Home რუბრიკები პოლიტიკა კუჭი და ზნეობა, ანუ შევუნდოთ თუ…

კუჭი და ზნეობა, ანუ შევუნდოთ თუ…

735

ვფიქრობ, ვცდებოდით, ლამის ყველა უბედურების სათავე _ კოჰაბიტაცია მარტოდენ ჩვენი დასავლელი «მეგობრების» შემოგდებული რომ გვეგონა. არა, ტერმინის პოლიტიკური კონტექსტი ნამდვილად იქიდან «შემოგვიგდეს», მაგრამ შინაარსობრივად, ყოფით დონეზე, რომ დიდი ხანია უზნეობასთან კოჰაბიტაციას ვუყურებთ, ამაში, გასულ კვირას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ტელეეთერში ეკას მოსმენისას.

 

ეს ტელეეთერი უცნობს მიეძღვნა, მისი ერთგვარი რეაბილიტაციის მცდელობა იყო, თუმცა, უამრავი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ვფიქრობ, უცნობს სარეაბილიტაციო ბევრი არაფერი აქვს _ 7 ნოემბრის, განსაკუთრებით აგვისტოს ომობანას, შემდეგ დაზაფრული, გულგატეხილი ქართველი საზოგადოების გამოფხიზლების საქმეში, ამ ნიჭიერი შოუმენის «საკანმა»  დიდი როლი ითამაშა. პირადი მამაცობის მაგალითიც გვიჩვენა, როდესაც 6 მაისის გიორგობას პოლიციის სამმართველოს (კრაზანების ბუდეში) ეზოში ჩახტა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მისი «საკნიდან» ორგანიზებული უპრეცედენტო ხანგრძლივობის საპროტესტო აქცია, 26 მაისს გავსებული სტადიონი, რიყეზე გალიიდან ჩატარებული კონცერტი. მოკლედ, ამას დამატებული 26 მაისის სისხლიანი კალო და ეს ყველაფერი იმ კრიალოსნის მარცვლებია, რომლის გარეშე 1 ოქტომბრის რევოლუცია საარჩევნო ყუთებთან არ მოხდებოდა _ აღარაფერს ვამბობ ციხის ამაზრზენი კადრების გასაჯაროობაზე, რომელმაც მართლაც ხერხემალი გადაუმტვრია სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს!

ეკა ხოფერიას ახალ თოქშოუში, პატივეცემულ უცნობთან ერთად, ეყო თავხედობა და ეკა კახიანიც მობრძანდა. თავხედობა, რადგან, იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადა  საზოგადოებისთვის,  რბილად რომ ვთქვათ, სისუსტის (ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ) გამოჩენისა გამო, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის პირობებში, ეკა კახიანი აქეთ გადმოვიდა შეტევაზე _ ბოლოს და ბოლოს უნდა დამთავრდეს შოუბიზნესზე ზეწოლა, შავი სიების შედგენა ისევ დაიწყესო, მომღერალმა უნდა იმღეროს, დასავლეთშიც ასეა, ზოგი ერთ პარტიას უჭერს მხარს, ზოგი _ მეორეს, რა მექნა, ჭამა ხომ გვინდოდა, მაინც მეგობრებად უნდა დავრჩეთო, _ ბრძანა სააკაშვილის ფავორიტმა მომღერალმა…

კახიანისგან განსხვავებით, სააკაშვილთან მყოფ სხვა კოლაბორაციონისტ არტისტებს (მერაბ სეფაშვილს), ეყოთ ჭკუა და ბოლო მომენტში არ მივიდნენ ეკა ხოფერიას შოუში…

ნეტავი ვინ ადგენს იმ შავ სიებს, ამა თუ იმ კონცერტზე ვინ უნდა იმღეროს და ვინ _ არა, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით სჩადიან ამ საძაგლობას, _ მოსთქვამდა ეთერში ეკა კახიანი. თუ ასეთი სიები მართლაც დგება, ალბათ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მავანი არტისტები, რბილად რომ ვთქვათ, მაყურებელთა სამართლიან ობსტრუქციას აარიდონ და  ლაყე კვერცხების სეტყვისგან დაიცვან, რაც მათ ალალად ეკუთვნით, რადგან, როდესაც მთელი ერი ტიროდა, ესენი კოჰაბიტაციის რეჟიმში ფაშისტებს დითირამბებს უმღეროდნენ

მარტო ის რად ღირს, როდესაც იმ 26 მაისს, როდესაც _ «კვლავ გადარეცხეს სისხლი ქვაფენილს», მიხეილ გარეკილის საამებლად ეკას ქალიშვილმა ისეთი დასჭექა პარლამენტის წინ, სადაც ასფალტს ჯერ კიდევ სისხლის ოხშივარი ასდიოდა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს. არადა, ნინი ბადურაშვილის მიკროფონიდან ორასიოდე მეტრში, სახურავზე გარდაცვლილთა გვამები ეყარა!

ყველაზე მეტად ამაზრზენი, მაინც ბაბუამისის, ყოფილი «საბუდარელი ჭაბუკის», იმედო კახიანის საჯარო კომენტარი იყო _ დიახაც, უნდა გემღერა, შვილო, და კარგადაც იმღერეო!..

ზოგიერთებს არ უმღერიათ, მაგრამ სისხლიან რუსთაველზე, მწკრივში რომ ორდენები მიიღეს სააკაშვილის სისხლიანი ხელებიდან, სამუდამოდ ამოიშალეს თავი ქართველი საზოგადოების გულებიდან. ამოიშალეს, რადგან ოჯახები გვყავდა, გვშიოდა და რა გვექნაო?! _ უსუსური არგუმენტებია!

_ ჩვენც გვყავდა ოჯახები, ჩვენც გვშიოდა და არა მარტო გვშიოდა: გვცემდნენ, გვარბევდნენ, გვაპატიმრებდნენ, ცოცხებით გვაუპატიურებდნენგვხოცავდნენ, მაგრამ ქაქის ჭამა არ დაგვიწყია!

იგივე კოჰაბიტაცია მიდის ე.წ. ჟურნალისტთა კორპუსში _ იქაც გამოჩნდნ «ნამეტნავად» ლიბერალი ჟურნალისტები, რომლებიც სააკაშვილის მონა «ჭურნალისტებს» 9-წლიანი სიცრუის გამო იმავე «არგუმენტებით» ამართლებენ და ჩვენც, იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც სიმართლეს არ ვუღალატეთ, კოლეგიალობისკენ მოგვიწოდებენ! არა და არა, ბატონო «ჰუმანისტებო», მას კოლეგას ვერ ვუწოდებ, ვინც გაყიდა სული თვისი: კვესიტაძეები, პაიჭაძენი, გოგოტიშვილები და ა.შ. მათი სახელიც ლეგიონია, არანაკლებ (იქნებ მეტადაც?) დამნაშავენი არიან იმ 9-წლიან კოშმარში, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ გამოიარა, ვიდრე თავად ამ ქართველთმოძულე რეჟიმის შემქმნელნი!

არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა ე.წ. მეგობრობასა თუ მეგობრებზე, რომლებიც თურმე პოლიტიკამ ერთმანეთს დროებით გადაჰკიდა და ახლა თურმე საყოველთაო შერიგების (თუ კოჰაბიტაციის?) დრო დამდგარა!

ვინ ვის შეურიგდება თუ ჩაეხუტება, ეს ყველას პირადი საქმეა, მაგრამ ამ ხალხმა საერთოდ იცის, რას ნიშნავს მეგობრობა, ძმაკაცობა? ერთ კლასში თუ საბავშვო ბაღში ყოფნა აპრიორი არ ნიშნავს ძმაკაცობას თუ დაქალობას!

მეგობარი სულის ნაწილიაო, _ მამა მასწავლიდა…

ორი სუბიექტის მეგობრობის საფუძველი, პირველ რიგში, ზნეობრივ ღირებულებათა თანხვედრაა და, თუ ამას ერთად გატარებული ბავშვობაც ადუღაბებს, ამას რაღა სჯობს?! და პირიქით, შეიძლება ხნიერ ასაკში გაიცნო კაცი და «ფუთი მარილის უჭმელად» საერთო ფასეულობებმა ისე დაგაძმაკაცოს, რომ ე.წ. სიყრმის მეგობრობასთან გააიგივო!

ანუ შეიძლება იმ ხალხის მეგობრობა, რომელთაგან ერთს, მაგალითად, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე უზის სულში და მეორე ერეკლე დეისაძეს, ზაზა ბურჭულაძეს და ა.შ. სხვა ხლისტების «შემოქმედებას» ეთაყვანება? ვიცი, იქნებ ზედმეტად ვუტრირებ, მაგრამ მკითხველი, ალბათ, მიმიხვდება სათქმელს _ რომელ მეგობრობაზე, მითუმეტეს შერიგებაზე შეიძლება საუბარი, როდესაც ერთი მთელი არსებით ებრძვის (ებრძოდა) სააკაშვილის ნეოლიბერალურ (პედერასტულ) იდეოლოგიას და მეორეს სწორედ ეს იდეოლოგია მიაჩნია დემოკრატიის უმაღლეს გამოვლინებად? ან კიდევ უარესი _ შინაგანად სხვანაირად ფიქრობდე, მაგრამ იმიტომ, რომ ოჯახი გყავს სარჩენი, სისხლიან რეჟიმს «ჩემი გმირი გიწოდე» უმღერო!

რა ვქნა, სხვაგვარად არ მესმის და ღმერთმა დამიფაროს სხვაგვარად ფიქრისგან. ამ წერილის გამო იქნებ მავანმა მორალისტობაც დამწამოს და ამიტომ ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი _ სხვაგვარად არ მიცხოვრია!!!

ეს ფიქრები სწორედ მაშინ  წამომეშალა, როცა ეკა კახიანი უცნობს მარადიულ მეგობრობას ეფიცებოდა, რასაც აშკარად შეცბუნებულები, უხერხულად უყურებდნენ სტუდიაში მყოფი ნატო მეტონიძე და, დარწმუნებული ვარ, სტუდიის მიღმა მყოფი სხვა დისიდენტი და ამიტომაც რეჟიმის მიერ შერისხული ბრწყინვალე შემსრულებლებიც.

სხვათა შორის, მსგავსი უხერხულობა ემჩნეოდა გადაცემაში ტელეფონით ჩართულ ვაჟკაც არტისტს, ზაზა პაპუაშვილს, რომელმაც არც კი ახსენა ეკა კახიანი…

არა, არავის სამუდამო შეჩვენებას არ ვითხოვ, მაგრამ ერთი პირობით: ჟურნალისტი ხარ თუ მომღერალი, ერი თუ ბერი, საკუთარი მიქარვების გამართლებას კი ნუ ცდილობ, მითუმეტეს «კუჭის ფილოსოფიით», არამედ უნდა გეყოს ვაჟკაცობა საკუთარი დანაშაულების (და არა შეცდომების) აღიარებისთვის და ბოდიში მოუხადო საზოგადოებას!

ჰოდა, იქნებ შეგინდოს კიდეც

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. როგორზ ყოველტვის ბატო-დავით, ძლიერი კი არა უძლიერესი პუბლიცისტი ბრძანდებით….წარმატებები.

  2. აუუუ როგორ მომფხანა გული ამ სტატია ზუსტად ასეა და არ გამოვა სამუდამოდ დაკარგეს ამ უსინდისო ოჯახმა საზოგადოებაში ადგილი მაგრამ რათ გინდათ ახლა ცეკვავენ ვარკვლავებში ერთი ადგილის ქნევას უნდა ვუყუროთ მიშან ნაშუჩკების

  3. თვითონ ხომ კარგად იყვნენ და სხვები არ ეკიდაათ? თეთრ სიაში იყვნენ შეყვანილები, შავ სია არ ანაღვლებდათ. კი არიან ღირსები ეხლა ეგენი იყვნენ სავ სიაში მაგრამ ჩვენც მაგათ ხომ არ დავემგვანებით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here