Home რუბრიკები ისტორია ფაშიზმის აპოლოგია

ფაშიზმის აპოლოგია

749

საბჭოთა კავშირის სამამულო ომის 70 წლის იუბილემ, რომელიც 2011 წლის 22 ივნისს აღინიშნა, ჩრდილოატლანტიკური ორიენტაციის ძალებს ისეთი გამოსვლებისკენ უბიძგა, რომლებიც ეწინააღმდეგება არა მარტო თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების მიერ ნაციზმისა და ქსენოფობიის ყველა ფორმის მიუღებლობას, არამედ სამართლებრივ ნორმებსაც, რომლებიც ნიუნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა დაამტკიცა.

რუმინეთის პრეზიდენტმა ტროიან ბესესკუმ ახლახან განაცხადა, რომ მთლიანად მხარს უჭერს მარშალ ანტონესკუს 1941 წლის 22 ივნისს გაცემულ ბრძანებას მდინარე პრუტზე სსრკ-რუმენის საზღვრის გადალახვის შესახებ: “მე რომ იმ ისტორიულ მომენტში ვყოფილიყავი, ასეთსავე ბრძანებას გავცემდი იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა მოკავშირე და უნდა დაგვებრუნებინა ტერიტორია”.
გასაგები მიზეზების გამო ბესესკუმ არჩია, არ გაეხსენებინა, რომ მეფის რუმინეთის მოკავშირე იყო ნაცისტური გერმანია, ხოლო ანტონესკუს რეჟიმი იმის დაბრუნებას ლამობდა, რაც იმთავითვე მას არ ეკუთვნოდა და ბუქარესტის მიერ 1917 წლის დეკემბერში იყო ანექსირებული. ლაპარაკია ბესარაბიაზე, რომელიც საბჭოთა კავშირმა 1940 წლის 28 ივნისს დაიბრუნა. ტროიან ბესესკუს არ სურს იმის გაგება, რომ პროფაშისტურმა დიქტატორმა (კონდუკეტორმა) იოან ანტონესკუმ თავისი თანამემამულეები მძარცველური ლაშქრობისთვის დაძრა, რომ იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა მესამე რაიხის პირველ პირებთან, რომლებიც ნიუნბერგში გაასამართლეს, მათ შორის, _ ხსენებული მარშალიც, რომელიც ტრიბუნალმა სამხედრო დამნაშავედ მიიჩნია და დახვრეტილ იქნა.
გერმანიის სატელიტ ქვეყნებს შორის რუმინეთმა ყველაზე დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჩააყენა ფაშისტური ბლოკის რიგებში _ 340 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი. ნიუნბერგის პროცესის მასალებში დაფიქსირებულია ანტონესკუს განცხადება, რომელმაც ერთ-ერთ გერმანელ გენერალთან საუბრისას გაიჟღერა, კერძოდ, თქვა, რომ მისმა ქვეყანამ იმაზე გაცილებით მეტი დივიზია გამოიყვანა, რასაც მისგან გერმანიის სარდლობა მოითხოვდა.
საბჭოთა კავშირი ომის დაწყების შემდეგაც რუმინელ ხელმძღვანელებს გონზე მოსვლის შესაძლებლობას აძლევდა და მოუწოდებდა გამოსულიყო აგრესორთა ბანაკიდან. სსრკ თავდაცვის სახალხო კომისრის #2 დირექტივა, რომელიც 1941 წლის 22 ივნისის 7 საათსა 15 წუთზე გაიცა, შეიცავდა განსაკუთრებულ პუნქტს: “ფინეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებულ მითითებამდე საჰაერო თავდასხმა არ განხორციელდეს”. 24 ივნისს კი ვიაჩესლავ მოლოტოვმა მიიწვია რუმინეთის დესპანი გაფენკუ და განუცხადა, რომ არავითარი აზრი არ ჰქონდა რუმინეთის მიერთებას გერმანელი ბანდიტებთან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ”. ამასთან, გააფრთხილა, რომ მისი მთავრობა პასუხს აგებს ამ აგრესიის შედეგებზე.
მაგრამ თავდაპირველი წარმატებების ფონზე აღმოსავლეთის მიმართულებით მოსკოვის გაფრთხილება რუმინელმა მმართველებმა არად ჩააგდეს. მხოლოდ 1944 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მეფე მიხაიმ ხელისუფლებას მოაცილა ანტონესკუ და გუშინდელ მოკავშირეს _ გერმანიას ომი გამოუცხადა. 1941 წლის ივნისის დღეებში კი მადლობას უხდიდა ფრონტზე მყოფ კონდუკეტორს (“წარსული  დიდების სიხარულის მინიჭებისთვის”. “ყოფილი დიდება” დიქტატორმა გაამდიდრა საბჭოთა მოქალაქეების მასობრივი დახოცვით. “მოსახლეობის მხრიდან უმნიშვნელო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში _ ადგილზევე დაიხვრიტონ. დახვრეტილთა გვარები გამოქვეყნდეს… ბესარაბიის მოსახლეობა შემოწმდეს, საეჭვოები და ისინი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ გამოდის, უნდა განადგურდნენ… არც ერთი ებრაელი არ უნდა დარჩეს სოფლად და ქალაქად, ისინი ბანაკებში უნდა იქნენ ინტერნირებული…” ასეთი მითითება მისცა ანტონესკუმ საოკუპაციო ადმინისტრაციას. სხვადასხვა მონაცემებით, რუმინეთის მიერ ოკუპირებული მოლდოვის, დნესტრისპირეთის და უკრაინის ტერიტორიებზე 1941-1944 წლები 380-დან 600 ათასამდე ებრაელი გამოასალმეს სიცოცხლეს. მასობრივად გაანადგურეს რუსები, მოლდოველები, ბოშები, სხვა ეროვნების მშვიდობიანი მოსახლეობა.
სამხედრო დამნაშავის გამართლებას რუმინეთში ადრეც ცდილობდნენ. მაგალითად, ანტონესკუს შვილისშვილის სარჩელის საფუძველზე ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ ფაშისტი დიქტატორის რეაბილიტაცია მოახდინა. მასთან ერთად გაამართლა ტრანსნისტრიის გუბერნატორი, ანტონესკუს ვაჟი გეორგე ალექსიანუ და მარიონეტული მთავრობის 22 მინისტრი. მაგრამ რუმინეთის უმაღლესმა საკასაციო პალატამ 2008 წლის გადაწყვეტილებით იონ ანტონესკუს და მისი მთავრობის წევრების რეაბილიტაცია გაუქმდა _ ისინი მიჩნეულ იქნენ დამნაშავეებად, რადგან “შეგნებულად ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულობანი სსრ კავშირის ხალხთა წინააღმდეგ”.
ბესესკუმ აღიარა, რომ ფაშისტი დიქტატორის იდეური მემკვიდრეა, როცა მიზანშეწონილად მიიჩნია მეორე მსოფლიო ომის შედეგების რევიზია, რომლებიც საერთაშორისო სამართლით არის დაფიქსირებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში ამასთან დაკავშირებით ნაქვამია: “სავსებით ნათელია, რომ ასეთი უსირცხვილო თავხედობა, რითაც ამართლებენ ფაშისტურ აგრესიას და შებღალავენ ნაციზმის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას, სრულიად დაუშვებელია და ადეკვატურად უნდა შეფასდეს ცივილიზებული ევროპის მიერ”.
თავიანთი პრეზიდენტი რუმინეთის პრესამაც გაამათრახა. დღეს წარმოუდგენელია, რომ პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპის რომელიმე ლიდერმა მშვიდად განაცხადა ის, რაც ტროიან ბესესკუმ იკადრა, _ იმ დროს რომ ეცოცხლა, ჰიტლერს გაჰყვებოდა, _ წერს გაზეთი Adevarul. “როცა შენ დღეს ლაპარაკობ, რომ ჰიტლერს გაჰყვებოდი, უნდა გესმოდეს, როგორ იფეთქებს ეს განცხადება ადამიანების შეგნებაში იერუსალიმში, მოსკოვსა და სხვა დედაქალაქებში”.
მაგრამ “ცივილიზებული ევროპის” მხრიდან რეაქციის დაგვიანებამ გაათამამა პრეზიდენტის უფლებებით აღჭურვილი რევანშისტი, ასე პროვოკაციულად რომ მოქცეულიყო.
ასეთი პროვოკაციები, რომელთა გამო XX საუკუნის 40-იან წლებში მსჯავრდებულთა სკამზე შეიძლება აღმოჩენილიყვნენ, დღეს გახშირდა, განსაკუთრებით, ევროკავშირის ახალწვეულთა მხრიდან. მოწოდებებიც და ქმედებაც.
წლევანდელ 1 ივლისს რიგაში ნეონაცისტური მსვლელობა გაიმართა, ფაშისტურ, სვასტიკიან ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს რასისტული შინაარსის პლაკატები მოჰქონდათ. ამის საწინააღმდეგო განცხადებებს ლატვიის ხელისუფლება არც გამოხმაურებია. 2011 წლის გაზაფხულზე ოფიციალურმა რიგამ კვლავ განაცხადა, რომ შშ-ის ლატვიელი ლეგიონერები უდანაშაულოები არიან.
“ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები”, ისეთები, როგორიც ეუთოა, დღეს დაკავებულები არიან იმით, რომ მოსახლეობას ჩაუნერგონ სტალინიზმისა და ჰიტლერიზმის იდენტურობა, საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის თანაბარი ბრალეულობა მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების გამო. ამგვარი ქიმერების გასავრცელებლად რევანშისტები და ნეონაცისტები “ახალგაზრდა ევროპის დემოკრატიებიდან” შესანიშნავი იარაღია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here