Home რუბრიკები პოლიტიკა 2008 წლის აგვისტო _ ქართული სახელმწიფოებრიობის ტრაგედია

2008 წლის აგვისტო _ ქართული სახელმწიფოებრიობის ტრაგედია

163

არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისორგანიზებით 2009 წლის 3 აგვისტოს თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “2008 წლის აგვისტო _ ქართული სახელმწიფოებრიობის ტრაგედია: მიზეზები და შედეგები”, რომელშიც მონაწილეობდნენ ექსპერტები, ჟურნალისტები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს შექმნილი ვითარება, რომელიც უახლესი წარსულის ტრაგიკულ მოვლენებთან იყო დაკავშირებული.

დღეს გვინდა მკითხველის სამსჯავროზე კიდევ ერთხელ გამოვიტანოთ ამ ღონისძიების მიმოხილვა და მაშინ გამოთქმული მოსაზრებები. 13 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ მოაზროვნე ადამიანმა ცივი გონებით გააანალიზოს მოვლენები. მართლები ვიყავით თუ არა ჩვენ აგვისტოს ტრაგედიის შეფასებისას, დაე, ჩვენმა პატივცემულმა მკითხველმა განსაჯოს.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა “ისტორიული მემკვიდრეობის” თავმჯდომარემ ტარიელ გაგნიძემ:

“რა იყო აგვისტოს ომი? ამ შემთხვევაში ორი შედეგი გვაქვს: საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, სამაგიეროდ, ხელისუფლებამ მიიღო გულუხვი ძღვენი ყბადაღებული ფინანსური დახმარებების სახით. მათ გარდა სხვას ვის დაეტყო, რომ ქვეყანამ დახმარება მიიღო?

დომინირებს ამერიკული დიქტატი და ამერიკული გავლენა საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ნატო ისეთი ორგანიზაციაა, რომელშიც კი არ შედიხარ, არამედ გიღებენ. უკვე რამდენიმე წელიწადია, ნატოში შესვლა ჩვენი სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორია. თუკი ნატოში გიღებენ, ე.ი. მას რაღაცაში სჭირდება, აბა, ისე რატომ მიგიღებს?! თუკი ამერიკელებს ჩვენი იქ შეყვანა უნდათ, ესე იგი ეს რაღაცაში სჭირდებათ. ამ დროს ლოგიკურად ჩნდება კითხვა: კარგი, ამერიკელებს სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება? ეს კითხვა რომ არ გაჩნდეს, ამიტომ დაგვისვეს ხელისუფლებაში ყოვლად უზნეო, ამორალური ადამიანები, რომელთათვისაც წმინდა არაფერი არსებობს _ არც სამშობლო, არც ღირსება და სხვა ამისთანა ცნებები. ასეთი ხალხი წამოგვასვეს თავზე და გვითხრეს, რომ ესენი იქნებიან ჩვენი ხელისუფლები. სწორედ ამ პოლიტიკის და ამ პროცესების ერთ-ერთი გამოძახილია აგვისტოს მოვლენები. ამასთან, ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ იკითხა, _ კარგი, სააკაშვილი წავიდა, ვინ და რა ძალები მოდის? ჩვენ რომ საშველი დაგვადგეს და ჩვენი ცხოვრება და პოლიტიკა უკეთესობისკენ შეიცვალოს, საჭიროა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების გააზრება. საამისოდ, უპირველესად, სურვილი და მისწრაფება უნდა გქონდეს, შემდეგ _ უნარი და შესაძლებლობა. ეს რომ დაგიჯერონ, პოლიტიკურ ძალას ვგულისხმობ, საქართველოს მოსახლეობის ნდობა უნდა გქონდეს, უპირველესად; ასევე, იმათი, ვისთანაც უმძიმესი კატასტროფული პრობლემების გადაჭრაზე მოგიწევს მუშაობა და საუბარი (რუსეთს, შემდეგ კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვგულისხმობ).

გვინდა თუ არა, საკითხი ზედაპირზე დევს და პროპაგანდისტული შენიღბვა და გაქარწყლება ვეღარ უშველის. რუსეთთან ურთიერთობაზეა ყველაფერი მიბმული და მისგან მომდინარეობს. თუკი რუსეთი არ დაგელაპარაკა, არ მოგისმინა, თუკი შენი ნდობა არ აქვს, რომც დაგელაპარაკოს, წყლის ნაყვა იქნება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ მიგიღებენ და მოგისმენენ აფხაზები და ოსები, დაგიჯერებენ თუ არა. შეიძლება ფორმალურად მიიღონ და გარკვეული დიალოგიც გამართონ სააკაშვილი #2-თან, მაგრამ შედეგი რა იქნება? _ ეს დიალოგიც შეწყდება.

ჩვენმა ე.წ. ოპოზიციამ რა გააკეთა ისეთი, რითაც ხელისუფლებაზე თუნდაც მისხალით მაღლა დამდგარიყო? _ არაფერი! მიშა ცუდია, ეს ყველამ იცის, ოპოზიციას არც ერთი პრინციპული და ხელისუფლების მიდგომებისგან განსხვავებული საკითხი არ დაუსვამს. ჩვენ ისევ ვისმენთ დემაგოგიურ ტერმინოლოგიას ნატოში შესვლაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ამერიკულ ფასეულობებზე და ა.შ.

ამიტომ დღეს ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და საქართველოს მომავლისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს პოლიტიკურ ასპარეზზე ისეთი ძალის გამოჩენა, რომელსაც შესწევს უნარი და აქვს სურვილი, პრინციპულად გაიაზროს საქართველოს სასიცოცხლო მოთხოვნილებები, პრაქტიკულად და პრაგმატულად მიუდგეს აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას.

ამ ძალას უნდა ენდობოდნენ და ანგარიშს უწევდნენ რუსებიც, აფხაზებიც და ოსებიც. სხვანაირად არც მოლაპარაკებები გაიმართება, არც შედეგი დადგება, ხოლო ჩვენი ტრაგიკული და კატასტროფული მდგომარეობა გაღრმავდება და იქამდე მივა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვექნება.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა შეხვედრის დასასრულს მიიღეს დასკვნითი განცხადება:

მრგვალი მაგიდის მონაწილეები, განვიხილეთ რა უკანასკნელ წლებში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებები, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური სვლები, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მისი შემდგომი პერიოდი, მივედით დასკვნამდე, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები წლების მანძილზე მზადდებოდა ხელისუფლების მიერ. ამაზე მეტყველებს სააკაშვილის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებები ნებისმიერი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე; სამხედრო ბიუჯეტის, ტექნიკისა და იარაღის შესყიდვის მუდმივი ზრდა; უცხოელ სამხედრო სპეციალისტთა საიდუმლო მოწვევები, ძირითადად, ისრაელიდან და აშშ-დან (მოგვიანებით თვითონ ისრაელმა აღიარა მათი საქართველოში ყოფნა, ოღონდ მიუთითა, თითქოს ისინი გადამდგარი სამხედროები იყვნენ და სახელმწიფო სამსახურთან კავშირი არ ჰქონდათ); 2006 წლის ზაფხულში, თავდაცვის მინისტრად ოქრუაშვილის ყოფნის დროს, საომარი ოპერაციის მცდელობა სამხრეთ ოსეთში; ოქრუაშვილის განცხადება ცხინვალში ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით; სანაკოევის მარიონეტული ხელისუფლების შექმნა; სხვადასხვა სახის მუდმივი პროვოკაციები რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ (მათი დაკავება გამოგონილი საბაბით, ტექნიკაზე საღებავის გადასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა) და ა.შ;

ანალოგიური პროვოკაციები ხორციელდებოდა აფხაზეთის მიმართულებით: კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა, იქ სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო კონტინგენტის შეყვანა, განმუხურში ახალგაზრდული ბანაკის შექმნა, რუს მშვიდობისმყოფელებთან შეტაკებები, მათ შორის, სააკაშვილის მონაწილეობითაც (კამერების წინ);

იმავეს მოწმობს სისტემატური უარი ძალის არგამოყენების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე.

კონფლიქტების დარეგულირების სურვილის არქონაზე აშკარად მეტყველებს ისიც, რომ ამ მიმართულებით მუშაობდნენ ადამიანები, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ აფხაზეთთან (ხაინდრავა, მალაშხია, იაკობაშვილი და სხვ.) და ამ დროს ხალხი, ვინც იქ დაიბადა, ცხოვრობდა, საქმიანობდა, აქვს ნათესაური და მეგობრული კავშირები, დარეგულირების პროცესს არ გააკარეს.

მიმდინარეობდა გამალებული ანტირუსული პროპაგანდისტული კამპანია, შეურაცხმყოფელი გამოხტომები რუსეთის ხელმძღვანელების მისამართით;

დამკვიდრდა ქედმაღლური დამოკიდებულება აფხაზი და ოსი მხარეებისადმი, მათი ხელმძღვანელების, ისტორიისა და კულტურის სფეროს მოღვაწეების შეურაცხყოფა (მაგ., იაკობაშვილის ინტერვიუ პირველ არხზე, სადაც ის, რეინტეგრაციის მინისტრი (!), აცხადებს, რომ არ იცის და არც არავითარი სურვილი აქვს, იცოდეს ოსეთის ხელმძღვანელთა ვინაობა);

ჯიუტი დეკლარირება ნატოში შესასვლელად კურსის უცვლელობისა, რაც გამორიცხავდა რუსეთის დაინტერესებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში და აფხაზებისა და ოსების სწრაფვას რეინტეგრაციისადმი.

ამჟამინდელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ სამხედრო მოქმედებები რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ დაიწყო, სასაცილო და უსაფუძვლოა: სრულიად საწინააღმდეგოზე ლაპარაკობს მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივნის . ლომაიას 8 აგვისტოს გაკეთებული განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, ასევე, გენერალ ყურაშვილის ანალოგიური განცხადება. 7 აგვისტოს მთელმა ქვეყანამ ნახა ცხინვალისკენ მიმავალი ჯარისკაცებით სავსე ასობით ავტომანქანა და ათეულობით სამხედრო ტექნიკა. ყველაფერი ეს დაფიქსირებულია, ცნობილია ევროკავშირის კომისიისათვის და ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

ძალისმიერი მეთოდებით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლო შედეგები ცნობილი იყო ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. ამის თაობაზე არაერთხელ ითქვა საინფორმაციო საშუალებებში (პოლიტოლოგ . ჭაჭიასა და . კლიმიაშვილის, აკადემიკოს . ჯაველიძის სტატიები და ტელეგამოსვლები, . ხიდირბეგიშვილის სტატიები).

რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთგზის განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში რუსეთი ვერ დარჩებოდა მაყურებლის როლში. 2008 წლის ივლისში კ. რაისის ვიზიტს თბილისში მოჰყვა დ. მედვედევის ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ, თუ საქართველო კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრას შეეცდებოდა, რუსეთი იძულებული იქნებოდა, ჩარეულიყო. ამას მოჰყვა მორიგი მოწოდება ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, რომელიც კვლავ უპასუხოდ დარჩა.

მრგვალი მაგიდის მონაწილენი აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას გეოპოლიტიკურად ყოველთვის არახელსაყრელად მიაჩნდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არსებობა. რუსეთისთვის ოპტიმალურ ვარიანტად რჩებოდა ერთიანი, მეგობრული საქართველო, რომლის ტერიტორიიდან რუსეთს არასდროს დაემუქრებოდა სამხედრო ან ტერორისტული საშიშროება. ამის დაამტკიცებლად ისიც საკმარისია, რომ დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგაც ვ. პუტინმა კატეგორიული უარი თქვა, ეცნო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რუსეთი ამას არც ახლა აკეთებს დნესტრისპირეთსა და ყარაბაღთან მიმართებაში. რუსეთის ამ პოზიციის პასუხად სააკაშვილი გამუდმებით ნატოში შესვლისკენ სწრაფვაზე ლაპარაკობდა (რითაც ხაზი გადაუსვა რუსეთისათვის მისაღებ ვარიანტს _ ერთიანი და მეგობრული საქართველო) და სამხედრო ძალით თავს დაესხა რუს მშვიდობისმყოფელებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებს.

ცხადია, რომ რუსეთის პასიურობას 2008 წლის აგვისტოში მოჰყვებოდა ჩრდილოკავკასიელი ხალხების სრული იმედგაცრუება რუსეთის შესაძლებლობაში _ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, ჩრდილოეთ კავკასიაში ანტირუსული განწყობილების და სეპარატისტული ტენდენციების აფეთქება, მასობრივი მღელვარებები, ჩრდილოკავკასიელ მოხალისეთა რაზმების გადმოსვლა აფხაზთა და ოსთა დასახმარებლად, პარტიზანული მოქმედებების გაშლა და, საბოლოო ჯამში, მასშტაბური კავკასიური ომი, რომელიც შეიწირავდა საქართველოს. ამ ომის რომელიღაც ეტაპზე საჭირო გახდებოდა მასში დიდი სახელმწიფოების, ასევე, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობაც.

მრგვალი მაგიდის მონაწილენი ხაზს უსვამენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველანაირად აქეზებდა სააკაშვილს ამ ავანტიურის ჩასადენად. ამ მხრივ ჯორჯ ბუშის მარტო ერთი განცხადება რად ღირს, როცა მან რუსებს წითელი ხაზი “გაუვლო” კავკასიის ქედზე და “აუკრძალა” მასზე გადმობიჯება. გავიხსენოთ კ. რაისის ვიზიტი ომის წინ, მ. ბრაიზას აქტიურობა, საფრანგეთის პრეზიდენტის ნ. სარკოზის ნათქვამი, როგორ ურჩევდა ჯ. ბუში, რუსების თბილისში შესვლამდე მოსკოვში არ ჩასულიყო. უკვე 8 აგვისტოს შემდეგ თვითონ რაისი, ბრაიზა და აშშ ელჩი რუსეთში მრავალჯერ ცდილობდნენ თავისმართლებას, ამისათვის ბრაიზა მოსკოვშიც კი იყო ჩასული.

ეს ომი ამერიკისთვის ხელსაყრელი იყო შემდეგ გარემოებათა გამო:

_ მოწმდებოდა რუსეთის მზაობა, ადეკვატური რეაგირება მოეხდინა მისი სტრატეგიული ინტერესების ზონაში სამხედრო ჩარევაზე;

_ საქართველოთავისუფლდებოდაკონფლიქტური ტერიტორიებისაგან, რომელთა არსებობა ხელს უშლიდა ნატოში მის შეყვანას. სამხრეთ ოსეთის დამორჩილების შემთხვევაში ეს მოახდენდა აფხაზეთის დაკარგვის კომპენსირებას (რაისის 2008 წლის ივლისის ვიზიტამდე სააკაშვილის მიზანი აფხაზეთი იყო, შემდეგ გადაერთვნენ სამხრეთ ოსეთზე. ეს კარგად ჩანდა 2008 წლის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდის ინფორმაციებიდან).

_ არც აფხაზეთი, არც სამხრეთ ოსეთი ამერიკას სტრატეგიულად არ სჭირდება;

_ მილსადენები იქ არ გადის, აეროდრომები ნატოს ბაზების განსათავსებლად ან ირანთან ომის შემთხვევაში საქართველოს სხვა ნაწილებში მდებარეობს, ჩრდილოეთ კავკასიაში სხვადასხვა სახის ექსცესების პროვოცირება კი აქედანაც შეიძლება;

_ რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში კავკასიის მტრად ცხადდებოდა და მასშტაბური ინფორმაციული ომის სამიზნე ხდებოდა, ხოლო აშშ ჩაგრულთა მეგობრად და დამცველად წარმოგვიდგებოდა.

ზოგადად, ამ ომის შედეგები ასეთია: ასეულობით დაღუპული, ათიათასობით უსახლკაროდ და საარსებო სახსრების გარეშე დარჩენილი დევნილი; ქართველებმა დაკარგეს სამშობლოს ნაწილი.

დღეს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მარაზმი გრძელდება:

ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს, ტერიტორიების დაკარგვით დამთავრებულ ომს გამარჯვებად გვასაღებს, არ წყდება ფუჭი დაპირებები ტერიტორიების დაბრუნებაზე (ამჯერად, მშვიდობიანი გზით), ისევ აშშ-ს მითიური დახმარების იმედად ყოფნა, ბაიდენის ჩამოსვლის გარშემო ატეხილი სამარცხვინო აჟიოტაჟი, ანტირუსული ისტერიის ახალი ტალღა და ა. შ. უცვლელად მუსირებს შევარდნაძე-სააკაშვილის ბოლომდე გაკოტრებული თეზისი “დასავლეთი გვიშველის!”. ყველასათვის ნათელია პრეზიდენტის არაჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობა, პოლიტიკური ელიტის, მათ შორის, ოპოზიციის დილეტანტიზმი და ინტელექტუალური არასრულფასოვნება, სახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებების სიცრუე და ორპირობა.

არც ერთ პოლიტიკურ ძალას სიმართლის დანახვა არ უნდა: აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი დაკარგულია და დღევანდელი პოლიტიკის გაგრძელება სხვა რეგიონებში სეპარატისტული ტენდენციების შემობრუნებით ემუქრება, საქართველოს ნგრევის პროცესი გაგრძელდება ასეთი პროგნოზებისას ვითვალისწინებთ ფრიად დაძაბულ მდგომარეობას ჯავახეთში და ქვემო ქართლში, ასევე, თურქეთის აქტიურობას აჭარაში, ავტონომიის გარანტის სტატუსს რუსეთთან ერთად (ჩვენი მტრობის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია, გამოვიდეს ყარსის ხელშეკრულებიდან, რითაც კარს გაუღებს თურქეთს აჭარაში).

არსებული სიტუაციიდან გამოსავალს მრგვალი მაგიდის წევრები შემდეგში ვხედავთ:

_ ქართველმა საზოგადოებამ უარი უნდა თქვას დამღუპველ საგარეოპოლიტიკურ კურსზე, აშშ მითითებების მონურად და ბრმად შესრულებაზე, უნდა გათავისუფლდეს მარიონეტული ხელისუფლებისგან;

_ უნდა გავაცნობიეროთ ელემენტარული ჭეშმარიტება: საქართველოს ყველა ძირითადი პრობლემა _ ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური წინსვლა, მეზობელ ხალხებთან დამოკიდებულება _ პირდაპირაა დამოკიდებული რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დონესა და ხარისხზე;

_ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენა; მისი, როგორც დაინტერესებული მხარის, მონაწილეობა აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირ დიალოგში, ინტეგრაციის ახალი ფორმების მოსაძებნად ერთობლივი მუშაობა, ახალი ეროვნულსახელმწიფოებრივი პროექტი ჩვენი ხალხების ერთობლივი ცხოვრების უზრუნველსაყოფად;

_ ამ ამოცანათა რეალიზაციისათვის უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს, მოიპოვოს რუსეთის ხელმძღვანელობის, აგრეთვე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალთა ნდობა და რომელიც შეძლებს, შეიმუშაოს საქართველოს ეროვნულსახელმწიფოებრივი განვითარების თვისებრივად ახალი სტრატეგია, დაეყრდნობა რა ისტორიულ გამოცდილებას, ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, ქართველი ხალხის სოციალურკულტურულ თავისებურებებს.

. თბილისი

2009 წლის 3 აგვისტო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here