Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “ძალიან მაგარი ქვეყანა ვართ – გაიხედავ ძველი ბიჭია, გამოიხედავ პრეზიდენტია”

“ძალიან მაგარი ქვეყანა ვართ – გაიხედავ ძველი ბიჭია, გამოიხედავ პრეზიდენტია”

სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მომხმარებელი Margot Lescaut -ი პოსტს აქვეყნებს, სადაც ის  ქვეყანში არსებულ სიტუაციაზე წერს.

 

“ძალიან მაგარი ქვეყანა ვართ ძალიან:
გამოიხედავ ჩინური მასაჟია, გაიხედავ და იმის ადგილას ნოტარიუსი გაიხსნა;
გამოიხედავ ნოტარიუსია და იმის ადგილას ლომბარდია;
გაიხედავ ლომბარდია და იმის ადგილას ბუტიკი ლე ჟუჟუა;
გაიხედავ ბუტიკი ლე ჟუჟუა და იმის ადგილას ტაილანდური მასაჟია;
გაიხედავ ტაილანდური მასაჟია და გაიხედავ კერძო საბავშვო ბაღია;
გამოიხედავ კერძო საბავშვო ბაღია, გაიხედავ საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალია;
ორი დღის წინ კაფე რო მეგულებოდა მივედი და საკენცელარიო მაღაზია დამხვდა;
სამი დღის წინ სადაც საჩუქრებს ვაფუთვინებდი, დღეს სარიტუალო მომსახურებაა.
გამოიხედავ კაცი განათლების მინისტრია, გაიხედავ და სასწავლებლად მიდის.
გამოიხედავ ბაღის გამგეა, გაიხედავ და ერთ-ერთი ქალაქის მერის მოადგილეა.
გამოიხედავ ღლეა, გაიხედავ და დეპუტატია.
გამოიხედავ დეპუტატია, გაიხედავ და მოგზაურია.
გამოიხედავ მსახიობია, გაიხედავ და ჯვრით დარბის ხელში.
გამოიხედავ გაუნათლებელი, ბნელი ხეპრეა, გაიხედავ და უფლებათადამცველია.
გამოიხედავ ძველი ბიჭია, გაიხედავ მღვდელია.
გამოიხედავ მწერალია, გაიხედავ ნათელმხილველია.
გამოიხედავ წმინდა გიორგის სახელობის კარატისტია, გაიხედავ და საკრებულოში ზის.
გაიხედავ ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრია, გამოიხედავ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.
გაიხედავ მთხლეა, გამოიხედავ პრეზიდენტია.
მარტო სამშობლოია ჩემი უძრავად – გამოიხედავ საგიჟეთია, გაიხედავ ისევ საგიჟეთია”, – წერს ის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here