ცისქვეშეთში

    ჩინეთში, რომელსაც თვითონ ჩინელები ცისქვეშეთს უწოდებენ, უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მე–80 წლისთავის აღნიშვნა, რომელსაც თანამშრომლობის ანხაის ორგანიზაციის( თშო) მორიგი სამიტიც დაემთხვა. პეკინში  2025 წლის 3 სექტემბერს დაგეგმილია გრანდიოზული სამხედრო აღლუმი, რომელსაც 26  სახელმწიფოს მეთაურებ დაესწრებ. ქალაქ ტიანძინში უკვე მიმდინარეობს თანამშრომლობის  შანხაის ორგანიზაციის სამიტი, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ლიდერებ მონაწილეობენ.

    გრანდიოზულ აღლუმში, რომელიც 3 სექტემბერს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს ათი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ასზე მეტი თვითმფრინავი და ასობით სახმელეთო ტექნიკა. როგორც დასავლური პრესა იუწყება, შოუ ხაზს გაუსვამს ჩინეთის მზარდ სამხედრო პოტენციალს და დამკვირვებლებს საშუალებას მისცემს, იხილონ მისი უაღრესად განვითარებული სამხედრო ტექნოლოგიები“.  ჩინეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აღლუმზე მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამხედრო ტექნიკა იქნება წარმოდგენილი, მათ შორის:

    * უახლესი ტიპის დრონები;

    * ელექტრონული ჩამხშობი სისტემები;

    * საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნოლოგიები;

    * სტრატეგიული რაკეტები;

    * ჰიპერბგერითი შეიარაღების უახლესი ნიმუშები.

    ჩინეთში ჩასულ სტუმრებს შორის არიან: ვლადიმ პუტინი (რუსეთი); კიმ ჩენ ინი (ჩრდილოეთი კორეა); მასუდ ფეზეშქიანი (ირანი); ყასიმჟომართ თოყაევი (ყაზახეთი); ემამოლი რაჰმონი (ტაჯიკეთი); სადირ ჟაპაროვი (ყირგიზეთი); სერდარ ბერდიმუჰამედოვი (თურქმენეთი); შავკატ მირზიოევი (უზბეკეთი).

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთში სტუმრებს შორის იმყოფებიან აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთიდან სტუმრებს შორის პრეზიდენტი ხაჩატურიანიც აღმოჩნდა. ამ გარემოებას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ჩინეთში საქართველო არ არის წარმოდგენილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო არც ყოფილა მიწვეული. ეს იმ დროს, როცა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება არსებობს. რას უნდა ნიშნავდეს ეს ამბავი? ეს თუ ჩინეთის მიერ საქართველოს იგნორირებაა, ამას რაღაც საფუძველი უნდა ჰქონდეს, მაგრამ  რა? ვფიქრობ,   ჩინური მხარე აქ დამნაშავე არ არის. საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ურთიერთობებში არ აქტიურობს, მეტიც დანაშაულებრივ ინერტულობასა და პასიურობას იჩენს. სიტყვასაერთაშორისომათთვის ძველებურად დასავლეთს ნიშნავს;  იმ დასავლეთს, რომელმაც საქართველოც და ქართველ ხალხ შეურაცხყო,  მაგრამ, ამის მიუხედავად,ქართულმა ოცნებამჯერ კიდევ ვერ გამოიგლოვა დასავლეთი, ჯერ კიდევ მას მისტირის და ხელნაკრავი შეყვარებულივით ჯერ კიდევ ეიმედება, რომ ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთი კვლავ გულში ჩაიკრავს და ვნებიანი ჩურჩულით ეტყვის:  ჩვენ ერთი გზა გვაქვს, მე შენ მიყვარხარ!

     ჰო, რაღაც ამგვარი სჭირს საქართველოს მმართველ პარტიას, ამიტომაცაა,   სხვა მიმართულებით რომ არ იყურება და რეალურ პარტნიორებს არ ეძებს. ბოლო პერიოდში რამდენი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რამდენი პერსპექტივა გამოიკვეთა, მაგრამ ინდიფერენტიზმში ჩავარდნილი  მთავრობა გამოლენჩებული თვალებით იყურება და საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ამჩნევს. თშო, ბრიჩსი, „3+3“ ფორმატი და სხვა –  ჰკითხეთ ერთი, რას უწუნებენ ამ ორგანიზაციებს.  მათ ჰგონიათ, რომ სამყარო მაკრონითა და სტარმერით იწყება და მერცით და ფონ დერ ლაიენით მთავრდება, ან ტრამპი, თავისი უტოპიური სანქციებითა და ტარიფებით, ხვალ მსოფლიოს მბრძანებლად ჩამოყალიბდება. ეს უბედურები ისე ჩარჩნენ და გაქვავდნენ წარსულში, რომ, საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, აზროვნების უნარი კი არა, სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობათ.

    ჩინეთში კი მართლაც უსერიოზულესი პროცესი მიმდინარეობს. ის, რაც ცისქვეშეთში ხდება, არც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მე–80  წლისთავის აღნიშვნაა, არც  თშო-ს მორიგი სამიტი და არც ზესახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა ეკონომიკურ საკითხებზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მთავარი სხვა რამეა –  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგი, ამერიკელებმა საბჭოთა კავშირთან ერთად რომ დაანგრიეს,  ახალმა უნდა ჩაანაცვლოს. განვლილმა ოცდათხუთმეტმა წელიწადმა გვიჩვენა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო ვერ შედგა. პირიქით, დღეს მსოფლიო მრავალპოლუსიანია, თუმცა რამე სახის სისტემური წესრიგი ჯერაც არ ჩამოყალიბებულა. ჩინეთში მიმდინარე პროცესმა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები უნდა გამოკვეთოს და ამაშია მისი ყველაზე დიდი მნიშვნელობა. წესრიგი სამხედრო ძალას უნდა ეფუძნებოდეს. სხვა შემთხვევაში იგი უმარტივესად ჩამოიშლება. სამხედრო ძალა კი შესაბამისი ეკონომიკით უნდა იყოს გამყარებული. თშო-სა და ბრიჩს-ის სახელმწიფოების თანამშრომლობა, რომელშიც ყველა კონტინენტის ქვეყნები მონაწილეობენ და მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია გაერთიანებული, მძლავრი (გლობალური) ეკონომიკის გარანტიას ქმნის. სხვათა შორის, თშო-ს სამიტზე უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის  განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ. რაც შეეხება რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და, საერთოდ, სამხედრო პოტენციალს, იგი დიდად აღემატება დასავლეთისას. ცალკე აღებულმა რუსეთმა უკრაინაში, ისე, რომ სამხედრო მდგომარეობა არც გამოუცხადებია, სპეციალური სამხედრო  ოპერაციის ფარგლებში დაამარცხა ნატო და კოლექტიური დასავლეთი. ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობებზე მიახლოებით წარმოდგენას 3 სექტემბრის აღლუმი შეგვიქმნის. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა), აქაური დებილები რომ დასცინიან (სხვათა შორის, რუსი დებილების ქირქილიც ბევრჯერ მოგვისმენია), საქირქილო კი არა, ანგარიშგასაწევი ძალაა, რასაც ტრამპიც  ეთანხმება.  მართალია, ჯერჯერობით სამხედრო კავშირზე (ბლოკზე) ღია საუბარი არ მიდის, მაგრამ რომელი სულელი დაიჯერებს ჩამოთვლილ სახელმწიფოთა ლიდერების გულუბრყვილობას, რომ სადღაც, დახურულ კარს მიღმა, ამის შესახებ საუბარი არ გამართულა ან არ გაიმართება?!

    ეს ყველაფერი არ არის. ჩინეთის შეხვედრა თავისი  მნიშვნელობით იალტის (1945 წლის 4-11 თებერვალი) კონფერენციას უტოლდება, რომელზე მსოფლიოს დიდი გადანაწილება განხორციელდა. ახლაც იგივე მეორდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მეტი ტერიტორიების თუ გავლენის მოპოვების სურვილი აქვს, არამედ იმიტომ, რომ ამის გარეშე პოლუსებს შორის ძალთა თანაფარდობა (სამხედრო ბალანსი) ვერ ჩამოყალიბდება, რომლის გარეშეც მშვიდობა ვერ დაისადგურებს. ეს მსოფლიო სტრატეგიული და გეოპოლიტიკური აუცილებლობაა,  ამიტომ არც დასავლეთის აგენტურას და არცქართულ ოცნებასარავინ შეეკითხება, გული საით  მიუწევთ ან კუდი რომელ მხარეს აქვთ ყავარზე გადებული, ისე გადაწყვეტენ საქართველოს ბედს და საერთოდ, ამიერკავკასიის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა თუ სხვა რეგიონების ბედსაც. ასე იყო და დღესაც ასეა – სუსტების ბედს ძლიერები წყვეტენ;  ოღონდ  ის სუსტები ამ პროცესში მონაწილეობით უფრო მეტს იღებენ, ვიდრე განზე გადგომითა და გაბუტულის პოზაში ყოფნით. გაუგებარია, რა უნდა საქართველოს. რით ვერ გაიგეთ,  ქართველებო, რომ თქვენ მიერ ავადმყოფურად აკვიატებული დასავლეთი აღარ არსებობს?!  დაინგრა ის სტრუქტურები, რომლებითაც ამდენი ხნის განმავლობაში გატყუებდნენ. ევროკავშირი, პრაქტიკულად, დაშლილია, ნატო ზედმეტ ბარგად იქცა, რომელიც წარსულის ინერციით ღაფავს სულს. ასეც რომ არ იყოს, თქვენ იქ არავინ გეპატიჟებათ, პირიქით –  იმასაც, რაც დასავლეთთან აქამდე გაკავშირებდათ (ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უვიზო მიმოსვლა) გართმევენ და პირში ჩალაგამოვლებულს გტოვებენ. განა ამაზე არ მეტყველებს პრეზიდენტ ყაველაშვილის („ქართული ოცნების”) მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის მიწერილი სასოწარკვეთილი წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს”. როდენდე უნდა ეხვეწოთ და ემუდაროთ ტრამპს, რომ მოიღოს მოწყალება და  გაგიღიმოთ ან თვალი ჩაგიკრათ, ან ბეჭზე ხელით შეგეხოთ?!  არ ახსოვხართ, საქართველოზე მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს ან საქართველოს საკითხი (თქვენთან შეუთანხმებლად) პუტინთან გადაწყვიტა. წერილები რომ შველოდეს, აქამდეც მოგხედავდათ. საქართველო რომ აინტერესებდეს, თავადვე მოგძებნიდათ, მაგრამ არ სცალია თქვენთვის. ამ ვითარებაში რაღაც  (ტრამპისთვის წერილების წერის გარდა) ხომ უნდა გააკეთოთ? ამ ცისქვეშეთში (ამჯერად ამ ტერმინის ქვეშ მხოლოდ ჩინეთს არ ვგულისხმობ) თქვენი ადგილი უნდა ეძებოთ და დაიკავოთ, სანამ უნდა იყოთ ჰაერში გამოკიდებული იმ იმერელივით, გაჭირვებამ სუიციდზე ფიქრამდე რომ მიიყვანა, მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, მისი არასახარბიელო მდგომარეობა გააცნობიერა („არც იქინე მიმიღონ, არც აქანე ვიყო…”). ჰოდა, დასავლეთში რომ არ გიღებენ და აღმოსავლეთშიც რომ არ მიდიხართ, რას აპირებთ, დედამიწა ხომ ორ ნახევარსფეროდ (აღმოსავლეთი და დასავლეთი) იყოფა, თქვენ საით გაგიწევიათ, სად აპირებთ დაბანაკებას? დასავლეთის შეურაცხადობის გამო რუსეთმა, მსოფლიოს უდიდესმა და უძლიერესმა სახელმწიფომ, პირი აღმოსავლეთისკენ იბრუნა. ჩინეთში „სინხუას” ჟურნალისტის შეკითხვას, საბოლოოდ რატომ შეტრიალდა რუსეთი აღმოსავლეთისკენ, ვლადიმერ პუტინმა ასე უპასუხა: ამაში არავითარი საიდუმლო არ არის. შოსის მიზიდულობა მარტივად გასაგებია. ეს არის მყარი მიჯაჭვულობა შემოქმედების ფილოსოფიაზე, თანაბარუფლებიანი თანამშრომლობისთვის კარგახსნილობა, ყოველი ხალხის თვითმყოფადობისა და ეროვნული თავისებურებების პატივისცემა და მესამე ქვეყნების საწინააღმდეგო ქმედების დაუშვებლობა”.

    აი, რა ხდება ამ წუთებშიც ცისქვეშეთში (ამჯერად ამ ტერმინის ქვეშ ჩინეთს ვგულისმობ). ეს საპლანეტო მნიშვნელობის მოვლენაა (ამაზე მეტყველებს პუტინის ოთხდღიანი ვიზიტი ჩინეთში). იბადება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელშიც ან ჩვენი ნებითა  და დასტურით, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით ჩავეწერებით, ან სხვები ჩაგვწერენ ისე, რომ არაფერს შეგვეკითხებიან. 

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here