება, ძალოვანი ბლოკისა და ღარიბაშვილის აღმასრულებელი ხელისუფლების სრული დისკრედიტაცია მოახდინოს. მინდა გითხრათ, პასუხისმგებლობა ყოველთვის აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება.  და ამ დროს ღარიბაშვილის გუნდი არ ფლობს არც სათანადო უნარ-ჩვევებს და, რაც მთავარია, «ოცნების» პოლიტიკური შემადგენელი ბუნებაში, ფაქტობრივად, არ არსებობს. ვერ დამისახელებთ ავტორიტეტულ პოლიტიკურ ლიდერებს «ოცნებაში», რომლებსაც ექნებათ იმის მორალური რესურსი, რომ კრიზისის შემთხვევაში დახმარება გაუწიონ ახალ მთავრობას. საქართველო ვერ ასცდება კრიზისს, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნა. ღარიბაშვილი დადგება ამ აუცილებლობის წინაშე, ვინაიდან პარლამენტში არსებული ძალები გადაჯგუფდებიან. ვიმეორებ: ღარიბაშვილი იძულებული გახდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

_ დაბოლოს, თქვენს ამ განცხადებაზეც მინდა გკითხოთ: «პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში ირაკლი მელაშვილი და იმერეთის რეგიონის უშიშროების სამსახურის უფროსი ზაზა მეფარიშვილი ქუთაისის საკრებულოში «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» უმრავლესობის არსებობის ფაქტს ვერ ეგუებიან და მუდმივად ფრაქციის დაშლას ცდილობენო». რა ხდება?

_ მეტი რაღა უნდა მოხდეს, იმერეთის უშიშროების სამსახური ჩვენი ფრაქციის წევრებს უშიშროების შენობაში იბარებდა და ფრაქციის დატოვებას სთხოვდა. ისინი ცდილობენ, ქუთაისის საკრებულოში «ქართული ოცნების» მიერ კონტროლირებადი უმრავლესობა შეიქმნას. დაშინებისა და შანტაჟის შედეგად 2 დეკემბერს 4 წევრს ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება იძულებით დააწერინეს. ჩემი ინფორმაციით, ღარიბაშვილს ამ ფაქტებთან კავშირი არ აქვს, ჩვენ მელაშვილისა და მეფარიშვილის თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ვითხოვთ. მელაშვილი აკონტროლებს რეგიონებს, რესპუბლიკელების მითითებით მოქმედებს და გვებრძვის, მათ არ უნდათ, სხვა პოლიტიკური ძალა იყოს წარმოდგენილი საკრებულოში. რესპუბლიკელები ზოგადად ვთქვი, თორემ მათი სახელი ლეგიონია.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. რესპების სახელი ლეგიონია.ფუი ეშმაკს. აი ბიძინამ კი გამაოცა,როცა ეროვნული ძალები არ შემოიკრიბა.პირველები მხარში რესპები დაიყენა.მეტიც–სოროსს დიდი ამბით შეხვდა და გადაეხვია.მან მასონების ოცნება აასრულა.ერთბაშად წყალში გადაყარა და ხაზი გადაუსვა ის, რისთვისაც გვიყვარდა.ბიძინა სპეცსამსახურების მიერ იყო შემოგზავნილი ნაცების გადასარჩენად.

  2. ახალი უმრავლესობის შექმნის მცდელობისას დაიწყება სიტუაციის არევა…ნაცებზე საქმეების წამოწევა და ა.შ.

  3. მე მგონი საკითხავი ის არის შენ ვისი აგენტი ხარ.ქუთაისის საკრებულო თქვენმა უმრავლესობამ გააბანძა.ვერც ერთი მერი თქვენი მოსაწონი ვერ გახდა. ამით ნაციონალების წისქვილზე თქვენ ასხამდით წყალს. რაც შეეხება შენ ჩამოთვლილ "აგენტებს" ნაცებმა დავალება მოგცეს ხელახლა ააგორო ეს სიბინძურე.

  4. რას წერს ეს კაცი ტყუილს? სირცხვილია ამ პარტიას ნაცებთან კავშირი დავაბრალოთ!!! რესპები და დემოკრატები რომ დასავლეთის აგენტებითაა გავსებული და ნაცებთან შეკრულები ამას არ უნდა მტკიცება. დრო ყველაფერს გვაჩვენებს!!!

  5. იმთავითვე ეტყობოდა ბიძინას არჩევანს პარტიებში, რომ ქვეყნის სასარგებლოდ რომ არ მოვიდოდნენ, მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ რესპებიცა და ალასანიას გუნდიც, ესენი ნაცებთან ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაარმდეგ არიან მოწყობილები

  6. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მისი პატიოსნად ჩატარება ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია საქართველოს გადასარჩენად, მაგრამ ეს არ ძალუძთ იმ კაცუნებს, რომლებიც თავიანთ თავებს პოლიტიკოსებს უწოდებენ, რადგან საქართველოზე მეტად საკუთარი ქეციანი თავების ბედი აწუხებთ!!!……………

  7. მე მგონი ასეთი მარიონეტები არ გამოილევა. ხალხი შეყვანილია ტუპიკში და მოტყუებულია.არაფერიც არ გამოსწორდება,ყვარყვარე აიღებს ფულს ამერიკელებისგან და იქადაგებს რასაც ეტყვიან იმას, დღეს ცხოვრობს, სამშობლო არაფრად მიაჩნია.სიმართლე რომ ვთქვათ ვერც ვერაფერს შეცვლიან. ყველამ ვინც აზროვნებს იცის, ისეთი პატარა ქვეყანა როგორც საქართველოა მსოფლიოს გლობალიზაციას ვერ მოერევა. ეს უნდა ითაოს დიდმა ქვეყანამ,რომელიც მოახდენს მსოფლიოს დაყოფას ისევეს ორ პოლუსად.რომელია ეს დიდი ქვეყნები? ამერიკა ან რუსეთი. რა უნდა რუსეთს? რა უნდა ამერიკას? საჭიროა ამის გაგება. თუ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მომგებია რუსეთი უნდა დავდგეთ მასთან თუ ამერიკა მასთან . ამერიკასთან დავდექით, მაგრამ სამშობლოსთვის და ხალხისთვის არაფერი გაკეთდა, მარიონეტები გამდიდრდნენ ,გადაგვარდნენ და კბილებით იცავენ თავიანთ გაზულუქებულ ცხოვრებას,ხალხი საბოლოოდ განადგურდა.არცერთ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია ეს სრული ტყუილია ამერიკაში კანონო ძალიან მკაცრია. სექსის თავისუფლება ეს არ არის დემოკრატია.ამიტომ ჟურნალისტებო, პოლიტიკოსებო და მავანო მავთრობის მოხელეებო ნუ აბოლებთ ხალხს,დემოკრატია იქნება მაშინ, როდესაც ადამიანების შეგნება გაიზრდება მთელს მსოფლიოში.ეი მარტივად, იცხოვრებენ ადამიანები ღმერთის კანონებით. ამიტომ თუ ფიქრობთ ერზე და სამშობლოზე დასხედით, სასულიერო, ერის თავკაცებთან ერთად გადაწყვიტეთ რა ჯობია.უთხარით ხალხს სიმართლე , ჩაატარეთ რეფერენდუმი და დაამთავრეთ ეს კონცერტები,რომლისაც არაფერი არავის არ ჯერავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here