Home ახალი ამბები კალაძე: პედაგოგები ვალდებულები არიან ყოველწლიურად გაირონ შემოწმება და შესაბამისად, ეს მკაცრი მოთხოვნაა

კალაძე: პედაგოგები ვალდებულები არიან ყოველწლიურად გაირონ შემოწმება და შესაბამისად, ეს მკაცრი მოთხოვნაა

კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პედაგოგები ვალდებულები არიან ყოველწლიურად გაირონ შემოწმება და შესაბამისად, ეს მკაცრი მოთხოვნაა.

მერის განმარტებით, ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა ადამიანთან, ვისაც ტუბერკულოზი დაუდგინდა, უნდა გაიაროს შემოწმება. შემოწმების ხარჯებს კი თავის თავზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აიღებს.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ტუბერკულოზის ცენტრთან და შევთანხმდით, რომ ყველა მშობელი მიიყვანს პატარებს შესამოწმებლად და მასწავლებლებიც გაივლიან შემოწმებას. რაც შეეხება პრევენციას, პედაგოგები ვალდებულები არიან ყოველწლიურად გაირონ შემოწმება ამ მიმართულებით და შესაბამისად, ეს მკაცრი მოთხოვნაა,”- განაცხადა კალაძემ.

თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, რის გამოც, პრევენციის მიზნით, იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დღეს გაავრცელა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here