Home ახალი ამბები პატრიარქი : “ჩვენთან არს ღმერთი” როცა ამას ამბობთ, დიდი ყურადღებით უნდა...

პატრიარქი : “ჩვენთან არს ღმერთი” როცა ამას ამბობთ, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან უნდა ამოვიდეს

830

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ “იესო ტკბილის” პარაკლისი გადაიხადა. 

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სიტყვების “ჩვენთან არს ღმერთი” მნიშვნელორბაზე ისაუბრა.

“ეს სიტყვები – “ჩვენთან არს ღმერთი” ბიბლიიდანაა. თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას უფალს შესთხოვა, რომ თითოეულმა მლოცველმა მისი თხოვნის შესაბამისად მიიღოს.

“ღმერთმა ისმინოს ლოცვა ჩვენი, “ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, ამინ”, – ბრძანა უწმინდესმა.

პარაკლისის დროს პარტიარქმა ტაძარში მყოფი პატარები მიიწვია. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატარებს ტკბილეული დაურიგა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here