Home ახალი ამბები ჯანელიძე: არ არის ის მოცემულობა, რომ შეიძლება ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი

ჯანელიძე: არ არის ის მოცემულობა, რომ შეიძლება ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი

1006

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნამდვილად არ არის ის მოცემულობა, რომ შეიძლება ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი.

მიხეილ ჯანელიძემ გუდაურში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა ყურადღება მიაქციონ რეგულაციებს და არ დაარღვიონ ისინი.

აუცილებელია, რომ სტატისტიკას, რომლითაც გაიზარდა თავშესაფრის მაძიებლები, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომელიც უკავშირდება პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობას, თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები ევროკავშირში. ვიმუშავებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებული დანაშაულის სფეროში, ასევე ვიმუშავებთ შიდა მექანიზმებზე, რათა არ მოხდეს რეგულაციების დარღვევები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათ მიერ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და რა შედეგებს მოუტანს ეს მათ, სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.მანამდე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტში განაცხადეს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეს ვერ ხედავენ.

გასული წლის 20 დეკემბერს ევროკავშირმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც აფასებს, რამდენად კარგად ასრულებს საქართველო იმ მოთხოვნებს, რომელიც აღებული აქვს ვიზალიბერალიზაციის ნაწილში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისიამ საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართა.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here