Home რუბრიკები პოლიტიკა ჯიბის ჟურნალისტები

ჯიბის ჟურნალისტები

5117
ნინო ჟიჟილაშვილი

ამ სტატიის სათაურად გატანილი ტერმინი რასაც ნიშნავს, ყველას კარგად გვახსოვს. ის საქართველოში ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან დამკვიდრდა და ასე რომელიმე ბიზნეს ან პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ მყოფ მედიასაშუალებაში მომუშავე ადამიანებს მოიხსენიებდნენ. განსაკუთრებით ეს ეხებოდა სახელისუფლო, ანუ მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიაორგანიზაციების თანამშრომლებს.

კარგად მახსოვს, მაგალითად, იმჟამინდელი სახელმწიფო ტელევიზიის “პირველი არხის” ჟურნალისტებს პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებზე გამოჩენაც კი ერიდებოდათ, რადგან მათთვის “ჯიბის ჟურნალისტის” წოდება ისეთი მიღებული ამბავი იყო, რომ არაერთხელ პირდაპირ პრესკონფერენციის მიმდინარეობის დროსაც კი უწოდებიათ მათთვის ასე. რაც მთავარია, ამას სწორედ ის პოლიტიკური ძალა, ის პოლიტიკური ლიდერები აკეთებდნენ, რომლებმაც შემდგომ თვითონ გაიჩინეს, “ჯიბის” კი არა, შეიძლება ითქვას, “ტრუსიკის” ჟურნალისტებიც და მათ ისე ექცეოდნენ, როგორც მონებს. უფრო რომ დავაზუსტოთ, ამ პოლიტიკურ ძალასა და მის ლიდერებს დღესაც ჰყავთ ასეთი ჟურნალისტები და ეს ყველაზე უკეთ გამოაჩინა სწორედ 2019 წლის 19 მაისის შუალედურმა არჩევნებმა, განსაკუთრებით _ ზუგდიდში. რომ არ დამავიწყდეს, ახლავე ვიტყვი _ სათაურში ტერმინი “ჯიბის ჟურნალისტები” ბრჭყალების გარეშე სპეციალურად დავწერე. საქმე ის არის, რომ ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებისას ქართველმა მედიამუშაკებმა ეს სტატუსი უკვე არა მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირი გაგებითაც განიმტკიცეს და ვგონებ, საბოლოოდ დაიმკვიდრეს კიდეც, თუ რატომ _ მოგვიანებით ავხსნი.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ გარკვეულ ბიზნეს-პოლიტიკურ ჯგუფებს დღესაც აქვთ თავის პირდაპირ გავლენაში მყოფი მედიასაშუალებები და მათაც შეიძლება გარკვეულწილად ვუწოდოთ “ჯიბის მედია”, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეულწილად და ბრჭყალებში, რადგან ეს ტელევიზიები და მედიაორგანიზაციები მედიისა და ჟურნალისტების სახეს მინიმალურად მაინც ინარჩუნებენ, გარკვეულ სტანდარტებს იცავენ და ყველაფერს არ კადრულობენ.

აირუსთავი 2”-ისა დატვპირველისჟურნალისტები უკვე ასტრალში არიან გასულნი დაჯიბის ჟურნალისტებისსტატუსი მათთვის უკვე ყველაზე რბილი სტატუსია. აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ასეთი შუბლისძარღვგაწყვეტილი მედიაორგანიზაციები სხვაც ბევრი აქვთ დაარსებულდაფუძნებულინაციონალური მოძრაობისსატელიტ არასამთავრობოებსა თუ უშუალოდნაცებისბიზნესმენლიდერებს, მაგრამმცირე გაბარიტისინტერნეტმაუწყებლებზე რაღა უნდა ვთქვათ, როდესაც აგერ ეს ორიმსხვილიდა სრულიად ქვეყანაზე მაუწყებელი ტელევიზია ისე სამარცხვინოდ იქცევა, რომ ნამუსიანმა და ნორმალურმა ჟურნალისტებმა ლამის ჩვენი პროფესია დავმალოთ და რაიმე სხვა საქმიანობას მივყოთ ხელი. წეღან ვთქვი _ უკვე პირდაპირი მნიშვნელობითაც და ბრჭყალების გარეშეც ჯიბის ჟურნალსტები გახდნენ-მეთქი და ბარემ განგიმარტავთ _ ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესის დროს “რუსთავი 2”-ისა და “ტვ პირველის” ჟურნალისტები მართლაც პირდაპირ ჯიბეში უვარდებოდნენ ადამიანებს.

მანახე, აბა, რა გაქვთ ჯიბეში? “რა გიდევთ ჯიბეში, გვანახეთ!” _ აი, ეს მკაცრი და მომთხოვნი ფრაზები ყველაზე ხშრად ისმოდარუსთავი 2”-ისა დატვპირველისზუგდიდური რეპორტაჟებიდან. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ მოთხოვნებს ესჟურნალისტიკის ახალი სტანდარტითმოქმედი მიკროფონიანი თავდამსხმელები საარჩევნო უბნებიდან კარგა მოშორებით მდგარ მოქალაქეებსაც კი უყენებდნენ.

როგორც წესი, ამ ორ აშკარად ნაცების ჯიბის ტელევიზიას არასოდეს ვუყურებ, მაგრამ, როდესაც შემთხვევით, გვერდით ოთახიდან ტელევიზორიდან ეს ფრაზა მომესმა _ “ჯიბეში რა გაქვს, მანახე!”, მეგონა, ვიღაც კრიმინალს აკავებდა პოლიცია და გავედი, რათა ეკრანზე შემეხედა, რა ხდებოდა. ვიღაც ლაწირაკი გოგოშკა მიკროფონით ხელში მიდგომოდა ზუგდიდის რომელიღაც ქუჩაზე “მობირჟავე” ასე 25-ოდე წლის ბიჭებს და უკიოდა: მანახეთ, რა გაქვთ ჯიბეშიო! თვალებიდან არ ამომდის იმ ბიჭების გაოცებული სახე. ჯიბეების ამოტრიალება და ჩხრეკა შეიძლება პოლიციის ოპერატიულმა მუშაკმა მოგთხოვოს, მაგრამ ეს მწივანა ლაწირაკი გოგო ვინ იყო და რა უნდოდა მათგან, ბიჭებს ვერაფრით გაეგოთ. ბოლოს ყოველივე, რა თქმა უნდა, იმით დამთავრდა, რომ ბიჭები ნელ-ნელა გონს მოვიდნენ და ეს მიკროფონიანი თავდამსხმელი (ასეთებს არ შეიძლება ჟურნალისტი ეწოდოს), როგორც იქნა, მოიშორეს იქიდან. “ტვ-პირველის” სტუდიაში მჯდომმა წამყვანმა და ჯიბის ამოტრიალების მომთხოვნმა ჟურნალისტმა კი ფაქტი ასე შეაფასა: აი, ხომ ხედავს მაყურებელი, არ გვაძლევენ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას და ხელს გვიშლიან პროფესიულ სამქიანობაშიო.

არ ვიცი, ვინ უთხრა და სად ამოიკითხეს ამ თავხედებმა, რომ თურმე ჟურნალისტის პროფსიული საქმიანობა ქუჩაში ადამიანებთან მივადრნა და მათთვის ჯიბეების გაჩხრეკაა, თუმცა, როცა ცნობილი თავხედი, უვიცი და უზრდელი ნინო ჟიჟილაშვილი ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანია, ზედმეტია კითხვის დასმა _ ვინ ასწავლა ამ პატარა გოგონებს, რა არის ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა?

ფაქტია: მათი მასწავლებლებიც და შემდეგ სელექციონერებიც სწორედ “ტვ-პირველის” “დედები” არიან. ნინო ჟიჟილაშვილი ასწავლის მათ, რომ “ჟურნალისტიკის რაობა” მოქალაქეების ჯიბეების ჩრეკაა და შემდეგ მათ აკვირდება ინგა გრიგოლია, და ვინც ყველაზე თავხედი, უტიფარი და თანაც ყველაზე უწიგნური აღმოჩნდება, ის ყველაზე სასურველი კანდიდატურაა “ტვ-პირველისთვის”.

შეამჩნევდით, რომ “რუსთავი 2”-ზე უფრო ხშირად “ტვ-პირველს” ვახსენებ. ამის მიზეზი მარტივია _ საზოგადოდ და, განსაკუთრებით კი, ზუგდიდური არჩევნების გაშუქებისას, “ტვპირველმა” “გადაუჯოკრა” “რუსთავი 2”- თავხედობაში, ტყუილებსა და, რაც მთავარია, მოქალაქეებზე ჯიქურ თავდასხმებში.

თუ არ ჩავთვლით იმ ინცინდენტს, როდესაცრუსთავი 2”-ის პროკურორდირექტორმა საწყალ ხანშიშესულ ქალბატონს ცელოფანის პარკი გამოდღლიზა ხელიდან _ გინდა თუ არა, აქ აქტივისტების სიები გაქვსო, სხვა მსგავსი თავდასხმარუსთავი 2”-ის ჟურნალსტებს არ ჩაუდენიათ. გვარამიას მიერ გამოტაცებულ ცელოფანის პარკში კი მოხუცი ქალბატონის ძველი ფეხსაცმელი აღმოჩნდა, რომელიც პატრონს, სავარაუდოდ, ხელოსანთან მიჰქონდა… ამან, რა თქმა უნდა, ოდნავადაც არ შეუტოკა სინდისი არც გვარამიას და არც მის მიმბაძველებს. პირიქით _ სწორედ ამის მერე შეუდგა “ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებას” “ტვ-პირველის” სპეციალური თავდამსხმელი (ჟურნალსტს ვერ დავარქმევ) ანუნა ახალაია, რომელიც ამას წინათ ინგა გრიგოლიამ “ქართული ჟურნალსტიკის ამომავალ ვარსკვლავად” გამოაცხადა.

ანუნა ახალაია
ანუნა ახალაია

ამ უთავხედესმა გოგოშკამ ისიც არ იკმარა, რომ მოქალაქეებს მივარდნოდა და მათთვის ეკივლა: ჯიბეში რა გიდევსო? არა, პირდაპირ ეცემოდა ჯიბეზე და ართმევდა ყველაფერს, რაც მათ ჯიბეში ედოთ _ ფურცლები, ბლოკნოტი, საწერკალამი, საღეჭი რეზინი, სიგარეტის კოლოფი თუ სხვა რამ.

და შემდეგ, როდესაც გამწარებული მოქალაქე მოსდევდა, _ დამიბრუნე ჩემი ნივთებიო, თავდამსხმელი ისეთი ირონიული ღიმილით გახტებოდა გვერდზე და ათვალიერებდა ნაყაჩაღარ ნივთებს, რომ ამის მხილველი ნებისმეირი ფსიქიატრი მას აუციებლად მოათავსებდა სამკურნალო დაწესებულებაში.

ეს ერთგვარი ფსიქოპათიური ღიმილი სახეზე და ავადმყოფურად აელვარებული თვალები ნამდვილად საერთო დამახასიათებელი შტრიხია დღევანდელი ქართველი ჟურნალისტების და შეიძლება შემცოდებოდა კიდეც ისინი, მართლაც ამაზრზენი საყურებელი რომ არ იყოს, როგორ უდიერად ექცევა პატარა გოგო ბაბუის ტოლ კაცს, როგორ აწვალებს მას და არ უბრუნებს ჯიბიდან ამოღლეტილ პირად ნივთებს.

სხვათა შორის, ეს საქციელი სისხლის სამართლის კოდექსში განიხილება, როგორც “სხვისი ნივთის არამართლზომიერი დაუფლება” და ისჯება კიდეც გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთით. ამიტომ არ მესმის, რატომ არ მოახდინა ამ ყოგველივეზე რეაგირება პოლიციამ, როდესაცჟურნალსტებადწოდებული თავდამსხმელები და, ფაქტობრივად, მძარცეველები ჯიბეში უყოფდნენ ხელს მოქალაქეებს და პირად ნივთებს ართმევდნენ.

სათქმელია ისიც, რომ ქართულ მედიაში იშვიათი არ არის, როდესაც ჟურნალისტები ადამიანის უფლებათა დარღვევად განიხილავენ პოლიციისგან მოქალაქეების ჩხრეკის ფაქტებს. თუ ვინმე “არასამთავრობოელი” განაცხადებს: პოლიციამ ქუჩაში გამაჩერა და ჯიბეების ამოტრიალება მომთხოვაო, მერე მთელი კვირა “თოქ-შოუებს” გნიასი გააქვთ, როგორ არღვევს პოლიცია ადამიანის უფლებებს.

მაინტერსებს, თუ სამართალდამცველებს არ აქვთ უფლება, მოქალაქეებს ჯიბეების ამოტრიალება მოსთხოვონ ან თვითონ ამოუტრიალონ, მაშინ ვინ მისცა ჟურნალისტებს ამის უფლება? თუკი ჟურნალისტები ასეთი საქციელის გამო პოლიციას მკაცრად აკრიტიკებენ, თვითონ რატომ იქცევიან ასე?

რჩება ერთადერთი პასუხი: ისინი ხომ ჯიბის ჟურნალისტები არიან, დიახ, ჯიბის ჟურნალისტები, ყველანაირი გაგებით!

ბაკურ სვანიძე

3 COMMENTS

  1. ეგ ვაიჟურნალიუგები სულ პანღურისკვრით არიან გამოსაყრელი სტუდიებიდან რათა უარესად არ დაწამლონ მომავალი ჟურნალისტები!
    გაუგიათ ” მეოთხე ხელისუფლებაო” და სულ გადაისვარეს თავზე!

  2. არც თუ დიდი ხანი დარჩათ საბოგინოდ მაგ რ2-ის და ტვ ე.წ. “პირველის” ე.წ. ჯურნალისტებს, გახრწნილებს, ცრუებს, უტიფრებს, ყველაფერი ქართულის მოძულეთ, ლგბტ ჯოგის დასაყრდენთ… რადგან ერი მაგათ ვეღარ ერევა, ღვთის რისხვა სულ მალე დაატყდებათ თავს, რათა საქართველო გადარჩეს ამ ეშმაკის კერძების დამღუპველი გავლენისაგან. ჟიჟილაშვილზე კი დავამატებდი, განვედ სატანავ!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here