Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლება საქართველოს სამოქალაქო ომისკენ მიაქანებს

ხელისუფლება საქართველოს სამოქალაქო ომისკენ მიაქანებს

94

ეშმაკი ჩვენით ერთობა, როცა არასწორად ვაზროვნებთ. ისტორიაში არ არსებობს ბოროტება ჩადენილი ბოროტების სახელით. ნებისმიერი ბოროტება ისტორიაში ჩადენილია სიკეთისა და პროგრესის სახელით.

მერაბ მამარდაშვილი

დღევანდელი მთავრობის წევრები (პროვინციალი ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით) მეტისმეტად ახალგაზრდები არიან, რომ თვალნათლივ ენახათ ან გაეაზრებინათ 1991 წლის მიწურულს ამტყდარი სამოქალაქო ომი. ყველამ იცის, რომ იმდროინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია ეს ომი, მაგრამ თვით კრიზისი რამ გამოიწვია, ამაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ან იმყოფებიან ტენდენციურად განწყობილი ხანდაზმულების გავლენის ქვეშ.

ის, რომ საქართველოში განხოციელდა შეთქმულება, რომელიც გულისხმობს რუსეთის სწრაფვას, დაემხო “ეროვნული ხელისუფლება”, რათა საქართველო კვლავ რუსეთისთვის შეეერთებინა, აბსურდული მოსაზრებაა. იმხანად ყველა რესპუბლიკა რუსეთმა ხელის ერთი დაკვრით ჩამოიშორა და რაღა საქართველოს დატოვებდა თავის შემადგენლობაში?! ყოველ შემთხვევაში, ეს საკითხი უკვე ისტორიკოსების გასარკვევია, იმ ისტორიკოსების, რომლებიც არ არიან ტენდენციური და ზნეობაზე არ უთქვამთ უარი. ასეთივე პოლიტიკური კრიზისი სუფევს ჩვენში დღეს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა აშკარად გამოიკვეთა დასავლეთის სახელმწიფოების ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში: უდიდესი სოციალური გაჭირვების ჟამს, როდესაც ხალხი შიმშილობს, უცებ თავს გვახვევენ სოდომგომორული ცოდვის პროპაგანდას. ეს ის დასავლეთია, რომელიც საქართველოს მილიონობით დოლარს აძლევს, მაგრამ ეს თანხები ხალხამდე ვერ აღწევს. რთული არ არის იმის გამოცნობა, ვის ჯიბეებში ილექება ეს ფული.

ყოველივე ამის ფონზე ხელისუფლება განაგრძობს შესანიშნავი ახალგაზრდების დაპატიმრებას, რომლებიც ცდილობდნენ, საქართველოსთვის ღირსება შეენარჩუნებინათ!

!

როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, როდესაც სიკეთეს ბოროტება უპირისპირდება, სიკეთე იძულებული ხდება, ბოროტების წინააღმდეგ ომი აწარმოოს (Aurelius Augustinus, De civitate Dei, მე-19 წიგნი, 7; მე-15 წიგნი, 5).

ვიქტორ რცხილაძე

მინაწერი:

როდესაც ვწერ: “ახალგაზრდები ცდილობდნენ, საქართველოსთვის ღირსება შეენარჩუნებინათ”, დარწმუნებული არ ვარ, რომ, ვისაც მივმართავ _ ამჟამინდელ ხელისუფლებას, ბოლომდე ესმოდეს, რა არისღირსებადა, მით უმეტეს, “საქართველოს ღირსება”. ამის უფლებას მაძლევს მათი პარტიის თავკაცის განცხადება: “მე არ მესმის, რა არის ეროვნული ცნობიერება”…

საკმარისი იქნებოდა, “ოცნებისთავკაცს, მის ტვინსა და სულს, “ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიჩაეხედა და სიტყვაეროვნულისგანმარტებას ამოიკითხავდა: “ერის დამახასიათებელი, ერის ხასიათის გამომხატველი”; მას თუ დავუმატებთ სიტყვაღირსება”-, იგივე ლექსიკონი მას ასე განმარტავს: “მაღალი მორალურიპატივდებული საზოგადოებრივმორალური მდგომარეობა”. ამ ორი ცნების _ “ღირსებისადაეროვნულის” _ გაერთიანებით მივიღებთსაქართველოს ღირსებას”, რომლის დაცვისთვისაც ზემოხენებული ახალგაზრდები ციხეში ჩასვეს.

. .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here