Home რუბრიკები საზოგადოება აი, ასეთია უმუშევრობისა და სახელმწიფო ვალის მასშტაბურობა

აი, ასეთია უმუშევრობისა და სახელმწიფო ვალის მასშტაბურობა

523

უფროს თაობას ახსოვს ლოზუნგი: დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს! მაშინ, ხრუშჩოველების და მის მიმდევართა პერიოდში ამის გაკეთება მსოფლიოს მეორე ზესახელმწიფომ ვერ შეძლოუგნურების ეპოქა იყო.

 

სამაგიეროდ შევძელით ჩვენ, დღევანდელ საქართველოში: ჩვენც ისეთივე წარმატებით ვერ შევასრულეთ ბიუჯეტი, როგორც აშშ-მა, ჩვენც იმავე პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით ამის გამო, რომლებიც ამერიკის წინაშე დადგა.

ჩვენთანაც, როგორც აშშ-ში, პარლამენტში წარმოდგენილმა ორმა პარტიამ _ უმრავლესობამ და უმცირესობამ ვერაფრით მიაღწია შეთანხმებას ბიუჯეტის საკითხზე.

2014 წლისთვის პერსპექტივა იქაც და აქაც ისეთივე ბუნდოვანი და არასახარბიელოა, როგორც წინასაარჩევნო დაპირებები ყველგან და ყოველთვის.

მასშტაბებია განსხვავებული და აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩრდილოატლანტიკური, ევროინტეგრაციული თუ პროამერიკული მისწრაფებების სიმხურვალეც კი ვერაფერს ცვლის.

რა აწუხებს დღეს ამერიკას?

აწუხებს და აშფოთებს ის, რომ, თუ კონგრესი არ გადადგამს ეფექტიან ნაბიჯებს, დეკემბრის ბოლო კვირის განმავლობაში 1,3 მილიონი ადამიანი ვერ მიიღებს უმუშევრებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას შეღავათიანი პროგრამით. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანა რეცესიის პერიოდში იმყოფება და ამიტომ მოქალაქეები დაკარგავენ სამუშაოს, მათი დახმარება კი აუცილებელია.

დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება უნდა ისწრაფვოდეს ბიუჯეტის შემცირებისკენ, აშშ-ის სახელმწიფო ვალის გათვალისწინებით. ეს კიდევ ერთი, დამატებითი საკითხია, რომლის შესახებ კონგრესმენების პოზიციები გაიყო, წერს «ნიუ იორკ ტაიმსი». სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ურთიერთდაპირისპირებული პარტიების წარმომადგენლები, საეჭვოა, შეთანხმდნენ. ამ შეუთანხმებლობით კი დაზარალდება მილიონობით უმუშევარი მთელ ქვეყანაში.

მკითხველს შევახსენებ, რომ გასულ თვეში იმის გამო, რომ ვერ მოილაპარაკეს სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის შესახებ, კანონმდებლების მძევლად მთელი ქვეყანა იქცა. დაფინანსების უქონლობის გამო მთავრობამ მუშაობა 16 დღით შეწყვიტა.

შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ უკანასკნელ მომენტში შეძლო დეფოლტის თავიდან აცილება, რომელსაც ქვეყანა გლობალურ ეკონომიკურ კატასტროფამდე შეეძლო მიეყვანა. ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა დიდი ხნის ნანატრ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა მთავრობის საქმიანობის განახლებას და სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის ამაღლებას. დღეისთვის ეს ვალი თითქმის 17 ტრილიონი დოლარია.

აი, მასშტაბები ამას ჰქვია.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here