Home სხვადასხვა დაიჯესტი ჩეშირში (ინგლისი) მცხოვრებმა სამი შვილის დედამ თავი მოიკლა

ჩეშირში (ინგლისი) მცხოვრებმა სამი შვილის დედამ თავი მოიკლა

476
ჩეშირში (ინგლისი) მცხოვრებმა სამი შვილის დედამ თავი მოიკლა

Mirrorის ვერსიით, სუიციდური აქტის განხორციელება ამ ქალმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი ქმარი ციხეში ჩასვეს ქალიშვილის მხეცური გაუპატიურების ბრალდებით. 40 წლის ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამ მიზეზით დაეწყო.

რიკის (ქმარს) 7 წელიწადი მიუსაჯეს, ცოლმა, ინკა მაკეიმ, ეს სირცხვილი ვერ გადაიტანა და ზუსტად წლის თავზე თავი მოიკლა.

ინკამ თავისი მომავალი ქმარი ბირმინჰემში ასტონის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. 2000 წელს დაქორწინდნენ, სამი ვაჟი ეყოლათ. ოჯახის რღვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც რიკი შინიდან შორს შეუდგა საქმიანობას _ ეხმარებოდა ლონდონში 2012 წლის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებში, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრა.

პრობლემები 2015 წელს დაეწყოთ. ინკა თავს ვერ ართმევდა სამუშაოს და ყოველთვის დათრგუნული იყო. აშკარად დაეტყო პარანოის ნიშნები.

2016 წელს რიკს გაუპატიურების ბრალი წაუყენეს, მაგრამ აპატია იმ პირობით, რომ მსგავს გადაცდომას არ ჩაიდენდა, მაგრამ 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ რიკი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა. ცოლს ხელმეორედ ნერვული შოკი დაემართა.

რიკის მსხვერპლმა განაცხადა, რომ კაცმა იგი თავის ბინაში შეიპატიჟა და მასთან სექსუალური ურთიერთობა დაამყარა. თავიდან ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მიმდინარეობდა, მაგრამ რიკმა მალე დაკარგა კონტროლი. ბრალდებული კი ამტკიცებს, რომ ქალიშვილი წინააღმდეგი არ იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here