Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “ჩვენდა დაუკითხავად ჩერჩეტმა ”იხვნისკარტებმა” პასპორტებში მხოლოდ გვარ-სახელი დაგვიტოვეს და ”მამებით დაგვაობლეს” ..”

“ჩვენდა დაუკითხავად ჩერჩეტმა ”იხვნისკარტებმა” პასპორტებში მხოლოდ გვარ-სახელი დაგვიტოვეს და ”მამებით დაგვაობლეს” ..”

1928

ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. გაგუა აპროტესტებს იმას, რომ პასპორტში არ წერენ თუ ვისი ასულია. მისი თქმით, მას არ აქვს დასამალი არც ეროვნება და არც მამის ვიანაობა. 
“მას შემდეგ, რაც ჩვენდა დაუკითხავად ჩერჩეტმა ”იხვნისკარტებმა” პასპორტებში მხოლოდ გვარ-სახელი დაგვიტოვეს და ”მამებით დაგვაობლეს” სულ ვფიქრობ:
რატომ… რატომ დავრჩი ”შოთას ასულის” გარეშე? ვინ იყო ის სრული ტუტუცი და მისი მხარდამჭერები, რომლებმაც ჩემ გარეშე გადაწყვიტეს, რომ ”არ მყავს” მშობელი-მამა და რომ მინდა დავმალო, რომ ვარ ქართველი, სომეხი, ბერძენი, ან იეზიდი და დამტოვეს უეროვნებოდ და უმამოდ?!

თუმცა, ღირსები ვართ! ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ცხვრის ფარასავით ვიტრუნებით და ვიღაც უჯიშოების ნება-პრინციპებს უსიტყვოდ ვექვემდებარებით ხოლმე”წერს ნანა გაგუა.

3 COMMENTS

  1. ხოდა პრობლემას ვაწყდები ეხლა საჯარო რეესტრში ვერ ვიმტკიცებ ნახევარ საუკუნოვან მემკვიდრეობას .მუზეზი?საბუთებში მამის სახელის არ ქონა,რადგან იგივე სახელგვარის პატრონი სოფელში რამდენიმეა

  2. აუცილებლად უნდა დააბრუნონ ეროვნების და მამის სახელის გრაფა!

  3. გლობალისტებმა და ახალი მსოფლიო “წესრიგის” მაშენებელმა ნაძირალებმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here