შოთა აფხაიძე: საქართველო ,,პრახადნოი დვორად” იქცა, სადაც თავს იყრის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ყველა ჯურის ნაგავი

    ,,2016 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნა 1950-მდე არაბული, ირანული და თურქული კაფე-ბარი და კლუბი. ამ ,,დაწესებულებების” 90 %, ბიზნესის თვალსაზრისით, რეალურად მოგებას არ უტოვებს მათ მეპატრონეებს, სამაგიეროდ ამავე დაწესებულებებში აქტიურად თეთრდება შავი ფული, რომელიც ირიცხება აზიის ქვეყნებიდან. საუბარია წლიურად 2-3 მილიარდ დოლარზე. მათ შორის, თეთრდება ფული, რომლითაც ფინანსდება ტერორიზმი!”

    არჩევნები კარს მოგვადგა. რამდენიმე დღეში, 26 ოქტომბერს, როგორც არჩევნებში წარმოდგენილი პარტიები გვაუწყებენ, საბედისწერო არჩევნები გაიმართება. პარტიების ლიდერები საუბრობენ ერთმანეთის ნაკლსა და უსინდისობაზე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ახსენებს პრობლემას, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება ნაღმიც კი აღმოჩნდეს.

    რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან არსებული საფინანსო უნივერსიტეტის ექსპერტი შოთა აფხაიძე, უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოშია, მან სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკშიგამოაქვეყნა ასეთი ტექსტი

    ,,უკვე მეორე თვე იწურება, რაც საქართველოში ვარ. შემოვიარე თითქმის ყველა კუთხე, ყველა ქალაქი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა პარალიზებულია, სახელწიფო თავზე გვენგრევა! თუ ასე გაგრძელდება, საქართველო, როგორც ქართული სახელწიფო, თავისი ინსტიტუტებით შეწყვეტს არსებობას, მის ადგილას გაფორმდება ისლამური ინტერნაციონალი _ ან გურჯისტანის საამირო, ან გურჯისტანის ვილაიეთი.

      თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში რუსეთიდან შემოსულ რელოკანტებს _ ე.წ. უკრაინელ დევნილებსა და ნიგერიელ მიგრანტებს _ ორგანიზებული აქვთ ნარკოკორტელები და სინთეთიკური ნარკოტიკების გავრცელებით არიან დაკავებულნი. მათი საქმიანობის მასშტაბები უკვე მილიონიან ბრუნვას ითვლის.

     2022 წლიდან დღემდე რუსეთის ფედერაციიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ირანიდან, უზბეკეთიდან, ჩინეთიდან, ტაილანდიდან და აზერბაიჯანიდან 18 000 სექსმუშაკი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. შედეგი _ ასობით მასაჟის სალონი (ბორდელი) თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში; ათეულობით ესკორტსააგენტო, საროსკიპო-ღამის ბარები და რეგიონში სექს- ტურიზმის ცენტრად ქცეული საქართველო.

      2016 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნა 1950-მდე არაბული, ირანული და თურქული კაფე-ბარი და კლუბი. ამ ,,დაწესებულებების” 90%, ბიზნესის თვალსაზრისით, რეალურად მოგებას არ უტოვებს მეპატრონეებს, სამაგიეროდ ამავე დაწესებულებებში აქტიურად თეთრდება შავი ფული, რომელიც ირიცხება აზიის ქვეყნებიდან. საუბარია, წლიურად 2-3 მლრდ დოლარზე. მათ შორის, თეთრდება ფული, რომლითაც ფინანსდება ტერორიზმი.

     ქვეყანაში მოქმედებს ათეულობით ქოლცენტრი, რომლებშიც არალეგალურ საქმიანობას ეწევა ასეულობით აფრიკელი და ინდუსი ვითომ სტუდენტი, ეს დაუფარავად ხდება თბილისის ცენტრალურ უბნებში. ამ მიზნით ქოლცენტრების მეპატრონებს ყალბი მოწვევით, ვითომ სწავლის მიზნით, ათასობით ინგლისურენოვანი ახალგაზრდა შემოჰყავთ აფრიკის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, კამბოჯიდან და ტაილანდიდან.

      ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულებები მხოლოდ ნაწილია იმ ჯოჯოხეთისა, რომელიც დღეს ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში. საქართველო იქცა ,,პრახადნოი დვორად”, სადაც თავს იყრის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ყველა სჯულის ნაგავი. დავიჯერო, ამ მასშტაბის კრიმინალი არ იციან შსს-მ და სუს-მა? ნამდვილად რთული დასაჯერებელია. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყნის ნგრევის პროცესს ვიღაც მიზანმიმართულად მფარველობს და მილიარდებს იდებს ჯიბეში”.

    ზემოაღნიშნულ საკითხზე რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ შოთა აფხაიძეს:

    _ პრობლემა, რომელზეც საუბრობთ, მართლაც სერიოზულია. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ვითარების გამოსასწორებლად?

    _ უპირველესად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა; გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი ისე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ ჰქონდეთ საქართველოში 365 დღით ცხოვრების უფლება. საერთოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არავის უნდა ჰქონდეს აქ ცხოვრების უფლება არა უმეტეს 30 დღისა, არაბული სახელმწიფოებიდან ჩამოსულებს კი მხოლოდ 10 დღით ან ორი კვირით უნდა შეეძლოთ საქართველოში ტურისტად გაჩერება.

    აუცილებელია, გადაიხედოს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის მიზნები.  Aაფრიკის ქვეყნებიდან, პაკისტანიდან და სხვა სახელმწიფოებიდან ჩამოსულთაგან ბევრი ვითომ სტუდენტია. უნდა შემოწმდეს, მართლა სწავლობენ თუ არა ეს ახალგაზრდები ამა თუ იმ სასწავლებელში, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი დაკავებულნი არიან სინთეტიკური ნარკოტიკების გასაღება-მოხმარებით; ასევე, ისინი მუშაობენ ე.წ. ქოლცენტრებში, რადგან კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ამ ყველაფერს  ქართულმა სპეცსამსახურმა უნდა მიხედოს.

    კიდევ გავიმეორებ: აუცილებელია, გადაიხედოს კანონმდებლობა სავიზო რეჟიმის შესახებ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც გამარტივებული გვაქვს სავიზო რეჟიმი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ აქ დარჩენის უფლება 30 დღეზე  მეტხანს, ხოლო არაბული და აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლებს მხოლოდ ორი კვირით უნდა შეეძლოთ გაჩერება.

    _ თქვენ მიერ აღნიშნული პრობლემის გამოსწორება რთული იქნება, რადგან მიწის ბევრი ნაკვეთი უკვე კერძო საკუთრებაში აქვთ უცხოტომელებს. შესაძლოა თუ არა, რომ ხელისუფლებამ გაყიდული მიწები დაიბრუნოს, არის კი მიწების დაბრუნების პრეცენდენტი სხვა ქვეყნებში?

    _ საქართველოს მიწის ფონდის 80 პროცენტი უკვე გაყიდულია, ძირითადად, არაბებზე. რატომ აკეთებს ამას საქართველოს ხელისუფლება? იმიტომ, რომ არაბი შეიხები ახლო ურთიერთობაში არიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან ყოფილ პრემიერს დავასახელებ.

    შეძლებს თუ არა სახელმწიფო მიწების დაბრუნებას? გეტყვით, რომ შეძლებს, თუკი ნება იქნება. სახელმწიფომ შესყიდვები უნდა ცნოს უკანონოდ, შეიქმნას საპარლამენტო კომიტეტი, კომისიები, დაუბრუნებენ შემსყიდველს თანხას და გამოისყიდიან მიწას. აღსანიშნავია, რომ თანხები არც ისე დიდია. მაგალითად, არაბებმა კასპის რაიონში რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა 1800 დოლარად შეიძინეს, ხელისუფლებამ მიყიდა, ამიტომ დაბრუნება შესაძლებელია; გავიმეორებ: შესაძლებელია კეთილი ნების შემთხვევაში. ამას კი ის მთავრობა დაიბრუნებს, რომელიც სახელმწიფოზე იქნება ორიენტირებილი.

    _ არჩევნები მოახლოვდა. რა პროგნოზს გააკეთებთ,,ქართული ოცნებისგამარჯვების შემთხვევაში რას ელით?

    _ ,,ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში ვითარების გამოსწორებას არ ველოდები, ,,ნაცმოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში კი უარესი იქნება, რადგან არც ერთი ეს პარტია არ არის სახელმწიფოზე ორიენტირებული; ქართულ საქმეს არც ერთი არ აკეთებს. ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, რადგან მთელი ძალოვანი სისტემაა ჩარეული მიწების გაყიდვის საქმეში. ისინი  ასევე ჩართულნი არიან აქ არაბული ქვეყნების მოქალაქეების ჩამოსახლებაში.

    არჩევნების შემდეგ არეულობას ველოდები. იქნება დიდი აურზაური და დაზარალდება ქართველი ხალხი. ,,ქართულ ოცნებას” არაფერი შეეხება.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here