Home რუბრიკები საზოგადოება ისე გამოგვათაყვანეს «ნატოს» და «ევროპა, ევროპის» ძახილით– საღი აზროვნების უნარი დავკარგეთ

ისე გამოგვათაყვანეს «ნატოს» და «ევროპა, ევროპის» ძახილით– საღი აზროვნების უნარი დავკარგეთ

618




კაცი იმედით ცოცხლობს და ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, ყოველ ახალ სახეს, ახალ დანიშვნას თუ არჩევას იმედის თვალით შევყურებთ და ვივიწყებთ(!) ვინ ვინ არის, საიდან მოდის, ანუ მთავარი ქართული შეგონება «დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე» გვავიწყდება!


 


ღმერთმა ქნას, მარგველაშვილ-ღარიბაშვილმა ნაწილობრივ მაინც გაამართლონ ხალხის იმედები და გაცემული დაპირებები კოჰაბიტაციის დასრულებაზე და სამართლიანობის დამკვიდრებაზე დაპირებებადვე არ დარჩეს; მაგრამ, გამომდინარე წინაპირობებიდან, მე პირადად ძალიან მიჭირს საკუთარი თავის ამაში დარწმუნება.

მხოლოდ სამ წინაპირობაზე შევჩერდები:

პირველი. რაც უნდა «კარგი ბიჭი» იყოს ახალი პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, იგი ვერ წავა იმ კურსის წინააღმდეგ, რომელიც მისმა დამნიშნავმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უანდერძა და რომლის დედააზრიც ორი სიტყვით გამოიხატება: «დასავლეთი (ამერიკა) ვერ გაგვიგებს»;

მეორე. პრეზიდენტად არჩეული, უფრო სწორად კი ისევ ივანიშვილისგან დანიშნული გიორგი მარგველაშვილი, ძალიან ძნელია, წარმოვიდგინოთ განუკითხაობის შემოქმედებთან, «ნაცებთან», მებრძოლის როლში – ერთი წიაღიდან (თავისუფლების ინსტიტუტი, სოროსის ფონდი) გამოსული და ამერიკული ფულით დაფინანსებული ადამიანები, რომლებიც ღიად აცხადებენ და თავს დებენ მეგობრობაზე, ერთმანეთის «ტყავს» არამც და არამც არ დახევენ. რას იტყვის შორეული ან თუნდაც ახლობელი მამა-მარჩენალი, რომლისგანაც მარგველაშვილს, ღარიბაშვილის მსგავსად, ახალი ხელისუფლების უნიათობის გასამართლებელ არგუმენტად ისევ «ამერიკა ვერ გაგვიგებს» მეტი არაფერი სმენია (პირველ რიგში, სისხლის სამართლის უმძიმესი და სახელმწიფოებრივი დანაშაულის ჩამდენთა დასჯის კუთხით გამოვლენილ უნიათობას ვგულისხმობ);

მესამე. თეორიულად დავუშვათ, რომ პირველი ორი წინაპირობა (ფაქტობრივად კი, ერთი), ანუ ხელისშემშლელი მიზეზი არ არსებობს. თეორიულად, რადგან «არგამგები» მხარე არსად წასულა, ჩვენთვის თავი არ გაუნებებია და მისი მახვილი თვალი, სამკუთხედში ჩასმული (გამგები გაიგებს!), დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენს თავზე.

იბადება კითხვა: როცა პრეზიდენტს თითქმის ყველა უფლება ჩამორთმეული აქვს და ყველაზე დიდი უფლებები იმ პარლამენტის ხელშია გადასული (ახალი კონსტიტუციით და კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით), რომელშიც პარადი რესპუბლიკელებს მიჰყავთ, კვალში კი «თავისუფალი დემოკრატები» და «ნაცები» მიჰყვებიან, იქ პრეზიდენტი და პრემიერი რამეს გახდებიან?! მშვიდობიანად, ანუ კენჭისყრის გზით რაიმეს მიღწევა, ნებისმიერი კანონის მიღება ამათ უკითხავად წარმოუდგენელია! ეს ძალა ხომ შენსას არ გაგატანინებს, ვინც არ უნდა იყო და რა რკინის ხელიც არ უნდა გაგაჩნდეს! ასე რომ, პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე კარდინალურ ძვრებს, ანუ იმას, რასაც ერთი წლის მანძილზე ველოდით და ივანიშვილის ხელშიც ვერ ვეღირსეთ, არც მომავალში უნდა ველოდოთ ცალ-ცალკე თუ ერთად მარგველაშვილ-ღარიბაშვილისგან.

ერთადერთი გამოსავალი (მშვიდობიანი გამოსავალი!) პარლამენტის გადარჩევაა, რაც სიკვდილივით არ სურს არც ერთ ზემოდასახელებულ ძალას, არ სურს, რადგან ეს მართლაც მათი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება! მაგრამ ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციას გამარჯვება გარანტირებული ექნება. ძალიან დიდი ალბათობით, მოვლენები ისეთივე სცენარით განვითარდება, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შედეგებიც შესაბამისი დადგება, თუ… ხალხის ნაკლებინფორმირებულობა და ზომბირებაც (განსაკუთრებით, რაიონებში) გვერდზე რომ გადავდოთ, როცა ადმინისტრაციული რესურსები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საარჩევნო კომისიების შემადგენლობა, შეგნებულად არდაზუსტებული საარჩევნო სიებით მანიპულირების შესაძლებლობა «ქართული ოცნებისა» და «ნაცების» ხელშია, როცა მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა მახინჯი წესით (30% + 1 ხმა) ტარდება, როცა ისიც კი არ ვიცით დაზუსტებით, თუ რამდენი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთთან (ვიდეოთვალი ზედმეტადაა ჩათვლილი!), როცა ტელესივრცეზე მონოპოლიაა და არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს იგნორირებას უკეთებენ და კანტიკუნტად იწვევენ ცენტრალური ტელევიზიების თოქშოუებში, ბოდიში და, რამდენიც არ უნდა ვიფაფხუროთ, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება არჩევნებში გამარჯვება, ისევ ძველებურად პირში ჩალაგამოვლებულებს დაგვტოვებენ და თან დაგვამუნათებენ კიდეც: რა გინდათ, არჩევნები არ გაყალბებულა, ამისთანა დემოკრატიული არჩევნები აქამდე არ ჩატარებულა, ხალხს ჩვენ მოვწონვართ და ა. შ.

ასეთია დღევანდელი გადასახედიდან დანახული ხვალინდელი დღის რეალური სურათი და ჩემი ბრალი არ არის, თუკი პესიმისტურად მოჩანს! სად არის გამოსავალი?

სულ ამ გამოსავლის ძებნაში ვართ და ვერ გვიპოვია! თუმცა არა, კარგა ხნის ნაპოვნია, მაგრამ ძველი თუ ახალი ხელისუფლების მიერ არგანხორციელებული. რატომ? არ აძლევთ ხელს დეპუტატების უმეტესობას და იმიტომ! აბა, ხალხსა და ქვეყანაზე მაფიქრალ, აქტიურად მოქმედ დეპუტატებს სრულებითაც არ ანაღვლებთ ვადამდელი არჩევნები, თავისი ერთგული ამომრჩეველი მათ ყოველთვის ეყოლებათ, იკითხონ იმათ, ვინც «პარავოზით» ან «კარუსელით» მოხვდნენ პარლამენტარის სავარძლებში; ასეთები კი, ჩვენდა სამწუხაროდ, არა უბრალოდ უმრავლესობა, არამედ დიდი უმრავლესობაა!

ამ მანკიერი და ჩაკეტილი საარჩევნო წრიდან თავის დასაღწევ ნაბიჯებს, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ, წინასწარ შეიძლება თქმა, ხელისუფლება თავისი ნებით არ გადადგამს. იგი არასაპარლამენტო ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორში მოღვაწე ადამიანებმა და ფართო საზოგადოებამ უნდა ვაიძულოთ (ხალხის მხრიდან ფართო მხარდაჭერის ფონზე, ცხადია), რაც აქტიურ(!) გამოსვლებში _ მასობრივი დემონსტრაციებითა და მიტინგებითაც უნდა გამოვხატოთ, საჭიროების შემთხვევაში. ეს იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, დავრწმუნდით, მხოლოდ ლაპარაკს, აკადემიურ რჩევებსა და ასეულათასობით ხელმოწერებსაც ახალი (უკვე მეორე წელში გადამდგარი!) ხელისუფლებაც ყურადღებას არ აქცევს. პრესა-ტელევიზიით აზრების გამოთქმას, ანუ ცარიელ სიტყვის თავისუფლებას კი (ასე რომ გვაყვედრიან დღეს!) ვინ რა თავში ვიხლით, როცა ხელისუფლება ხალხის გულისნადებს არ იზიარებს, ჩვენი გულიდან ამოთქმულს ისევ და ისევ ჩვენ ვასკდებით, ჩვენ ვიხეთქავთ გულებს!

მაშ ასე, უპირველესად, რა თქმა უნდა, საჭიროა, მივაღწიოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რასაც ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება. აქედან გამომდინარე, ვშიშობ, გვერდზე არ დაგვრჩეს იმ პრობლემების დროული მოგვარება, რომელთა გარეშეც არჩევნებში ჭეშმარიტი ოპოზიციური ძალების გამარჯვება გამორიცხულია. არჩევნების მოთხოვნა და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. სხვანაირად, დარწმუნებული ვარ, დანიშვნით კი დაგვინიშნავენ ვადამდელ არჩევნებს (გაჭიანურებული ბრძოლის შემდეგ), მაგრამ გამარჯვებულები ისევ «ქოცები» და «ნაცები» გამოვლენ, ზუსტად ისე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში! თუ ეროვნული, ანუ ერის ინტერესების გამტარებელი პარლამენტის არჩევა გვწადია, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ:

1. მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის მახინჯი წესის შეცვლას _ 30% + 1 ხმის პრინციპი უნდა შეიცვალოს 50% + 1 ხმის პრინციპით (სხვანაირად ისეთივე სურათის მოწმენი გავხდებით, როგორსაც ნაძალადევის რაიონში ჰქონდა ადგილი, როცა გამოკვეთილ ოპოზიციურ ლიდერს, ერთ-ერთ გამორჩეულ პოლიტიკოსს _ კახა კუკავას სრულიად უცნობმა თამარ კორძაიამ აჯობა!);

2. საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ასევე მახინჯი წესის შეცვლას _ ხელისუფლებაში ამჟამად წარმოდგენილ ძალებს («ქოცებს» და «ნაცებს») მხოლოდ თითო ადგილი უნდა დაეთმოს, დანარჩენი ადგილები არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გადაინაწილონ, უპირველესად, მრავალრიცხოვანმა პარტიებმა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თითოეულ პარტიას მხოლოდ თითო ადგილი უნდა დაეთმოს კომისიის წევრთა რაოდენობის შესავსებად; ცესკოს კომისიის თავმჯდომარედ კი სულაც უპარტიო პროფესიონალი უნდა შეირჩეს ურთიერთშეთანხმებით;

3. ყოველ საარჩევნო უბანზე ორ-ორი ვებკამერის (და არა ვიდეოთვალის!) დამონტაჟებას, რათა თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდეს, საკუთარი თვალით დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას მისთვის საინტერესო ნებისმიერ საარჩევნო უბანზე, ანუ ზუსტად ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთში, სადაც 91 ათას უბანზე 182 ათასი ვებკამერა იყო დამონტაჟებული, რომელთა მეშვეობითაც ყველას მიეცა საშუალება თვალყურის დევნებასთან ერთად დარღვევებიც სახლიდან გაუსვლელად დაეფიქსირებინა! ნახევარზე მეტი შეტყობინება (დარღვევების თაობაზე) ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორედ ამ «დამკვირვებლებისგან» _ რიგითი ამომრჩევლებისგან მიიღო ბინებიდან! ხაზს ვუსვამ: უნდა დამონტაჟდეს ვებკამერები და არა ვიდეოთვალები. ვებ-კამერით დაფიქსირებული ვიდეოს ნახვა თავისუფლად შეეძლება ყველას ინტერნეტის მეშვეობით, ვიდეოთვალით გადაღებული მასალის ნახვა კი მხოლოდ(!) მის ჩამწერს შეუძლია; სხვას, თუნდაც ოფიციალურ დამკვირვებელს, დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის ნებართვა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება! გავიხსენოთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მხოლოდ 12 ვიდეოთვალის (1200-დან!) ჩანაწერის ნახვა მოახერხა, ისიც დიდი ბრძოლისა და არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ! ასეთი გამჭვირვალობა მით უფრო აუცილებელია ჩვენთან _ ყველა სიკეთესთან ერთად, ჩვენთან ხომ საარჩევნო სიებიც არ არის დაზუსტებული და, ალბათ, არც დაზუსტდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერამდე. ეს სიები კი, როგორც ფიქრობენ, დაახლოებით 40%-ით, ანუ ერთი მილიონით არის გაბერილი(!) და მის დაზუსტებას არც ახალი ხელისუფლება შეეცადა! ყველას გვახსოვს, თითქმის ერთი წელი არავის გახსენებია სიები და, როცა საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა, მაშინ გამოგვიცხადეს – რა ვქნათ, არ ესწრება სიების დაზუსტებაო!

4. საარჩევნო ბარიერის სრულ გაუქმებას – სადეპუტატო ადგილებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა უნდა განისაზღვრებოდეს ძალიან მარტივად და ბუნებრივად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით და არა _ ხელოვნურად დაწესებული ბარიერით, რომელიც ხან 5 %-ია, ხან _ 3 და ხანაც _ 7, ვისაც როგორ მოეპრიანება! რა უნდა იმის დადგენას, თუ რამდენი ამომრჩევლის ხმაა საჭირო ერთი სადეპუტატო ადგილისთვის?! _ არც არაფერი, მხოლოდდამხოლოდ ერთადერთი მარტივი არითმეტიკული მოქმედების, გაყოფის, შესრულება, ისიც ერთხელ! უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს ჩემი ნათქვამი, უმარტივეს მაგალითს განვიხილავ:

დავუშვათ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ერთ-ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა. თუ პარტიული სიით დეპუტატების 50%, ანუ 75 დეპუტატი იქნება არჩეული, მაშინ ერთი სადეპუტატო ადგილისთვის საკმარისი აღმოჩნდება 1500000:75=20000 ხმა (დაახლ. 1.3 %). მორჩა და გათავდა! და, თუ რომელიმე პარტია ამაზე მეტ ხმას ვერ დააგროვებს, მიეცეს მას ეს ერთი ადგილი პარლამენტში, რომელიც მან დამსახურებულად მოიპოვა, რატომ ვართმევთ მას ამომრჩევლების ხმებს (ათეულობით ათასს, ბარიერის პროცენტს გააჩნია!) და რატომ ვჩუქნით ამ ხმებს იმათ, ვისაც ისედაც უამრავი ადგილი აქვს განაღდებული პარლამენტში და ვისთვისაც ამ კონკრეტულ ამომრჩევლებს ხმა არ მიუციათ, ეს ხომ აშკარა უსამართლობაა!

იმ შემთხვევაში, თუ პარტია ვერ აგროვებს ხმების მინიმალურ რაოდენობას (ჩვენს მაგალითზე, 20 ათასს), მას უფლება უნდა ჰქონდეს, თავისი ხმები გადასცეს სხვა პარტიას საკუთარი შეხედულებისამებრ, რომელსაც მასავით დააკლდა ხმები ან ნებისმიერ სხვას, გარდა პირველ ადგილზე გასული პარტიისა (ეს პატარა შეზღუდვა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი ხელისუფლების სატელიტ პარტიებს არ მისცემს საშუალებას, ამ გზით დაეხმარონ ხელისუფლებას)!

ცხადია, კიდევ არის სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები გასატარებელი, როგორიცაა, სატელევიზიო ეთერის დათმობა ცენტრალურ არხებზე, უფასო სარეკლამო დრო, პარტიათა დაფინანსება და ა. შ., მაგრამ მათზე არ შევჩერდები, ამაზე ისედაც ბევრჯერ ითქვა და დაიწერა.

კანდიდატების სწორად შერჩევას რაც შეეხება, ანუ ცრუ დაპირებებით ამომრჩევლის გაცურების თავიდან აცილებას, რაც წარმოუდგენლად ძნელია ჩვენი ტვინების სატელევიზიო გამორეცხვების ფონზე, ამის თაობაზე ბევრჯერ მისაუბრია ადრინდელ წერილებში, ამიტომ ახლა მხოლოდ ზოგადად ვიტყვი _ ასარჩევ კანდიდატს თუ ცალკე აღებულ პარტიის ლიდერს (ლიდერებს) უნდა მოვთხოვოთ საკუთარი პოზიციის ნათლად ჩამოყალიბება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ნატო და ნატოს საომარ ოპერაციებში მონაწილეობა, შესაბამისი რეფერენდუმის აუცილებლობა; რუსეთი და მასთან გასატარებელი პოლიტიკა; უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები; ჰომოსექსუალობა, ერთსქესიანთა ქორწინება და მისი პროპაგანდა; «ნაცმოძრაობა» და მისი პასუხისმგებლობა; ეროვნების გრაფის აღდგენა პასპორტში; მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უპირატესი ან სახელმწიფო რელიგიის სტატუსის მინიჭება საბერძნეთის ეკლესიის ანალოგიურად და სხვ. დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემისგან თავის არიდების შემთხვევაში, ნებისმიერ ასეთ კანდიდატს თუ პარტიას უნდობლობა უნდა გამოუცხადოს ამომრჩეველმა.

მოსაგვარებელ პრობლემებს რა გამოგვილევს, მათ ნაწილზე ბატონმა გიორგი მჭედლიშვილმაც ილაპარაკა თავის საინტერესო წერილში «ქვეყანას ახალი, ნიჭიერი ხალხის გამოვლენის შესაძლებლობა და ასპარეზი უნდა მივცეთ!», რომელიც გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ვებსაიტზე დაიდო 14 ნოემბერს. მან ბევრი ყურადსაღები და აუცილებლად გასათვალისწინებელი წინადადებები მოგვაწოდა: პროპორციული არჩევნების გერმანულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე, რომლის მიხედვითაც გამოირიცხება პარლამენტში «პარავოზის» პრინციპის წყალობით მოხვედრა (ამ სისტემით ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს არა მთელ პარტიულ სიას, ანუ არა პარტიის გამოკვეთილ ლიდერს მიტმასნებულ, არაფრის მაქნის ხალხს მთლიანად, როგორც ეს ხდება დღეს, არამედ _ კონკრეტულ ადამიანს); კენჭისყრის ბრიტანული წესის _ სახელობითი კენჭისყრის დანერგვაზე და ფარული კენჭისყრის საერთოდ აკრძალვაზე; «პარლამენტიდან გაწვევის შესახებ» კანონზე (გამარტივებულის, ცხადია!); პარლამენტართა რაოდენობის, მათი ხელფასების შემცირებაზე და სხვ.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მჭედლიშვილის არც ერთ მოსაზრებას ამჟამინდელი პარლამენტი არ გაიზიარებს, პრივილეგიებისთვის და კარგი ცხოვრებისთვის მოვიდნენ პარლამენტში სხვადასხვა(!) გზით და ახლა თავის დასაკლავ დანას თავად გალესავენ?! მხოლოდ მომავალი პარლამენტი თუ წავა ამ რეფორმებზე (გააჩნია, ძალები როგორ გადანაწილდება!). ასე ვფიქრობდი წერილის კითხვისას და ახლაც იმავე აზრის ვარ, მაგრამ პუბლიკაციიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნებულმა ცნობამ საქართველოდან უცხოეთში წასული მოქალაქეების უფლებებზე, მაიძულა, დღესვე მოვითხოვო, თანაც კატეგორიულად, სახელობითი კენჭისყრა და იმ პირების გამოვლენა, რომელთა თავშიც ის ავადმყოფური იდეები იშვა, რომლებმაც ჩემი და ჩემნაირად უამრავი ადამიანის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. აღშფოთებისა და, შესაბამისად, ღია კენჭისყრის მოთხოვნის მიზეზებს ახლავე მოგახსენებთ.

ყველამ უნდა ვიცოდეთ იმ ნამუსგარეცხილი ადამიანის ვინაობა, რომელსაც თავში მოუვიდა სამშობლოში, შინ დასაბრუნებელად ვიზა მოსთხოვოს ქართველს! სწორედ ასეთი ქართველი 20 წელი უცხოეთში თავდაუზოგავი და ხშირად დამამცირებელი შრომით გამათხოვრებულ ყოფაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ინახავს (მას ორ მილიარდ დოლარზე მეტი, ანუ ოთხ მილიარდ ლარამდე შემოაქვს საქართველოში ყოველწლიურად; 1.5 მილიარდ დოლარამდე მხოლოდ საფოსტო გადმორიცხვებით შემოდის!). ამ ხალხმა უშველა და დღესაც შველის არამარტო თავის დანატოვარ ოჯახს და საახლობლოს, არამედ მთლიანად საქართველოს. და ამისთანა ხალხს ვიღაც ტვინნაღრძობი ვიზას თხოვს?!

ან ვისი ინიციატივით, რა უფლებით უხსნიან ასეთ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობას?! ყველა ჯურის ხალხს, რომელსაც თითზე თითი არ დაუკარებია საქართველოს სასარგებლოდ, საქართველოს მოქალაქეობას ვატენით, ხოლო საქართველოზე გადაყოლილ ადამიანებს, აქაოდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა რად მიიღეთო, ვართმევთ ამ უფლებას და ვიზებს ვთხოვთ?! ენა რომ არ იციან, არასოდეს ისრაელში რომ არ ყოფილან და მისთვის იოტისოდენაც რომ არ გაუკეთებიათ არაფერი, იმათ აძლევენ ისრაელის მოქალაქეობას უპირობოდ(!), მხოლოდ ებრაელობისთვის(!), თუნდაც ბებიის ბებიის ბებია დედის მხრიდან თუ იყო ებრაელი! ჩვენ კი სიდუხჭირის გამო უცხოეთში იძულებით გადახვეწილ, მაგრამ მუდამ საქართველოზე მაფიქრალ და მზრუნველ თანამემამულეებს, რომელთა უმეტესობა (განსაკუთრებით, მათი შთამომავლობა!), სამწუხაროდ, დაკარგულია საქართველოს ეთნოფონდისთვის, ახლა იურიდიულადაც ხელს ვკრავთ?! საქართველოში ჩამოსვლას, საცხოვრებლად ჩაწერის უფლებას ვუზღუდავთ და ქართულ მიწაზე სიკვდილის ნებასაც არ ვაძლევთ?! ვიზას ვთხოვთ ქართული მიწის გულზე დასაყრელად?! ცოტა ხომ არ დაუსტვინეს ახალ ეშელონებშიც?! მაპატიოს მკითხველმა, მაგრამ უფრო რბილად თქმისთვის ენა არ მიტრიალდება!

როგორ შეიძლება, ამ იდეის ავტორი ქართველი იყოს ან ნორმალური! როგორ შეიძლება ასეთი, ყოვლად წარმოუდგენელი, ქართველი ერის ღალატის ტოლფასი გადაწყვეტილებები ფარული კენჭისყრით წყდებოდეს და ინიციატორის, მხარდამჭერი დეპუტატების გვარები მთელმა საქართველომ არ იცოდეს?! ყველა მათგანი კინწისკვრით გასაყრელია სამსახურებიდან _ პარლამენტიდან თუ საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან, სწორედ ისინი უნდა გავაძევოთ საქართველოდან სამუდამოდ, ქართველი ერის გადაშენება-გადაჯიშების მოსურნეთა გვარები შავ სიაში უნდა შევიტანოთ და მათ ვიზითაც აღარ უნდა დავადგმევინოთ ფეხი ქართულ მიწაზე!

არა, ნამდვილად ისე გამოგვათაყვანეს «ნატო, ნატოს» და «ევროპა, ევროპის» ძახილით, რომ საღი აზროვნების უნარი დავკარგეთ! სხვისი არ ვიცი და, ჩემდათავად, სამი სიტყვა ისე შემაზარეს, რომ მათ გაგონებაზე გინების ხასიათზე ვდგები. არადა, ეს ის სამი სიტყვაა, რომლებზეც დიდი ხნის წინ, საბჭოეთში ცხოვრების დროს, პირდაპირ ვოცნებობდი: დემოკრატია, ნატო და ევროპა.

«დემოკრატია» როგორ არ შემძულდებოდა ამ ათი წლის მანძილზე, როცა საქართველოში გამეფებულ სრულ განუკითხაობას, სახელმწიფო ტერორს და უღვთოდ გაყალბებულ არჩევნებს დემოკრატიად გვინათლავდა მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული დასავლეთი!

ან «ნატო» როგორ უნდა შემყვარებოდა მთელ მსოფლიოში მისი ნამოქმედარის შემხედვარეს, განსაკუთრებით ბოლო 15 წლის მანძილზე (დაწყებული ბელგრადის დაბომბვიდან 1999-ში), როცა იგი თავის ჭკუაზე ამყარებს «დემოკრატიას» სადაც მოესურვება, როცა მიწასთან ასწორებს სახელმწიფოებს და მილიონობით ადამიანს (სამხედროს თუ მშვიდობიანს, ქალს თუ ბავშვს) საიქიოს ისტუმრებს!

«ევროპას» რაღას ვერჩი? არც არაფერს. წარამარა ევროპელობაზე, გაევროპელების დაუოკებელ სურვილზე ლაპარაკი მაღიზიანებს, მეტი არაფერი. ვითომ რა, ქართველებად, ანუ ნახევრადევროპელებად და ნახევრადაზიელებად თუ დავრჩით, ამით ქვეყანა იქცევა თუ ჩვენს კაცობას ადგება ჩრდილი?! «ნახევრადს» ვამბობ, თორემ სინამდვილეში ხომ კარგად ვიცით, რომ ჩვენი კულტურით, ტრადიციებითა და ზნე-ჩვეულებებით აზიელები უფრო ვართ, ვიდრე ევროპელები. და ასეც რომ არ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, რას დავირქმევთ ან რას დაგვარქმევენ. ლამის ათასი წელია, ზეპირად ვიცით ყველამ და მაინც ვერ შეიგნო ბევრმა (ხელისუფლებამ, პირველ რიგში!), რომ, «თუ კაცი კაცად არ ვარგა, რას გვარგებს გვარიშვილობა»! თუ ერი ერად არ ვივარგებთ და წავხდებით, წინაპართა სისხლის ფასად დღემდე მოტანილ ენას, მამულს და სარწმუნოებას დავკარგავთ, ანუ სინდის-ნამუსზე ხელს ავიღებთ და ყველაფერს მწვანეებზე გავყიდით, ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურას თანამედროვე(!) დასავლურ ღირებულებებს ვანაცვალებთ – ეროვნების, სამშობლოს, პატრიოტიზმის, დედ-მამის ცნებებს მოვსპობთ, პედერასტობას და ერთსქესიანთა ქორწინებას კი კანონის ძალით დავამკვიდრებთ, თუ უფროსი ადამიანის პატივისცემას დავივიწყებთ და დასმენა-გარყვნილებას წავახალისებთ, თუ სხვის ომებში თავს გამოვიჩენთ და საკუთარ სახლში კი ტერორისტულ აქტებს საკუთარივე ხელისუფლება მოგვიწყობს (სხვათა წამხედურობით!), მაშინ რაღა მნიშვნელობა ექნება, ასეთი გადაგვარების გზაზე დამდგარ ერს ევროპელებს გვიწოდებენ თუ მარსიანელებს?!

ზემოთ ხაზი გავუსვი «თანამედროვე» დასავლურ ღირებულებებს და ამ «ღირებულებების» დამადასტურებელი ერთი «მეცნიერულ-მორალური» მიღწევის შესახებ მინდა «გახაროთ». ძველი თაობის მედიკოსები, ფილოსოფოსები, თეოლოგები და სხვებიც, ცხადია, დღესაც შოკში არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში 1973 წელს გაკეთებული «მეცნიერული აღმოჩენით», რომელმაც სათავე დაუდო ადამის მოდგმის გადაგვარებას _ ამერიკაში «გაარკვიეს», რომ ჰომოსექსუალიზმი არ ყოფილა თურმე ბიოლოგიური ნორმიდან გადახრა _ ფსიქიური დაავადება, როგორც ეს ყველა დროში და ყველა ხალხში ითვლებოდა, იგი «სექსუალური ორიენტაცია» ყოფილა მხოლოდ. ევროპას 1992 წლამდე არ სჯეროდა ამ «აღმოჩენის», მაგრამ ამერიკამ მაინც «დააჯერა»!

40 წლის შემდეგ, სულ ახლახან, ისევ ახალი მიღწევა, ისევ ამერიკული სამედიცინო აზრის გამობრწყინება (საზოგადოების დამუნჯების ფონზე!) _ როგორც თავის დროზე პედერასტობა, ისე ახლაც ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ სექსუალურ ორიენტაციად ჩათვალა პედოფილიაც! და პედოფილების უფლებებიც განსაზღვრა: «პედოფილებს შეუძლიათ (ანუ უფლება აქვთ) განახორციელონ სექსუალური მოქმედებები (ანუ აქტები) ბავშვებთან მათი თანხმობით»!

«იხარე ჭერო, მოკვდი მტერო»! ანუ იხარეთ, ლგბტ-ს მიმდევარ-მომხრეებო (ნინია კაკაბაძევ, ელენე ხოშტარიავ და სხვა «გამოჩენილო» «უფლებადამცველებო»), თქვენს სათაყვანებელ აბრევიატურას კიდევ ერთი ასო დაემატა _ «პ», ამიერიდან თქვენი სახელი ხუთი ასოსგან შედგება _ «ლგბტპ», ლესბოსელს, გეის, ბისექსუალს და ტრანსსექსუალს, ამერიკის რეკომენდაციით, პედოფილიც ემატება. ასოები ნუ მოგაკლოთ ღმერთმა!

მგონი, დავლოცე ეს ცოდვისშვილები!

იაკობ ლეჟავა

1 COMMENT

  1. ჩემხელა სტატიები იდება. არ შეიძლება ცოტა მოკლედ წეროთ. დიდ ტექსტებს არავინ კითხულობს მიტუმეტეც ‘ონლაინში’.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here