Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “ჯაფარიძე იდიოტია,მისი ამებური აზროვნების ტირაჟირება არ შეიძლება”

“ჯაფარიძე იდიოტია,მისი ამებური აზროვნების ტირაჟირება არ შეიძლება”

ჟურნალისტი ბინდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პარტია “გირჩის” ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს აკრიტიკებს.

“ეს ჯაფარიძე იდიოტია?! 
რა 24 საათი სვამდა გალაკტიონი? ეს სისულელე იმდენჯერ მოვისმინე ახალგაზრდობაში, რომ პოეტებს ვკითხე – შოთა ნიშნიანიძეს და ხუტა ბერულავას. მათაც და სხვებმაც, ვინც გალაკტიონს იცნობდა, ყველამ მითხრა, რომ მთვრალი ვერაფერს დაწერდა და არცერთი გენიალური ლექსი მთვრალს არ დაუწერია. ეს იყო მისი ნიღაბი, რომ მოშურნეებისა და იმდროინდელ რეჟიმის მესვეურთათვის საშიშად არ წარმოჩენილიყო. 
გაიხსენეთ გალაკტიონის ლექსი “უკანასკნელი მატარებელი”. ეს ლექსი 1937 წელს დაწერა. მთვრალმა დაწერა? ვინც იმდროინდელი რეპრესიების შესახებ იცის, ვისაც მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, ევგენი მიქელაძის, პაოლო იაშვილის და ოლღა ოკუჯავას შესახებ სმენია, გაუკვირდება პოეტის შიში?! 
უფრო მეტიც, ისიც კი მითხრეს, ღვინოს წვერზეც კი ისხამდა, – ხალხს მთვრალი ვეგონებიო.
როგორ შეიძლება ჯაფარიძისეული ამებური აზროვნების ტირაჟირება სააგენტოებით?!”,– წერს მძინარაშვილი

2 COMMENTS

  1. ჯერ გალაკტიონისნაირი ლექსები დაწერონ და დანარჩენზე მერე ილაპარაკონ. ახლა რამდენსაც თრობის საშუალება მიეცემა, ყველა გენიოსი იქნება?. გენიოსები ასეთი საკითხებს თავისთვის აგვარებენ და საპროტესტო მანიფრსტაციებს ატარებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here