Home რუბრიკები პოლიტიკა 14 ივლისს გამოჩნდება რანი ვართ, რანი ვიქნებით

14 ივლისს გამოჩნდება რანი ვართ, რანი ვიქნებით

ყველანი “ქართველთა მარშზე”!

3353
ეკლესიის წაბილწვა პალესტილენის მიერ

დილას ოქრო ხარ, სტუმარო,

საღამოს ვერცხლად იქცევი,

თუ კიდევ დაგიგვიანდა,

სპილენძად გადაიქცევი

ქართული ფოლკლორიდან

დიდხანს ვფიქრობდი, რით, საიდან დამეწყო წინამდებარე წერილი და, აჰა, ჩემს ყოყმანს წერტილი დაუსვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ, მთვრალი პალესტინელი ნაბიჭვარი წიხლით როგორ ანგრევს პლეხანოვზე (მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კუთხეში) მდებარე ალექსანდრე ნეველის ტაძრის კარს.

საქართველოს ამ “სტუმარმა” შეაღწია რა ტაძრის ეზოში, შეურაცხყო იქ არსებული საფლავები, მათ შორის, მამა ვიტალის სასწაულმოქმედი სამარე. საბედნიეროდ, დროულად გამოჩნდა მადლიანი ქართველი და, რომ იტყვიან, თავ-ყბა დაულეწა დაუპატიჟებელ სტუმარს, რომელსაც მოგვიანებით მოსულმა პატრულმა ბორკილები დაადო, მაგრამ ჩვენმა ჰუმანურ-ტოლერანტულმა სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა აკმარა პალესტინელ ნაძირალას.

აბა, რა უნდა ექნა?!

ჩვენ ხომ ვაჟას “სტუმარ-მასპინძლის” “ტოლერანტული” საქართველო ვართ და არა “ველური” რუსეთი, რომელმაც ეკლესიის შეურაცხმყოფელი “პროსტიტუტკების” როკ-ჯგუფი, მიუხედავად “განათლებული” დასავლეთის პროტესტისა, სამაგალითოდ დასაჯა.

ნიშანდობლივია, რომ არც ერთმა ქართულმა ტელევიზიამ არ გააშუქა პალესტინელის მიერ ეკლესიის წაბილწვის საგანგაშო ფაქტი. გაშუქებას ვინ ჩივის, ტელეკომპანიაიმედმაისეთი ამაზრზენი სიუჟეტი მიუძღვნა 14 ივლისს დაანონსებულქართველთა მარშს”, რომჩვენი ხელისუფლების ყველა შტოსა და .. არასამთავრობო სექტორს, აგრეთვე, ლიბერალურ მედიას, რომლებიც, დიდი ხანია, მეხუთე კოლონის როლს ასრულებენ, ხომ ის უფრო აღელვებს, რას იტყვის ევროპა და არა ის, რა სტკივა საქართველოს, ქართველ ერს?!

აქედან გამომდნარე, “შერეკილი” ხუტა ოდიშელიძისა არ იყოს, “თვალი დაუდგა ევროპას” და პალესტინელის ქართველ მოსამართლეს მინდა ვკითხო: რატომ ასეთი მსუბუქი სასჯელი? თუ მართლა ვაჟა-ფშაველას ეყრდნობით, დიდმა პოეტმა ის უკვდავი პოემა ვაჟკაცებზე დაწერა და ხომ ვერ მეტყვით, ის პალესტინელი ნაძირალა ზვიადაურია თუ ჯოყოლა? ჰოდა, ვიმეორებ: რატომ ასეთი მსუბუქი სასჯელი (ქუჩაში მოშარდვისთვისაც, ალბათ, 100 ლარით დაგაჯარიმებენ)?

თუ “ველური” რუსებივით სისხლის სამართლის საქმე ვერ აღძარით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის რატომ არ მიუსაჯეთ მაქსიმალური, 90-დღიანი, პატიმრობა დაუპატიჟებელ სტუმარს და მხოლოდ 100 ლარით დაჯარიმება აკმარეთ? პალესტინაში რომ ჩავიდე და რომელიმე მეჩეთს წიხლები დავუშინო, რას მიზამენ? სიმბოლურ ჯარიმას მაკმარებენ კი არა, პოლიციას არც კი დაელოდებიან, ისე ჩამქოლავენ ლინჩის წესით.

ასე რომ, “ქართველთა მარში”, რომლის ჩატარების შესახებაც ცოტა ხნის წინათ განაცხადეს, დროული კი არა, დაგვიანებულიც კია _ ისე ღრმად არის წასული ანტიქართული პროცესები, მეეჭვება, მშვიდობიანმა მარშმა რამე უშველოს.

ტოლერანტობის, გამოხატვის უფლების, ერთი სიტყვით, “დემოკრატიის” ქადაგებით ყურები რომ, გამოგვიჭედეს ჩვენმა დასავლელმა “მეგობრებმა”, რაც ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერის გადასაშენებელ-გადასაგვარებლი იარაღის გარდა, სხვა არაფერია, ერს სხვა უფლებები არ აქვს?

ქართველი ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და, თუ რამე არ შეიცვალა, სპეციალისტთა აზრით, 2040 წელს ქართველები სამშობლოში ნაცუმცირესობა ვიქნებით. ეს პროგნოზი მსოფლიოში ჯერ არნახული მიგრაციის პროცესების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე გაკეთდა და რეგიონებიდან მოსული საგანგაშო ცნობებისა თუ თბილისის ქუჩების შემხედვარე, სადაც ნაბიჯს ისე ვერ გადადგამ, სხვადასხვა ჯიშისა და ჯილაგის მიგრანტს არ გაეხახუნო, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შავ დღეშია საქართველო.

იქნებ უკვე დღეს ვართ ქართველები სამშობლოში ნაცუმცირესობა?

ზემორე თქმულიდან გამომდინარე, რასაც ქვემოთ ვიტყვი იმისთვის, უკაცრავად პასუხია და, სულ ფეხებზე მკიდია, რას იტყვის ჩემზე ადგილობრივი ნეოლიბერალური მედია, არასამთავრობო სექტორი თუ პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რადგან სიმონიკა ბერეჟიანის ერთი ლექსისა არ იყოს, თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, ფერფლადქცეული დამენახოს მთელი სამყარო.”

კარის მეზობლად ტანზანიელი თუ მოზამბიკელი ზანგების (პარადოქსია, მაგრამ თვითონ მათ, ვინც ზანგების ძვლებზე ააშენეს ამერიკა, აკრძალეს სიტყვა “ზანგის” გამოყენება და უფრო “ცივილიზებული” _ აფრო-ამერიკელი დაამკვიდრეს) ოჯახი მყავს, რომელმაც ბინა ერთი იმერლისგან იყიდეს და, თუ იმ იმერლის კარის მეზობლობა მირჩევნია ტანზანიელის თუ მოზამბიკელის მეზობლობას და ეს არის ფაშიზმი თუ ქსენოფობია, მაშინ ვარ ფაშისტიც და ქსენოფობიც.

“ქართველთა მარშის” ერთ-ერთი მოთხოვნა არალეგალი მიგრანტების გაძევებაა საქართველოდან და, თუ ეს არის ფაშიზმი და ქსენოფობია, მაშინ ვარ ერთიცა და მეორეც.

“ქართველთა მარშის” კიდევ ერთი მოთხოვნა საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვაა, უფრო მეტიც, იმის გამოძიება, ბოლო 5-6 წელიწადში კანონიერად მიიღო თუ არა საქართველოს მოქალაქეობა ათასობით უცხოელმა (გახსოვთ, ალბათ, საქართველოს მაოხრებელმა გზირმა თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში საქართველოს მოქალაქეობა ათასობით თურქს რომ მიანიჭა) და, თუ ეს მოთხოვნაა ფაშიზმი და ქსენოფობია, ვარ ფაშისტიც და ქსენოფობიც. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ქართველთა მხრიდან “ფაშიზმისა და ქსენოფობიის” გამოვლენის საილუსტრაციოდ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და არასამთავრობო სექტორი, ლიბერალური მედია ქართველთმოძულეობასთან ერთად რუსოფობიითაც არიან დაავადებულნი. ისინიც დასავლელ “მეგობრებთან” (თუმცა, ბრჭყალები აქ ზედმეტია, რადგან ჩვენგან, ქართველი ერისგან, განსხვავებით, ნეოლიბერალური დასავლეთი საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის ნამდვილი მეგობარია) უნისონში გაჰყვირიან, რომ ყველაფერი, რაც კი ცუდი ხდება მსოფლიოში, რუსების ბრალია. მეგონა, მსგავს უსაფუძვლო ფობიებსაც ჰქონდა საზღვარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაოდ _ ჩვენმა მეხუთე კოლონამ “ქართველთა მარშიც” რუსულ დაკვეთად, პროექტად შერაცხა.

მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა თქმით, “ქართველთა მარშის” ორგანიზატორებმა შეიძლება თვითონვე მოაწყონ არეულობა და არ არის გამორიცხული, 1-2 ადამიანი დაიღუპოს კიდეც, რაც გამოიწვევს ქაოსს ქვეყანაში და რუსეთი თავისი მოქალაქეების, ტურისტების დასაცავად ჯარს შემოიყვანსო საქართველოში.

ამაზე მეტი სისულელე გაგონილა?!

თანაც, ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას დაოსტატებული იყვნენ სცენარის _ “ორი გვამი მჭირდება სასწრაფოდ” _ დაგეგმვა-შესრულებაში. მაგრამ, ეგეც იქით იყოს _ რა, რუსის ჯარი არ არის შემოსული და გამაგრებული ახალშექმნილ სამხედრო ბაზებზე აფხაზეთ-ცხინვალში?

თუმცა, კიდევ ერთხელ, ეგეც იქით იყოს, ვინც ჰამბურგში გამართულ G-20-ის პერიპეტიებს ობიექტური თვალით უყურა, დამეთანხმება, რომ ეს, “დიდი ოცეულის” სამიტი კი არა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან “დიდი ოცეულის” ქვეყნების პრეზიდენტების აუდიენცია უფრო იყო.

ყველა ელოდებოდა პუტინისა და ტრამპის შეხვედრას, რომელიც, დაგეგმილი 30 წუთის ნაცვლად, 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ შეხვედრაზე უკრაინას ისე შეეხნენ, რომ ყირიმი არც უხსენებია აშშ-ის პრეზიდენტს, საქართველო კი არავის გახსენებია არა მხოლოდ ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე, არამედ, საზოგადოდ, სამიტზე.

მოკლედ, “დიდი ოცეულის” სამიტი რუსეთის პრეზიდენტის ტრიუმფით დასრულდა და ეს მხოლოდ ჩემი აზრი კი არ არის, ამას ღაღადებს თვით რუსეთის სიძულვილით გაჟღენთილი დასავლური, მათ შორის, ამერიკული ლიბერალური მედიაც. ასე რომ, სამწუხაროდ, რუსეთს საქართველო სულაც არ აინტერესებს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ამიტომ საკუთარ თავს მივხედოთ.

აუცილებლად უნდა ჩავატაროთ “ქართველთა მარში” _ ვნახოთ, რამდენი გამოვალთ.

14 ივლისს პლეხანოვზე გამოჩნდება, არსებობის ღირსი ერი ვართ თუ “ფეისბუკისა” და სუფრის ლომები!

თუ ბევრნი ვიქნებით (რისი იმედიც მაქვს), შემდგომ მოთხოვნებიც უნდა გავაფართოვოთ, რადგან ამ რაოდენობის მიგრანტების “გადამუშავებას” პატარა საქართველო ვერ შეძლებს და რა ვქნათ _ ევროპაამერიკის ხათრით ჰარაკირი გავიკეთოთ სამიათასწლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქართველმა ერმა?!

ახლავე, დღესვე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი საქართველოში უცხოტომელთა უკონტროლო შემოსვლაზე; თურქებს, რომლებსაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოურიგა, უპირობოდ უნდა ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქის სტატუსი და გადაიხედოს “ქართული ოცნების” მიერ მოქალაქეობის მინიჭების საკითხის კანონიერებაც.

და მთავარი _ 180 გრადუსით უნდა შეიცვალოს საქართველოს საგარეო ვექტორი და გეზი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობისკენ ავიღოთ _ “დიდი ოცეულის” სამიტის შემდეგ მაინც მივხვდეთ ქართველები, რომ რუსეთი არავის დაუთმობს სამხრეთ კავკასიას, რომლის გასაღები თბილისია ისევე, როგორც სოხუმ-ცხინვალის გასაღები _ მოსკოვი!

მაგრამ ეს დღესხვალ არ მოხდება და რის გაკეთებაც ახლავე შეიძლება, არის ის, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე, რომლებსაც სამშობლოდ მიაჩნია ჩვენი ქვეყანა, არ უნდა შევიდეს უცხოტომელთა რესტორნებსა თუ მაღაზიებში, ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთეს ჩვენს მოძმე სომხეთში.

14 ივლისი _ ბასტილიის დაცემის დღე, საქართველოს აღდგომის დასაწყისი ყოფილიყოს!

ყველანი “ქართველთა მარშზე”!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here