ჩვენი დღევანდელობა

    ავსტრიელმა ფილოსოფოსმა გიუნტერ ანდერსმა  1956 წელს დაწერა შემდეგი წინასწარმეტყველური თვალსაზრისი:

    „ნებისმიერი აჯანყების ჩასახშობად ძალადობრივი ქმედება აუცილებელი არ არის.   მეთოდები, რომლებსაც ჰიტლერი იყენებდა, მოძველებულია.

    საკმარისია, შეიქმნას ძლიერი კოლექტიური პირობები და აჯანყების იდეა  აღარასოდეს გაიელვებს ადამიანის გონებაში. იდეალური იქნებოდა ადამიანების ჩამოყალიბება დაბადებიდანვე, მათი თანდაყოლილი ბიოლოგიური უნარების შეზღუდვით.

    შემდეგ ჩვენ განვაგრძობდით  კონდიცირებას,  მკვეთრად შევამცირებდით განათლებდა მას პროფესიული უნარების გამომუშავებამდე  დავიყვანდით.  გაუნათლებელ ადამიანს შეზღუდული თვალსაწიერი  აქვს და, რაც უფრო შემოიფარგლება მისი აზროვნება საშუალო დონის უფერული  საქმიანობით, მით ნაკლებად  შეძლებს  ამბოხებას.

    ისე უნდა გავაკეთოთ, რომ  მეცნიერებაზე წვდომა სულ უფრო რთული და ელიტური იყოს, რათა ადამიანებსა და მეცნიერებას შორის უფსკრული წარმოიქმნას  და ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია არ შეიცავდეს ძირგამომთხრელ შინაარსს.

    მთავარია ფილოსოფიის გარეშე.

    აქაც უნდა გამოვიყენოთ დარწმუნების ძალა  და არა პირდაპირი ძალადობა: ტელეეთერებში მასობრივად ვუჩვენებთ  გასართობ პროგრამებს, რომლებიც შეეხება მხოლოდ  ემოციებს ან ინსტინქტებს.

    ადამიანთა გონება დაკავებული იქნება უსარგებლო და სახალისო თემებით.

    გონების შეკავება იმისგან, რომ არ იფიქროს, შეიძლება  შეუჩერებელი საუბრებითა და მუსიკით.

    გიუნტერ ანდერსი

    ადამიანის ინტერესების სიაში პირველ ადგილზე დავაყენებთ სექსუალობას. უკეთესი სოციალური ტრანკვილიზატორი არ არსებობს. ამას ისე გავაკეთებთ, რომ აღმოიფხვრას არსებობის სერიოზული ნაწილი, დავცინოთ ყველაფერ ღირებულს, ყოველთვის  მხარდაჭერილი იყოს თავქარიანობა, რათა საჯაროობის ეიფორია ადამიანური ბედნიერების სტანდარტად და თავისუფლების  ეტალონად იქცეს.

    ამ გზით მივალთ  ისეთ ინტეგრაციამდე, რომ ერთადერთი შიში, რომელიც აგვიჩნდება, სისტემიდან გარიყულობისა და, შესაბამისად, ბედნიერებისთვის აუცილებელი პირობების მიუწვდომლობის შიში იქნება.

    ამგვარად ჩამოყალიბებულ მასობრივ ადამიანს ისე უნდა მოეპყრან, როგორც ძროხას, და  ჯოგივით უნდა მწყემსონ. ყველაფერი, რაც მისი ნათელი აზროვნებისადმი აპათიას გამოიწვევს, საზოგადოებრივი სიკეთეა და ყველაფერი, რაც მის გამოღვიძებას შეძლებდა, უნდა გამასხარავდეს და ჩაიხშოს.

    ნებისმიერი დოქტრინა, რომელიც სისტემას ეჭვქვეშ დააყენებს, განხილული უნდა იყოს, როგორც ძირგამომთხრელი და ტერორისტული, ხოლო მათ, ვინც ასეთ დოქტრინას  უჭერს მხარს, შემდეგ  მოეპყრობიან, როგორც ტერორისტებს.

    გიუნტერ ანდერსი.  „ადამიანის მოძველებულობა“ ( Die Antiquiertheit des Menschen) 1956 წ“.

    მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here