ალის ვაიდელი (Alice Weidel) გერმანული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის” პოპულარული ლიდერი და კანცლერობის რეალური კანდიდატია. მას ბევრი უარყოფითი ეპითეტით (ფაშისტი, მემარჯვენე პოპულისტი და სხვ.) ამკობენ, მაგრამ სიმართლე იმ შემთხვევაშიც სიმართლეა, როდესაც მას მემარჯვენე პოპულისტები ან სულაც ფაშისტები ამბობენ.
უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკი ამას წინათ გერმანიაში იმყოფებოდა და ბუნდესტაგში გამოვიდა სიტყვით, რომელშიც, როგორც ყოველთვის, დეზინფორმაცია და დემაგოგია ჭარბობდა:
„ევროპა უნდა იყოს საკმარისი ძალის კონტინენტი, რათა იყოს მყარი მშვიდობის სივრცე. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. და ვინმემ სხვაგვარადაც რომ სცადოს, პუტინი თავად გაანადგურებს მასთან მოლაპარაკების ნებისმიერ იდეას. ის მიისწრაფვის დაპყრობისკენ და არა მხოლოდ რუსეთის მეზობლების. რუსი მკვლელები იყვნენ ალეპოში და არიან აფრიკაში. ისინი სწავლობდნენ ომს, როდესაც გროზნოს ანგრევდნენ და საქართველოს ტეხდნენ. მათ დატოვეს დაყოფილი მოლდოვა. მათ დააჩოქეს ბელარუსი. დავუშვებთ თუ არა, რომ რუსეთმა განაგრძოს ასეთი მსვლელობა ევროპაში? ნამდვილად არა. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ პუტინი პირადად დამარცხდეს, რომ მან წააგოს ეს ომი. წააგოს მცდელობა, ევროპა ისეთ დღეში ჩააგდოს, როდესაც ომიდან ამოსვლა უკვე შეუძლებელია. ბერლინის კედლის დაცემამდე ერთი-ორი წლით ადრე ვერავინ ივარაუდებდა, რომ კედელი დაეცემოდა, ყველას ეგონა, რომ ეს კედელი სამუდამოა, მაგრამ ის დაეცა და ეს მოხდა პოლიტიკოსების ლიდერობითა და ხალხის ნებით. ახლაც ზოგს ეჩვენება, რომ პუტინი სამუდამოდაა და ომს დასასრული არ აქვს. ეს ასე არ არის, ეს ილუზიებია, რომელთა გაქარწყლება ლიდერობით, გადაწყვეტილებებითა და წარმატებით არის შესაძლებელი. ჩვენ ამას გავაკეთებთ შენთან ერთად, გერმანია! დიახ, ჩვენ გვესმის, როგორი მკვლელების წინააღმდეგ გვიწევს დღეს ბრძოლა და არ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ იარაღი აჩერებს მათ ეფექტიანად და იცავს ჩვენს სიცოცხლეს”.
გერმანიის ბუნდესტაგის გამოლენჩებული ნაწილი, რომელიც ჰიტლერის იდეების ღირსეული მემკვიდრეა, ზელენსკის ამ ბოდვას ფეხზე წამოდგომითა და ოვაციებით შეხვდა, მაგრამ დეპუტატთა შორის იყო საღად მოაზროვნე ნაწილიც, რომელიც ვითარებას სწორად აანალიზებს.
ალის ვაიდელი სწორედ ის დეპუტატი და ის პიროვნება აღმოჩნდა, რომელმაც იმ დღეს არამხოლოდ ბუნდესტაგის, არამედ მთელი ევროპის (ევროპა ჭკუაზე რომ იყოს) და, თუ გნებავთ, მთელი მსოფლიოს სათქმელი გამოხატა:
„ბატონო ზელენსკი, შეწყვიტეთ ეს იაფფასიანი სპექტაკლი. თქვენ დგახართ აქ და ისე გვიყურებთ, თითქოს გერმანიას რაღაც ვალი აქვს თქვენი. მოიხსენით გმირის ნიღაბი. ის,უკვე დიდი ხანია, დალპა. თქვენ გმირი არ ხართ, თქვენ ადამიანი ხართ, რომელიც მთელ ევროპას უფსკრულისკენ ექაჩება და, ამასთანავე, თავხედურად მოითხოვთ, რომ ჩვენ ამ საშინელი გზის ფასიც გადავიხადოთ. ნახეთ, რას დაამსგავსეთ ჩვენი ქვეყანა, თქვენ ითხოვთ სულ უფრო მეტ თანხას, უფრო მეტ შეიარაღებას, რესურსებს;იქცევით ისე, როგორც ჯიუტი ბავშვი, რომელსაც არ ადარდებს, რომ მშობლებს მისი სათამაშოს გამო ბოლოს სახლიდან უკანასკნელი ავეჯის გაყიდვა მოუწევთ. ერთხელ მაინც გახვედით გერმანიის ქალაქების ქუჩებში? გინახავთ, როგორ ცხოვრობენ გერმანელები? ჩვენი ხიდები ინგრევა, მატარებლები ვერ დადიან, სკოლები გასარემონტებელია, ხოლო მაღაზიებში ფასები ისე მაღალია, რომ პენსიონერები საკვებსა და წამლებს შორის აკეთებენ არჩევანს. თქვენთვის ეს არაფერს ნიშნავს, თქვენთვის მთავარია საკუთარი და თქვენი ბანდის წევრების ჯიბეების გავსება. თქვენ საუბრობთ თავისუფლების დაცვაზე. ნუ გვაცინებთ, რომელ თავისუფლებაზე საუბრობთ, როდესაც აკრძალეთ ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, აკრძალულიყო?!თქვენ გააჩუმეთ ყველა, ვინც არ გეთანხმებათ;თქვენ გააუქმეთ არჩევნები, რადგან იცით, თქვენი ხალხი იმავე წამს გადაგაგდებთ სკამიდან, რა წამსაც ხელში ბიულეტენს აიღებს. თქვენ უზურპატორი ხართ, თქვენ პრეზიდენტის სავარძელში უკანონოდ ზიხართ. თქვენი დრო დასრულდა. თქვენ დიქტატორი ხართ, რომელიც ჯარისკაცების ზურგსუკან იმალება, რათა არ აგოს პასუხი საკუთარ დანაშაულებზე. ყველაზე საშინელი არისის, რომ თქვენ გინდათ,ომში ჩაგვითრიოთ, არ გყოფნით ის, რომ უკრაინელები იხოცებიან. თქვენ გინდათ, რომ გერმანიის ქალაქებიც იწვოდეს. თქვენ მოითხოვთ შორ მანძილზე მოქმედ „ტაურუსის” რაკეტებს. რისთვის? იმისთვის, რომ მოსკოვს დაარტყათ? თქვენ მაინც ხვდებით, მერე რა მოხდება?! პასუხი თქვენთან თავშესაფარში კი არ მოვა, ის ჩვენ – ჩვეულებრივ გერმანელებს დაგვემხობა თავზე. თქვენ გინდათ, მესამე მსოფლიო ომი გერმანელების ხელით მოაწყოთ;თქვენ გინდათ, ჩვენი ტანკები ისევ აღმოსავლეთში იწვოდნენ, რათა რუსებმა ისევ გამანადგურებელ მტრებად მიგვიჩნიონ. თქვენ საშიში გიჟი ხართ, რომელსაც ხელში არც ასანთი უნდა მისცე და, მით უფრო, არც რაკეტები! თქვენ გერმანია მეწველ ძროხად გადააქციეთ, ყველაფრის ფასს ჩვენ ვიხდით, ჩვენ ვიხდით დახმარებებს თქვენი ლტოლვილებისთვის, რომლებიც აქ საცხოვრებლად კი არ ჩამოდიან, გერმანელი მუშების კისერზე სხედან. ისინი იღებენ ფულს, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ორმოცი წელიწადი მუშაობდნენ, მხოლოდ ოცნებობენ. ჩვენ ვფარავთ თქვენს ვალებს, ჩვენ ვარჩენთ თქვენს მთავრობას და სანაცვლოდ რას ვიღებთ? თქვენ ააფეთქეთ ჩვენი გაზსადენები; თქვენ დაგვაკარგვინეთ იაფი ბუნებრივი აირი; თქვენ დაანგრიეთ ჩვენი მრეწველობა და ამის შემდეგ ბედავთ აქ ჩამოსვლას და რაღაცის მოთხოვნას?! თქვენ მუხლებზე უნდა იდგეთ და პატიებას ითხოვდეთ თითოეული გერმანელი მუშისგან, რომლებსაც მომავალი წაართვით! სად არის ის მილიარდები, რომლებიც ჩვენ გამოგიგზავნეთ?! გვაჩვენეთ ანგარიშები, მაგრამ რა უნდა გვაჩვენოთ, როდესაც ის თანხები თქვენი მეგობრების ანგარიშებზე დაჯდა. ის თანხები გადაიქცა ვილებად ესპანეთსა და იტალიაში, გადაიქცა თქვენი ცოლის ძვირადღირებულ მანქანებად. თქვენ ევროპაში ყველაზე კორუფცირებულისისტემა შექმენით, თქვენ დახმარებას ეშელონებით იპარავთ, მაშინ, როდესაც ქუჩაში უბრალო ბიჭებს იჭერენ და, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ომში გზავნიან. ამას პატრიოტიზმს ეძახით? ეს არის საკუთარი ხალხის გენოციდი გამდიდრების მიზნით! თქვენ შანტაჟს ეწევით, ბატონო ზელენსკი, თქვენ გვაშინებთ, გვაიძულებთ, სინანულის გრძნობაზე თამაშობთ და ამ ტრიბუნიდან ცრუობთ, მაგრამ გერმანელები თვალის ახელას იწყებენ. ჩვენ ვხედავთ, ვინ ხართ სინამდვილეში. თქვენ არ ხართ ევროპის დამცველი, თქვენ ხართ ევროპის შავი ხვრელი, რომელშიც ქრება ჩვენი გადასახადები და ჩვენი უსაფრთხოება!
საკმარისია!
გერმანია თქვენით დაიღალა!
ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ომი, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი პრობლემები!
ჩვენი ფული აქ გვჭირდება – ჩვენს სკოლებსა და საავადმყოფოებში. ჩვენ გვჭირდება იაფი ბუნებრივი აირი და მშვიდობა მეზობლებთან და არა თქვენი შეშლილი ბოდვა გამარჯვებაზე, რომლისაც არავის სჯერა!
გაეთრიეთ აქედან!
წადით შინდა გააკეთეთ ის, რაც დიდი ხნის წინათ უნდა გაგეკეთებინათ – შეთანხმდით მშვიდობაზე ან გადადექით, მაგრამ აღარ გაბედოთ არცერთი ცენტის და არცერთი ტყვიის მოთხოვნა!
დასრულდა თქვენი ქეიფი ჩვენი ხარჯით!
გაეთრიეთ!”
მართალი გითხრათ, ვერც წარმომედგინა უკეთესად გამოხატვა იმისა, რასაც ეს არამზადა ზელენსკი იმსახურებს, მაგრამ ამ საქმეში ზელენსკი თოჯინაა, სხვისი ხელით გადასაჩოჩებელი ფიგურაა, არარაობა, რომელსაც, ალბათ, იმის გააზრებისა და შეფასების უნარიც არ შესწევს, რაც ჩაადენინეს. ამ მძიმე საქმეში შემკვეთია მთავარი. ვინ გამოიყენა ზელენსკი იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბინძური პოლიტიკური თამაშების სამსხვერპლოზე მთელი უკრაინა სწორედ მისი ხელით მიეტანა? კოლექტიურმა დასავლეთმა (აშშ-მა და ევროპამ) გააკეთესეს! ბუნდესტაგის დეპუტატები, რომლებიც ზელენსკის სიშლეგეს ოვაციებით შეეგებნენ, გარმანული ფაშიზმის იდეური მემკვიდრეები არიან. „მესამე რაიხი” კი მოახრჩვეს სტალინმა და წითელმა არმიამ, მაგრამ ფაშისტური განწყობილებების ბაცილა დარჩა გერმანიაშიც, ევროპაშიც და მთელ დასავლეთშიც, რომელმაც იბარტყა და ხელახლა წამოყო თავი. ერთი კონკრეტული და უძლიერესი გამოვლენა ამისა რუსოფობიაა. დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ პრაგმატული მიზნებიც განაწყობს და ამოძრავებს, რომელიც მისი უკიდეგანო ტერიტორიისა და ულევი ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილითაა განპირობებული, მაგრამ დასავლეთისთვის გაცილებით უფრო დიდი მამოძრავებელი მოტივაცია რუსეთის მიმართ სიძულვილია – აუხსნელი, გაუმართლებელი, მისტიციზმის საბურველში გახვეული, სამარცხვინო, ეშმაკთან წილნაყარი და წყევლად ქცეული სიძულვილი. ამ წყევლამ დასავლეთს გონება დაუბნელა, აზრი დააკარგვინა, შეშალა. სიძულვილში განსხეულებული ეს წყევლა სანამლოგიკურ შედეგამდე არ მივა, დასავლეთი, როგორც ჩანს, გონს ვერ მოეგება.
ომის დასამთავრებლად ტრამპის „მონდომება”, გონს მოგების კი არა, განწირულის ფართხალია, შიშის ფართხალია, მარცხისგან თავის დაძვრენის ფართხალი. დასავლეთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გონს მოსვლის გარდა. საბოლოოდ ვიხრები იმ აზრისკენ, რომ სიძულვილი, რომელიც დასავლეთში საუკუნეთა განმავლობაში დაგროვდა, იმ მძიმე წყევლად შემობრუნდა, რომელიც მოქმედებს და, როგორც ჩანს, ბირთულ კატასტროფად გადმოიღვრება დღეს თუ ხვალ. ეს იქნება მისი ლოგიკური დასასრული. გამოცხადება იოანე ღმრთისმეტყველისა (აპოკალიფსი), ალბათ, ისე და სხვათა შორის არ შექმნილა. არც ეს სიტყვები დაწერილა ისე და სხვათა შორის: “წყევლას დაექვემდებარა მიწა და მასზე ყველა მცხოვრები, რომელიც მოისპო ნოეს დღეებში. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.”
ვალერი კვარაცხელია







